ყველა, ვინც ჩვენს თანამედროვეობას ნორმალური ცხოვრების თვა-ლსაზრისით შეხედავს, როგორადაც უწინ ცხოვრობდნენ, შეუძლე-ბელია არ შეძრწუნდეს, რამდენად დაშორდა ნორმას ცხოვრება ახლა. ავტორიტეტისა და მორჩილების, წესიერებისა და ზრდილობის, საზოგადოებასა და პირად ცხოვრებაში ქცევის გაგება - ძალზე მკვეთრად შეიცვალა, თავდაყირა დადგა. ეს არანორმალური ცხოვრება შეიძლება დავახასიათოთ როგორც გაფუჭებული და განებივრებული. ჩვილობიდან მოყოლებული თანამედროვე ბავშვს ისე ექცევიან როგორც ოჯახის პატარა კერპს. მისი ჭირვეულობანი კმაყოფილდება, სურვილები სრულდება, ის გარემოცულია სათამშოებით, გასართო-ბებით, კომფორტით, მას არ ასწავლიან და არ ზრდიან ქრისტიანული ქცევის მკაცრი პრინციპების შესაბამისად, არამედ ნებას აძლევენ განვითარდეს იმ მიმართულებით, საითაც მისი სურვილები იხრება... შესაძლოა ეს ხდება არა ყოველ ოჯახში და არა ყოველთვის, მაგრამ ეს საკმაოდ ხშირად ხდება იმისათვის, რომ ბავშვთა აღზრდის თანამედროვე წესად იქცეს და იმ მშობლებსაც კი, რომლებსაც ყველაზე კეთილი განზრახვები გააჩნიათ, არ შეუძლიათ თავი დააღწიონ ამას. თუ მშობლები მონდომებულნი არიან მკაცრად აღზარდონ ბავშვი, ნათესავები თუ მეზობლები რაღაც განსხვავე-ბულის გაკეთებას ცდილობენ. ეს უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის აღზრდისას.
მოზრდილობაში, ასეთი ადამიანი, ბუნებრივია არ მოიკლებს იმას, რასაც ბავშვობიდნვე მიეჩვია: კომფორტს, გასართობს, თამაშებს უფროსებისათვის. ცხოვრება აღსავსე ხდება გასართობების განუწყ-ვეტელი ძიებით, რაც იმდენად მოკლებულია ყოველგვარ სერიოზულ მნიშვნელობას, რომ XIX ს-ის ადამიანი ჩვენი პოპულარული ტელეგადაცემების, ატრაქციონთა პარკების, რეკლამის, მუსიკის, კინო-ფილმების, ჩვენი თანამედროვე კულტურის თითქმის ნებისმიერი ასპექტის ხილვისას - იფიქრებდა, რომ გიჟების საზოგადოებაში მოხვდა და რომ მათ ყოველდღიურ რეალობასთან ყოველგვარი კავშირი დაკარგეს.
ჩვენს დროში, თუ ვცდილობთ ქრისტიანულად ვიცხოვროთ, მნი-შვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ გარემომცველი სამყარო ცდილობს სრულებით დაიმორჩილოს ჩვენი სული - რელიგიაშიც (ეს ადვილად შეიძლება დავინახოთ გავრცელებულ, სულის დამამახინჯებელ კულტებში, რომლებიც მოითხოვენ თვითმარქვია „წმიდანის" მორჩი-ლებას), და საერო ცხოვრებაშიც დღეს ადამიანი აწყდება არა ცალკეულ ცდუნებას, არამედ განუწყვეტელი ცდუნების მდგომარეობას, ხან საყოველთაო ფონად ქცეული მუსიკის სახით, ხან ქალაქების ქუჩის რეკლამების სახით. ოჯახშიც კი, ტელევიზია ხშირად ხდება სახლის საიდუმლო მმართველი, რომელიც თანამედროვე ღირებულებებს, მოსაზრებებს, გემოვნებას გვკარნახობს.
ყველგან გაისმის მოწოდება: იცხოვრე დღევანდელი დღით, ისიამ-ოვნე, მოეშვი, თავი კარგად იგრძენი. ქვეტექსტი კი გაცილებით ბნელია: დაივიწყე ღმერთი და ყოველგვარი სხვა ცხოვრება, გარდა დღევანდელისა, სულიდან განდევნე ღმრთის შიში და სიწმინდის თაყვანისცემა.
რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, ამა სოფლის საცდურს რომ აღუდგნენ წინ?.. ყოველდღიურად ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამა სოფლის გავლენა ჯანსაღი ქრისტიანული აღზრდით დავძლიოთ. ყველაფერი, რასაც ბავშვი სკოლაში იგებს, სახლში უნდა გადამოწმდეს და შესწორდეს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რასაც ბავშვს მასწავ-ლებლები ასწავლიან, უბრალოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: სასარგებლო ცოდნა ან ჩვევები რომც მიიღოს (თანამედროვე სკოლების უმრავლესობა ამაშიც სამარცხვინო წარუმატებლობას განიცდის), მას ბევრ არასწორ თვალსაზრისსა და იდეას შეასწავლიან. ბავშვის მიერ ლიტერატურის, მუსიკის, ისტორიის, ხელოვნების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და რა თქმა უნდა, ცხოვრებისა და რელიგიის შეფასება უპირველესად სკოლიდან კი არ უნდა მომდი-ნარეობდეს, არამედ სახლიდან და ეკლესიიდან, სხვა შემთხვევაში ბავშვი არასწორ განათლებას მიიღებს.
მშობლებმა თვალი უნდა ადევნონ რას ასწავლიან მათ შვილებს, და გამოასწორონ შინ, ღიად გამოხატონ პოზიცია და კაფიოდ გამოჰ-კვეთოთ მორალური ასპექტი, სრულად უგულებელყოფილი საზოგა-დოებრივ განათლებაში.
მშობლებმა უნდა იცოდნენ რა მუსიკას უსმენენ მათი შვილები, რა ფილმებს უყურებენ (მათთან ერთად მოისმინონ ან უყურონ, თუ ეს აუცილებელია), როგორ მეტყველებას ისმენენ და თავად როგორ მეტყველებენ და ყველაფერს ქრისტიანული შეფასება მისცენ.
იმ სახლებში, სადაც არ ჰყოფნით ვაჟკაცობა ტელევიზორი ფანჯ-რიდან მოისროლონ, ის მკაცრად უნდა გააკონტროლონ, ეცადონ თავიდან აიცილონ მომწამლავი გავლენა, რომელსაც თავად სახლში ახალგაზრდა ადამიანებზე ახდენს ანტიქრისტიანული იდეებისა და შეფასებების ეს მთავარი გამტარებელი.
მართლმადიდებლობაზე ძლიერი დარტყმები უპირველესად ბავშვე-ბისკენაა მიმართული და როგორც კი ბავშვს არასწორი პოზიცია უყალიბდება, მისი ქრისტიანული აღზრდის ამოცანა ორჯერ უფრო რთულდება.
ჩვენზე თავსმოხვეული თვითთაყვანისცემა, მოშვებულობა, ყველაფ-რისადმი ვულგარული დამოკიდებულება, სიამოვნება, სხვა სამყა-როზე ყოველგვარი ფიქრის უარყოფა - ეს ყველაფერი სხვადასხვა ფორმით უღმერთობას გვიპირებს, აქტიურად უნდა დავიცვათ თავი. სამწუხაროდ, როცა მართლმადიდებელ ოჯახებს აკვირდები, თა-ნამედროვე სამყაროში და უყურებ როგორ გადასცემენ სხვებს თავიანთ მართლმადიდებლობას, გექმნება შთაბეჭდილება, რომ ბრძოლა ამ სოფელთან ძალზე ხშირად წაგებულია, ვიდრე მოგებული...
და მაინც, ჩვენი გარემომცველი სამყარო არ უნდა განვიხილოთ როგორც სრულიად ცუდი. ჩვენ საკმაოდ გონიერნი უნდა ვიყოთ, რათა ყველაფერი, რაც მასში დადებითია, საკუთარი მიზნებისათვის გამო-ვიყენოთ. ბევრი რამ, რასაც ერთი შეხედვით მართლმადიდებ-ლობასთან უშუალო შეხება არ გააჩნია, შეიძლება მართლმადი-დებლური აღზრდის ინტერესებისთვის გამოვიყენოთ.
პატარაობიდანვე კლასიკურ მუსიკას მიჩვეული ბავშვი, მისი გავლ-ენით განვითარებული, არ დაექვემდებარება როკის უხეში რიტმების საცდურს, თანამედროვე ფსევდომუსიკას იმ ზომით, რა ზომითაც ექვემდებარებიან ისინი, ვინც მუსიკალური აღზრდის გარეშე გაიზ-არდა. კარგი მუსიკალური აღზრდა, ოპტინელი ბერების სიტყვებით, განსწმენდს სულს და მას სულიერი შთაბეჭდილებების აღსაქმელად განამზადებს.
კარგ ლიტერატურაზე, დრამაზე, პოეზიაზე აღზრდილი ბავშვი, რო-მელმაც მისი ზეგავლენა საკუთარ სულზე იგრძნო და ჭეშმარიტი ტკბობა განიცადა, არ გახდება უაზრო ტრფიალი თანამედროვე ტელევიზიისა და იაფფასიანი რომანებისა, რომლებიც აპარტახებენ სულს და იგი ქრისტიანული გზიდან გადაჰყავთ.
ბავშვი, რომელმაც ისწავლა კლასიკური ფერწერისა და ქანდაკების სილამაზის აღქმა, ადვილად არ ცდუნდება თანამედროვე გარყვნილი ხელოვნებით, და მას არ მიიზიდავს რეკლამის უგემოვნო ნაკეთობანი და მით უფრო პორნოგრაფია.
ბავშვი, რომელმაც რაღაცა მაინც იცის მსოფლიო ისტორიიდან, გან-საკუთრებით კი ქრისტიანული ისტორიიდან, როგორც ცხოვრობდნენ და ფიქრობდნენ ადამიანები, რა განსაცდელში ვარდებოდნენ ღვთისაგან და მისი მცნებებისაგან განმდგარნი და რა ღირსეულ და შესანიშნავ ცხოვრებას ეწეოდნენ, როცა ღვთის ერთგულნი იყვნენ, შეძლებს სწორად შეფასებას ჩვენი დროის ცხოვრებისა და ფი-ლოსოფიისა და ბრმად არ გაჰყვება ამ საუკუნის „მასწავლებლებს".
ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ამჟამად სასკოლო განათლების წი-ნაშე დგას, იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვებს არ უღვივებენ ის-ტორიის გრძნობას. ეს საშიში და საბედისწერო რამაა - ბავშვს ისტორიული მეხსიერება დაუკარგო. ეს ნიშნავს, შესაძლებლობა წაართვა წარსულში მცხოვრები ადამიანებისაგან აიღოს მაგალითი. ისტორია კი, არსებითად, გამუდმებით მეორდება. როცა ამას შენიშნავ, გინდება იცოდე, როგორ წყვეტდნენ ადამიანები თავიანთ პრობლემებს უწინ, რა დაემართა მათ, ვინც წინ აღუდგა ღმერთს, და მათ, ვინც შეცვალა საკუთარი ცხოვრება და ნათელი მაგალითი დაგვიტოვა.
ისტორიის გრძნობა ძალზე მნიშვნელოვანია და ის ბავშვებს უნდა ჩავუნერგოთ.
ზოგადად, ადამიანი, რომელიც იცნობს საერო კულტურის საუკეთ-ესო მონაპოვრებს, რომელსაც გარკვეული რელიგიური, ქრისტიანული ჟღერადობა აქვს, ფლობს გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იცხოვროს მართლმადიდებელი ქრისტიანის ნორმალური, ნაყოფიერი ცხოვრე-ბით, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ თანამედროვე პოპულარულ კულ-ტურას იცნობდა და შემდეგ მოიქცა მართლმადიდებლობისაკენ.
სწორედ ამიტომ, ჩვენს ბრძოლაში ამა სოფლის სულის წინააღმდეგ შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ კიდეც საუკეთესო, რისი შემო-თავაზებაც ამ სოფელს შეუძლია, რათა ამ საუკეთესოზე უფრო შორს წავიდეთ. ყველაფერი საუკეთესო ერში, თუკი მისი დანახვის სიბრძნე გვყოფნის, ღმერთსა და მართლმადიდებლობაზე მიგვანიშნებს.
Xareba.net - ის რედაქცია