xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » ლანჩანოს სასწაული
ლანჩანოს სასწაული
27-06-2016, 09:39  / ამოსაბეჭდი ვერსია

ლანჩანოს სასწაული

 

   ქრისტეს შობიდან VIII საუკუნეში იტალიის ქალაქ ლანჩანოში მიმ-დინარეობდა ლიტურღია. ევქარისტიული კანონის შესრულების დროს ერთ სასულიერო პირს დაებადა ეჭვი: ნუთუ მართლა მა-ცხოვრის სისხლი და ხორცია ღვინისა და პურის სახით საიდუმლოს შესრულების დროს? ჩვენთვის ცნობილი არ არის სახელი იმ მღვდელ-მონაზონისა, რომელსაც დაებადა ეჭვი, თუმცა მისი მიზეზით მოხდა უდიდესი სასწაული, რომელიც განიდიდება დღემდე.

  მღვდელი ცდილობდა განეგდო ეჭვიანი აზრი, თუმცა ის კვლავ უბრუნდებოდა მას. რატომ უნდა ვირწმუნო, რომ პური აღარ არის პური, ხოლო ღვინო სისხლად გადაიქცევა? ვინ დამიმტკიცებს ამას? მითუმეტეს, რომ გარეგნულად არავითარი ცვლილება არ ხდება და არც მომხდარა არასოდეს. ალბათ, ეს მხოლოდ სიმბოლოა უბრალოდ, საიდუმლო სერობის გახსენება.

   იმ ღამით, როდესაც მაცხოვარი გაიცა, მან აიღო პური, აკურთხა, განტეხა და მიაწოდა მოწაფეებს სიტყვებით: „მიიღეთ და სჭამეთ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა". ასევე აიღო ბარძიმი და თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვისა და მრავალთათვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა".

   შიშით წარმოთქვამდა მღვდელ-მონაზონი ევქარისტიული კანონის წმინდა სიტყვებს, მაგრამ ეჭვი კვლავ არ ტოვებდა მას. დიახ, ქრისტეს შეეძლო თავისი ღვთაებრივი ძალით გარდაექცია ღვინო სისხლად და პური ხორცად. ყველაფერი შეეძლო მას, მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინათ მოხდა. იქნებ დღეს მხოლოდ ევქარისტიული კანონის გარეგნული სახე შემოგვრჩა. ჭეშმარიტი საიდუმლო კი მაცხოვრის ამ ქვეყნად ცხოვრების შემდეგ არ შესრულებულა? ამაოდ ცდილობდა მღვდელი სიმშვიდისა და სარწმუნოების აღდგენას. ასეთ ფიქრებში იყო იგი ევქარისტიული კანონის შესრულების დროს, როდესაც ეკლესიაში გაისმა ყვირილი. ევქარისტიული პურის განტეხვის დროს იგი გარდაიქცა რაღაც საგნად - იგი ჯერ ვერ მიხვდა, რა იყო ეს და ბარძიმში უკვე აღარ იყო ღვინო - იქ იყო ნათელი სითხე, რომელიც საოცრად ჰგავდა სისხლს. გაოცებული მღვდელი უყურებდა საგანს, რომელიც ხელში ეჭირა: ეს გახდათ ადამიანის სხეულის წვრილი ჩამონაჭერი. ამ დროს ბერები შეგროვდნენ საკურთხეველში. მღვდელ-მონაზონმა აღიარა მათ წინაშე თავისი ეჭვი. ლიტურღიის დას-რულების შემდეგ იგი დაეცა მუხლებზე და დაიწყო ლოცვა. რას ლოცულობდა იგი ამ დროს? მადლობას წირავდა ღმერთს მოხდენილი სასწაულისათვის, თუ თხოვდა პატიებას მცირედ მორწმუნეობი-სათვის? - ჩვენ ამას ვერ გავიგებთ ვერასოდეს. ერთი კი დანამ-დვილებით ვიცით: მას შემდეგ ქალაქ ლანჩანოში თორმეტი საუკუნეა ინახება სასწაულებრივად გარდაქცეული სისხლი და ხორცი. სას-წაულის შესახებ ქ. ლანჩანოში ჩადის მრავალი ქრისტიანი მოსა-ლოცად.

   გავიდა საუკუნეები და ამ მოვლენამ მიიქცია მეცნიერების ყურად-ღება. XVI ს-დან მეცნიერებმა ექსპერიმენტის დონეზე დაიწყეს წმიდა ნაწილების გამოკვლევა. თუმცა ერთი მეცნიერის დასკვნა არ აკმა-ყოფილებდა სხვა მეცნიერების მოთხოვნებს. სიენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ოდოიარდო ლინოლდი, დიდი სპეციალისტი ანატომიის, პათოლოგიური გესტოლოგიის, ქიმიისა და კლინიკური მიკროსკოპიის დარგში, 1970-1971 წწ. თავის კოლეგებთან ერთად მივიდა შემდეგ დასკვნამდე: წმინდა ნაწილები, რომელიც ინახება ქ. ლანჩანოში VIII ს-დან არის ჭეშმარიტად ადამიანის სისხლი და ხორცი. ხორცი გახლავთ ფრაგმენტი გულის კუნთის კანის ნაწილისა, თავის შემადგენლობაში შეიცავს მიოკარდს, ენდოკარდსა და ნერვის ნაწყვეტს. ხორციც და სისხლიც მიეკუთვნება ერთი და იმავე სისხლის ჯგუფს: „ა.ბ." იგივე ჯგუფის სისხლი აღმოჩნდა ტურინის გარდამოხსნაზე. სისხლი შეიცავს იმდენი დონის პროტე-ინერებსა და მინერალებს, რამდენიც შეესაბამება ადამიანის სისხლის ნორმალურ პროცენტულ შეფარდებას.

   ყველაზე საკვირველი ის არის, რომ სისხლი და ხორცი თორმეტი საუკუნეა ყოველგვარი ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კო-ნსერვანტების გარეშე იმყოფება ფიზიკური, ატმოსფერული და ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედების ქვეშ. სისხლი იმყოფება თხევად ფორმაში და დღემდე ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რასაც ახალი სისხლი ფლობს. სიენის უნივერსიტეტის ანატომიის პრო-ფესორი რუდჟერო ბერტელი გამოკვლევებს ატარებდა ოდოარდო ლინოლდის პარალელურად და იგივე დასკვნამდე მივიდა. 1981 წელს განახლებული აპარატურით, მეცნიერების ახალი მიღწევების გათვა-ლისწინებით, კვლავ დადასტურდა ძველი დასკვნა.


Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine