მრავალი სენი შეეყარა კაცობრიობას დაცემის შემდეგ. მრავალი ცოდვა გაითავისა ღვთის მცნებების უგულებელყოფელმა ადამიანმა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და მაცდური ცოდვა, რომელიც მთელი მსოფლიოს გადაუჭრელ პრობლემად გადაიქცა - მემთვრალეობაა. რა არის მემთვრალეობა? რა მიზნები და ფაქტორები იწვევენ ამ სენის ჩამოყალიბებას? როგორ ვებრძოლოთ ამ ავადმყოფობას?
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელი ადამიანის ღვიძლში ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს საკუთარ „შინაგან" ალკოჰოლს, რომელიც ცირკულირდება სისხლში და „ალკოჰოლურ" რეცეპტორებზე მოქმედებს, რაც ადამიანს ნორმალურ განწყობილებაზე აყენებს.
ხოლო, როდესაც ადამიანი იწყებს სისტემატურ ალკოჰოლიზებას, მაშინ „შინაგანი" ალკოჰოლის გამომუშავება მცირდება. ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლის შემთხვევაში, ადამიანი ამჩნევს, რომ „მოწყენილია", „ცხოვრება არ ახალისებს მას", ხან დეპრესიაც ვითარდება. სწორედ ეს გარემოება იწვევს ალკოჰოლის ახალ-ახალი რაოდენობის მიღების გამართლებას.
ყველა ფაქტორი, რომელიც სპირტიანი სასმელების ხშირ მიღებას იწვევს, შეგვიძლია, სპეციფიკურ პირობებს მივაკუთვნოთ. ეს ფაქტორი, პირველ რიგში ზოგიერთ მიკროკოლექტივში, ოჯახში ჩამოყალიბებული „სმის ტრადიცია", „ალკოჰოლური ატმოსფერო" გახლავთ. შემდეგი ფაქტორი „ალკოჰოლური ლიდერების" არსებობაა, რომლებიც ავრცელებენ ალკოჰოლურ „წეს ჩვეულებებს", ავრცელებენ აზრს, რომ სპირტიანი სასმელები სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ა.შ. სხვანი, გააჩნიათ რა ურთიერთობის კომპლექსი, თავდაპირველად ალკოჰოლის მიღების საშუალებით ცდილობენ ამ ბარიერის გადალახვას, მაგრამ შემდეგ, ალკოჰოლური სასმელების ხშირი მიღების გამო, მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.
ზოგიერთი კვირის ბოლოს „სტრესების მოხსნის" მიზნით სვამს, ხოლო შემდეგ ყოველდღიურ სმას ეჩვევა. ვიღაცას ქრონიკული უსიამოვნებები აქვს სამსახურში ან ოჯახში, რომელთა „გადაჭრასაც" ასევე ალკოჰოლის მეშვეობით ფიქრობს.
მაშ ასე, ალკოჰოლი, - ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ცვლის ადამიანის ცნობიერებას - იყიდება სასურსათო მაღაზიებში.
სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი ორგვარია.
ერთის მხრივ - ყველა დღესასწაული და საზეიმო შემთხვევა ალკოჰოლის თანხლებით მიმდინარეობს. მას პირდაპირ ან შეფარულად რეკლამას უკეთებენ კინოფილმებითა და ლიტერატურული ნაწარმოებებით. მეორეს მხრივ - ბევრს არ უყვარს მთვრალი ადამიანი. შიშით ან ზიზღით ეპყრობა მას.
ამიტომ, სანამ არსებობს ალკოჰოლი და დისკომფორტი, ადამიანს მუდამ ექნება ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ მოხვედრის საშიშროება.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის არსებობა მას უუნაროს ხდის და კომფორტულ მდგომარეობას ის მხოლოდ ალკოჰოლურ მდგომარეობაში განიცდის.
ალკოჰოლის მიტოვების მცდელობის დროს ორგანიზმში რთული პროცესები ვითარდება, რადგან ორგანიზმი თვითონ ცდილობს დანაკლისი ნივთიერების „შევსებას". ეს პროცესი საკმაოდ რთულად და ადამიანისათვის სახიფათოდაც ვითარდება.
ამიტომ, ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა სმის შეწყვეტა, წინასწარ მზად უნდა იყოს დისკომფორტულ „ავადმყოფურ" მდგომარეობაში შესასვლელად.
სამწუხაროდ, ალკოჰოლი თავის კვალს ადამიანზე მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს. ე.ი. მაგალითად, თუ ადამიანი 5 ან 10 წლის განმავლობაში, მკურნალობის ჩატარების შემდეგ, კვლავ დაიწყებს სმას, ამდენი წლის შემდეგაც, ავადმყოფობის ყველა ძველი სიმპტომი კვლავ იჩენს თავს.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ: არ არსებობენ სრულიად განკურნებული ლოთები. არსებობენ მხოლოდ „ფხიზელი" ლოთები.
როგორც ავღნიშნეთ, სრული განკურნება ამ სენისაგან შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ჯვრის ტვირთვა სიკვდილის ბოლომდე, რომელიც სათნოა ღვთისათვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვეშოროთ დედა ეკლესიას, იმიტომ, რომ აღსარებისა და ზიარების მიღების სისტემატურობა ამსუბუქებს ადამიანის სულსა და სხეულს. ეკლესიის საიდუმლოებებს ვერანაირი წამლებით ვერ ჩავანაცვლებთ.
სმის მიტოვება მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ადამიანი თავის ვნებებს სხვა საშუალებით იკმაყოფილებს, და საბოლოოდ ის სხვა მომაკვდინებელი ცოდვების მორევში იძირება. სულიერი და ფიზიკური განკურნება შესაძლებელია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. ეკლესიის ერთადერთი შემწე ამ საქმეში კლასიკური მედიცინაა, რომელიც ადამიანს ნაბახუსევის სინდრომისაგან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს და ფიზიკურადაც ჯეროვან დონეზე აყენებს მას.
Xareba.net - ის რედაქცია