და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისა, შვილი იგი წარსაწყმედელისა
წმიდა იოანე მოციქულის გამოცხადების განმმარტებელთა მიხედვით „მხეცად" - ანტიქრისტე, ხოლო „მეძავ ქალად" მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მოღალატე, შეცდომილი ეკლესია იგულისხმება.
ანტიქრისტე ბერძნული სიტყვაა და „ქრისტეს მოწინააღმდეგეს" ნიშნავს. წმიდა წერილის მიხედვით ქრისტეს ყოველი მოწინააღმდეგე მისი ღვთაებრივი სწავლების უარმყოფელია - ანტიქრისტეა (1 ინ. II. 18-22). მაგრამ ანტიქრისტე, როგორც პიროვნება, ქრისტეს იმ მოწინააღმდეგეს ეწოდება, რომელიც სოფლის აღსასრულის წინ მოევლინება კაცობრიობას. ანტიქრისტეს შესახებ თვით მაცხოვარმა გვაუწყა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისათა, და არა შემიწყნარებთ, უკუეთუ სხუა მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ".
პავლე მოციქული მას „კაცი იგი უშჯულოებისა, შვილი იგი წარსაწყმედელისა"-ს უწოდებს (მათ. II. 3-4). ანტიქრისტე იქნება მტერი ქრისტესი და ქრისტიანებისა, თუმცა თავდაპირველად თავს სათნო პიროვნებად მოაჩვენებს - ადამიანებს საყოველთაო ომების, შიმშილის, კატასტროფებისა და ტერორის პერიოდში ის კაცობრიობას ერების შერიგების პროგრამას შესთავაზებს და „მშვიდობასა და კრძალულების" (1 თეს. V, 3) მოძრაობას ჩაუდგება სათავეში.
დღეს უკვე არც თუ ისე რთული შესამჩნევია, რომ ახალი ბაბილონის მშენებლობა მიმდინარეობს
ამავდროულად, ანტიქრისტე ყველა რელიგიის ურთიერთშეთანხმებამდე მიყვანას შეეცდება. გააერთიანებს მათ ერთ მსოფლიო რელიგიაში და ამ უწმინდურ ეკლესიას უხელმძღვანელებს. მის ხელთ იქნება ასევე ყოველგვარი ამსოფლიური ძალაუფლება. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ ევროკავშირში გაერთიანებულ სახელმწიფოებს აშშ-ს მეთაურობით. ნატოს კავშირის საომარი ძალების სახიფათო კონცენტრაციას.
„დღეს - წერს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ა. ი. ოსიპოვი - უკვე არც თუ ისე რთული შესამჩნევია, რომ ახალი ბაბილონის კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს. ძალაუფლების კონცენტრირება ერთობ ვიწრო წრის ირგვლივ ხორციელდება. მათ ხელთაა ინფორმაციის ყოველგვარი საშუალება, რითაც საჭირო იდეოლოგიას, საზოგადოებრივი ცხოვრების ატმოსფეროს უზრუნველყოფენ. მათ ხელთაა მსოფლიო ბანკი, რაზეც დაფუძნებულია მთელი ეკონომიკა, მაშასადამე ძალაუფლებაც. თავის მხრივ, მმართველთა ეს ვიწრო წრე უფრო მეტად შემცირდება, რათა საბოლოოდ ერთი ლიდერი მმართველობით დაგვირგვინდეს.
ასე რომ, მხოლოდ ეხლა შეგვიძლია რეალურად წარმოვიდგინოთ, თუ რის შესახებ გვაფრთხილებდა პავლე მოციქული ორი ათასი წლის წინათ. (მათ. II, 3-4). ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდება დედამიწის ყოველი ერი, რის შედეგადაც ნებისმიერ უსაშინელეს ომზე უარესი მშვიდობა დადგება.
არცთუ ისე შორეულ წარსულში ჩვენ ვიხილეთ ამგვარი „მშვიდობის" დემონსტრირება, რისთვისაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის ლიკვიდირება განხორციელდა. შეგნებულად პროვოცირებული კონფლიქტი კოსოვოში იუგოსლავიის დაბომბვის საბაბი გახდა, რამაც „მშვიდობისმყოფელთა" რეალური სახე დაგვანახა. არავისათვის არ არის საიდუმლო ის ფაქტი, რომ აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ რუსეთის განადგურების რეპეტიციას წარმოადგენს. კონფლიქტი ჩეჩნეთში, თუგინდ სხვა რეგიონში, თავდასხმის მორიგ საბაბად იქცევა. ამის შესახებ პირდაპირ საუბრობენ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უცხოეთის პოლიტიკოსებიც, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური გავლენებისათვის, არამედ ეკონომიკური რესურსებისათვის მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა კი, ეს ბრძოლა მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის აღმოსაფხვრელად არის მიმართული.
მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტე მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონი გახდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს
როგორ მოხდება კაცობრიობის ესოდენ ვერაგული გაცრუება?
ანტიქრისტე თავისი მფარველის - ეშმაკის ყოველგვარ მზაკვრობასა და ძალისხმევას გამოიყენებს. წმიდა მამათა აზრით, ის იუდაური წარმოშობის, დანის შტოს შთამომავალი იქნება. ბავშვობიდანვე ის კაბალას, მაგიას, აღმოსავლურ მოსტიკას დაეუფლება. თავდაპირველად მის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეში ეცოდინებათ. შემდეგ თავს თავმდაბალ, სათნო პიროვნებად წარმოაჩენს, რის მიღმა კი უკიდურესი ამპარტავნება და კაცთმოძულება იქნება დაფარული.
თავიდან ის არ იქნება საშინელი გარეგნობის. ყველასათვის ყურადღებიან, მოალერსე, სასიამოვნოდ მესაუბრე, ინტელიგენტ, განათლებულ პიროვნებად წარმოგვიდგება. ადამიანთა ფსიქოლოგიურ დატყვევებას ანტიქრისტე ოსტატურად შეძლებს. იუდეველები მასში დიდი ხნის ნანატრ მესიას - „მიშიახს" დაინახავენ, მუსლიმანები - მახდად, ბუდისტები - მაიტრეიუდ, ინდუსები - კრიშნად მიიღებენ.
როდესაც მისი წინამორბედები გამეფების ნიადაგს მოუმზადებენ, მაშინ ანტიქრისტე, პირველ რიგში, მათ შეებრძოლება. ამ მოქმედებით ის ხალხში, განსაკუთრებით კი ქრისტიანებში, სიმპატიებს მოიპოვებს. კაცთმოძულე, ღვთის თაყვანისმცემლად მოგვევლინება. ის შეეწევა ტაძრების მშენებლობას, რითაც უამრავ თაყვანისმცემელს მოიპოვებს ქრისტიანთა შორის. ანტიქრისტე უარყოფს ყოველგვარ ბნელ საზოგადოებასა და ერეტიკულ სექტებს, რათა დაატყვევოს ეკლესია.
მისი გამეფება ადამიანთა უმეცრებითა და ჭეშმარიტების არცოდნით როდი მოხდება. სახარება დღესაც უკვე ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში. უბრალოდ, ადამიანები ჭეშმარიტებას სიცრუით ანაცვლებენ.
როგორ გახდება შესაძლებელი ანტიქრისტეს მიერ ადამიანების ესოდენ მასიური გაცრუება? აქ გასაკვირი არაფერია. გავიხსენოთ, განა მსგავსი ღალატი არ მოხდა ორი ათასი წლის წინათ, როდესაც „ოსანას!" - მაყვირალი საზოგადოება რამოდენიმე დღეში „ჯვარს აცუ ეგე!"-ს გაიძახოდა?!
გამოუთქმელი მწუხარება დაეუფლება იმ პერიოდში კაცობრიობას
იოანე მოციქულის გამოცხადება გვასწავლის, რომ იმ პერიოდში მსოფლიოს ღვთის ორი წინასწარმეტყველი - ენუქი და ილია მოევლინება, რომლებიც ამხელენ ანტიქრისტეს პირფერობას. ისინი ყველა ერს სინანულისაკენ მოუწოდებენ. კაცთმოძულე მათ მოკვლას ბრძანებს, მაგრამ წმინდანები სამნახევარ დღეში აღდგებიან. მაშინ მთელ მსოფლიოს შიში მოიცავს.
ამ დროიდან ანტიქრისტე აღარ დაფარავს თავის მხეცურ ზნეს. ქრისტიანთა საშინელი დევნა დაიწყება. ტაძრებში მსხვერპლშეწირვა აღარ შესრულდება. ანტიქრისტე ყოველ ადამიანს შუბლზე და ხელზე თავისი ბეჭედის (666) მიღებას აიძულებს. ვინც უარყოფს ამ ბეჭედს, მას არ მიეწოდება საკვები და შიმშილისაგან დაიხოცება.
მრავალ ადამიანს ანტიქრისტე თავისი სასწაულებით მოხიბლავს. მთელი მისი ცხოვრება უჩვეულო მოვლენებითა და სასწაულების დემონსტრირებით წარიმართება, მაგრამ ეს სასწაულები მოჩვენებითი ილუზია და სიცრუე იქნება. გარდა ამისა, მისი სასწაულები არავის გახდის უკეთესს, არ აღადგენს მკვდრებს.
გამოუთქმელი მწუხარება დაეუფლება იმ პერიოდში კაცობრიობას. ვერავინ ვერ პოვებს ნუგეშს, სიმშვიდეს, ღვთის სიტყვა დედამიწაზე აღარ იქადაგება.
მაშინ ანტიქრისტე დაჯდება იერუსალიმის ტაძარში და თავს ღმერთად გამოაცხადებს. თავის ძირითად ძალაუფლებას მსოფლიოში ის ებრაელების, მსოფლიო ბანკების კაპიტალისა და ინფორმაციის მასიური საშუალებებით მოიპოვებს.
იუდეველები თავდაპირველად სიხარულით მიიღებენ თავის „მიშიახს", ხოლო შემდეგ ნაწილი ისრაელისა ჩაწვდება მის მზაკვრობას და მოიქცევა ქრისტესკენ.
უკანასკნელ პერიოდში ქრისტიანები საშინელ დევნასა და სიძულვილს განიცდიან მსოფლიოსაგან. ამ „მცირე სამწყსოს" ზოგიერთი ადრე ქრისტეს უარმყოფელიც შეუერთდება.
ანტიქრისტეს მეუფება სამნახევარ წელს გაგრძელდება. ის პერიოდში იქნება ისეთი ჭირი, როგორიც არასოდეს ყოფილა დედამიწაზე. სახარება გვასწავლის: „ხოლო რომელმან დაითმინოს სრულად, იგი ცხონდეს" (მათ. 24, 13).
და როდესაც ღვთის ერთგულთა რიცხვს არავინ შეემატება, მაშინ მოხდება მაცხოვრის - იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლა. უფლის საშინელ სამსჯავროზე განიკითხება ყოველი ადამიანი. მართლები დაიმკვიდრებენ მარადიულ ნეტარებას, უწმინდურნი და ჭეშმარიტების უარმყოფელნი კი - მარადიულ სატანჯველს.
ადამიანები მიიღებენ ახალ სხეულს. ღვთის წმინდანთათვის ახალი ცა და ახალი მიწა შეიქმნა, სადაც სიკვდილი არ არსებობს.
წიგნიდან „უკანასკნელი განსაცდელი"
Xareba.net - ის რედაქცია