xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 14 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსთა მამათა: შიო ახლისა, დავითისა, გაბრიელისა და პავლე გარეჯელთა - ლეკთაგან მოწყვეტილთა (+1696-1700)
14 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსთა მამათა: შიო ახლისა, დავითისა, გაბრიელისა და პავლე გარეჯელთა - ლეკთაგან მოწყვეტილთა (+1696-1700)
13-06-2021, 16:29  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

  დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს. წმიდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს გამოქცეული და უკიდურესი სიღარიბიდან გამოსული ბერ-მონაზონნი.

   ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი, იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი - ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.

   როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, გულისწყრომითა და მწუხარებით აღვსილმა გადაწყვიტა, გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს - მამა. „აღარა მნებავს ყოფა სოფელსა ამას შინა", - გაანდო მან მოძღვარს გულისნადები. მოძღვარმა მას დავით გარეჯის მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა ურჩია. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც მანამდეც რამდენიმეჯერ შესთავაზა ნეტარ შიოს: „მოდი, ძმაო შიო, მონასტერსა ჩემსა და აქ აღვასრულნეთ ჟამნი ჩვენნიო".

   ონოფრემ სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებით და ერთგულებით ცნობილი შიო, მიუჩინა მას ცალკე კელია და მორჩილების წესიც დაუდგინა.

   ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო, მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით.

   ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ შრომისა და ლოცვისაგან დასვენებულ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა, უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და უწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჩეხეს წმიდა ხატები.

   შეწუხდნენ მეფე ერეკლე და კათოლიკოსი იოანე, გაიკვირვეს კიდეც: „ვითარ მოიწივნეს ლეკნი აქამომდისო". კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით, წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine