xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წმიდათა ცხოვრება » ყრმათა საკითხავი
ყრმათა საკითხავი
28-06-2016, 14:26  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   კონსტანტინეპოლში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში მსახურ-ობდა ერთი ღვთისმოშიში და სათნო კაცი, სახელად რომანოზი. იგი ღრმად მორწმუნე და კეთილმსახური ადამიანი იყო, თუმცა კი სრულიად გაუნათლებელი, წერა-კითხვის არმცოდნე. ამის გამო მას დაკისრებული ჰქონდა ყველაზე მარტივი საქმეები ეკლესიაში: ასუ-ფთავებდა და განამზადებდა ღვთისმსახურებისათვის აუცილებელ საგნებს, ანთებდა სანთლებსა და კანდელებს, ალაგებდა ტაძარს, წმენდდა ნივთებს და ყველა სხვა ამდაგვარ საქმეს ასრულებდა, ხოლო ღამღამობით ველად გადიოდა განმარტოებული ლოცვისათვის ქალაქის გარეთ მდებარე ვლაქერნის ტაძარში. საღვთისმსახურო საქმეების აღსრულება კი სრულიად არ ძალ-ედვა და არც ჰქონდა რაიმე სამღვდელო წოდება. მიუხედავად ამისა, პატრიარქი ექვთიმე, რომელსაც ძალზე უყვარდა რომანოზი მისი გულმოდგინებისთვის, მორჩილებისა და დაუღალაობისათვის, სხვა სამღვდელოთა თანაბარ პატივს მიაგებდა მას და მისი ბრძანებით რომანოზი გასამრჯელოსაც სხვების ოდენს იღებდა. ამის გამო ბევრი უკმაყოფილო იყო, ზოგი კი შურით აღივსებოდა ამ პატიოსანი მუშაკის მიმართ და თვით პატრიარქზეც დრტვინავდა - რატომ გაგვითანასწორა ესოდენ უბრალო და გაუნათლებელი კაციო.

   მაგრამ უფალმა კეთილად ინება სწორედ ამ უბრალო ადამიანის მე-შვეობით განეცხადებინა მორწმუნე ერისათვის ზეცისმიერი, გაცის-კროვნების და განათლების მთელი ძალა: ერთხელ, ქრისტეს შობის მწუხრზე, როცა ღვთისმსახურებას ტაძარში თვით ხელმწიფეც ესწრებოდა და რომანოზი ჩვეულებისამებრ სანთლებს ანთებდა, გუნდის მგალობლებმა მუჯლუგუნის კვრა დაუწყეს მას და თან ყვედრებით ეუბნებოდნენ:

   - შენ ჩვენნაირ გასამრჯელოს იღებ და ჩვენი დარი პატივით სარ-გებლობ! მაშ, ამოდი ამბიონზე და ჩვენთან ერთად იგალობე ღვთის სადიდებელი!

   ასე, მთელი მორწმუნე ერის გასაგონად შეარცხვინეს მგალობლებმა რომანოზი, და იგიც დიდად დამწუხრდა, ისე, რომ ცრემლიც კი წასკდა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, როცა ტაძარი მთლიანად დაცარიელდა, გულშემუსვრილი რომანოზი ყოვლად-წმინდა ღვთისმშობლის ხატთან მივიდა და მხურვალედ ევედრა ზეციურ დედოფალს, დამეხმარეო, მერმე შინ დაბრუნდა და ისე დაიძინა, რომ ლუკმაც არ ჩაუდვია პირში. და აი, ღამით, სიზმრისეულ ხილვაში, რომანოზს თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოე-ცხადა, ხელთ რაღაც გრაგნილი ეპყრა და უთხრა: 

   - განაღე პირი და ჭამე ესე!

   რომანოზმაც შეჭამა გრაგნილი (ბერძნულად „კონდაკიონი") და მაშ-ინვე გამოეღვიძა. გული საოცარი სიხარულით აღვსებოდა, რადგან ღვთისმშობლისაგან დიდი ნუგეში მიიღო და გონებაშიც უჩვეულო ნათელსა და გულისხმისყოფას შეიგრძნობდა.

   ზეგარდმო ღვთის დედისაგან შთაგონებული წმიდა რომანოზი ტა-ძრისაკენ გაეშურა და ღამისთევის ლოცვაზე მაშინ მივიდა, როცა კონდაკი უნდა ეგალობათ. მაშინდელი წეს-ჩვეულებების შესაბამისად იგი პირდაპირ ამბიონზე ავიდა და ყველას გასაოცრად, საკვირველი ტკბილი ხმით იწყო თავის მიერვე შედგენილი სადიდებელის გალობა: „ქალწული შობს დღეს ზეაღმატებულად..." და შემდგომი ამისა. არავინ იცოდა, საიდან გაჩნდა ასეთ უბრალო, კნინ და გაუნათლებელ ადამიანში ესოდენი სიბრძნე და გალობის უნარი. შემდეგ რომანოზმა იქ მყოფთ მოუთხრო სიზმრისეულ ხილვაში გამოცხადებული ყო-ვლადწმიდა ღვთისმშობლის ნუგეშისა და ამით მიღებული ნიჭის შესახებ. ყველამ ერთხმად განადიდა უფალი და ხორციელად მისი მშობელი დედა.

   გულმოდგინე მსახურებისათვის პატრიარქმა ექვთიმემ დიაკვნად აკ-ურთხა წმიდა რომანოზი და, აქედან მოყოლებული, მას არ შეუწ-ყვეტია ღმერთისაგან მიღებული ნიჭის ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოყენება: სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა ღმრთივსულიერ საგა-ლობლებს და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ წმიდა რომანოზს ეკუთვნის ათასამდე საეკლესიო საგალობელი, რომლებითაც ჩვენს დღესამომდე განვადიდებთ ღმერთს ღვთისმსახურების აღსრულებისას.



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine