21. ეკუმენიზმის პრობლემა ჭეშმარიტი ეკლესიის ცნების ჭრილშუ-ქში უნდა განიხილოს. ეკლესიის პასუხი ამ საკითხზე არის ამავე დროს პასუხი ეკუმენიზმის პრობლემაზე. ვიდრე ადამიანი არ შეუერთდება ეკლესიას, ის ჰუმანისტურად მარტომყოფი, ამქვეყნიური, ადამიანის ვიწრო ხედვებში ჩაკეტილი რჩება, ხოლო ღმერთკაცით ღმერთ-კაცობრივი არსება ხდება.
22. ეკლესია იმისთვისაა შექმნილი, რომ ცოდვის, ბოროტების, სიკვ-დილისა და ეშმაკისაგან გაათავისუფლოს ადამიანი და მარადიული ცხოვრება, ჭეშმარიტება და სამართლიანობა იქადაგოს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოღვაწეობას, სოციალურ დახმარებასა და მისთ., ნათქვამია: „ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოება" (მათ. 23. 23). ეს არის ნამდვილი წამალი „უცოდველობისაგან", რომელიც ყოველთვის დემონური შინაარსისაა.
23. კრებსითობა - თავმდაბლური დგომაა ღვთისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების წინაშე. კრებსითობაა, - როდესაც „გონება ქრისტესი გუაქუს" (1 კორ. 2. 16), რათა „რაჲთა ქრისტე შევიძინო" (ფილიპ. 3. 8).
24. ახალი აღთქმის რჯული - ზეკანონი, ზეცისა და დედამიწის, ად-ამიანისა და ანგელოზების კანონია. ღვთისაგან ადამიანამდე ერთი ჭეშმარიტება, ერთი სიყვარული, ერთი სიკეთეა. ღმერთი ერთი და იგივეა ამა თუ იმ სამყაროში: იმავე სიყვარულით, ჭეშმარიტებითა და სიკეთით. ეკლესია ერთია და არა მრავალი, ამას მკაფიოდ წარმოაჩენს მართლმადიდებლური მრწამსი: „მრწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".
25. დღეს ჭეშმარიტებისკენ სინანულის გარეშე მიდიან. მაგრამ მოც-იქულის თანახმად: „მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა" (2 ტიმ. 2. 25). „ჰოჲ, უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურებოდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩი-ლებად" (გალ. 3. 1). ჭეშმარიტებისკენ რაციონალიზმის და არა სარწმუნოების გზით დადიან. მაგრამ ჭეშმარიტება, რომელი არს ქრისტე, სარწმუნოებისამებრ და სულიწმიდა ღმერთკაცის რწმენი-სამებრ მიეცემა: „კურთხევა იგი აბრაამისი იყოს ქრისტე იესოს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა" (გალ. 3. 14), - არა სილოგიზმებით, მსჯელობით, გონებამახვილობით. ამას-თანავე ადამიანის ცოდვილობა უნდა გავითვალისწინოთ. სარწმუ-ნოება გახლავთ ყველაზე სრულყოფილი ახალაღთქმისეული, მოციქულებრივი შემეცნება. „ვითარცა აბრაამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (გალ. 3. 6). ამ რწმენის გამო ღმერთი სულიწმიდას აგზავნის ჩვენს გულებში.
26. წმ. სვინკლიტიკია ამბობს: „რატომ გძულთ ადამიანი, რომელმაც ბოროტად მოგაგო? არა მან, არამედ ეშმაკმა ჰყო ეს. შეიძულე სნეულება და არა სნეული". ქრისტიანობა არის „ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ" (ეფ. 6. 11), რომელსაც შეუძლია ცოდვისაგან ხსნა ცოდვილის მკვლელობის გარეშე. ეს უდიდესი სასწაულია ისტო-რიაში.
27. პაპიზმი ისეთივე ერესია, როგორც არიანელობა. პაპიზმი მრავა-ლთავიანი ერესია. წმ. მარკოზ ეფესელი ამბობს, რომ „ერეტიკოსი მისთვის შესატყვისი მსჯავრის ქვეშეა, თუგინდ მცირედით გადა-უხვიოს მართალ სარწმუნოებას. ლათინები ერეტიკოსებია, და როგორც ერეტიკოსები მოვიკვეთეთ ისინი".
28. ეთიკა წმინდა საიდუმლოებებს ეფუძნება - მათგან გამომდინა-რეობს წმინდა საიდუმლოებები. ყოველივე ეს ეკლესიაში, ეკლესი-იდან, ეკლესიის მიერია. ეკლესია - ერთადერთი ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, სადაც „ქრისტე გამოცხადნეს, ცხოვრებაჲ იგი ჩუენი" (კოლ. 3. 4). ეს ყველაფერი ქრისტიანშია.
29. ღირსმა აგათონმა მშვიდად მიიღო ყოველგვარი შეურაცხყოფა, მაგრამ როდესაც მას ცილი დასწამეს, რომ ის ერეტიკოსიაო, წმინდანი შეეპასუხა: „სხვა შეურაცხყოფა მივიღე იმის გამო, რომ სასარგებლო იყო ჩემი სულისთვის, ხოლო ერეტიკოსად სახელდებას ვერ მივიღებ, იმიტომ რომ ერეტიკოსობა ღვთისაგან განყენებულს ნიშნავს".
30. წმინდა გარდამოცემა - საუკუნიდან საუკუნემდე ქრისტეს ეკლ-ესიაში მაცხოვნებელი, ღვთაებრივი ძალების მოქმედებაა. ერთი სიტყვით: წმინდა გარდამოცემა - სრული ღმერთკაცია, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის სხეულში.
31. ლოცვა - სათნოებაა. წმინდა საბამ ჟიჩში კრებაზე განაცხადა: „ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ყოველთვის იყო ჩემთვის უზენაესი ნეტარება დედამიწაზე". წმინდა საბამ იმავე კრებაზე ასევე თქვა, რომ უარყოფს ღვთივმბრძოლ ერესებს, ვინაიდან „შეუძლებელია ბორო-ტების უარყოფის გარეშე შეუერთდეს იმას, რასაც სიკეთე ეწოდება". იმასაც ამბობდა, რომ რწმენითა და სინანულით მრავალმა უარყო ცდომილება და დაუბრუნდა მართლმადიდებლობას.
32. ინტერკომუნიონი დაუშვებელია, ვინაიდან „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება" (ეფ. 4. 5), ერთია ევქარისტიაც „რამე-თუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ" (1 კორ. 10. 17).
33. რაციონალიზმი - ევროპისა და ევროპელი ადამიანის მთავარი სნეულებაა. რაციონალიზმი - ყველა სახის ჰუმანიზმის გული, გონება და სინდისია, ვინაიდან სქოლასტიკა და რაციონალიზმი ყველაფერს „ადამიანით" ზომავს. ადამიანი იმ ყოველივეზე შეუდარებლად აღმატებულია, იმდენად დიდია, რამდენადაც ღმერთკაცი ადამიანზე. ამიტომ მხოლოდ ქრისტე კურნავს და აცხონებს ადამიანს, ჰუმა-ნისტური თვითნებობის, სიბნელისა და ჩაკეტილობისაგან.
34. წმ. თეოდორე სტუდიელი გვასწავლის: „სადაც რწმენაა, იქ სიყვა-რულია, სულიწმიდის მიერ მონიჭებული. სათნოება ღვთისმიერი და ღვთაებრივია, ხოლო მანკიერება სატანისაგან და სატანურია. ვინც პირველი აირჩია, ისინი ღვთისანი არიან, ხოლო ვინც მეორე აირჩია ეშმაკს ეკუთვნიან".
35. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, მთელი ეკლესია უფლ-ის მფარველობაშია: „დამკვიდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა" (ეფ. 3. 17). (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია