xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 29 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451)
29 ივლისი (ახ. სტ.) - ხსენება IV მსოფლიო კრებისა (451)
28-07-2021, 18:17  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მეოთხე მსოფლიო კრება, რომელშიც 630 ეპისკოპოსი მონაწილეობდა, 451 წელს, მარკიანეს (450-457) ზეობისას შედგა ქალაქ ქალკედონში.

   დორილეელმა ეპისკოპოსმა ევსებიმ ჯერ კიდევ იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) დროს, 448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებას მოახსენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტის, ევტიქის შესახებ, რომელიც თავიდან, იესო ქრისტეს პიროვნებაში ღვთაებრივისა და კაცობრივის ნესტორისებური ცრუ დაყოფის წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ თანდათან სხვა უკიდურესობაში გადავარდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ მაცხოვარში მისი განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულად შთანთქა კაცობრივი, ამიტომ განკაცებულ ღვთის ძეში თაყვანს უნდა ვსცემდეთ მხოლოდ ერთ - ღვთაებრივ ბუნებას. ამ სწავლებას მონოფიზიტური ეწოდა, მის მიმდევრებს კი - მონოფიზიტები.

   კონსტანტინოპოლში შეკრებილმა მამებმა დაგმეს მწვალებელი, ამ უკანასკნელმა კი იმპერატორთან იჩივლა, იგი მისთვის გამოტანილი მსჯავრის უსამართლობაში დაარწმუნა და მსოფლიო კრების მოწვევა მოითხოვა თავის მოწინააღმდეგეთა განსასჯელად, რომელთაც ნესტორიანობაში სდებდა ბრალს. ეკლესიაში წარმოქმნილი შფოთის ჩასაცხრობად თეოდოსიმ გასცა IV მსოფლიო კრების მოწვევის ნებართვა. მწყემსმთავართა ეს თავყრილობა, რომელიც 449 წელს გაიმართა ეფესოში, ეკლესიის ისტორიაში „ავაზაკთა კრების" სახელით შევიდა. ევტიქის ნათესავი - ალექსანდრიელი პატრიარქი დიოსკორე, რომელიც იმპერატორმა კრების თავმჯდომარედ დანიშნა, დიქტატორივით მბრძანებლობდა, მიმართავდა მუქარას და აშკარა ძალადობასაც კი. ევტიქი გაამართლეს, მღვდელმთავარი ფლაბიანე - დაგმეს. 450 წელს იმპერატორი თეოდოსი გარდაიცვალა. ტახტზე მარკიანე ავიდა. ეკლესიაში სიმშვიდის დამყარება გადაუდებელი საქმე იყო, ამიტომ 451 წლისთვის მსოფლიო კრება დაინიშნა. კრებას წმიდა ანატოლი - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი თავმჯდომარეობდა. დიოსკორეს პირველი სხდომიდანვე აღუკვეთეს თავყრილობაში მონაწილეობის მიღება, მესამე სხდომაზე კი იგი თავის ყველა მომხრესთან ერთად დაგმეს. სულ თექვსმეტი სხდომა ჩატარდა. წმიდა მამებმა ერთსულოვნად შეაჩვენეს ევტიქის ერესი და კირილე ალექსანდრიელისა და პაპის, ლეონ დიდის ეპისტოლეთა საფუძველზე დაადგინეს: „ღვთაებრივ მამათა მიმდევარნი, ჩვენ, ყველანი ერთხმად ვასწავლით ერთი და იმავე ძის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სრულყოფილი ღვთაებრიობისა და სრულყოფილი კაცობის აღიარებას: ჭეშმარიტი ღმერთისა და ჭეშმარიტი კაცისა, იმავე სულისა და ხორცისაგან. მამის თანაარსისა ღვთაებრიობით და ჩვენი თანაარსისა კაცობით. ყველაფრით ჩვენი მსგავსისა, ცოდვის გარდა. შობილისა საუკუნეთა უწინარეს მამისაგან, როგორც ღვთისა და უკანასკნელ ჟამს კი ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობლისაგან, როგორც კაცისა. (ვაღიარებთ) ერთსა და იმავე ქრისტეს, ღვთის ძეს, მხოლოდშობილს, ორი ბუნებისაგან შემდგარს შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად შესაცნობს (ორი ბუნება არაფრით განირჩევა არსებული შეერთების გამო. ერთ სახესა და ერთ იპოსტასში გაერთიანებული, ინარჩუნებს თითოეული ბუნების თვისებას). არა ორ სახედ განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ ღმერთს სიტყვას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც ძველად წინასწარმეტყველებდნენ მის შესახებ, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის და როგორც გადმოგვცემს ჩვენი მამების სიმბოლო".

   ორ უკანასკნელ სხდომაზე კრებამ დაადგინა ოცდაათი კანონი საეკლესიო იერარქიისა და დისციპლინის შესახებ. გარდა ამისა, დამტკიცდა სამი წინამორბედი მსოფლიო კრებისა და ანკვირიის, ნეოკესარიის, ღანგრის, ანტიოქიისა და ლაოდიკიის ადგილობრივი კრებების დადგენილებებიც.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine