xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ქრისტეს სარწმუნოების გარეშე ცხონების შესაძლებლობის ამღიარებელი ქრისტეს უარმყოფელია - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
ქრისტეს სარწმუნოების გარეშე ცხონების შესაძლებლობის ამღიარებელი ქრისტეს უარმყოფელია - არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
6-04-2016, 00:02  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, დღეს ეკლესიის მღვდელმსახურთა-გან და ხალხში განთქმულ მოძღვართაგან ზოგიერთი გამოთქვამს ასეთ მოსაზრებას: „განა შეიძლება დაიღუპოს რომელიც გადაკარგულ ქვეყანაში მცხოვრები საბრალო აბორიგენი, რომელსაც არასდროს სმენია სახარების ქადაგება, ან ისეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი, რომელსაც თითქმის არაფერი სმენია ჭეშმარიტი ღმერთის სწავ-ლებაზე? თუკი იგი სინდისის კანონით აღასრულებს სიკეთეს, ეხმარება მოყვასს, გასცემს მოწყალებას, ნუთუ ღმერთი მოჰკითხავს მას რატომ არ ირწმუნე ქრისტე, რატომ არ მოინათლე და რატომ არ დადიოდი ეკლესიაშიო? ნუთუ ყოვლადმოწყალე ღმერთი არ შეუნდობს ასეთ ადამიანს თავისი კეთილი საქმეების გამო და არ შეიყვანს მას მარადიულ ცხოვრებაში?"

  ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანს შეუძლია გამართლდეს ღმერთის, მხსნელის შეუცნობლად, ის მთელ ჩვენს სარწმუნოებას შეურაცხყოფს და ამახინჯებს შეხედულებას ღვთის განგებულების შესახებ. იგი არსობრივად უარყოფს ქრისტეს ღვაწლს. აქ ცხონების მთელი სწავლება ყალბი მოსაზრებითაა ჩანაცვლებული. სწორედ ღვთის შეუცნობლობაა ის სიკვდილი, რაც ადამიანს მარადიული წყვდიადის მსხვერპლად აქცევს. ჯოჯოხეთი სწორედ იმ ადგილს ნიშნავს, სადაც ცხოვრებაში ღვთის ვერშემცნობი სულები იმყოფებიან. ისინი განწირულები არიან ღვთის ბრწყინვალებისაგან განშორებისთვის: „ვინც კვდება დაბნელე-ბული გონებით, ვინც ვერ გიხილა შენ, ეს გონიერი მზე, უფალო, ის სიბნელიდან წყვდიადში გადაინაცვლებს და მარადიულად განგეშო-რება შენ!" - ამბობს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.1 წმინდა მამა, აგრეთვე, შენიშნავს: „ღმერთი არავის არასდროს გამოეცხადება რწმენის გარეშე. მაგრამ თუ ვინმე ურწმუნოს გამოეცხადა, ეს იქნება შემაძრწუნებელი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ღმერთი კი არ განადი-დებს, არამედ წვავს, კი არ აცხონებს, არამედ ტანჯავს".2 წმ. ნიკოლოზ კავასილა ირწმუნება: „მარადიულ ცხოვრებაში სარწმუნოებრივი უძლურებითა და უგრძნობელობით გადანაცვლებულთათვის მარა-დიულობა სულაც არ იქნება საკეთილდღეო, არამედ, ვით მკვდარნი და უბედურნი, მადლს მოკლებულ მარადიულ სამყაროს დაიმკვიდ-რებენ".3 „ყოველი სული, - ამბობს მაკარი ეგვიპტელი, - რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს თავის თავში არ შეითვისა ღმერთი, ან უკეთ რომ ვთქვათ თავად არ დამკვიდრდა ღმერთში, არა აქვს წმინდანებთან წილი ზეციურ სასუფეველში და არ შეუძლია ზეციურ სამკვიდრებელში შესვლა".4

   გარდა ამისა: თუ მხოლოდ კეთილი საქმეებითა და მხსნელის შეუ-ცნობლადაც შესაძლებელია ცხონება, მაშინ რისთვის მოვიდა ქრისტე? ადამიანები ცხონებას ქრისტეს ჯვარზე საშინელი მსხვერპლის გარეშეც შეძლებდნენ. უფალი რომ არ განხორციელებულიყო, მაშინ საჭირო არ იქნებოდა რწმენა, საეკლესიო კანონების აღსრულება, დოგმატების სიზუსტით გადმოცემა; მაშინ გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობა გვექნებოდა ღვთის წინაშე და ცხონების გაცი-ლებით მეტი შანსი? კეთილი ადამიანები ღვთისკენ ივლიდნენ, ბოროტები - ჯოჯოხეთისკენ. რა მარტივი და გასაგებია ყველაფერი! მაგრამ ამ შემთხვევაში რა საჭიროა სარწმუნოება, ქრისტეს ტანჯვა, სხვადასხვა წეს-ჩვეულება და საეკლესიო იერარქია?..

   წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი უმკაცრესად ამხელდა მსგავს მოსა-ზრებას: „ქრისტიანებო! თქვენ ცხონებაზე მსჯელობთ, მაგრამ არ უწყით, რა არის ცხონება, რატომ საჭიროებენ ადამიანები მას... ჩვენი ცხონების ერთადერთი საშუალებით - ქრისტეს შეუცნობლობით, ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, არათუ ცოდვილები, არამედ ძველი აღთქმის მართლებიც ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში. ასეთია ადა-მიანური კეთილი საქმეების ძალა! ამგვარია ჩვენი დაცემული ბუნების სათნოებათა ფასი!... მხოლოდ ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება ცხონებისათვის: სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. მხო-ლოდ სარწმუნოებით, ღმერთის ბოძებული საიდუმლოებების მეშვეობით, შეგვიძლია ღმერთთან ურთიერთობაში შესვლა.

   ამაოდ, მცდარად ფიქრობთ და ამბობთ, რომ წარმართი და მაჰმა-დიანი კეთილი ადამიანები ცხონდებიან, ე.ი. დაამყარებენ ღმერთთან კავშირს! არა! ამგვარია ჭეშმარიტი, როგორც ძველიაღთქმისეული, ისე ახალაღთქმისეული ეკლესიის სწავლება. ეკლესია ყოველთვის აღი-არებდა, რომ დაცემული ბუნების მიერ გამოვლენილი უდიდესი სათნოებები მიემართება ჯოჯოხეთში. თუ ჭეშმარიტი ეკლესიის მართლები, მნათობნი, წინასწარმეტყველნი და საკვირველმოქმედნი, მომავალი მხსნელის მორწმუნენი, რომელთაგანაც ანათებდა სული-წმიდა, შთადიოდნენ ჯოჯოხეთში, მაშინ როგორ გსურთ, რომ წარმართნი და მაჰმადიანნი, იმის გამო, რომ კეთილებად გვეჩ-ვენებიან, მხსნელის შეცნობისა და რწმენის გარეშ ცხონდნენ, რაც მხოლოდ ერთი გზით - მხსნელის რწმენით მოიპოვება? ქრისტიანებო! შეიცანით ქრისტე! აღიარეთ, რომ არ იცით, რომ თქვენ უარყავით ის, აღიარებდით რა მის გარეშე ცხონების შესაძლებლობას რაღაც კეთილი საქმეების გამო! ქრისტეს სარწმუნოების გარეშე ცხონების შესაძლებ-ლობის ამღიარებელი, ქრისტეს უარმყოფელია და, შესაძლოა გაუცნო-ბიერებლად, მკრეხელობის უმძიმეს ცოდვაში ვარდება".5

   აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი „დაეცა დანაშაულის შედეგად და უგუნურ პირუტყვს მიემსგავსა, ანუ დაზიანდა და სრულყოფილებასა და უვნებელობას მოაკლდა". ამასთან, „არ მოაკლდნენ იმ ბუნებასა და ძალას, რომელიც მიიღეს ყოვლადმოწყალე ღმერთისგან", და ჯერ კიდევ „ძალუძთ აირჩიონ და აკეთონ სიკეთე, გაექცნენ ბოროტებას და უგულებელყონ ის". ამის შემდეგ ეპისტოლე მნიშვნელოვან განმარტებას გვთავაზობს: „სიკეთეს, გახლავთ რა ბუნებრივი, ადამიანი არა სულიერ, არამედ ფშვინვიერ მდგომარეობამდე მიჰყავს. სარწმუნოების გარეშე ის ვერ აცხონებს და ვერც ბრალს დასდებს ადამიანს, ვინაიდან სიკეთე, როგორც ასეთი, არ შეიძლება იყოს ბოროტების მიზეზი. აღორძი-ნებული ადამიანი კი გაძლიერებულია მადლით, სრულყოფილდება და ცხონების ღირსი ხდება. თუმც ადამიანი აღორძინებამდეც მიდრეკილია სიკეთისკენ, ირჩევს და ანხორციელებს ზნეობრივ სათნოებებს, მაგრამ იმისათის, რომ აღორძინებულმა შეძლოს სულიერი სიკეთის ქმნა, (ვინაიდან სწორედ რწმენის საქმეებს, მადლით აღსრულებულს, ეწოდება სულიერი), ამისთვის, როგორც წინასწარგანსაზღვრულთა შესახებაა ნათქვამი, საჭიროა მადლმა წარმართოს ის. ამდენად, მას თავად არ შეუძლია ქრისტეში ცხოვრების ღირსი საქმეების კეთება, არამედ მხოლოდ ის ძალუძს, ისურვოს ან არ ისურვოს მადლის მიხედვით მოქმედება".6 (გაგრძელება...)

 

 

 

 

1Прп. Симон Новый Богослов. М. 1993, Т3. გვ. 119.

2Творения. Т2. Сл. 55. გვ. 35.

3Николай Кавасила. Семь слов о жизни во Христе. М. 1874. გვ. 2.

4Прп. Макарий Египетский. Духовные беседы. М. 1998. Беседа 30.

5Собрание Писем. Святитяля Игнатия Брянчанинова. СПБ. 1995. Письмо 203. გვ. 388.

6Послание Патриархов восточно-католической Церкви о православной вере. 1723 г.

 

 

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine