"ვინაიდან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და არაფერიც არ არის, ის თავის თავს ატყუებს" (გალ. 6, 3)
"ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები" (1 კორ. 7, 23)
ესაა ლაიტმოტივი მამა გიორგის (ბასილაძე) სწავლებისა და, რაღა დასაფარია, მისი სახით ეს "წმიდანი" უკვე ნაპოვნია. ნამდვილად არ ვაჭარბებთ, ყველა გამოცემა, მისი საკუთარი მოწმობით, ამას ღა-ღადებს. ჩვენ შევეცდებით ამ "წმიდანობის" გამორკვევას, ანუ და-ვადგენთ, თუ რას ნიშნავს მამა გიორგისეული "ნამდვილი". მკითხველის ნებართვით, ამ ტერმინს "ნამდვილი" ჯერ-ჯერობით წინწკლებში ჩავსვამთ, მისი ნამდვილი შინაარსის გარკვევამდე. ეს ყველაფერი მოხდება, რა თქმა უნდა, ეკლესიის ღირსთა და ღმერთ-შემოსილ მამათა სწავლებებსა და გამოცდილებებზე დაყრდნობით და კანონიკურ ეკლესიურ აქტებთან შედარებით.
გამოვყოფთ ორ ასპექტს: 1. როგორ მიაღწია მამაომ "ნამდვილობას"; 2. რა თვისებების მატარებელია და რას გვასწავლის "ნამდვილი".
გაღწევა
"ვინაიდან შენ ამბობ: მე მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბედური ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი". (გამოცხ. 3, 17)
"მთელი ცხოვრების მანძილზე დამჩემდა დღემდე - ამბობს მამა გიორგი - როცა კაცი უსამართლოდ მოგექცევა და გაწყენინებს, სამი დღე შეგიძლია გამოხატო და "დაემდურო", მერე კი თავად უნდა შეურიგდე". ჩვეულებრივ, ბრაზიანი კაცისათვის, ასეთი საქციელი სავსებით გასაგებია, მაგრამ "ნამდვილმა" კი უნდა იცოდეს, რას ნიშნავს, "მზე ნუ დაჰვალს განრისხებასა თქვენსა". მით უმეტეს, საკითხავია, ღმერთთან უწყვეტი "ჩართულობისა" და გაღწევის პი-რობებში გულძვირობა რამდენად დასაშვებია?
მივადექით "ნამდვილის" მთავარ მონაპოვარს - გაღწეულობას.
"წმიდანს გაღწეული აქვს ღმერთამდე და ცოდნა ღვთისგან აქვს!" (გვ. 119). ეს წინადადება რაღაც ფინიშის ხაზის გადაკვეთას გაგონებს. ნუთუ ეს მხოლოდ სპორტის მოყვარული ადამიანის უბრალო გამოხატულებაა თავისი სულიერი მდგომარეობისა?
"არის მეორე გარემოებაც იმისა, თუ რატომ მიაქვთ წმიდანებს ხორციელი ტანჯვები: წმიდანი, სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე გასაღწევად, აუცილებლად გადის ტანჯვას "გათიშულ" მდგომარეობაში, ანუ ჩვეულებრივი ხორციელი ადამიანის სახით. ამ დროს მას ისევე სტკივა, წყურია, შია, როგორც სხვა ცოდვილ ადამიანებს. ასეთ მდგომარეობაში ის წმიდანურ ძალას ვერ გამოიყენებს! როდესაც წმიდანს ცოდვილი გამოჰყავს რაიმე განსაცდელისაგან, ან კიდევ ცოდვისაგან, ის აუცილებლად გადის (იღებს თავზე) რაღაც სახის ტანჯვას და ისევე განიცდის მას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი - წმიდანური ძალის გამოუ-ყენებლად. წმიდანი იღებს რა ცოდვილის ცოდვებს, ისევე უნდა იტანჯოს ხორციელად, როგორც ის ცოდვილი, რომლის ცოდვაც თავს იდვა.
წმიდანური ძალით ის მხოლოდ დროში ამოკლებს ცოდვილის ტანჯვას, იღებს რა ცოდვების დიდ მოცულობას ერთბაშად" (გვ. 112-113). რას ნიშნავს ეს "გათიშულობა" და ვინ დაუდგინა მას ეს ახალ საფეხურზე გასაღეევად?
შემდეგ, მამა გიორგი: "ნაყოფში ჩამოსულ სულს უკვე აქვს ზეც-იური სამშობლო და მახსოვრობა. თუმცა დედამიწაზე მუცლად ჩამოსვლისას "ითიშება" და მთელ მიწიერ ცხოვრებაში შეიძლება დარჩეს "გათიშული". ხოლო გარდაცვალებისას - სხეულიდან გასვლის ჟამს გაეხსნება მისი ზეციური სამყოფელი. წმიდანებს კი ღმერთი მიწიერ ცხოვრებაშივე გაუხსნის ზეციურ მახსოვრობას. უნდა ითქვას ერთი რამეც: დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს არა აქვს ზეციდან ჩამოსული სული!.. ყველაფერს აქვს თავისი დრო!.. ღმერთი და წმიდანები ბევრ რამეს მალავენ ისევ ადამიანთა საკეთილდღეოდ" (გვ. 223-224).
აი აქ კვლავაც ცდებით და სხვასაც აცდუნებთ მამაო. თქვენი ნამა-ლავი და ნაპარავი თეოსოფიისა3 და გნოსტიციზმის ნაზავს წარმო-ადგენს.
"გათიშულობა" ე.წ. კარმულ უღელს წააგავს, "გაღწევა" კი ასტრალში ან ნირვანაში, უპიროვნო აბსოლუტში გასვლას გვაგონებს.
ჩვენთვის, ეკლესიისთვის, დიდი ხნის ცნობილი ღვარძლია ეს ყოვ-ელივე. ძველი ტყუილი კი ახალ სიმართლედ ვერასოდეს იქცევა, რაოდენ მართლმადიდებლურადაც არ უნდა იყოს მიმიკრირებული. აქვე სახეზეა ქმედითი შეცდომა და გამეორება ჩვენი პირველწინაპრის ცდუნებისა - გაღვთიურებულიყო ღმერთის გარეშე. ახლა კი ეკლესიას და წმიდა მამებს მოვუსმინოთ; ადამიანის სულის პირველარსებობა, როგორც გნოსტიკური და ნეოპლატონური სწავლება ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებში დაგმობილი აქვს ეკლესიას.
გრიგოლ ნოსელი:
"რამდენადაც ადამიანი, შემდგარი სულისა და სხეულისაგან, ერ-თია, უნდა ვივარაუდოთ ერთი საერთო წარმომავლობა მისი შემადგენლობისა..."
"თითოეული ნაწილის შექმნისას არ წარმოქმნილა ერთი მეორეზე ადრე - არც სული სხეულზე ადრე და პირიქით."
"ასე რომ არასამართლიანი იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ სული წარმოიშვა სხეულზე ადრე ან სხეული უსულოდ, არამედ ორივეს აქვს საერთო საწყისი..."
მაქსიმე აღმსარებელი:
"ყოველი რთული ბუნება, როგორც თვითონ, ასევე მისი კომპონ-ენტები შედგებიან ნაწილებისაგან, რომელნიც ერთდროულად წარმოიშვნენ ამ ქვეყანაზე; ეს შემადგენელი ნაწილები თანადრო-ულია ერთმანეთისა და ამ რთული ბუნებისა, რამდენადაც ისინი თანაარსებობენ ამქვეყნად თავიანთ გამოჩენაში (გამოვლინებაში). და არცერთი არ წინაუძღვის მეორეს დროში."
გრიგოლი პალამა:
"... მხოლოდ სული ან მხოლოდ სხეული არ შეიძლება სახელდ-ებული იქნას ადამიანად, არამედ ორივე ერთად, რამდენადაც ისინი ერთდროულად შეიქმნენ ღვთის ხატებად."
რაც შეეხება მტკიცებულებას, რომ "დღეს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს არა აქვს ზეციდან ჩამოსული სული", ამას მივყავართ დუალიზმამდე და სამყაროს ორ შემოქმედამდე ანუ ისევ გნოს-ტიციზმამდე და წარმართობამდე. ბერძნულ წარმართობაში ეს იყო პლატონური სწავლებების სახით, ხოლო ძველსპარსულ მითოლოგი-აში და ზოროასტრიზმის კულტში დუალიზმი გამოიხატებოდა ორმუზდისა და არიმანის, კეთილისა და ბოროტის ბრძოლითა და თანაარსებობით.
მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის დაცვა მთელი სიმძაფრით მიმდინარეობდა პირველი საუკუნეებისა და მსოფლიო კრებების პერიოდში. განსაკუთრებით რთული იყო გნოსტიციზმის იმ ფრთის წინააღდგომა, რომელმაც ეკლესიაში შემოაღწია ორიგენიზმის სახით.
553 წელს, V მსოფლიო კრებაზე დაგმობილი იქნა ორიგენეს, ევაგრეს და დიდიმის გნოსტიკური სწავლებები და ისინი განკვეთილი იქნენ ეკლესიიდან "ელინური მითების რესტავრაციის გამო", როგორც ამას გვახსენებს I კანონი ტრულის (მეხუთე-მეექვსე) კრებისა (961 წ.).
სწორედ ამ მწვალებელი ევაგრეს ცრუსწავლება ამხილა სიმეონ სალ-ოსმა სალოსურად და გადაარჩინა ეკლესია და მრავალი ქრისტიანი სულიერი დაღუპვისაგან.
სულის წინარეარსებობის გარდა მამა გიორგის სწავლებებში იგრძნ-ობა სიმპატიები სულის მეტამფსიქოზის ანუ რეინკარნაციის მიმა-რთაც. ესეც, ალბათ, "ნამდვილთა" დაფარული ცოდნაა.
238-ე გვერდზე გიორგი პაპუაშვილის "შორეული ციალიდან", შეკი-თხვის სახით მოჰყავთ ციტატა, საიდანაც ანტონ კათალიკოსს მიაწერენ რეინკარნაციის ანუ სულთა გადასახლების სწავლების მიმდევრობას და ითხოვენ განმარტებას.
მამაო სოფისტურად ირიდებს პასუხს; არც ამ ცრუსწავლებას ამხი-ლებს, ბოლოს კი ასკვნის:
"... ისე, დღეს მეცნიერები ადასტურებენ პარალელური სამყაროების არსებობას, განზომილებებს, დროის მდინარეს, ორეულებს და ბევრ სხვა რამესაც!.. თუმცა სამყაროს მოწყობის საიდუმლოება ნამდვილებს გაცილებით ადრე და უფრო ღრმად ჰქონდათ გახსნილი, ვიდრე თანამედროვე მეცნიერებს!..".
ხოლო წიგნში "ძალა და თავისუფლება", მორიგი დემარშის დროს, პირდაპირ აცხადებს:
"- მე იცით ვინა ვარ?!.. თუმცა ახლა ამას თქვენ რას გაიგებთ!!! მე კი ვიცი ვინცა ვარ!.. აგერ, ხელის გულზე მაქვს ნიშანი. ზედ მაწერია ღმერთიდან, რატომ ვიძახი ამას. ჩემი სული გუშინდელი არ არის; ეს სული დიდი ხანია, რაც იბრძვის საქართველოსთვის. ამას მე სიმართლეს ვიძახი და არც არავისთვის საქართველოში არა მაქვს ეს დასამტკიცებელი, არც ნამდვილებთან და ცოდვილებთან, მით უმეტეს!.." (გვ. 112).
ყველა მის წიგნში ცოდვილები მდაბალ კასტას წარმოადგენენ, ხოლო ნამდვილები "ეზოთერული", ელიტარული ცოდნით აღჭურვილ გაბღენძილ მოღვაწეებს. აბა გაბედოს ვინმემ და იგი წმიდანად ვერ შეიცნოს?!
"- სად არიან წმიდანებიო?.. და თუ არიან, რას გვემალებიან? რა-ტომ არ გვეხმარებიანო?" (გვ. 78) - უსვამენ კითხვას; მდაბიოს, მიუხვედრელსა და ცოდვილს, დამეთანხმებით, აქვს ამ შეკითხვის უფლება... მაგრამ როგორ იქცევა "ნამდვილი"? რა თქმა უნდა ისე, როგორც "ნამდვილი" უნდა მოიქცეს:
"- ნახეთ, რას მეკითხებოდა?!.. მინდოდა მეხეთქა ცხვირში, რადგან მას წმიდანები კი არ აინტერესებდა, არამედ ბოროტის ძალით ჩემთან დავა უნდოდა!.." (იქვე).
გულში კი ალბათ ფიქრობდა, რომ შემკითხველის შექმნაში, ღმერთო შემინდე, უფლის ხელი არ ერია.
ისე, არც ეს სწავლებაა ორიგინალური, როგორც ზემოთაც ითქვა. ებ-რაელებს მიაჩნდათ და ნაწილს ახლაც მიაჩნია, რომ მხოლოდ ისინი არიან ღვთის განსაკუთრებული ქმნილებები, ხოლო დანარჩენი ადამიანები დაბალი რანგის სულების შემოქმედებას წარმოადგენენ. რაბინთა სწავლებები სავსეა ასეთი დეფინიციებით.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ "ნამდვილს" მოწაფე ხომ უნდა ჰყავდეს. საინტერესოა, როგორია "წმიდანი" მასთან მიმართებაში?
"წმიდა ბერს შეუძლია მის სულიერ მოწაფეზე ილაპარაკოს სხვე-ბთან "ათასი რამ". მაგრამ ერთი იცოდეთ - მას სულ სხვა საუბარი აქვს პირადად თავის მოწაფესთან და - შემდგომ წითელი კურსივით მოსდევს - სულიერი მოწაფისთვის სავალდებულოა არა ის, თუ რას ამბობს მისი მოძღვარი მასზე სხვებთან, არამედ ის, თუ რას ეუბნება მას საიდუმლოდ!" (გვ. 148-149).
ე.ი. დასკვნა: "ნამდვილი" აქ ფორმით ქრისტიანულია, შინაარსით წარმართულ-გნოსტიკურ-თეოსოფიური. ნუთუ მოციქულებიც ასე იქცეოდნენ მოწაფეებთან და ხალხთან მიმართებაში? გამოდის, რომ ისინი ორ პარალელურ ეკლესიას აარსებდნენ: ეზოთერულს და ეგზოთერულს, ანუ ეკლესიას ორმაგი სტანდარტებით: გარეგნულს, საყოველთაოს და შინაგანს, მხოლოდ განდობილთათვის ცნობილს. ნუ იყოფინ!
გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ასეთი შემთ-ხვევებისათვის გვაფრთხილებს:
"მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმან ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, შეჩვენებულ იყოს იგი.
როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს" (გალ. 1, 8-9).
მაშასადამე, არა ორი პარალელური ეკლესია, არამედ, ღმერთო უშ-ველე, ორმაგი შეჩვენება ყველა ასეთ ცრუმოძღვარს.
იოანე მახარებელიც გვაფრთხილებს ასეთებზე:
"ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ ჩვენთანვე დარჩებოდნენ; მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი" (1 იოან. 2, 19).
ზემოთ უკვე ითქვა, რომ ასეთი სამწუხარო მოვლენები დამახასია-თებელია მებრძოლი ეკლესიისათვის (მე აქ აღარ განვმარტავ. მკითხველისათვის, ალბათ, ცნობილია, თუ რას ნიშნავს მებრძოლი და მოდღესასწაულე ეკლესია. გაურკვევლობის შემთხვევაში ამას ნების-მიერი მოძღვარი აგიხსნით).
რა მოვლენაა ეს?
ზოგიერთი ინიციატივიანი, ასაკოვანი სასულიერო პირისათვის დამ-ახასიათებელია არარეალიზებული ძალების "ფსევდო-სულიერ" კალაპოტში მიშვება და პოპულიზმი; ნაყოფად კი მართლმადიდებ-ლურად შეფუთული თეოსოფია, ექსტრასენსორიკა და სხვადასხვა ჯურის წარმართობა თუ აღმოსავლური სწავლებები. ეს გიგანტომანია, "მანია გრანდიოზა", სწორედ არაეკლესიური სწავლებებისათვისაა დამახასიათებელი. მათი მიზანია გაგვაოცოს, შეგვაძრწუნოს და რა თქმა უნდა, ბოლოს, როგორც შედეგი, მიგვაქციოს ზურგით ეკ-ლესიისაკენ. ჩვენს შემთხვევაში სახეზეა ასეთი სურათი: ცოტა ღვთისმეტყველება, ცოტა პატრიოტიზმი, ცოტა მისტიკა, ცოტა არ-ტისტიზმი, ცოტა ისტორია, ცოტა ორატორობა, ცოტა მეზღაპრეობა, ცოტა მელექსეობა, რაც მთავარია, დიდი ლიქნი, ზედ მარილად მოყრილი თეოსოფობა და გნოსტიციზმი, ცხადად თუ დაფარულად და სწავლებაც გამომცხვარია. თუმცაღა ნებისმიერი ჩამოყალიბებული მრევლისათვისაც კი ცხადია, თუ რაოდენ მლაშეა სულიერად ეს სწავლება.
რა თქმა უნდა, მასში სრულიად დარღვეულია ღირებულებათა იერ-არქია (როგორც პატრიარქი ბრძანებს, ღირებულებათა იერარქიაა დაღმავალი ხაზით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი). რას ვიზამთ, "ნამდვილი" ჩარჩოებს არ ექვემდებარება. იგი ყველაფერზე იხსნის პასუხუსმგებლობას.
როგორც ზემოთ ითქვა, ძველი ტყუილი ახალ ჭეშმარიტებად ვერ იქცევა. როგორადაც არ უნდა იყოს შენიღბული და მიმიკირებული, კუდი და რქები მაინც უჩანს. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი კი გვაფრთხილებს, რომ "სულის დაღუპვა შეუძლია ერთ აზრსაც კი, რომელიც შეიცავს რაიმე სახის ღვთისმგმობელობას, უცოდინართა-თვის ერთი შეხედვით მსუბუქსა და გაუცნობიერებელს". (გაგრ-ძელება...)
3თეოსოფია - ფსევდოსულიერი სწავლება ღვთის სიბრძნის შესახებ, ერთგვარი რელიგიური ეკუმენიზმი, რომელიც ამტკიცებს ჭეშმა-რიტების მიღწევის შესაძლებლობას სხვადასხვა რელიგიური პრაქ-ტიკიდან გამომდინარე.
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან "თანამედროვე ცრუსწავლებათა სამხილებლად"
Xareba.net - ის რედაქცია