თქვენი შვილების ხვედრი გაწუხებთ, რა უნდა ქნათ? ახლა ყველა მშობლისათვის მდგომარეობა ერთნაირად არასახარბიელოა. ჰაერი მოწამლულია. ჭირის საშველად კი საშუალებანი არ არსებობს. ერთადერთია ლოცვა, მაგრამ მას ჩვენივე მცირედმორწმნუნეობა უშლის ხელს, კარგი იქნებოდა, შესაძლებელი იყოს ისე კეთილად განაწყო ბავშვები, რომ გითხრან, თუ რა აბნევს მათ და რა აიძულებთ რწმენას განუდგნენ, ანდა როგორმე მოახერხო და ათქმევინო, რამ დაიპყრო მათი გონება და რა აქვთ გულში. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ძალდაუტანებლად მიგეხვედრებინა, რომ ეს რაღაც ახალი გაგონილი, არ არის მისაღები, და რომ მართებულია ოდითგანვე უწყებული. მე ვფიქრობ აგრერიგად, რომ მშობლებს არ აწყენდათ ამ კუთხიდან შეეხედათ იმ საფრთხისათვის, რომელიც მათ შვილებს ემუქრება. იქნებ ღმერთმა ინებოს მათ წამოწყებათა კურთხევა.
ვინც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის მაცხონებელი ოჯახური სათნოე-ბებია. მაგრამ საქმე ის კი არაა, რომ ყველაფერი საუკეთესო სახით წარმოადგინო, არამედ ის, რომ ყველაფერი იღონო, რაც შენს ძალებშია...
საზოგადოებრივ დაწესებულებებში ბავშვები უკვე ისეთები აღარ არ-იან, როგორებიც ადრე იყვნენ - რა უნდა გააწყო? ძალზე რთული დროა. ამასთან ერთად, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კეთილი, რასაც შთავაგონებდით, დაიკარგა ან დაიკარგება, ყველაფერი რჩება და თავის დროზე ნაყოფს გამოიღებს, თქვენ თვითონ ნუ მიატოვებთ მას, რაც შეიძლება ხელი შეუწყვეთ, რომ გზას ბოლომდე არ ასცდეს, ხოლო წარმატება - უფლის ნებაა. უფრო მეტი ილოცეთ... შეეწიეთ გაჭირვებულებს უფრო მეტად და სთხოვეთ ილოცონ თქვენი შვი-ლებისთვის. მათ ლოცვას მეტი ძალა აქვს.
შვილების შეგონება მშობლების ვალია - ესე იგი, თქვენიც და რისი უნდა გეშინოდეთ? სიყვარულით ნათქვამი არავის გააღიზიანებს. მბრძანებლობას კი არავითარი შედეგი არ მოაქვს. უფალმა რომ ინებოს ჩვენი შვილების დაცვა ყოველგვარი საფრთხისაგან, დღეს და ღამე უნდა ვილოცოთ. ღმერთი მოწყალეა! მას მრავალი საშუალება აქვს ისეთი, ჩვენ რომ თავშიც არ მოგვივა. ღმერთი ყველაფერს განაგებს. იგი ყოვლად ბრძენი, ყოვლად სახიერი და ყოვლად ძლიერი მმართველია. და ჩვენ მან სასუფეველი განგვიმზადა. და რატომ უნდა ვიყოთ დამწუხრებულნი? იგი თავისიანებს არ დააჩაგვრინებს. ოღ-ონდ, უნდა ვიზრუნოთ, რომ არ შეურაცხვყოთ იგი და არ ამოგვ-რიცხოს თავისიანებისგან.
დაე, სწუხდეთ შვილებზე, იმიტომაც ხარ დედა, რომ ბავშვებზე იწ-უხო, მაგრამ თქვენს წუხილს ლოცვაც დაურთეთ... და ღმერთი ბავშვების ცხოვრებას საუკეთესოდ განაგებს. მოიხსენებდეთ ნეტარი ავგუსტინეს დედას. იგი ტიროდა - ტიროდა, ლოცულობდა - ლოცულობდა! და თავისი ლოცვით და თავისი ტირილით მიაღწია იმას, რომ ავგუსტინე გონს მოეგო - და ისეთი გახდა, როგორიც უნდა ყოფილიყო.
ვაჟიშვილზე ბევრი არ ინაღვლოთ. იმას მიაქციეთ ყურადღება, რო-გორი ზნისაა, ცხოვრება კი მერე აიძულებს პირჯვარი გადაიწეროს. მოხვეჭა რომ უყვარს - ეს ჯერ კიდევ არ არის დიდი უბედურება. ჭკუაში ჩავარდება. არაფერი გქონდეს, შეუძლებელია, ღმერთს უნდა სასოებდე, შენი ქონების ნაწილს არაფრის მქონეს უწილადებდე. ასწავლე ვაჟს ღარიბ-ღატაკებს თითო კაპიკი დაურიგოს, თუნდაც მხოლოდ კვირა დღეს. ამით რომ დაიწყებს, მერე მეტსაც გასცემს.
და ლოცვასაც ნუ მოახვევ ძალით თავს, შეიძლება მობეზრდეს. ურ-ჩიეთ ცოტა მაინც ილოცოს დილას და საღამოს, თუნდაც ლოცვა არც წაიკითხოს, არამედ შინაგანი მზერით მიმართოს ღმერთს. ძილის წინ მადლობა შესწიროს ღმერთს განვლილი დღისთვის, დილით შესთ-ხოვოს მშვიდობიანი დღე - თუნდაც თავისი სიტყვებით. მიმართოს ოღონდ, მართლა მიმართოს. ესეც საკმარისი იქნება. ასეთი ფიქრების მქონემ სამჯერ-ხუთჯერ გააკეთოს მეტანია და დღისითაც, დაე, მიმართოს ღმერთს მოკლე ლოცვით: „უფალო, შემიწყალე, მაკურთხე, უფალო". ამაზე მეტი არცაა საჭირო. „განა ეს ძნელია, - უთხარით მას - ასე რომ, გააკეთე ჩემს სასიამოვნოდ"...
ახალგაზრდებს ამქვეყნად ცხოვრება ამქვეყნიურად სურთ და ამის გარეშე შეუძლებელია, რადგან ჩვენ ამქვეყნიურნი ვართ. მხოლოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწაზე ჩვენ დროებითა ვართ, მოკლე დროით - ესე იგი, მართალია, ამქვეყნიურნი ვართ, მაგრამ ამა ქვეყნისათვის არ მიგვიღია მყოფობა.
ბავშვებთან გაუცხოება - გასაოცარია. მაგრამ დააკვირდით, თქვენ ხომ არა ხართ ამის მიზეზი. თუ თქვენ ხან კითხულობთ, ხან ხელსაქმით ხართ დაკავებული, ბავშვებს კი ნაკლებ ყურადღებას აქცევთ, ისინი თქვენგან ალერსს ვერ იღებენ... და რაღაა გასაოცარი იმაში, რომ გაგიუცხოვდნენ?
თქვენ არ შეიძლება მარტო ცხონდეთ, ამის უცილობელ ნაწილს შე-ადგენს ბავშვებზე ზრუნვა. მათი მოფერება, დედობრივი ალერსი, უსიტყვო შეგონება.
Xareba.net - ის რედაქცია