xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმ. მამათა საგანძურიდან » ამპარტავნებისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი
ამპარტავნებისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი
20-12-2016, 00:08  / ამოსაბეჭდი ვერსია
 

ამპარტავნებისათვის - წმიდა იოანე ოქროპირი

 

   ყველამ ვიზრუნოთ ძმებო, რათა დავძლიოთ ყველაზე დამღუპველი ვნება ამპარტავნება. დავძლიოთ, რათა ეშმაკთან ერთად არ განგვიკითხონ, არ გავხდეთ თანაზიარი მისი სასჯელისა, არ ვეზიაროთ მარადიულ ტანჯვას.

   - „ნუ ახალ ნერგ" - ამბობს მოციქული - რათა არა განლაღდეს და სასჯელსა შთავარდეს ეშმაკისასა" (ზირ.). ე.ი. ვინც ამპარტავანია, ეშმაკთან ერთად დაისჯება, რადგან „ადამიანის ამპარტავნების დასაბამი უფლისაგან განშორებაა" (სიბრძნ. ზირ; 10, 12). იგია ცოდვის დასაწყისი, პირველი აღმგზნები და მამოძრავებელი ბოროტებისაკენ.

   თუნდაც მრავალი კეთილი საქმე აღვასრულოთ, ეს ვნება საშუალებას არ მისცემს სიკეთეს ჩვენში დაიმკვიდროს. არამედ პირიქით, იგი ჰგავს ძირმაგარ ფესვს, რომელიც მუდამ ებრძვის და ეწინააღმდეგება მას. გაიხსენე ფარისეველი, მისი საქმეები, რას აკეთებდა იგი, მაგრამ ამას მისთვის სიკეთე არ მოუტანია, რადგან არ ამოძირკვა ის ფესვი, რომელმაც ყველაფერი დაანგრია!

   ამპარტავნებისაგან მომდინარეობს გლახაკთა სიძულვილი, ფულის სიყვარული, ძალაუფლების სიყვარული და პატივმოყვარეობა. ამპარტავანი კაცი მშვიდად ვერ გადაიტანს მიყენებულ წყენას და შურს იძიებს ამისათვის. ხოლო იმას, ვისაც არ შეუძლია წყენის მშვიდად გადატანა, ვერც სხვა უბედურების ატანას შეძლებს.

   ამიტომ ვამბობთ, რომ ამპარტავნება არის ცოდვის სათავე, მაგრამ როგორ შეიძლება მისი მიზეზი ღვთის დავიწყება იყოს?

   ძალიან უბრალოდ!

   ვინც იცის ღვთის შესახებ, იცის, თუ როგორ დამდაბლდა ძე ღვთისა, ის არ აიმაღლებს საკუთარ თავს, რადგან ამპარტავნება ბადებს მზვაობრობას (ქედმაღლობას).

   მიპასუხე, რატომაა, რომ ისინი, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, ამბობენ, რომ იციან ღმერთი? განა ამპარტავნებით არ მოსდით ეს?! ხედავთ, რა უფსკრულში გადაჩეხა ისინი უმეცრებამ? უფალს უყვარს სული შემუსვრილი და პირიქით, ამპარტავანს ეწინააღმდეგება, მდაბალს კი მიანიჭებს მადლს.

   ამგვარად, არ არსებობს უფრო დიდი ბოროტება, როგორც ამპარტავნება. იგი ადამიანს ბოროტ დემონად, უტიფრად, ღვთის მგმობელად, ფიცის გამტეხად აქცევს.

   მზვაობარი ადამიანი მუდამ მწუხარებით ითანგება, მუდამ ჯავრობს და დრტვინავს. ვერაფერი ვერ აკმაყოფილებს მის ვნებას, თუნდაც მეფემ მოიყაროს მის წინაშე მუხლი, მაინც ვერ დამშვიდდება, პირიქით, კიდევ უფრო აღეგზნება.

   როგორც ვერცხლისმოყვარეს სურს უფრო და უფრო მეტის მოხვეჭა, ასევე, რარიგ დიდი პატივიც არ უნდა მიაგონ ამპარტავან კაცს, მაინც მეტს მოითხოვს, რადგან თვით ვნების ბუნებაა ასეთი. იგი თანდათან იზრდება, თანდათან ძლიერდება, სანამ დაღუპვის კარამდე არ მიიყვანს მას, ვინც ამით იყო შეპყრობილი.

   ამიტომაცაა, რომ ადამიანები, რომლებიც შეპყრობილნი არიან მგლის მადლით, სულ მუდამ მშივრად გრძნობენ თავს. ექიმთა მტკიცებით ესაა ვნება, რომელიც ბუნებრივ საზღვრებს სცილდება. ცნობისმოყვარეობაში გაუწონასწორებელი ადამიანები გამუდმებით იმდიდრებენ ცოდნას, მაგრამ მაინც არაფრით კმაყოფილდებიან, რადგან ეს ვნებად აქვთ გადაქცეული. მათ კი, რომლებიც სიამოვნებას სიძვაში პოულობენ, არ შეუძლიათ ზღვარი დაუდონ თავიანთ სურვილებს (ზირ. 23, 23). „გარყვნილი კაცისათვის ყველა პური ტკბილია და არ დაცხრება იგი უკუნისამდე" (ზირ. 23, 17).

   მოკლედ, ვნება, მართალია, წარმოადგენს უმძიმეს სნეულებას, მაგრამ, განუკურნებელი არაა. იგი იკურნება და წარმოიდგინეთ, უფრო ადვილად, ვიდრე ფიზიკური სნეულება. საჭიროა მხოლოდ ჩვენი დიდი სურვილი ვნების დაძლევისა და შევძლებთ მის დაცხრომას.

   მაინც როგორ შეიძლება ამპარტავნების დაცხრობა?

   გაიხსენე ჯოჯოხეთი, იფიქრე იმ ადამიანებზე, რომლებიც შენზე გაცილებით უკეთესნი არიან. გაიხსენე, რამდენად დამნაშავე ხარ ღვთის წინაშე და მაშინ მალე დაიცხრობ შენს გონებას, მალევე დაამდაბლებ თავს.

   როცა მიცვალებულს დაინახავ დაფიქრდი იმაზე, თუ რამდენად სწრაფმავალი და არარაობაა ცხოვრება, რომ მალე იგი სიზმარივით ან აჩრდილივით გაქრება. ან ომი გაიხსენე, რომელმაც სრულიად გააცამტვერა მრავალი უმდიდრესი ადამიანი. აგერ წარჩინებულ ადამიანთა სასახლეები, რომელთა ხსენებაც დღეს აღარ არის.

   შენ შეგიძლია ყოველდღე მონახო ასეთი და ამის მსგავსი მაგალითები. ხელისუფლების გადაყენება და მის ნაცვლად სხვისი გაბატონება, მდიდართა შემოსავლის კონფისკაცია და მათი სახაზინოში შეტანა.

   „ხელისუფალთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ გვირგვინს ატარებდა" (ზირ. 11, 5).

   იქნება თქვა, მე კეთილგონიერებით ვარ დაჯილდოებულიო. მაგრამ, შენ გონებაც არ გაგაჩნია, რამეთუ ამპარტავნება სწორედ, უგუნურების ნიშანია. მაშ, რატომ გიჭირავს თავი ასე ამაყად? კეთილგონიერებით იწონებ თავს? ამპარტავნებას არ ახასიათებს კეთილგონიერება, შენ კარგავ უფლებას კეთილგონიერად იწოდებოდე.

   ამიტომაც ძმანო, მოვთოკოთ უგვანი აზრები, ვეცადოთ, ვიყვეთ თავდაჭერილნი, მშვიდნი, წყნარნიო, რამეთუ ასეთებს განსაკუთრებით წყალობს ქრისტე: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მთ. 11, 29). იმიტომაც დაბანა მან მოსწავლეებს ფეხები, რათა ეჩვენებინა ჩვენთის სიმდაბლის მაგალითი. შევეცადოთ ძმებო, ყოველივე ზემოთქმულიდან სარგებელი მივიღოთ, რათა ვეზიაროთ აღთქმულ სიკეთეს, რომელიც განმზადებულნი არიან მოყვარეთა მისთათვის.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine