საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინება, რომ ადგი-ლობრივი ეკლესიების ზოგიერთმა მღვდელმთავარმა ე.წ. „წმინდა და დიდი" კრების დამაჯამებელი დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. მათ რიგებში, რომლებმაც ხელი არ მოაწერა დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტი-ანულ სამყაროსთან", დასახელებულია მიტროპოლიტები: ლიმასოლე-ლი ათანასე, მორფელი ნეოფიტე, ამაფუნტელი ნიკოლოზი, ლიდელი ეპიფანე, ნეაპოლელი პორფირი (კიპროსის მართლმადიდებელი ეკლე-სია) და ნავჰაქტის მიტროპოლიტი იეროთეოსი (ელადის მართლმადი-დებელი ეკლესია). ამ უკანასკნელმა ასევე შენიშვნები შეიტანა დო-კუმენტებში: „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" და „ქორწინების საიდუმლო და ხელშემშლელი გარემოე-ბანი".
მორფელმა ეპისკოპოსმა ნეოფიტემ თავისი ეპარქიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს „მართლ-მადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან". კრიტის კრების მონაწილეებისადმი მიძღვნილ დეკ-ლარაციაში აღნიშნული დოკუმენტი შეაფასა ვით „დოგმატურად გაურკვეველი" და „დიპლომატიური კომპრომისების ნაყოფი" უწოდა. მან რამოდენიმე თანამედროვე წმინდანის: ღირსი პაისი ათონელისა და პორფირი კავსოკავიტის, ხუცესების: სოფრონისა (სახაროვი) და იაკობის (ცალიკი) და სხვა თანამედროვე მოღვაწეთა თხზულებების ციტირება მოახდინა. მეუფემ ხაზგასმით განაცხადა, რომ დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტი-ანულ სამყაროსთან" არ შეესაბამება მითითებული წმინდანებისა და ღვაწლმოსილი მამების სწავლებას, და რომ არასაკმარისი სიცხადით ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტების სისავსის ერთადერთი მატარებელი ეკლესიაა.
წყარო: agionoros.ru
Xareba.net - ის რედაქცია