სულიერი მამა არ იწონებდა, როდესაც ეკლესიაში წასული მშობ-ლები თავის შვილებს შინ მარტო ტოვებდნენ. ბავშვების აღზრდას იგი ყველა სხვა ღვთივსათნო საქმეზე მაღლა აყენებდა. როდესაც იგი ბავშვიან დედას ლოცავდა, ჩვილზე მიუთითებდა და დაჯერებით ეუბნებოდა: „აი, აქაა კიევიც და იერუსალიმიც".
„ჩაგვკეტავდა ხოლმე დედაჩვენი ოთახში ჩვენ, ორ პატარა ბავშვს, და წავიდოდა ეკლესიაში, - ყვებოდა მოძღვრის ერთ-ერთი სულიერი შვილი, - და როდესაც მოძღვარი კმევისას დაინახავდა მას ტაძარში, მაშინვე მკაცრად ეტყოდა, რომ სახლში წასულიყო".
ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ეხებოდა მოძღვრის საუბრები, იყო - ქოორწინება და ბავშვთა აღზრდა. იმათ, ვინც ემზადებოდა გამხ-დარიყო მამა და დედა, ან თვით მამებს და დედებს იგი მიუთითებდა, რომ საკითხი ქრისტიანული ქორწინებისა და ქრისტიანული აღზრდის შესახებ ჩვენს დროში, ყველაფრის უარყოფის დროში, ყველაზე უფრო საჭირბოროტოა და მნიშვნელოვანი: „როდესაც ჯვარს იწერენ, ქრისტიანი მშობლები უნდა ფიქრობდნენ არა მხოლოდ პირად ბედნიერებაზე, არამედ თავისი შვილების მომავალზე, იმაზე, რომ აღზარდონ ქრისტიანებად, ეკლესიისა და საზოგადოებისთვის სარ-გებლობის მომტანებად, მაგრამ, სამწუხაროდ მრავალი მშობელი არ ზრუნავს იმაზე, რომ თავისი ბავშვი ქრისტიან ადამიანად აღი-ზარდოს. ისინი ფიქრობენ მის მომავალზე გარე ურთიერთობათა თვალსაზრისით, წარმოიდგენენ მას ექიმად, ინჟინრად, ლიტერატო-რად, შეჰყავთ შესაბამის სასწავლებელში და ფიქრობენ, რომ ამით ამოიწურება მათი ზრუნვა ბავშვზე. მაგრამ იმავდროულად ვხედავთ, რომ ძალზე ხშირად ბავშვების შინაგანი, სულიერი ცხოვრება ძიძების ან საკუთარი თავის ანაბარაა მიტოვებული. არაფერი რომ არა ვთქვათ იმაზე, რომ ბევრი ბავშვი ქუჩაში იზრდება. ისინიც კი, ვისაც მშობლები ყურადღებას აქცევენ, პირდაპირ თუ ირიბად განიცდიან გარემოს, ცუდი მეგობრების გავლენას და თანდათანობით შორდებიან განვითარების ნორმალურ გზას.
რატომაა, რომ ამდენი ბიჭი ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკიდან სვამს, ეწევა, გარყვნილებით ცხოვრობს? რატომ არიან ეს გოგონები, რომლებსაც დედის რძე არც შეშრობიათ, დახატულები, შეღებილები, თმადახვეულნი? ეს აღზრდისადმი მშობელთა უდიერი დამოკიდებუ-ლების ნაყოფია.
რა დამღუპველად მოქმედებს ეს ეკლესიაზე, რომელიც ყოველ ამ ქვეყნად მოვლენილ ადამიანურ სულში სასოებს მოშურნე და გულ-მოდგინე შვილი დინახოს".
სულიერი მოძღვრის აზრით, აღზრდის ამ რთულსა და ძნელ საქმეში არ უნდა მივმართოთ არც უზრუნველობას და არც გადაჭარბებულ სიმკაცრესა და სიხისტეს. ეს მოსაზრება ემყარებოდა მრავალრიცხოვან და საგულისხმო მაგალითებს საკუთარი ბავშვობისა და საკუთარი დედის მოგონებებიდან, პირადი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან. ის გამუდმებით ამბობდა, რომ შემოქმედებით საწყისად უნდა იქცეს დედის სიყვარული და გულისხმიერება საკუთარი შვილებისადმი. დედა უნდა იყოს თავისი შვილის პირველი და ერთგული მეგობარი; ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის გაიგნებს გზას ბავშვის სულისკენ, არ მისცემს ჩაკეტვის საშუალებას, მაგრამ არც მავნე მიდრეკილებების წახალისებას მოჰყვება.
აღზრდა, ამბობდა მოძღვარი, ქრისტიანული უნდა იყოს ერთი მხრივ და ეკლესიური - მეორე მხრივ. არ არის საკმარისი ჩააგონო ბავშვს ცნებები ღმერთისა და უკვდავების შესახებ, ეცადო მოვალეობის გრძნობა განუვითარო ან ესაუბრო ღმრთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულის აუცილებლობის შესახებ. ეს ყოველი ძალზე რთულად მიიღწევა პარალელურად მიმდინარე საეკლესიო აღზრდის გარეშე. ღვთისმსახურება ბავშვის ფაქიზ სულზე ღრმა კვალს ტოვებს, განყენებულ საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებებს რეალურ ცხოვრები-სეულ ელფერს ანიჭებს, მით უფრო ახლობელსა და გასაგებს ხდის. ასე აღზრდილი ბავშვი, ლამის აკვნიდან ღმრთის მცოდნე, დიდი გაბედულებითა და დარწმუნებით შეძლებს ცხოვრებისეულ გზაზე ფეხის შედგმას, ვიდრე ბავშვი, რომელიც პატარაობისას არ იცნობდა უფალს. რელიგიურად აღზრდილი ბავშვის სულში არ შეიძლება ბოროტებამ იზეიმოს, და თუნდაც მომავალში შესაძლოა ის გადა-იხადოს მართალი გზიდან, ადრე თუ გვიან ჭეშმარიტების მარცვალი, მშობელთა მზრუნველი სიყვარულით ჩანერგილი, ცოდვილი ძილი-დან გამოაფხიზლებს და დაკარგულ ედემში მიიყვანს.
მაგრამ იმისათვის, რომ ბავშვები ისე აღვზარდოთ როგორც საჭიროა, მშობლები თავიანთ ქორწინებას წმინდა ქრისტიანული თვალთახედ-ვით უნდა მიუდგნენ. რაში მდგომარეობს თანამდეროვე ქორწინების წარუმატებლობისა და ხანმოკლეობის მიზეზი? სულიერი მოძღვარი ამტკიცებდა - იმაში, რომ საქორწინო სიახლოვის ძიებაში, ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, პირად ბედნიერებაზე. მამაკაცი ცოლში მხოლოდ ქალს ხედავს, რომელიც მას გრძნობით სიამოვნებას ანიჭებს და ძალზე ხშირად ის თვალს ხუჭავს მასზე, როგორც ადამიანზე, მეგობარზე, დედაზე. ქალიც თხოვდება ან მხოლოდ ბრმა ვნებით, რომელიც ძალზე მალე ცხრება, ან ანგარების გამო. ეს ეგოიზმი, რომელმაც ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, ხდება მიზეზი ასე ხშირი ოჯახური დრამებისა და გაშორებებისა. ახალ-გაზრდა ადამიანს, ამბობდა სულიერი მამა, რომელსაც ცოლის მოყვანა უნდა, უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინება ჯვარია, რომ ქმარს მიებარება სუსტი, უძლური ჭურჭელი - ცოლი, რომელსაც ის უნდა უფრთ-ხილდებოდეს და დაიცვას მისი შთამომავლობისათვის. ქორწინების მიზანი, უპირველესად ბავშვების გაჩენასა და აღზრდაშია. ოჯახური ჯვრის სატვირთველად ქმარმა და ცოლმა უარი უნდა თქვან თავიანთ ეგოიზმზე და იცხოვრონ თავიანთი შვილებისათვის.
Xareba.net - ის რედაქცია