xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » რელიგიური ცდომილებანი » უფრთხილდი ურწმუნოებას
უფრთხილდი ურწმუნოებას
29-09-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ჩვენს საუკუნეში ადამიანებში მინელდა რწმენა და მცირეა ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ცდილობენ საფუძვლიანად შეისწავლონ საკუთარი სარწმუნოება. ყოველი მხრიდან გვესმის ეჭვები სხვადასხვა ქრისტიანულ ჭეშმარიტებაზე.

   სამწუხაროდ, ყოველდღიური გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ეს ასეა.

   ქრისტიანო, შენ მოგმართავ! ვისაც არ სურს ჩართულ იქნას ურწმუნოების დამღუპველ ნაკადში და სურს, თავი დაიცვას, მას არ დაეზაროს ამ პატარა წერილის წაკითხვა, საიდანაც გაიგებს რამდენად უწმინდური და მანკიერია ურწმუნოება.

   მძიმედ სცოდავს ურწმუნო ღვთის წინაშე, იმის მაგივრად, რომ იფიქროს ღმერთზე, წაიკითხოს მასზე, შეასრულოს მისი მცნებები, იგი ყოველმხრივ ცდილობს დაივიწყოს ღმერთი. „განა არსებობს ღმერთი? - ამბობს ხანდახან ის, უარყოფს რა ღვთის არსებობას - ვინ ნახა ღმერთი?"

   სულელური და უსუსური კითხვებია! რატომ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს? შენ ხომ სარგებლობ სულიერი ძალებით, რომელიც უეჭველად გაქვს, მაგრამ ვერ ხედავ მათ. ასევე ვერ ხედავ საკუთარ ჭკუას, მაგრამ არ იტყვი, უჭკუო ვარო, ვინაიდან დარწმუნებული ხარ საკუთარ გონიერებაში. იმიტომ, რომ ნათლად ხედავ, რომ შენი ჭკუა აზროვნებს, განსჯის.

   შენთვის ცნობილია, რომ ღმერთი უსხეულოა და უსხეულოს დანახვა ხორციელი თვალით შეუძლებელია. ამისათვის ჩვენ გვაქვს სულიერი თვალები - გონიერება და რწმენა. მათ ჩვენ მივყავართ გაცილებით შორს, ვიდრე სხეულებრივ გრძნობებს.

   ჩემო მეგობარო, იცი თუ არა შენ სინამდვილეში, რას ნიშნავს სიტყვები: „განა არსებობს ღმერთი?" გეტყვი მის ზუსტ მნიშვნელობას: მე ძალზედ მანკიერი ადამიანი ვარ და მინდა, რომ არ არსებობდეს ღმერთი, იმიტომ რომ, მას არ უყვარს სულელი ადამიანები და მეშინია მისი". ურწმუნოს არ სურს გამოიყენოს საკუთარი გონი ღვთის არსებობაში დასარწმუნებლად, არამედ, პირიქით, ყველა ძალას იყენებს საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად. თან არგუმენტად იშველიებს ცრუ აზრს, რომ ღმერთი არ ზრუნავს ადამიანთა კერძო მოთხოვნილებებზე. თუკი ღვთისთვის საძაგელი იყო, რჩეული ისრაელის მოსახლეობის მიერ მისი უარყოფა და კერპებისადმი თაყვანისცემა, გაცილებით უფრო საძაგელია უფლისათვის, როცა ურწმუნო არამარტო არ თვლის მას საკუთარ ღმერთად, არამედ საერთოდ უარყოფს მის არსებობას. ამით ის კარგავს შესაძლებლობას, როდესმე მაინც აღიაროს უზენაესი.

   ურწმუნო სცოდავს არა მარტო ღვთის, არამედ ადამიანების მიმართაც, ვინაიდან ანგრევს მათ როგორც ოჯახურ, ისე საზოგადოებრივ და პირად კეთილდღეობას.

   როცა ურწმუნო ძლიერი ხელმძღვანელი თუ მმართველია, რომელზედაცაა დამოკიდებული ბევრი ადამიანის ცხოვრება და ბედნიერება, რას შეიძლება ველოდოთ ასეთი ადამიანისაგან? მას არ გააჩნია სიმართლე, არც თანაგრძობა და ვნებებსაა დამონებული. ამიტომ მის ხელში ჩვენი და სხვების ქონება თუ სიცოცხლე არ შეიძლება იყოს უსაფრთხოდ.

   მხოლოდ რწმენა ხდის მმართველს თავისი ქვეშევრდომების მამად. მმართველები თავიანთ ხელქვეითებს, როგორც საკუთარ შვილებს, სამართლიანად მოექცევიან მხოლოდ მაშინ, როცა აღიარებენ უზენაეს მმართველს, მამას და ყოველთა მსაჯულს - ღმერთს. სარწმუნოების გარეშე ისინი მხოლოდ საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ.

   ასეთივე საშიში ადამიანია ურწმუნო მსაჯული. მისთვის ფიცის დადება არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ღმერთს, რომელსაც ახსენებს საკუთარი სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად, ის არ აღიარებს. ზემდგომი ორგანოების მეთვალყურეობაც არაფერს ნიშნავს მისთვის. მან კარგად ისწავლა მათი გაცრუება და ხანდახან დიდ უსამართლობასაც სჩადის. ასეთი მსაჯული მოვალეობას მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით ასრულებს. ის დაეხმარება ობოლს და გაჭირვებულს სამართლიან საქმეში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავს მასში პირად სარგებელს.

   ვინ არის ურწმუნო მეომარი?! უბედურებაა, როდესაც რომელიღაც ქვეყანაში შედის ჯარი, რომლის არც ჯარისკაცებსა და არც უფროსებს არა აქვთ რწმენა. დაპყრობილი ქვეყანა მათი მხრიდან განიცდის საშინელ ჩაგვრასა და სხვადასხვაგვარ შევიწროებას, ვინაიდან ისინი ეძებენ ანგარებასა და ფუფუნებას.

   ურწმუნო ცოლ-ქმარი უსირცხვილოდ ბილწავს საქორწილო სარეცელს და თუ ვინმემ შეახსენა ამ ფიცის შესახებ, რომელიც ეკლესიაში მისცეს ერთმანეთს ყოვლისმხედველი ღმერთის წინაშე, ისინი გალანძღავენ ასეთ ადამიანს ან მასხარად აიგდებენ მას.

   ურწმუნო მშობლები საკუთარ შვილებს უყურებენ, როგორც სათამაშოს, ნივთს, ან თუნდაც პირუტყვს, რომელსაც ზრდიან მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომში ამუშაონ. ისინი არ ზრუნავენ თავიანთი ბავშვების გულისა და გონების განსანათლებლად. ასწავლიან მხოლოდ წუთისოფელში გამოსადეგარ წესებს და საკუთარი სულელური მაგალითით მხოლოდ რყვნიან მათ. ასეთი მოქმედებით ისინი კლავენ ბავშვთა სულიერ ცხოვრებას.

   ურწმუნო ადამიანი სცოდავს საკუთარი თავის მიმართაც. მან ღვთისაგან მიიღო ძვირფასი საჩუქარი - გონება და ისე ცხოვრობს, როგორც უჭკუო. მისთვის არ არსებობს ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელსაც ის უწოდებდა საკუთარ მამას, შემოქმედსა და მხსნელს. ღვთის მიერ შექმნილი სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, მისთვის შემთხვევითაა შექმნილი. მისთვის მიწიერი ცხოვრება ერთადერთია და მომავალი ცხოვრების არ სჯერა. მისი სინდისი იღვიძებს მხოლოდ სიკვდილის წინ, მაგრამ უკვე გვიანია. ურწმუნოს ხვედრი სიკვდილის შემდეგ გამოუთქმელად შემზარავია. მისი ადგილი ცეცხლოვან გეენიაშია, სადაც ტირილი და კბილების ღრჭენაა. აი, რა ელით ურწმუნო ადამიანებს!

   ილოცეთ და გულწრფელად ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ გონებისა და გულის ისეთი სიმტკიცე, რომელიც მუდმივად დაგიცავთ და დაგიფარავთ ურწმუნოების საშინელი უფსკრულისაგან!

   არ შედრკე, თუკი დაგიდგა ურწმუნოების წუთები! სარწმუნოების ჭეშმარიტებებზე ეჭვები შეიძლება ნებისმიერ მორწმუნეს გაუჩნდეს. მსგავსი წუთები რწმენაში ქრისტეს მოციქულებსაც ჰქონდა, მაგრამ სულიწმიდა გადმოვიდოდა მათზე. შეიძლება კი ჩვენში არ შესუსტდეს რწმენა? შეგვიძლია ვიყოთ ყოველთვის მტკიცე ჩვენს რწმენაში? არ შედრკე, ქრისტიანო, არამედ ასეთ დროს მიმართე უპირველესად ღმერთს...



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine