ქრისტიანი ახალგაზრდობის უმეტესობა მუსიკის ერთგული უფ-როა, ვიდრე ქრისტესი
ცნობილია, რომ როკ-მუსიკა გამოჩენისთანავე მეამბოხური სულის-კვეთებისა იყო. იგი თავიდანვე ამხედრებდა ადამიანს მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ახლა კი ზოგიერთი როკ-ჯგუფი ღიად მოუწოდებს ტრადიციული ქრისტიანული პრინციპების უარყოფისაკ-ენ.
ალ მენკონი, როკ-მუსიკის სპეციალისტი ამტკიცებს: „ძალიან სამწუ-ხაროა, რომ ქრისტიანი ახალგაზრდობის უმეტესობა, რომლებთანაც მე მიწევს ურთიერთობა, მუსიკის ერთგული უფროა, ვიდრე ქრისტესი. მუსიკა თანამედროვე თაობის ენაა... თანამედროვე თაობა უბრალოდ კი არ უსმენს მუსიკას, ის ღრმად განიცდის მას. მუსიკა მათი ცხოვრე-ბის შემადგენელი ნაწილი ხდება".
მიკ ჯაგერი, „როლინგ სტოუნზ"-ის მომღერალი ამბობს: „არ არსებ-ობს უვნებელი, ოჯახზე ორიენტირებული როკის სიმღერა". ერთ-ერ-თმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მძიმე მეტალის" შვიდასი ყველაზე პოპულარული სიმღერიდან 50%-ში ლაპარაკია მკვლელობაზე, 35%-ში სატანიზმზე, 17%-ში კი - თვითმკვლელობაზე.
შედეგად სახეზეა: ქალაქ კეფერსონ-ტუანშიპში, ნიუ-ჯერსის შტატ-ში, ყმაწვილმა თომა სილოვანმა საკუთარი სახლის სარდაფში დანით განგმირა თავისი დედა ბეტტი ანნა. სახლის დაწვის მიზნით მან ცე-ცხლი მოუკიდა დივანს, რათა ამ გზით მოეკლა თავისი მამა და უმ-ცროსი ძმა, შემდეგ გარეთ გამოიქცა და ხელებზე ვენების გადაჭრით თავი მოიკლა. მთელი კვირა დანაშაულის ჩადენამდე თომა ღიღინებ-და როკ-მუსიკას სისხლისა და დედის მკვლელობაზე. მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ თომა ნიჭიერი სტუდენტი, შესანიშნავი სპო-რტსმენი და სკაუტი იყო. შემდეგ ის როგორღაც გაიტაცა „მძიმე მე-ტალმა". დანაშაულის ჩადენამდე მან თავის მეგობრებს გაუმხილა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა თავისი ოჯახის ამოხოცვა.
თვითმკვლელობა სატანის სახელით
როკ-მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი თვითმკვლელობას ქადაგ-ებს. სიმღერაში „Suicide’s alternative” ნათქვამია: „მე მომბეზრდა სიცო-ცხლე - ის აუტანელია. მე დათრგუნული ვარ და დავიღალე - არავის ანაღვლებს ეს. მე მეზიზღება საკუთარი თავი - არ მინდა სიცოცხლე. მომბეზრდა სიცოცხლე - დროა სიკვდილისა. თვითმკვლელობა - აი გამოსავალი. შესწირე სიცოცხლე და ჩაიდინე თვითმკვლელობა. სატ-ანის სახელისათვის თუ იზამ ამას იქნები უკვდავი, როგორიც ისაა". - ესაა ნათქვამი „მძიმე მეტალის" ჯგუფის მიერ ლუციფერისადმი მიძ-ღვნილ სიმღერაში.
ახალგაზრდობის დაწვრილებითი გამოკითხვის შედეგად დოქტორ-მა ვოზმამ დაასკვნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა თვალ-ყური ადევნოს, რას უსმენენ მათი შვილები და ყურადღება მიაქციონ მათ მიერ გამოვლენილ ნებისმიერ არანორმალურ სიმპტომებს.
მსგავსი გამოკითხვის შედეგად საზოგადოება „Nacional Association” - მა დაასკვნა, რომ წელიწადში დაახლოებით 6000 ახალგაზრდის თვი-თმკვლელობა გამოწვეულია ნიჰილისტური და ფატალისტური მუსი-კის ზეგავლენით.
როკი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას
სექსისა და ძალადობის გარდა როკ-მუსიკა ხელს უწყობს ნარკოტიკ-ების ბოროტად გამოყენებას. „Fost Medicine” - ს ერთ-ერთი გამოკვლე-ვის დასკვნაში ნათქვამია: ფაქტები გვიდასტურებენ, რომ როკ-მუსიკა, როგორც წესი სტიმულს აძლევს ნარკოტიკების მოხმარებას, გარკვეულ სექსუალურ კავშირს და გაშმაგებულ მოქმედებას.
„ეს მუსიკა ცეცხლში ბენზინის ჩამატების მსგავსია, რომელიც სიძუ-ლვილითა და გაბოროტებით იწვის" - თქვა ტუნისის უნივერსიტე-ტთან არსებულ ბავშვთა ფსიქიატრიის კლინიკის პროფესორმა პაველ კინგმა. კინგის სიტყვით, მისი ახალგაზრდა პაციენტების 80% ყოვე-ლდღიურად უსმენდა „მძიმე მეტალის" მუსიკას.
დაკანონებული გარყვნილება
ფაქტები გვიჩვენებენ, რომ როკ-მუსიკა სტიმულს აძლევს სქესობრივ გარყვნილებას. ჟურნალ „Az Nius Veldrefort” - ის მიხედვით 1990 წლის მარტისათვის არსებობდა 13 როკ ჯგუფი, რომლებსაც მამაკაცი სასქე-სო ორგანოების სახელები ერქვა, ექვსს - ქალთა სასქესო ორგანოებისა, ოთხს - სიტყვა სპერმის სხვადასხვა ვარიანტის სახელი, რვას - აბორ-ტთან დაკავშირებული სახელი, ათ ჯგუფს სხვადასხვა სექსუალური აქტის საპატივცემულო სახელი ერქვა, ხოლო რვა თავის დასახელე-ბაში შეიცავდა დედის საგინებელ სიტყვებს. ადვილად წარმოსადგე-ნია, როგორი ცვლილებები მოხდებოდა „ამ მიმართულებით" განვლი-ლი დროის განმავლობაში!
თანამედროვე როკ-მუსიკა გაჯერებულია ქორწილის გარეშე კავშირ-ის, მეუღლებრივი ღალატის, სადიზმის, მაზოხიზმის, ჰომოსექსუალ-იზმის, გაუპატიურებისა და ნეკროფილიის ელემენტებით. ხშირად როკ-სიმღერები ნებისმიერ პიროვნებასთან სექსისაკენ აქეზებენ. ნათე-ლია, რომ როკ-ენ-როლის უმეტესი კომპოზიტორების ნაწარმოებებში გარყვნილება შელამაზებულია და წარმოდგენილია როგორც მიმზიდ-ველი რამ.
შეიძლება შევნიშნოთ, ბოლო დროს როგორ გადაედინება მსგავსი როკ-სიბილწე პოპ-მუსიკაში და ამ სახით მუსიკის განუყოფელი ნა-წილი ხდება. მშობლებმა არ უნდა დატოვონ უყურადღებოდ მათ შვი-ლებზე როკ-მუსიკის უდიდესი გავლენა. ადამიანის ფასეულობათა სი-სტემა ხომ ახალგაზრდობისა და სიყრმის პერიოდში ყალიბდება.
მართლმადიდებელთათვის ნათელია, რომ ღვთის გმობა, უხამსობა, გარყვნილება და ძალადობა, რომლებსაც თანამედროვე როკ-მუსიკა ქადაგებს, ადამიანთა ხსნის შესახებ ღვთის ნების საწინააღმდეგოა.
„შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღვთისა მიერ"
თანამედროვე მძაფრი მუსიკის პრობლემა გვიჩვენებს თანამედროვე საზოგადოების უფრო ღრმა სენს. შესაძლოა, როკ-სიმღერების მოწო-დება იმიტომ იზიდავს ახალგაზრდობას, რომ ისინი ვერ ხედავენ ცხოვრებაში ამაღლებულ ორიენტირებს და არ სჯერათ უფროსი თაო-ბის იდეალებისა. ამ მუსიკით ისინი გამოხატავენ პროტესტს თავისი მშობლებისადმი, რომელთა რწმენაც მათ დაკარგეს. ამ თვალსაზრის-ით მშობლებმა სერიოზულად უნდა შეაფასონ, თუ რამდენად შეესა-ბამება მათი ოჯახის ცხოვრების წესი ქრისტიანულ სწავლებას. რელი-გიურად ლოცულობს თუ არა ოჯახის ყველა წევრი ღვთისადმი, და-დიან თუ არა ტაძარში, ეზიარებიან თუ არა, იცავენ თუ არა მარხვებს, საუბრობენ თუ არა ღმერთზე? თუ ეს ასე არ არის, მაშინ აუცილებლად გაუჩნდება ბავშვებს სულიერი სიცარიელე, რომელსაც ისინი შეავსებენ იმით, რაც კი შეხვდებათ გზაზე. რა თქმა უნდა, გარემოს გავლენა ძა-ლიან დიდია, ხშირად მშობლები უძლურნიც აღმოჩნდებიან მის წი-ნაშე. მაგრამ სასოწარკვეთა არ შეიძლება. დიახ, გულახდილად უნდა ვისაუბროთ ბავშვებთან თანამედროვე პრობლემებზე და უნდა ავუხ-ილოთ თვალი იმაზე, რაც ემუქრებათ მათ. მთავარი კი ღვთისადმი ლოცვაა, რათა მან თავისი გზებით მიიყვანოს ისინი ცხონებამდე, „რა-მეთუ შეუძლებელი კაცთაგან, შესაძლებელ არს ღვთისა მიერ!".
Xareba.net - ის რედაქცია