ღვთის განგებულებასა და ამა თუ იმ ადამიანის ცხონების გზაზე სა-უბრისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ღვთის წინასწარ-მცოდნეობისა და წინასწარგანსაზღვრულობის დოგმატი. ვერც ერთი საეკლესიო საკითხი მართებულად ვერ გადაწყდება, მისი არსი ვერ გაიაზრება, თუკი ეკლესიის თუნდაც ერთი დოგმატი მხედველო-ბიდან გამოგვეპარება. ყველა საკითხი ურთიერთკავშირშია, ვით ჯაჭვში რგოლები. რომელიმე მათგანის დავიწყება ანაწევრებს და ამახინჯებს სრულ სწავლებას. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობდა: „ღმერთმა სამყაროს შექმნისთნვე წინასწარგანჭვრიტა ყველა, ვინც ირწმუნებდა და სურდათ ერწმუნათ მისი, რომლებსაც მოუწოდა და მოუწოდებს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა".1 რას ნიშნავს მოუწოდა? „მოუწოდო", - ამბობს ამბროსიასტე, - „ნიშნავს დაეხმარო რწმენაში მას, ვისაც განუზრახავს ირწმუნოს, ანდა: სარწმუნოებისაკენ განაწყო ის, ვინც წინასწარ განსაზღვრულია, რომ ირწმუნებს. წინასწარგანსაზღვრულნი ბოლომდე ერთგულნი რჩებიან და ღვთის მადლმოსილების ქვეშ იმყოფებიან. სხვები კი, ვინც იმთავითვე არ იგულა ღმერთმა, არ არიან მის საფარველქვეშ იმიტომ, რომ ღმერთმა წინასწარვე განსაზღვრა ბოლომდე ღვთის რჩეულებად დარჩებოდნენ ისინი თუ არა".2
ღმერთი ყოველთვის და ყველგან ხედავს ადამიანის სულში ღვთის-მოშიშების საწყისს, რწმენის დასაბამს. ვისაც სურს იპოვოს ჭეშმა-რიტება და მზადაა ირწმუნოს ღმერთის, არ რჩება ღვთისგან დავიწყებული, ის უთუოდ მიაღწევს სასურველ მიზანს. „საქმე მოცი-ქულთაში" არის პეტრე მოციქულის ასეთი სიტყვები: „ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, არამედ ყოველთა შორის თესლსა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს" (საქმე. 10. 34-35). სწორედ აქ გამოთქმული აზრის გამო წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ნუთუ სათნოა ღვთისთვის სპარსელთაგანი? თუ სათნოა, მაშინ იმდენად, რომ რწმენის ღირსიც შეიქმნება. ამის გამო არ უგულებელყო ეთიოპიელი ევნუქი... არც ერთი ღვთივსათნო ადამიანი არ დაიტევება ღვთის მიერ".3 ამრიგად, თუ ღმერთი ადამიანში ხედავს სურვილსა და უნარს, რომ ირწმუნოს და სათნო ეყოს ღმერთს, მაშინ უთუოდ:
1) ან მიიყვანს მასთან ისეთს, ვინც განსწავლულია ჭეშმარიტებაში და შეუძლია მისი სარწმუნოებრივი დამოძღვრა;
2) ან გაუგზავნის თავის მქადაგებელს (როგორც გააგზავნა ნინეველ-ებთან წინასწარმეტყველი იონა, ევნუქთან - ფილიპე მოციქული, კორნელისთან - პეტრე მოციქული). ყოველი სული მოწოდებულია ღმერთთან და მის ანგელოზებთან შეეწიოს ადამიანს ცხონების გზაზე. „ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთა-იგი დამკვიდრებად არს ცხორებაჲ?" (ებრ. 1. 14) - ამბობს მოციქული. წმ .თეოფილაქტე ბულგარელი განავრცობს ამ აზრს: „ანგელოზებმა, ძველსა თუ ახალ აღთქმაში, მრავლად იმსახურეს, რჩევით შეეწივნენ იოსებს, საფლავთაგან მსხდომ მოწაფეებს აუწყეს ქრისტეს აღდგომა, დამოძღვრეს ისინი, რომ ღმერთი ისეთივე მოვა, როგორიც ამაღლდა. ანგელოზი გამოეცხადა კორნელის, ფილიპეს, პეტრეს საპყრობილეში. კიდევ მრავალი მსგავსი მაგალითი მოიძებნება".4
მრავლადაა ღვთის განსაკუთრებული მზრუნველობის მაგალითები იმ სულების მიმართ, რომლებსაც აქვთ უნარი აღიქვან სარწმუნოება! მაგალითად, ასეთები იყვნენ მოგვები (მათ. 2. 1-2). მათ სადღაც, შორეულ, აღმოსავლურ წარმართულ ქვეყანაში იხილეს ვარსკვლავი, რომელმაც აუწყა მსოფლიოს მხსნელის შობა. და ისინი დაადგნენ შორეულ გზას, რათა თაყვანი ეცათ ღვთისთვის. წმ. თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს: „ეს მოგვები ვარლაამ მოგვის შთამომავლები იყვნენ, ხოლო იხილეს რა წინასწარმეტყველება: „ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისაგან..." (რიცხვ. 24. 17), უმალ ჩაწვდნენ ქრისტეს საიდუმლოს, ამიტომაც ისურვეს დაბადებუ-ლის ხილვა5. შემდგომში ისინი მოშურნე ქრისტიანები გახდნენ და, ეკლესიის გარდამოცემის თანახმად, ქრისტეს სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად აღესრულნენ. მეორე მაგალითია ეთიოპიელი საჭუ-რისი (საქმე. 8. 27). ჰინდოეთის დედოფლის საჭურისი, განსწავლული წმინდა წერილში, იმდენად მზად იყო ქრისტეს სწავლება მიეღო, რომ უფალმა მასთან ფილიპე მოციქული გაგზავნა. უცნაურია: წმინდა წერილის არსის და იმის განსამარტებლად, რაც მასში ქრისტეს შესახებ იყო ნაუწყები: „ფილიპემ მცირედი იღვაწა მის მოქცევაზე, ვინაიდან ის უკვე წინასწარმეტყველთაგან განმტკიცებულ იყო ღვთის შიშში", ამბობს წმ. ირინეოსი. „და მყისიერად მონათლა ევნუქი და განეშორა მას. ვინაიდან სხვა არაფერს საჭიროებდა (გარდა ნათლისღებისა). ის წინასწარ იყო განსწავლული წინასწარმეტყველთა მიერ. მან არაფერი იცოდა არც მამა ღმერთის, არც ზნეობრივი კანონის შესახებ, იცოდა მხოლოდ ძე ღვთისას მოსვლა. ღმერთი რომ შეიცნო, სიხარულით განაგრძო გზა, რათა ეთიოპიაშიც ექადაგა ქრისტეს მოსვლა".6 ნიშანდობლივია კორნელი ასისთავის მაგალითიც (საქმე. 10), ის წარმართი იყო (საქმე. 10. 47), მაგრამ როგორც „საქმე მოციქულთა" გვაუწყებს, იყო „კეთილად მსახური და მოშიში უფლისა ყოვლითურთ სახელულით თვისით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთს მარადის". მაგრამ, როგორც წმინდა წერილიდან ირკვევა, ეს არ იყო საკმარისი მისი ცხონებისათვის. ამიტომ ეახლა ღვთის ანგელოზი კორნელის, მოუწოდა პეტრე მოციქულს, რომელიც ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ: „ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა" (საქმე 10. 6).
მსგავსადვე მიჰყავს უფალს ცხონებამდე ჭეშმარიტების მაძიებელი სული ყველა დროში - წარღვნამდეც, კანონის არსებობამდეც, ძველი აღთქმის კანონის პერიოდშიც და ახალი აღთქმის მადლმოსილ დროშიც, ასევე მიჰყავს ჩვენს დროშიც. ასე მაგალითად: წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე დაიბადა და აღიზარდა წარმართულ გარემოში. მისი სახლი კერპებით იყო სავსე, ხოლო მამა მათი მოშურნე თაყვანისმცემელი იყო. მან ქალიშვილი კოშკში გამოკეტა, სადაც ნორჩი ქალწულის ერთადერთი ნუგეში ციხე-სიმაგრის სიმაღლიდან დედამიწისა და ზეციური ბუნების სილამაზის ჭვრეტა იყო. ხილულით აღფრთოვანებულმა და განცვიფრებულმა წმინდანმა შეიცნო ჭეშმარიტება, სამყაროს შემოქმედი და უარყო ცრუღმერთების თაყვანისცემა. როგორც წმ. ბარბარეს ცხოვრება გვაუწყებს: „ბარბარეს გულში აინთო ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი და მის სულში ღვთისკენ ალისებრი ლტოლვა გააღვივა. იმდენად, რომ დღისითაც და ღამითაც მოსვენება დააკარგვინა. ის მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, მხოლოდ ერთი რამ სურდა - ზედმიწევნით შეეცნო ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა. ადამიანებს შორის წმინდანი ვერ ჰპოულობდა ისეთ მოძღვარს, რომელიც წმინდა რწმენის საიდუმლო-ებებს განუმარტავდა და ცხონების გზაზე დააყენებდა. მაგრამ თავად ღვთივგანბრძნობილმა მასწავლებელმა და მოძღვარმა, სულიწმიდამ, შინაგანი შთაგონებით, უხილავად ასწავლა მას თავისი მადლმოსილი საიდუმლოებების შესახებ და ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე დააყენა".7 დაბოლოს, უფალი ეახლა წმ. ბარბარეს ქრისტიანი ქალწულების სახით, რომლებმაც დაწვრილებით შეასწავლეს მას ცხონებისა და ქრისტეს შესახებ.
წმ. ევსტათი პლაკიდა ჭეშმარიტებაში მოქცევამდე კერპთაყვანის-მცემლი იყო, მაგრამ თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალ სიკეთეს აკეთებდა: „კვებავდა მშიერებს, მოსავდა შიშვლებს, შეეწეოდა განსაც-დელში მყოფთ და მრავალთ ათავისუფლებდა საპყრობილეებიდან... პლაკიდამ სრულყოფილებას მიაღწია კეთილის ქმნით, მაგრამ ის ჯერ არ იყო განსწავლული ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს წმინდა სარწმუნოებაში, იმ რწმენაში, რომლის გარეშე ყოველი კეთილი საქმე მკვდარია... მაგრამ მოწყალე ღმერთს ყოველი ადამიანის ცხონება სურს, იგი თვალს ადევნებს სიკეთის მოქმედს. არ უგულებელყო ღმერთმა ეს სათნომყოფელი კაციც, არ დაუშვა მისი წარმართულ ცდომილებაში დაღუპვა, და თავად ინება ეუწყებინა მისთვის ცხონების გზა", - ნათქვამია წმინდანის ცხოვრებაში. ნადირობის ჟამს, როდესაც ევსტათი ირემს მისდევდა, უეცრად ირმის რქებს შორის გაბრწყინებული ჯვარი იხილა და ესმა ხმა: „რატომ მდევნი პლაკიდა?". ევსტათი ცხენიდან გადმოვარდა და მკვდარივით დაეცა. როგორც იქნა, მოვიდა გონს და იკითხა: „ვინ ხარ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: „მე ვარ, იესო ქრისტე, ადამიანთა ცხონებისათვის განკაცებული ღმერთი, რომელმაც საკუთარი ნებით დავითმინე ტანჯვა და ჯვარზე სიკვდილი, რომელსაც შენ შეუცნობლად ეთაყვანები. შენმა კეთილმა საქმეებმა და მოწყალებამ მოაღწია ჩემამდე და შენი ცხონება ვისურვე, ვინაიდან არ მსურს მართებულ საქმეთა მკეთებელი მტრის მახეში დაიღუპოს. პლაკიდამ უმალ ირწმუნა უფალი და სთხოვა: „უფალო, გევედრები, მასწავლე, როგორ ვიცხოვრო?" და კვლავ მოესმა ხმა: „წადი ქრისტიან მღვდელთან, ნათელიღე მისგან და ის დაგმოძღვრავს ცხონების გზაზე".8
კიდევ მრავალი მსგავსი ისტორიაა ცნობილი. მაგრამ უკვე შესაძლე-ბელია ერთმნიშვნელოვნად დავასკვნათ:
ღვთისთვის განცხადებულია სულის ფარული განწყობილება, ადამ-იანის კეთილი საქმეები. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უფალი ჭეშმარიტების შეუცნობელ მდგომარეობაში არ ტოვებს ცხონების მოსურნე, სიკეთის მოყვარულულებს. ამავე დროს, თავი-სთავად სიკეთე არ არის ცხონებისათვის საკმარისი - ის მხოლოდ ამზადებს ადამიანის სულს სარწმუნოების მისაღებად, აახლოებს მას ცხონების გზასთან, მაგრამ ჯერ ვერ გამოჰყავს ამ გზაზე. ასე რომ, მართალი საქმეების მოქმედი, მაგრამ ქრისტეს ვერშემცნობი ადამიანი ჯერ კიდევ მტრის მახეში იმყოფება. (გაგრძელება...)
1Творения. М. 1993. Т. გვ. 240-241.
2Св. Феофан Затворник. Толкование послания Римлянам. გვ. 536.
3Св. Иоанн Златоуст. Беседы на деяния Апостольские. СПБ 1903. Т9. გვ. 217.
4Блаж. Феофилакта. Толкование на Послания Св. Апостола Павла. М. 2000. წიგნ. 2. გვ. 461.
5Благовестник. Блаж Феофилакта Болгарского. Евангелие от Матфеа. М. 2000. გვ. 37.
6Св. Ириней Лионский. Пртив Ересей. Кн. 4. გვ. 383.
7Жития Святых. Св. Димитрия Ростовского. Декабрь. День четвертый.
8Жития Святых. Св. Димитрия Ростовского. Сентябрь.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია