xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » ცრუბრალდება წმინდა ირინეოს ლიონელის მისამართით
ცრუბრალდება წმინდა ირინეოს ლიონელის მისამართით
10-10-2016, 00:04  / ამოსაბეჭდი ვერსია

ცრუბრალდება წმინდა ირინეოს ლიონელის მისამართით

 

   დიდად სამწუხაროდ, ციტატების შეგნებულად დანაწევრების მეთოდი ლიბერალმა ღვთისმეტყველებმა წმ. ირინეოს ლიონელის მიმართაც გამოიყენეს. თავიანთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის სული აღმოიყვანა, ისინი წმინდა მამის შემდეგი სიტყვებით „ამყარებენ": „ქრისტე არა მხოლოდ მათთვის მოვიდა, ვინც ირწმუნა მისი, არამედ საერთოდ ყველა ადამიანისათვის, რომელთაც სურდათ ქრისტეს ხილვა და მოსმენა. ყველა მათგანს ქრისტე მეორედ მოსვლის დროს წინასწარ აღადგენს და თავის მეუფებას მიჰმადლებს".

   ლიბერალები ციტირებენ ამ სტრიქონებს, ხოლო მათი თანამოაზრენი, ყველგან და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, სიტყვასიტყვით იმეორებენ მას. არადა, წმ. ირინეოსის თხზულების ამ მონაკვეთის სრულ ტექსტს თუ წავიკითხავთ, კერპთაყვანისმცემელთა და ერეტიკოსთა ცხონების საარგუმენტაციოდ ვერაფერს ვიპოვით.

   სინამდვილეში წმინდანი მოგვითხრობს ჯოჯოხეთში ქრისტეს იმ ადამიანებთან შთასვლაზე, „ვისზეც საუბრობდა ის თავის მოწაფეებთან: „რამეთუ მრავალთა წინასწარმეტყველთა და მართალთა გული-უთქმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა" (მათ. 13. 17).

   ქრისტე არა მარტო მათთვის მოვიდა, ვინც კეისარ ტიბერიუსის დროს ირწმუნა მისი და მამა ღმერთმაც თავისი მზრუნველობა არა მხოლოდ ამჟამად მცხოვრებთათვის, არამედ ყველა ადამიანისათვის ინება, რომლებსაც თავიანთ ეპოქებში შეძლებისამებრ ეშინოდათ ღვთისა, სამართლიანად და კეთილსინდისიერად იქცეოდნენ მოყვასთან დამოკიდებულებაში და ქრისტეს ხილვა და მოსმენა სურდათ. ამდენად, ყველა მათგანი, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, გაიღვიძებენ ძილისაგან და როგორც ისინი, ასევე სხვებიც, რომლებსაც ელით მსჯავრი თავისი ცხოვრებისამებრ".1

   მაშასადამე წმინდანმა ბრძანა:

   ა) ქრისტე არა მხოლოდ იმპერატორ ტიბერიუსის დროს მცხოვრებთათვის მოვიდა;

   ბ) მამა ღმერთმა თავისი მზრუნველობა არა მხოლოდ ამჟამად მცხოვრები ადამიანებისთვის ინება;

   გ) არამედ ყველა ადამიანისათვის, ვინც სამართლიანად და კეთილსინდისიერად ცხოვრობდა, ვისაც ქრისტეს ხილვა და მოსმენა სურდა;

   დ) ასეთებს მაცხოვარი აღადგენს მეორედ მოსვლის დროს და თავისი მეუფების მკვიდრად ჰყოფს.

   ამრიგად, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ისინი ცხონდებიან, რომლებიც სამართლიანად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდნენ, რომლებსაც „სურდათ ქრისტეს ხილვა და მოსმენა" ყველოა თაობასა და ეპოქაში.

   ძნელი შესამჩნევი არ გახლავთ, რომ წმ. ირინეოსი ამ ტექსტში ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებსა და მართლებზე საუბრობს, რომლებსაც სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთი, უყვარდათ და ეშინოდათ მისი; სწამდათ ქრისტეს მოსვლის და ელოდებოდნენ მას. ამ ტექსტში გადმოცემულია ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება. ლიბერალებმა კი, ეს შინაარსი თავიანთ სასარგებლო სწავლებად რომ წარმოედგინათ, კერძოდ, დაემტკიცებინათ ის, რომ ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის გარეშეც, შესაძლებელია ყველა კერპთაყვანისმცემელისა და ერეტიკოსის ცხონება, ნაცად მეთოდს - მონტაჟს მიმართეს. როგორ არ გავიხსენოთ აქ მეექვსე მსოფლიო კრების წმინდა მამათა სიტყვა: „აი, შენ წმინდა მამის ეს განსაზღვრება ამოგლიჯე კონტექსტიდან; სახამუშოა მართლმადიდებლისთვის ამგვარად დაამახინჯო წმინდა მამათა გამონათქვამი, ეს უფრო ერეტიკოსების საქმეა".2

   ისიც გაუგებარია, როგორ შეიძლება „გსურდეს ქრისტეს ხილვა და გესმოდეს მისი ხმა" და, ამავე დროს, არაფერი იცოდე იმის შესახებ, რის დამტკიცებასაც ცდილობენ ლიბერალები.

   მართლმადიდებელმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ მეორე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველის, გნოსტიკურ ერესებთან მებრძოლის სწავლება მთლიანად თანხმობაშია მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა წმინდა მამების სწავლებასთან.

   ეს ლიბერალებს სურთ წმინდანი შუასაუკუნის კათოლიკედ ან ფსევდოირინეოსად წარმოგვიდგინონ, მაგრამ თავად წმინდანის სწავლება მთლიანად მართლმადიდებლურია:

   „ყველა ერესი, რაც კი არსებობს, აღიარებს, რომ სწამს ერთი ღმერთი, მაგრამ თავისი ბოროტი სწავლებით, წარმართების მსგავსად, ყველა ამახინჯებს ჭეშმარიტებას. ამით ისინი უმადურობას ავლენენ შემოქმედის მიმართ. მათ სძულთ ღვთის სწავლება, საკუთარი ცხონების საზიანოდ საუბრობენ, რითაც ყველაზე სასტიკი მბრალდებლები და ცრუმოწმეები შეიქნენ საკუთარი თავისა. ისინი არ ჩაირიცხებიან მართალთა რიცხვში თავიანთი ურწმუნოების გამო".3

   „ერეტიკოსები, რომლებსაც ღვთის საკურთხეველთან მოაქვთ უცხო ცეცხლი, ე.ი. უცხო სწავლება, ნადავისა და აბიადარის მსგავსად, ზეციურ ცეცხლში დაიწვებიან.

   წმინდა ირინეოსი არ არის ერთადერთი წმინდა მამა, ვინც ლიბერალების მხრიდან ცრუბრალდების მსხვერპლი გახდა. ისინი ხომ ნებისმიერი საშუალებით ლამობენ შეიტანონ ეკლესიაში მისთვის უცხო, არამართლმადიდებელთა და ერეტიკოსთა ცხონების სწავლება. (გაგრძელება...)

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

1Св. Ириней Лионский. Пртив Ересей. Кн 4. Гл. 23. გვ. 38.

2Деяния Вселенских Соборов. Т IV. CПБ. 1996. გვ. 94.

3Св. Ириней Лионский. Пртив Ересей. Т I. გვ. 22.1


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine