ე.წ. „წმინდა და დიდი" კრების მსვლელობის დროს არაერთგზის გვესმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებისაგან, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება მათთვისაც კი, ვინც არ ესწრებოდა კრებას.
მოვისმინეთ კიდევ უფრო განმაცვიფრებელი მოსაზრება ტელმინე-ლი მთავარეპისკოპოსი იობისაგან, რომელმაც კრების სავალდებუ-ლობა შემდეგნაირად ახსნა: „სამწუხაროდ დემოკრატიულ ქვეყნებში ყველა ვერ მონაწილეობს არჩევნებში. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩატა-რებული არჩევნები არალეგიტიმურია".
ზემოთ მითითებული ორივე მოსაზრება სერიოზულ საღვთისმეტყ-ველო შეფასებას საჭიროებს. ვიდრე ეს განხორციელდება კვალიფი-ცირებული ღვთისმეტყველების მიერ, შევეცდებით გარკვეული სიც-ხადე შევიტანოთ ამ საკითხებში.
1. მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთ კრებას წინასწარ არასოდეს ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას, მით უფრო ის ვერ გახდებოდა სავალდებულო მასზე არდამსწრე ადგილობრივი ეკლესიებისთვის, ვიდრე ეკლესიის მთელი სისავსე არ მიანიჭებდა მას (კრებას) ავ-ტორიტეტულ მნიშვნელობას. მსოფლიო კრებას წინასწარ არასოდეს უთქვამს, რომ ეს და ეს სწავლება ჭეშმარიტია, რადგან მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით - როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო კრების ტიტულს ანიჭებდა.1
მართლმადიდებელი ეკლესიის წყობა იყო, არის და ყოველთვის იქ-ნება კრებსითი. ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი, მსოფლიო პა-ტრიარქი, გნებავთ „წმინდა და დიდი კრება", მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა არ და ვერ დააყენებს თავის თავს. ამიტომ ვამბობთ მართლმადიდებლები, რომ მსოფლიო კრება ეკლესიის უცდომელობის გამომხატველია. ამდენად, იერარქთა, გნებავთ ათი ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელთა შეკრება, მით უფრო მაშინ, როდესაც მასზე (კრებაზე) მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად არ შეესაბამება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიო-ლოგიურ სწავლებასა და ტრადიციას, ვერაფრით გახდება სავალდე-ბულო არათუ არდამსწრე ეკლესიების, არამედ კრებაში მონაწილე ეკლესიების იერარქებისა და მორწმუნე ერისათვისაც.
აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) გამოთ-ქმულია აზრი, რომ ეკლესია არ იცავს სარწმუნოებრივ საკითხებში სავალდებულო იერარქიულ ავტორიტეტს. აი, რა განაცხადეს აღმოსავ-ლეთის უმაღლესმა იერარქებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა (როგორც ამას აკეთებს „წმინდა და დიდი" კრება - რედ.), რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია (ეკლესიის სისავსეა)". ეკლესიის ამ შეხედულებას მრავალი ისტორიული მაგალითები ამყარებს. გავიხსენოთ წმ. მარკოზ ეფე-სელის, წმ. მაქსიმე აღმსარებელის, წმ. გრიგოლ პალამასა თუ სხვა მრავალ წმინდანთა ცხოვრება.
2. კიდევ უფრო არასერიოზულად ჟღერს მთ. ეპ. იობის მოსაზრებაც (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო), სადაც მღვდელმთავარი ეკლესი-ის კრებსით ბუნებას დემოკრატიულ არჩევნებთან აიგივებს.
როგორც ჩანს, ამ საკითხისადმი მსგავსი მიდგომა იმ გარემოებამ გა-ნაპირობა, რომ დღეს საეკლესიო წრეებშიც სულ უფრო ინტენსიურად უჭერენ მხარს „ლიბერალურ - დემოკრატიულ" მმართველობას; ამით თითქოს სურთ „გაადემოკრატიულონ" მართლმადიდებლობა, და ეს დადებით ტონად აღიქმება თანამედროვე სამყაროში.
მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს არსებობდა დემოკრატია. ეკლესიის მმართველობითი მხარე არ წესრიგდება მხოლოდ ადა-მიანური ფაქტორებით, არამედ ეს ღვთის მიერ ხდება. თავად იე-რარქის „დადგინება", გამორჩევა განსაკუთრებული აქტი იყო. დე-მოკრატიული არჩევნებისაგან განსხვავებით, ის ღრმა რელიგიურ და საიდუმლო ხასიათს ატარებდა. მას ასრულებდნენ მოციქულთა მემკვიდრე, მათი თანაბარი უფლებებით აღჭურვილი პირები - ეპისკოპოსები. თავად არჩევნების აქტს წინ უსწრებდა ლოცვა და მარხვა, ხან კი პირდაპირ ღვთის შთაგონებით ხორციელდებოდა სამღვდელო კანდიდატის შერჩევა. ყოველივე ეს საერთო სურვილზე მიუთითებდა: ეპოვათ არა საზოგადოების, არამედ ღვთის რჩეული ადამიანი.
დემოკრატიულ არჩევნებში რამოდენიმე პროცენტიანი წინსვლა უკ-ვე ნიშნავს დამაჯერებელ გამარჯვებას, ხოლო ეკლესიაში სულ სხვა მექანიზმი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც წმინდა მოციქულები ბრძანებენ: „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა" (საქმე 15. 28).
ეს რომ განაცხადოს იერარქებმა, გნებავთ იერარქების უმრავლესო-ბამ, საჭიროა ერთსულოვანი, ეკლესიის მთელი სისავსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც რეალობაში არ არსებობს.
ეკლესიის უმთავრესი ნიშანთვისებანი - კრებსითობა, ერთიანობა, სიწმინდე, საყოველთაო სამოციქულო ხასიათი მართლმადიდებლო-ბის ბუნებიდან მომდინარეობს. კითხვაზე როგორ უნდა გვწამდეს და ვასწავლიდეთ, წმ. თეოფანე დაყუდებული პასუხობს: „- ისე, როგორც სწამდა და ასწავლიდა ყველა, ყოველგან, ყოველთვის".
ამრიგად, თავის უცდომელ, ყველასათვის სავალდებულო სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა.
კითხვაზე: როდის არის ეკლესიის სწავლება უცდომელი, ავტორი-ტეტული, ყველასათვის სავალდებულო? პასუხი ერთია: მაშინ, როდე-საც ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია.2
Xareba.net - ის რედაქცია
1М. Новоселов "Письма к Друзьям”. M. 1994. გვ. 136.
2Непогрешимость Православия. П. Бумис. М. 2001. გვ. 11.