შენიშნულია ეკუმენიზმის სხვა დამახასიათებელი თვისებაც: როდ-ესაც ღმერთი ინებებს და ვინმე კათოლიკე, პროტესტანტი ან სხვა გზააბნეული სული დიდი ძიებისა და ტანჯვა-წვალების შემდეგ მართლმადიდებლობის მიღებას გადაწყვეტს, ეს ჩვენი „სიყვარულით სავსე" ეკუმენისტები მოულოდნელად სრულიად გულგრილად ხვდებიან ხოლმე ფარას ჩამორჩენილ, მამისეულ სახლში დაბრუნებას მოწყურებულ კრავებს! ამ მოძღვართა სახეებს მაშინ აღარც სიხარული ეტყობა, არც აღტაცება და არც უწინდელი ენთუზიამი - პირიქით, რაღაც მოწყენა, განურჩევლობა და მეტიც, უკმაყოფილება ეუფლებათ! ლამისაა უთხრან: „რა საჭიროა ასეთი მსხვერპლი? ეს სრულიადაც არ არის აუცილებელი! დაბრუნდით თქვენიანებთან, გულს ნუ ატკენთ მათ!" და მართლაც, რა დროს სიხარულია, როცა პაპებს, კარდინალებს, ქსენძებს, პასტორებს, დოქტორებს ძალიან არ მოეწონებათ თავიანთი ცხოვრების მართლმადიდებლებისკენ გადასვლა! ვაითუ გაუნაწყენდ-ნენ ჩვენს მწყემსებს და „ქრისტიანთა გაერთიანების საქმე მთელ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად" გართულდეს და გაჭია-ნურდეს. ღირს კი განა ერთი-ორი საწყალი კრავისათვის დავა - მთავარი მიზანი ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია!
მეორე მომენტი: ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ძალიან ვბრკოლდებით, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტაძრებში ღვთის-მსახურების დროს უცხო აღმსარებლობის პირები, მწვალებლები ჩვენი მღვდელმთავრების გვერდით ლოცულობენ და საკურთხეველშიც კი შედიან; ანდა გვესმის, რომ რომელიმე მართლმადიდებელმა მღვდელმა ასეთი პირი აზიარა, ვხედავთ, როგორ უზიარებენ ჩვენი მღვდლები და მღვდელმთავრები თავიანთ „ცხოვრებისეულ გამოც-დილებას", „მშვიდობისმყოფელურ გამოცდილებას" და ლამის „სულ-იერ" გამოცდილებას მსოფლიოს ყველა რელიგიის წარმომადგენლებს - შამანებსა და კუდიანებსაც კი. ჩვენ უკიდურესაც ვბრკოლდებით, ვწუხვართ, ვდრტვინავთ ეკუმენიზმის უამრავი მკრეხელობის შემხედვარე. მაშ რატომ არაფრად აგდებენ მწვალებლების მიმართ ასეთი სიყვარულით სავსე ეკუმენისტები უფრო ახლობლების, თავიანთი ღვიძლი შვილების ამ სამწუხარო და სულიერი თვალ-საზრისით ძალიან საშიშ მდგომარეობას - მათ გამო ხომ პირველ ყოვლისა უნდა აგონ პასუხი ღმრთის წინაშე, როგორც ეკლესიის მწყემსებმა? და რამდენია ნამდვილად მართლმადიდებელი, რომელიც ვერ პოულობს თავისთვის კომპრომისულ გამოსავალს ეკლესიის შიგნით არსებული ამ უმსგავსო მდგომარეობიდან და მიდის ჩვენგან, თავს ანებებს ეკლესიურ ცხოვრებას! მართლმადიდებლობამდე დღეს ძალიან ბევრი კატეგორიულად განწყობილი ადამიანი მიდის, რომლებსაც სუფთა აღმსარებლობის დაცვა სწყურიათ და არ შეუძლიათ სიყალბის ატანა - მათ უკვე საკმარისად ნახეს სოფელში ფარისევლობა და მართლმადიდებლებს შორის პატიოსნებას ეძებენ. ისინი ვერასგზით ვერ უთავსებენ ერთმანეთს ეკლესიის მკაცრ სწავლებას დოგმატების შესახებ, მოციქულთა და მამათა კანონებს და მრავალი ჩვენი თანამედროვე მღვდლისა თუ ერისკაცის ამგვარ ფარისევლურ საქციელს: ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ადამიანი სწორედ ეკუმენიზმმა დააბრკოლა და იმიტომ წავიდა ეკლესიიდან. შეიძლება მათი დადანაშაულება „ამპარტავნებასა" და „მოუქნელო-ბაში", მაგრამ რატომაა, რომ ეკუმენისტები მზად არიან ასე სათუთად და სიყვარულით მოითმინონ მწვალებელთა ნებისმიერი მოუქნელი საქციელი, თვითონ კი ყოველნაირი „ელასტიურობა" და უხერხემლობა გამოიჩინონ მათთან ურთიერთობაში - თვით საკუთარი სარწმუ-ნოების ძირითადი ცნებების დამალვამდე; მათთვის კი, ვისაც სურს მკაცრად მისდიოს მართლმადიდებლურ მოძღვრებას, მხოლოდ დამცინავ ღიმილს იმეტებენ, თანაც გონებაშეზღუდულობას, „ელემენ-ტარული საკითხების" არცოდნას, ფანატიზმს, დროის სულისკვე-თებისაგან ჩამორჩენას და ათას სხვა რამეს უკიჟინებენ? მაგრამ დაე ეკუმენისტებმა წარმოგვიდგინონ იმათი სია, ვინც თავიანთი „მოქნილი დიპლომატიით" მართლმადიდებლობაზე მოაქციეს, ჩვენ კი იმათ სიას ვუჩვენებთ, ვინც ეკუმენისტების ფარისევლური საქ-ციელით დაბრკოლდა და ეკლესიას ჩამოშორდა! რომელი მიზანი ამართლებს ამგვარ საშუალებებს?
ეს მიზანი ყველა მწვალებლის მართლმადიდებლობაზე მოქცევაა? კი მაგრამ, როგორ? თუ მართლმადიდებლობის დოგმატებზე არაფერს ვეტყვით, როგორ უნდა დაგვიჯერონ, რომ ჭეშმარიტება ჩვენ გვიპყრია? მეორე მხრივ, თუ ამ საკითხებზე კამათს წამოვიწყებთ, მაშინ უკვე შემდგარ პოლემიკას უნდა მივუბრუნდეთ, ჯერ კიდევ მსოფლიო კრებებზე რომ მიმდინარეობდა! წმ. მამებმა დიდი ხნის წინ ამხილეს მწვალებელთა მიერ სარწმუნოების შერყვნის ყველა ძირი-თადი შემთხვევა, მათზე უკეთ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. მაგრამ ცხადია, რომ ეკუმენისტებს ამ კრებების ხსენებაზეც კი აცახცახებთ - ისინი მზად არიან უმალ თავიანთი, ახალი კრება მოიწვიონ, რათა ყველა ადრინდელი კრების დადგენილებას გადახედონ. თუმცა, კიდევაც რომ დავუშვათ, რომ ჩვენი ეკუმენისტების თავგანწირული მოღვაწეობის შედეგად უცხო სარწმუნოების აღმსარებელთა მოზ-რდილი ნაწილი მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლას გადაწყვეტს, გაახარებს კი ეს ამბავი ეკუმენისტებს? არა მგონია! ამდენი ადამიანის მართლმადიდებლობაზე მოქცევა ხომ იმათ მძაფრ პროტესტს გამოიწვევს, ვინც თავისი სარწმუნოების ერთგული რჩება - მაშ, ისევ მტრობა ჩამოვარდება! ისევ განყოფა, ისევ განხეთქილება? აბა რა ვუყოთ „მშვიდობას მთელ მსოფლიოში?"
ეკუმენისტები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ ვინ რამდენად არის გატაცებული ეკუმენიზმის იდეებით: ერთნი უაყოფენ, რომ ჭეშმარიტების „სავსება" მხოლოდ მართლმადიდებლო-ბაშია და უშვებენ, რომ იგი ნაწილობრივ სხვა რელიგიებზე უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევენ, როგორც მორალურ-ასკეტურ მოძღვ-რებას, მაგრამ არ ანიჭებენ რაიმე უპირატესობას, როგორც ღმრთის მადლის მატარებელს, დანარჩენები საერთოდ არ ცნობენ განსხვავებას კონფესიებს შორის და მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება ნაწილ-ნაწილ ყველა რელიგიას ეძლევა და მათი გაერთიანება მხოლოდ ურთიერთ-გამდიდრებას გამოიწვევს. რაც შეეხება „მართლმადიდებელ" ეკუმენისტებს, ისინი უპირატესობას, ცხადია, მართლმადიდებლობას ანიჭებენ (თუმცა, რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, გამონაკლისები აქაც გვხვდება), ისევ და ისევ სხვადასხვა ხარისხით. ზოგი ეკუმენიზმში ზოგადსაკაცობრიო პრობლემების - ხალხებს შორის მუდმივი შუღლის მიზეზების - გადაწყვეტას დაეძებს და ფიქრობს, რომ აუცილებელია რაღაც შეთანხმების მიღწევა, რათა ადამიანები სხვადასხვა რელიგიური შეხედულებების ნიადაგზე კი არ მტრობდნენ ერთმანეთს, პირიქით, გაერთიანდნენ და დაახლოვდნენ. ყველა რელიგია ხომ ბოლოს და ბოლოს მაინც „სიკეთეს" ასწავლის, ამიტომ უნდა ვეცადოთ როგორმე გვერდი ავუაროთ ამ დოგმატურ უთანხმოებათა „ეკლიან" ნიუანსებს, მივჩქმალოთ ყოველივე, რაც გვყოფს ერთმანეთისაგან და პირიქით - წინ წამოვწიოთ ყოველივე „საუკეთესო", „შემრიგებლური", „გამაერთიანებელი", მერე კი ამ ნიადაგზე ავაგოთ მშვიდობისა და სიყვარულის შენობა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეკუმენიზმი არ არის რელიგიური ხასიათის მოვლენა, მას გარეგნული მიზნები აქვს. მაგრამ არიან ისეთი ეკუმენისტებიც, რომლებსაც სწორედ რომ რელიგიური პრობლემების გადაჭრა სურთ - ისინი ეკუმენიზმში „ახალი რელიგიის" ჩანასახს ხედავენ, რომელიც ყველაზე სრულყოფილი, უნივერსალური, მისაწვდომი და ყოვლის-მომცველი იქნება და მხოლოდ ის შეძლებს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტას: არამარტო გარეგნულად, არამარტო სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, არამედ მათი შინაგანი გაერთიანებით. მაშინ ადამიანები იპოვნიან ერთ, მთავარ გამაერთიანებელ ცენტრს, ყოველი რელიგიისათვის ახლობელს, გასაგებსა და სანუკვარს, ხოლო ყოველივეს, რაც „უცხო", გამყოფი და მეორეხარისხოვანია, ბრძნულად უარყოფენ. აი, მაშინ დააფასებენ ისინი ამ „უმთავრესს" მათ ცხოვრებაში, მიაგნებენ თავიანთი ბედნიერების გასაღებს, მაშინ დაინახავენ, თუ რა გულუბრყვილო და არასრულფასოვანია მათი ფანატიკური სწრაფვა რაღაც კერძო, ვიწრო, მკვდარი რელიგიური ცნებების, წეს-ჩვეუ-ლებების, კანონების, აკრძალვების დაცვისკენ, რომლებიც, აბრეშუმის ჭიის დამჭკნარი პარკის მსგავსად, კი აღარ ცოცხლობენ, არამედ მხოლოდ ფარავენ მშვენიერი არსების სიცოცხლეს. და აი, დადგა დრო, რომ ამ მხიარულმა, სიცოცხლით სავსე პეპელამ დღის სინათლე იხილოს! უნდა ვიცოცხლოთ, ხელგაშლით ვიცხოვროთ, გარშემო ყველა და ყველაფერი ჩვენი სიცოცხლის სიხარულს ვაზიაროთ! ახალი ერა დგება! დროა ჩამოვიბერტყოთ ძველი, მოსაწყენი ცნებები ღმერთისა და ადამიანის შესახებ! უნდა ვიცოცხლოთ და გვიყვარდეს, გვიყვარდეს და ვიცოცხლოთ! რელიგია ადამიანებს მშვიდობას, სიყვარულს, ბედნიერებას, ურთიერთკავშირსა და ურთიერთგაგებას უნდა აძლევდეს, ძმობას, სიხარულს, სიცილსა და სიხარულს უნდა ანიჭებდეს - თანაც აქვე, დღესვე! და არა ცრემლებს, არა შიშსა და მწუხარებას, შუღლს, კაცისკვლას, წყევლას, აკრძალვებს, მუქარას, ანათემებს, სქიზმებს და ა.შ.
„მართლმადიდებელი" ეკუმენისტების ისეთი ნაწილიც არსებობს, რომელსაც ეკუმენიზმის „დიადი" მიზნები ნაკლებად აინტერესებს, ისინი მასში მხოლოდ მსოფლიო არენას ხედავენ, საიდანაც შეუძლიათ მთელ განათლებულ კაცობრიობას რაღაც თავისი წარუდგინონ. ისინი ასე მსჯელობენ: „ამ მსოფლიო ტრიბუნიდან ხომ ყველა საკუთარი „მე"-ს წამოწევას ცდილობს, მაშ ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რელიგიურ ადამიანებს, მსოფლიო პრობ-ლემების გადაჭრას რაღაც ჩვენიც შევაპაროთ ტანჯული კაცობრიობის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ, ჩვენ შეგვიძლია მშვიდობის საქმეში ჯანსაღი ნაკადის შეტანა" და ა.შ.
და საერთოდ, ეკუმენისტურ კონფერენციებსა და ასამბლეებზე „მა-რთლმადიდებელი" ქრისტიანების მონაწილეობის მოტივები სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს: დაწყებული იმით, რომ არ სურთ უარის თქმით დიდი და წარჩინებული მფარველებისა და ამ შეკრებების ორგანიზატორების განაწყენება და დამთავრებული იმით, რომ საკუთარ თავზე „გულისტკივილით" იღებენ თავგანწირულ ღვაწლს - თავიანთი „მადლისმიერი" მონაწილეობით „აკურთხონ" ამ შეცთომილ სულთა შეკრება და მხურვალე ლოცვა აღუვლინონ ღმერთს მათთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი „მართლმადიდებელი" ეკუმენისტი იმასაც ფიქრობდეს, რომ მხოლოდ მათი შინაგანი წვა ქრისტიანული სიყვარულით, ის „მადლი", რომელსაც ფარულად ატარებენ, მხოლოდ მათი წესიერი, „სულიერი" ქცევა და გამომეტ-ყველება სასწაულს მოახდენს და ადამიანები, რაღაც იდუმალი მოწოდებით აღძრულნი, უეცრად მართლმადიდებლობაზე მოექ-ცევიან. არიან დღეს (და არცთუ ისე იშვიათად) ისეთი „მოშურნეობით ანთებული" ქრისტიანები, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ „მადლი" პირდაპირ იღვრება მათგან და სურნელოვანი საკმეველივით განწმენდს გარშემო ყოველივეს, რომ მთელი მათი ცხოვრება, რომელსაც ლოცვასა და მოღვაწეობაში ატარებენ, გარდაქმნის და ეკლესიურს ხდის მთელ სამყაროს მათ ირგვლივ. ასეთ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ კარგი იქნება, თუ ყველასა და ყველაფერს თავისკენ მიიზიდავენ, რომ მხოლოდ მათი ყოფნაც კი, განურჩევლად ადგილისა და იქ დამსწრე კრებულისა, უკვე ღმრთის წყალობის გარდამოსვლის პირობაა გარშემომყოფებზე და მათი სულებისათვის სარგო. მათ არაფერი არ აშინებთ - მზად არიან ყველა დაბრკოლება გადალახონ, ჯვარითა და აიაზმით, ფსალმუნების გალობით გაიარონ ქალაქები და სოფლები, მთები და ველები, ნაკურთხ წყალს ასხურებენ ციხეებსა და საავადმყოფოებს, სტადიონებსა და თეატრებს, ქუჩებს, სახლებს, მაღაზიებსა და ქანდაკებებს. როგორც ძველი მოწამენი შედიოდნენ ბომონებში და ლოცვით ამხობდნენ მათ, ასევე ჩვენი „გმირები" აპირებენ ლოცვით გადაასხვაფერონ, იხსნან მთელი დღევანდელი განდგომილი, წარმართული სამყარო!
რა ფესვები აქვს ქრისტიანული ცხოვრებისადმი ამგვარ მეოცნებე მიდგომას? მიზეზი ალბათ პირველ ყოვლისა იმაში უნდა ვეძებოთ, რომ თანამედროვე ადამიანებმა მეტისმეტად შეიყვარეს მიწა, ეს სოფელი, საკუთარი თავი ამ სოფელში, თავიანთი დაცემული მდგომარეობა, თავიანთი სიმდიდრე - მთელი თავიანთი „სულიერი" კულტურა, „ხელოვნება" და „პროგრესი", მიწას შეეზარდნენ და ამ სოფელს შეეთვისნენ. მეორე: ადამიანის გონება რაციონალისტური გახდა, იგი შეეჩვია მხოლოდ სივრცისა და დროის კატეგორიებით აზროვნებას, ყოველივე ის კი, რაც ხილული სამყაროს მიღმა დგას, მის შემეცნებაში ვერ თავსდება. იმისათვის, რომ გაიგოს, ანუ დასა-ბუთების გარეშე ირწმუნოს ნამდვილად სულიერი ცნებები, კაცმა უნდა გადააბიჯოს კაცობრივი აზროვნების ფარგლებს, ღმერთს მიენდოს, შეიძლება ითქვას, გონების ზღვარს გადასცდეს, მაგრამ რაციონალური გონებისთვის ეს სიგიჟეა. სწორედ მეტისმეტი ლოგიკურობა, ინტელექტუალიზმის დაუთმობლობა იგი ყველაზე ხშირად მწვალებელთა მიერ დოგმატურ ჭეშმარიტებათა მიუღებლობის მიზეზი. და მესამე: სულიერი სიბრმავე, გულისსიტყვების, გრძნო-ბების, ქცევების გარჩევის სულიერი გამოცდილების უქონლობა, საკუთარი სულიერი მდგომარეობის უცოდინრობა. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია