დოგმატური განსაზღვრებების უდაო ავტორიტეტის უგულებელყოფა მოდერნისტების ურთულეს ამოცანას წარმოადგენს და მისი თეოლოგიური რეფორმატოტებისათვის ვერ პოულობენ „დასაყრდენს" მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში; ეკლესიის კანონებისადმი მათი შეხედულებები სხვაგვარია. ისინი ამბობენ: ჩვენ ვღებულობთ დოგმატურ განსაზღვრებებს, როგორც ჭეშმარიტებას, მაგრამ არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკლესიის კანონები ასეთებად.
ეკლესიის კანონებს, მათი აზრით, არ გააჩნია ის უდაო და აბსოლიტური ავტორიტეტი, როგორც დოგმატებს, რომ ისინი თითქოს დროის მიხედვით იცვლებოდა და ზოგიერთმა კანონმა საერთოდ დაკარგა თავისი აქტუალურობა, რომ ისინი საჭიროებენ საფუძვლიან სახე-ცვლილებას და ა.შ.
მაგრამ შეესაბამება ეს მოსაზრებები სიმართლეს? ეკლესია ასწავლის, რომ კანონები და დოგმატები განუყრელია ერთმანეთისაგან. მოდერნისტი ღვთისმეტყველების ამ ცრუ აზრის გასაბათილებლად თანამედროვე ბერძენმა ღვთისმეტყველმა, ათენის უნივერსიტეტის პროფესორმა პანაიოტის ბუმისმა ცალკე ნაშრომი მიუძღვნა სახელწოდებით «Непрогрешимост православиа» მართლმადიდებლურ სწავლებას პ. ბუმისი თავად რჯულის კანონზე დაყრდნობით აშუქებს: შევუდგეთ უპირველესი საკითხის განხილვას წმიდა კანონთა ავტორიტეტის შესახებ. საეკლესიო ან უბრალოდ, სამეცნიერო - საღვთისმეტყველო დონის დისკუსიებიდან ცნობილია, რომ აზრთა სხვადასხვაობას წმიდა კანონებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იწვევს მათი ავტორიტეტულობის ან ფარდობითობის საკითხი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ქრისტიანისათვის და საერთოდ ადამიანისათვის. ამიტომ აქ მოვიყვანთ თვით წმიდა კანონთა მოწმობას, ან რაც იგივეა, ეკლესიის მამათა გამონათქვამებს, რომელთაც დაადგინეს ეს კანონები.
ამრიგად, მე-5 და მე-6 მსოფლიო კრების მე-2 კანონში, რომელიც წარმოადგენს ეკლესიის წმიდა კანონთა ოფიციალურ სინოპტიკურ თვითკოდიფიკაციას, ვკითხულობთ: „ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ ადგენს ეს წმიდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმიდა და ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული 85 კანონი... ვამტკიცებ, აგრეთვე ჩვენს წმიდა ნეტარ მამათა მიერ დადგენილ სხვა სანღვდელო კანონებს... ხოლო ზემოთხსენებულ კანინთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს. აკრძალულია სიმართლის სხვა მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისაგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება. ხოლო თუ ვინმემ ზემოთჩამოთვლილ კანონთაგან რომელიმეს დაშლას და დარბევას ხელი მიჰყოს, იგი უნდა დაისაჯოს კანონის განჩინების შესაბამისად და რაც განსაზღვრულია, ის სასჯელი მიიღოს და მისგანვე მოიპოვოს მან კურნება იმისა, რაშიც ცდება.
ასევე მე-7 მსოფლიო კრების პირველ კანონში ვკითხულობთ: „მხიარულებით განვმტკიცდებით საღვთო კანონებში და ყოველმხრივ შეურყევლად განვამტკიცებთ იმ კანონების განმტკიცებას, რომლებიც დასხმულნი არიან სულის საყვირთა, ყოვლად ქებულ მოციქულთა, წმიდა მსოფლიო კრებებისა და წმიდა მამების მიერ, ვინაიდან ერთი და იმავე სულის მიერ იყვნენ ყველა ისინი განათლებულნი და დადგინდეს, რაც უმჯობესი იყო.
ზემოთხსენებული თვითმოწმობიდან გამომდინარე, არავის აქვს უფლება ამტკიცოს, რომ იგი არაპირდაპირ მიანიშნებს მამათა მიერ საეკლესიო კანონმდებლობის ჭეშმარიტი ბუნების არცოდნას ან იმას, რომ კანონებით წარმოდგენილი ამგვარი მტკიცება შეცდომაა, მსოფლიო კრების მოსაზრება შეუძლებელია უარყოფილ იქნას თანამედროვე სწავლულის მიერ, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომელსაც არ მიუღია ზემოხსენებული თვითმოწმობა. რამეთუ სულიწმინდა მოციქულთა პირით ღაღადებს, ისევ ის და არა სხვა, მეტყველებს ღმერთშემოსილ მამათა მეშვეობით. ახალი დროის უდიდესი კანონმცოდნე წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობს: „ეს წიგნი (ე.ი პიდალიონი - წმ. კანონთა კრებული არის წმ. წერილი წმ. წერილის შემდეგ, ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ, მეორე ღვთის სულიერი სიტყვა პირველ ღვთივსულიერ სიტყვათა შემდეგ, ეს წიგნი წმ. მამების მიერ გავლებული მარადიული საზღვრებია - საუკუნოდ არსებული კანონებია, რომლებიც მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა სულიწმინდით დაადგინეს, ეს წიგნი ჭეშმარიტი მესაჭეა (პიდალიონი) კათოლიკე ეკლესიისა, როგორც მას ვუწოდებთ, რომლის ხელმძღვანელობით ეკლესიას მტკიცედ იცავს თავისი მეზღვაურები და მოცურევანი (ვგულისხმობ სასულიერო პირებსა და ერისკაცებს) უზენაესი სამეფოს უშფოთველი ნავსაყუდელისაგან.
მასასადამე, ეკლესია, როგორც ღვთაებრივი დაწესებულება, ცხოვრების საკუთარ წესწყობილებას ფლობს. რომელიც ღვთაებრივია, როგორც უშუალოდ იესო ქრისტესაგან ან მოციქულთა და სულიწმიდის მიერ შთაგონებულ მათ კანონიკურ მიმღებთაგან გამომავალი, იგი კაცობრივ სურვილთა თვითნებობას არ ემორჩილება, არამედ გააჩნია უპირობო ავტორიტეტი1.
ამის გარდა, წმინდა კანონთა უხეში უგულებელყოფის ფაქტი წმინდა მამების მიერ ეკლესიაში არსებული შფოთვისა და უთანხმოებების ძირითად მიზეზად ასახელებენ:"ძირითადი მიზეზი ეკლესიის აშლილობისა იმაში მდგომარეობს, - ამბობს წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი), - რომ წმინდა მოციქულთა და წმინდა მამათა კანონები უყურადღებოდაა მიტოვებული, მეტიც დავიწყებული და შეცვლილია ისინი საკუთარი მოსაზრებებით, რაც უცხოა ეკლესიის სულისკვეთებისათვის, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მტრული სულისკვეთებისაგანაა ნასესხები, რომელიც ანადგურებს თვით ეკლესიის სულს2.
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ
1 Непогрешимость православия. П. Бумис, стр. 31-32.
2 Письма. Св. Игнатий (Брянчанинов). Т. 7, писма №67.