xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 11 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)
11 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)
10-06-2021, 16:39  / ამოსაბეჭდი ვერსია

11 ივნისი (ახ. სტ.) - ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)

 

   ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325). ამ კრების ხსენებას ეკლესია უძველესი დროიდან აღნიშნავს. უფალმა იესო ქრისტემ უდიდესი აღთქმა დაგვიდო: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ. 16,18). ამ აღთქმაში წინასწარმეტყველურად არის ნაუწყები, რომ, თუმც ქრისტეს ეკლესიას მრავალი ბრძოლის გადატანა მოუწევს, მაგრამ გამარჯვება მარად მის მხარეს იქნება.

   IV საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით გაჩნდა ერესები, რომელთა შორის ყველაზე საშიში ერესი იყო არიანელობა. ალექსანდრიელი პრესვიტერი არიოზი - უაღრესად ამაყი და პატივმოყვარე კაცი - უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. ალექსანდრიის პატრიარქის ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ დაგმო არიოზის ცრუსწავლება, მაგრამ ერეტიკოსი არ დაემორჩილა კრების განჩინებას და განაგრძო თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში. წარმოქმნილი შფოთის აღსაკვეთად წმიდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ თხოვნით მიმართა ოსია კორდუბელს, აეხსნა მისთვის არიანელობის არსი. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ცრუსწავლება ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადაწყვიტა, მსოფლიო კრება მოეწვია. მისი მოწვევით 325 წელს ნიკეაში თავი მოიყარა 318 ეპისკოპოსმა - მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლებმა. შეკრებილთა შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტიანთა დევნის დროს საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს: პაფნუტი თებაიდელი, პოტამონ ჰერაკლიელი, პავლე - მესოპოტამიის ეპისკოპოსი. კრებას ესწრებოდნენ აგრეთვე ეკლესიის ბურჯები: წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონლუკიის არქიეპისკოპოსი, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები.

   ალექსანდრიის პატრიარქი ალექსანდრე ჩავიდა დიაკონ ათანასესთან ერთად, რომელიც შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა და მართლმადიდებლობის დასაცავად გაწეული ღვაწლისათვის „დიდი" ეწოდა. კრების სხდომებს ესწრებოდა წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორი. ევსევი კესარიელის მისალმების პასუხად მან ბრძანა: „ღვთის შეწევნით დავამხე მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომზე, სისხლისღვრაზე მძიმეა ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა".

   კრებამ დაგმო არიოზის ერესი, თავად ცრუმოძღვარი კი განკვეთა ეკლესიიდან. წმიდა ათანასე დიდმა თავის სიტყვაში საბოლოოდ გააცამტვერა არიოზის მკრეხელური აზრები. კრებაზე დამტკიცდა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, სადაც წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება სამების მეორე წევრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ.

   მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული აღენიშნათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine