xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » სულიერი ცხოვრების შესახებ
სულიერი ცხოვრების შესახებ
3-09-2017, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   თქვენი მოსკოვში გამგზავრების წინ ჩვენ შევთანხმდით მიმოწერაზე, რათა თქვენთვის საჭირო საკითხებზე გვესაუბრა. მე, ბუნებრივია, ველოდი თქვენგან შეტყობინებას იმ გარემოებათა შესახებ, ახალ ადგილზე ჩასვლისას რომ დაგხვდებოდათ, მაგრამ უშედეგოდ. რა მოგივიდათ? ხომ არ ავადმყოფობთ? დაგიფაროთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა. ან იქნებ აზრი შეგეცვალათ?ასეც ხდება! იქნებ გერიდებათ ჩემი შეწუხების და ესაა მიზეზი თქვენი მდუმარებისა. თუ ასეა, მაშინ გარწმუნებთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ასეთ აზრებს. სულიერ საკითხებზე მიმოწერა ჩემთვის არ იქნება დამამძიმებელი. პირიქით, ერთგვარი სიამოვნებაც კია, შემოიტანს რა ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში სიახლეს. უფრო მეტსაც გეტყვით, თუკი ჩვენი ჩანაფიქრი არ შედგება, მე დამეუფლება გრძნობა, თითქოს რაღაც ძვირფასი დამეკარგოს. მიზეზთა დასახელებას არ დავიწყებ, მაგრამ გიმეორებ, რომ ეს, მართლაც, ასე იქნება და ასეც უნდა იყოს. ამიტომ რჩევას კი აღარ გაძლევთ, არამედ გთხოვთ, მომწერეთ!..
   თუმცაღა ჩემგან დიდ სიბრძნეს ნუ ელოდებით, მაგრამ ოდენ თვალის გადავლებაც კი იმ აუცილებელი სწავლებისა, მოგანიჭებთ უდიდეს სარგებელს. გააღვიძებს თქვენს გონებაში სულიერ სამყაროს. შესაძლოა, ეს პროცესი განსაკუთრებული ენერგიის თანხლებით მიმდინარეობს, მაგრამ ესეც კი, თავისთავად, წარმოუდგენელი სიკეთეა. თუკი ჩვენს ცხოვრებაში არის უწესრიგობა, მისი მიზეზი, უფრო მეტად სულიერი ცხოვრებისადმი გულგრილობა და ინერტულობაა, ვიდრე ცუდი გული და გონება.
   ამიტომ ველი თქვენს წერილს! 
 
 
მღვიძარებისათვის
 
   დრო ცოტაა და არავინ იცის, სრულიად როდის მიილევა. ამიტომაც ყურადღებით შევუდგეთ მოღვაწეობას, ყოველი უკეთესი აზრი ძლიერი ლოცვითა და მრისხანებით დავამარცხოთ. თუკი ცრემლსაც დავღვრით, უდიდეს სარგებელს მივიღებთ, რადგან ცრემლი განწმენდს სულს და გახდის თოვლზე უსპეტაკესს. მტკიცედ დავდგეთ! ჩვენი ბრძოლა წყვდიადის ძალებთან მიმდინარეობს. ისინი ჩვენს მხარეს არასოდეს დაიჭერენ და არც თავდასხმებს შეასუსტებენ. ნუ მივეცემით თვლემას, რადგან შეიძლება დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი რამ - ცხონება. თუკი დავმარცხდებით, დავღუპავთ ჩვენს უკვდავ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან ყოფნის სიხარულსა და მარადიულ ნეტარებას. დავიმსახურებთ მეორე სიკვდილს ანუ ღვთისაგან სამუდამო განშორებას, რისგანაც დაგვიფაროს მოწყალე ღმერთმა.
   მღვიძარებისას ყურადღებით მოვეკიდოთ გულისთქმებს, რადგან დაცემა მათგან იწყება. ისინი დასაწყისშივე უნდა დავამარცხოთ და არ მივცეთ ნება ჩვენში განმტკიცდეს. გამოჩენისთანავე უნდა განვდევნოთ სულიერი მახვილით ანუ ღვთის სიტყვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!" როცა ტკბილ იესოს მოვუხმობთ, იგი მაშინვე მოვა ჩვენს საშველად. დარცხვენილი დემონები კი განგვეშორებიან. ნუ შეეჩვევით უდებ ლოცვას, არამედ მხურვალედ შევღაღადოთ უფალს: "მოძღვარ, მოძღვარ, წარვწყდებით" (ლუკ. 8, 21). თუკი თავიდანვე გავიმარჯვებთ, ნაკლები შრომა დაგვჭირდება, ხოლო თუ უყურადღებოდ დავტოვეთ ჩვენი გულისთქმები, მაშინ აუცილებლად ვიგემებთ დამარცხებას, მივიღებთ მრავალ ჭრილობას. თუ ისევ მოვუხმობთ, მოვა ჩვენი სახიერი წინამძღვარი - იესო და შეიყვანს ჩვენს სულს მშვიდსა და მყუდრო ნავთსაყუდელში.
   გულისთქმებით წავიბილწებით და გულისთქმებითვე წარვემატებით. ამიტომ ჩვენს გულს დავუდგინოთ საიმედო მცველი ჩვენივე გონება ანუ ყურადღება, აღჭურვილი ლოცვით, მდუმარებითა და საკუთარი თავის განკითხვით. თუკი ასე ვიღვაწებთ, მოვიპოვებთ უტკბილეს მშვიდობას, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნეს, ლოცვას, რომელიც ვითარცა სურნელოვანი საკმეველი, ისე შეიწირება ღვთის ტაძარში ჩვენს შინაგან კაცში.
   "არა უწყითა, ამბობს მოციქული პავლე, რამეთუ ტაძარნი ღუთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის?" (1 კორ 3). ამას ვწერ, რათა ვასწავლო თქვენს სულებს მღვიძარება, რომლითაც მოიპოვებთ შინაგან მშვიდობას, საწინდარს სიხარულისა და ნეტარებისა. ამინ! იყავნ!

 
 არქიმანდრიტი ეფრემი 
თარგმნა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე) 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine