xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ახალი ამბები » საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს
24-06-2016, 10:20  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოს I,

კონსტანტინეპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს

და მსოფლიო პატრიარქს



 თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე.

   ამასთან, გვინდა გაცნობოთ, რომ ა.წ. 17 ივნისით დათარიღებული თქვენი წერილი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შევიტყვეთ და ჩვენის მხრიდან პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული.

  თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არ დასწრების პოლიტიკურ, ან ნებისმიერ სხვა, ჭრილში გადატანა.

  ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ, ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისათვის.

   ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრ-კოლებელი გარემოებები" და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობ-ის დაშვება საკრებო განჩინებით.

   აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი, - 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდე-ბელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლა-მენტზე (დღის წესრიგზე) ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამადე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა.

   სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილის თვეში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლე-სიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსესუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგიდან ამოღება.

   ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი "ქო-რწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები", რადგანაც იგი არ გახლავთ მიღებული კონსენსუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს.

   შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე ...გა-ნვაცხადეთ, რომ აქ დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

   ა.წ. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაად-გინა, რომ:

   ა) დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" შეიცავს სერიოზულ ეკლე-სიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს.

   ბ) დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედრო-ვე მსოფლიოში" ასევე ცვლილებებს საჭიროებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები).

   გ) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.

   თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტი-ლებების მიიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს.


    ვლოცულობ თქვენთვის.

   ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით სრულიად საქარ-თველოს კათოლიკოს-პატიარქი ილია II

 

წყარო: http://karibche.ambebi.ge 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine