ჩვენს ცხოვრებაში ფართოდ გავრცელდა სიტყვა „გიჟი" დადებითი მნიშვნელობით. მაგალითად, როცა ვამბობთ „გიჟი დედა", „გიჟი ძმა" ან „გიჟი ბებია", იგულისხმება შვილებზე, და-ძმებზე, შვილიშვილებზე უზომოდ შეყვარებული და თავდადებული ადამიანი, ხოლო, როცა ადამიანები, უმეტესად ახალგაზრდები, თავის თავზე ამბობენ: „გიჟი ვარ", გულისხმობენ ვაჟკაცობას, უშიშრობასა და ერთგულ მეგობრობას. ხშირად გაიგონებთ ქუჩაში: „მაგარი გიჟია ჩემი ძმაკაცი", ანუ ის შესანიშნავი ადამიანია. ბავშვს „გიჟად" და „გადარეულად" რომ ახასიათებენ, გულისხმობენ ცოცხალ, მოძრავ, სიცოცხლით სავსე ბავშვს. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: შემთხვევითია ეს სიგიჟე ჩვენ ცხოვრებაში? ქაოსური და აბსურდული თემაა თუ ტრადიციული ნორმების, მორალისა და ყოფაქცევის მიზანდასახული განადგურება?
ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა ირინა მედვედევასა და ტატიანა შიშოვას ნაშრომი: „შეშლილთა დიქტატურა", რომელიც მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ვფიქრობთ, ნათლად განმარტავს დღევანდელ გლობალისტურ მოვლენებს.
კამათი იმის შესახებ, რომ ნორმალური ადამიანი, პრინციპში, არ არსებობს და სად გადის ზღვარი ჯანსაღ და ფსიქიკურად დაავადებულ პიროვნებათა შორის, დიდი ხანია მიმდინარეობს. ვის არ სმენია მითი, რომ გენიალური ადამიანი აუცილებლად შეშლილია და ყველა ტალანტი ცოტათი „უბერავს"! 1997 წელს პეტერბურგში დაიბეჭდა ამერიკელი ავტორის ე. ფულერ ტორის წიგნი „შიზოფრენია", რომელშიც საუბარია ეგრეთ წოდებულ დეინსტიტუალი-ზაციაზე, აშშ-ში ფსიქიატრიულ დახმარებაზე - პროცესზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების შემცირებას. ამ პოლიტიკამ აშშ-ში ძალა მოიკრიბა 60-იანი წლებიდან და მიზნად ისახავდა გლობალისტური საზოგადოების დაარსებას.
იქვე საუბარია დეინსტიტუალიზაციის მასშტაბებზე. 1955 წელს სახელმწიფო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იმყოფებოდა 559 ათასი ავადმყოფი. დღეს მათი რიცხვი 90 ათასზე ნაკლებია. მოსახლეობის რიცხვი 1955-1993 წ.წ. 166-დან 258 მილიონამდე გაიზარდა, ანუ 1993 წელს ერთ სულ მოსახლეზე, უხეშად რომ ვთქვათ, 1955 წ მონაცემებით ავადმყოფთა რიცხვი უნდა ყოფილიყო 869 ათასი. შესაბამისად, დღეს, 720 ათასი ფსიქიკურად დაავადებული იმყოფება გარეთ. ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ფსიქიატრიული დახმარება უფასოდ ხორციელდებოდა, რამეთუ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა. დღეს კი, „კურსის" შეცვლის შემდეგ, ამაზე აღარავინ საუბრობს. წიგნის ავტორს მოჰყავს მონაცემები, რომლის მიხედვით ფსიქიურად დაავადებულთა 27% ჩხუბის დროს იყენებს იარაღს, ოთხი თვის განმავლობაში, ისინი ერთხელ მაინც, სჩადიან ძალადობის აქტს. მიუხედავად ამისა, ისინი თავისუფლად მოქმედებენ და, რაც, მთავარია, ექსპერიმენტი გრძელდება. ეს გადაედო სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩვენსაც. შედეგიც სახეზეა: უკურნებელი ლოთები განუწყვეტლივ აწიოკებენ ოჯახის წევრებს, არასრულწლოვანთა სექსუალური პათოლოგიის მაღალი პროცენტი და, საერთოდ, მძიმე დანაშაულთა ზრდა ძირითადად მზაკვარი ჰუმანისტების სინდისზეა.
დღეს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს შეუძლია დააშინოს თავისი ახლობლები. სანამ მუქარას რეალობად არ აქცევს, იძულებით ჰოსპიტალიზაციაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ჩვენი ერთ-ერთი ახლობლის ქმარი ფსიქოზის მდგომარეობაში აივნიდან მძიმე ნივთებს ისროდა, მაგრამ მისი საავადმყოფოში დაწვენა მაინც შეუძლებელი გახდა. მას მკურნალობა არ სურდა, რადგან თავი ჯანმრთელი ეგონა. მეუღლეს კი ფსიქიატრიულ დისპანსერში უთხრეს: „ვწუხვართ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით, მან რომ ტელევიზორი გადმოაგდო და გამვლელს თავში მოხვედროდა, მაშინ მოვაკითხავდით, მაგრამ ამ შემთხვევაში კი უფლება არ გვაქვს".
ერთი სიტყვით, გლობალიზმის ადეპტებმა მკურნალობის დეინსტიტუალიზირებით სახელმწიფო დონეზე დააკანონეს შეშლილობა. უბრალოდ კი ასე შეიძლება ითქვას: ფსიქიატრიული კლინიკების კარის გაღებით მათ მთელი მსოფლიოს სიგიჟედ გადაქცევა სურთ. ავადმყოფებს ჯანმრთელად აცხადებენ და ამავე დროს, ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ჯანმრთელები გააგიჟონ.
მოდით, სანამ ჯერ კიდევ გონს ვართ, ვნახოთ, როგორ აპირებენ გლობალიზმის ადეპტები ჩვენი საცხოვრებელი სივრცის საგიჟეთის სხვადასხვა განყოფილებებად გადაქცევას. გლობალური სამყაროს დამაარსებლები, როგორც ჩანს, ფსიქიკური პათოლოგიზაციის უმძლავრეს საშუალებად მოდის გამოყენებას აპირებენ. რა თქმა უნდა, მოდა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ იგი, უმეტესად, საზოგადოებაში მომხდარი პროცესების ანარეკლი იყო და არა მისი ფორმირების საშუალება. 60-იანი წლების დასაწყისში გლობალისტები ალაპარაკდნენ „კულტურული წინსვლის პარადიგმის" აუცილებლობაზე და აქტიურად დაიწყეს „როკი-სექსი-ნარკოტიკული კულტურის" ფორმირება. თავდაპირველად, ცვლილებები შეუმჩნევლად ხორციელდებოდა, რადგან ახალი მოდა უფროს თაობაში ყოველთვის იწვევდა შოკს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოვლენებმა სწრაფად დაიწყო ცვალებადობა, 70-იანი წლების დასასრულს მოდის ცნობილ ჟურნალში „ბურდა" ეწერა: ამიერიდან მოდა, შესაძლოა ერთი სეზონის განმავლობაში შეიცვალოს. თუმცა 80-იანი წლების მოდა მაინც ასრულებდა თავის ძირითად დანიშნულებას - ალამაზებდა ადამიანს. ტანსაცმელი შეირჩეოდა სწორედ ისეთი, როგორიც ამშვენებდა მას და მალავდა ბუნებრივ ნაკლოვანებებს. მაგრამ 80-იანი წლების ბოლოს ჩნდება სილუეტები, რომლებიც ვერ ამშვენებდა ვერანაირ ფიგურას. ადამიანის სახეს კარიკატურულსა და ჯამბაზურს ხდიდა. ასევე შეინიშნებოდა საპირისპირო სქესის ადამიანებისადმი მსგავსების მიდრეკილება და ჩაცმულობაში ანაქრონიზმი - ყოველივე ეს ფსიქიკური სიმპტომებია.
ბოლო წლების მოდაში აღმოცენდა აშკარად საზიზღარი, მახინჯი და შემაშინებელი სტილი. საინტერესოა, რას იტყოდნენ უდიდესი რუსი ფსიქიატრები კორსაკოვი, განუშკინი ან კაშენკო, თანამედროვე მოსკოვის ქუჩებში რომ გაევლოთ, მათ აღარ დასჭირდებოდათ სტუდენტ-მედიკოსებთან ცნობილი სამეცნიერო ნაშრომების აუდიტორიებში გარჩევა. რა საჭიროა ავადმყოფის პალატიდან გამოყვანა და აუდიტორიაში მიყვანა, როცა შეიძლება გარეთ გამოხვიდე და დაუბრკოლებლად გაიარო პრაქტიკა სუფთა ჰაერზე?
ვარცხნილობა ცალკე თემაა. დღევანდელი ვარცხნილობის ჟურნალები თითქოს ჯადოქრების დამხმარე სახელმძღვანელოა. ყველანაირი წარმოდგენა თმის სილამაზის შესახებ უარყოფილია. რამდენ ძალას ხარჯავდა ძველი პარიკმახერი, რომ თმები ლამაზად დაეწნო, დღეს მოდაში უსწორმასწორო ვარცხნილობაა. და ბოლოს, მოდის ცვალებადობის მიუხედავად არასოდეს კამათობდნენ თმის სისუფთავის შესახებ, დღეს კი თმებზე რაღას აღარ იყრიან. ჩვენს დროში მოუწესრიგებლად ჩაცმული ადამიანი ჩვეულებრივი მოვლენაა. გახეული ჯინსები, უსწორმასწორო ქვედაბოლო და მრავალი სხვა ნიშანი - კლინიკური დაავადებების სიმპტომია, ზუსტად რომ ვთქვათ - შიზოფრენიის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი.
- გეყოთ ადამიანთა შეშინება! - შეწუხდება მკითხველი - რა შუაშია ფსიქიკური დაავადებები? უბრალოდ ადამიანებს სურთ მოდას მიჰყვნენ.
მაგრამ შეუძლებელია მოდას შეესაბამებოდე ფორმალურად. ტუჩებზე ლურჯ პომადას ისვამდე და ამავე დროს გულღია ბავშვად რჩებოდე. მოდის სიუხეშე, სიმახინჯე, სიბილწე კარნახობს ყოფაქცევის სტილსაც. ყოფაქცევის სტილი კი პირდაპირ დამოკიდებულებაშია ადამიანის შინაგან არსთან. ის ადამიანებიც კი, რომლებიც არ ემონებიან მოდას, მაინც ამ ქვაბში იხარშებიან და თანდათან ეგუებიან სიმახინჯეს, როგორც ახალ ნორმას.
ცხოვრების სტილისტებად დღეს გვევლინებიან ესტრადის ვარსკვლავები და პოპულარული ტელეწამყვანები. უკვე ყოფაქცევის მოდელი და სტილი გადმოიცემა პირდაპირ, ექსკლუზიურად და ფსიქიური გადახრების ფართო სპექტრს წარმოადგენს. (პროფესიონალურ ენაზე - დევიაცია, პერვერზია). ესტრადის მომღერლები ადრეც პოპულარულნი იყვნენ, მაგრამ, ზოგიერთი მათგანი ცოტა ექსტრავაგანტულადაც რომ მოქცეულიყო, ნორმის საზღვარს არ სცილდებოდა. დღეს, თვით არტისტების აღარებით, თუ არ გაქვს გადახრა ან რაღაც „სიგიჟე", იძულებული ხარ შენთვის რაღაც მოიგონო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნურც იფიქრებ წარმატებაზე. მაგ. ჯგუფი „ტატუ" იმიჯით - სკოლის მოსწავლე ლესბოსელები. ისინი ფართო პროპაგანდას უწევენ უკუღმართ სექსს. თუმცა თანამედროვე ანტრეპრენიორების აზრით, ისინი უაღრესად ჭკვიანები არიან, ფული იშოვეს, სიბერე გაინაღდეს. სხვა სულები საათობით მუშაობენ ვიოლინოსთან, გამებს სწავლობენ, კონსერვატორიებს ამთავრებენ, რათა საბავშვო ბაღებში და სახელმწიფო ორკესტრებში იმუშაონ. ესენი კი „ბრძენნი", უცებ აღწევენ წარმატებას.
ამ დრომდე ჩვილი ბავშვებისთვის არაფერი ჰქონდათ მოგონილი. კომპიუტერული თამაშები, იდიოტური წიგნები, მულტფილმები, ბეტმენები - ყოველივე ეს მათ ასაკს არ ეხებოდა. ახლა გამოჩნდა პროექტები, რომელიც ამ ასაკსაც მოიცავს, თორემ სამ წლამდე ბავშვები ნორმალურები რომ გაიზარდონ?!
რამდენ ადამიანს აქვს არეული ტვინი ქსელური მარკეტინგის გამო. დააკვირდით ამ ქსელური საქონლის გამყიდველებს. ნორმალური ადამიანი იზეპირებს ტექსტს და, იმის მიუხედავად, უსმენენ მას თუ არა, განაგრძობს ლაპარაკს. მეგობრებთან შეხვედრაზე, გასვენებაში, პაემანზე მას შეუძლია ყველაზე უდროო დროს ამოიღოს ჩანთიდან თავისი საქონელი, და დაიწყოს სარეკლამო კომპანია. გვითხარით, ჯანსაღ გონებაზე მყოფი ადამიანი ამას გააკეთებს? ნუთუ აუცილებელია იყო დიდი ფსიქიატრი, - რომ დაადგინო მისი ავადმყოფობა?
ჩვენს კოლეგებს, ფსიქიატრებს, არაერთგზის უთქვამთ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ადვილად შეიძლება დაუსვა დიაგნოზი პირდაპირ ტელევიზიით გამოსვლის დროს და დაადგინო, რამდენად მძიმეა მისი დაავადება და ეს ავადმყოფი ადამიანები ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტენ და ერის გაჯანსაღებაზე საუბრობენ. კვლავ რა დამთხვევაა? ნუთუ ვერ ამჩნევთ, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავს შეშლილთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, საბოლოოდ კი მთელი მსოფლიო უექიმო ფსიქ-კლინიკად გადაიქცევა?
რა აქტუალურია დღეს პავლე მოციქულის სიტყვები: „რამეთუ სიბ-რძნე ამა სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა". (1 კორ 3.19) და აი, ამ ცოფიან სამყაროში ელემენტარული ქრისტიანული სწავლება უკვე სიგიჟედ ითვლება.
Xareba.net - ის რედაქცია