უნდა აღინიშნოს, რომ „თეოლოგუმენური ხელოვნება" აგებულია იმ მოსაზრებებზე, რომ თითქოს არ არსებობს ერთიანი, მამებისეული შეხედულების სისტემა. ამ მოსაზრებამ თავისი განვითარება ჰპოვა XIX ს. პროტესტანტი ისტორიკოსების ნაშრომებში (რათა რეფორმის აუცილებლობა გაემართლებინათ). მაგრამ სხვაგვარად მიიჩნევენ თავად წმინდა მამები. მათთვის პატრისტიკა ყოველთვის ერთიანი იყო. არ არის საჭირო მრავალი მსოფლიო კრების ანათემატიზმის გახსენება: „ჩვენ ვაღიარებთ კათოლიკე ეკლესიის უძველეს კანონ-მდებლობას. ჩვენ ვინარჩუნებთ მამების განსაზღვრებებს. ვინც კათოლიკე ეკლესიის სწავლებას მიუმატებს ან გამოაკლებს რაიმეს - გადავცემთ ანათემას".
ნათელია, რომ ეკლესიის სწავლებისადმი წმიდა მამები შინაგანად ერთიანნი იყვნენ. სამართლიანად წერდა ამის შესახებ მამა სერაფიმე (როუზი): წმინდა მამები (ოღონდ თუ ისინი ნამდვილად წმინდა მამები არიან და არა უბრალოდ გაურკვეველი ავტორიტეტის საეკლესიო მწერლები), აყალიბებდნენ რა ეკლესიის სწავლებას, არ ეწინააღმდე-გებოდნენ ერთმანეთს, ჩვენი სუსტი გონებით მათში უთანხმოების არსებობაც რომ გვეჩვენებოდეს. ეს აკადემიური რაციონალიზმი აპირისპირებს ერთ მამას მეორესთან, შენიშნავს მათში „გავლენებს" ერთმანეთზე, ჰყოფს მათ „სკოლებად" ან „ფრაქციებად" და პოულობს მათ შორის წინააღმდეგობას. ყოველივე ეს უცხოა წმინდა მამების მართლმადიდებლური გაგებისათვის. ჩვენთვის წმინდა მამების მართლმადიდებლური სწავლება ერთიანი და მთლიანია. ხოლო, რადგან მთელი სისავსით მართლმადიდებლური სწავლება, როგორც ჩანს, არ გააჩნია არც ერთ წმიდა მამას იმიტომ, რომ წმიდა მამები ადამიანური ბუნებით შეზღუდულნი არიან, მაშინ მართლმადიდებ-ლური სწავლების ნაწილს ჩვენ ვპოულობთ ერთ მამასთან, ნაწილს - მეორესთან და ერთი მამა განმარტავს იმას, რაც გაუგებარია მეორესთან".4
ნებისმიერი ყურადღებიანი ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ სარ-წმუნოებრივი საკითხების უმრავლესობაში წმინდა მამებს ერთიანი აზრი გააჩნიათ, ასე, რომ მათი სწავლება ერთ მთლიანობას წარმოადგენს. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის არ არის აზრების შემთხვევითი დამთხვევა, ეს სული წმინდის ტრადიციაა! დიახ, ეკლესიას გააჩნია თავისი ინფორმაციის წყარო, რომელიც ფლობს უზენაეს ავტორიტეტს ყველა საკითხში, იმიტომ, რომ ის არის ყოველივე არსებულის შექმნის მიზეზი. ეს წყარო - ერთადერთი მოწამეა შესაქმისა, რადგან ის თვით შემოქმედია. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სწამს მისი, არ საჭიროებს ამასოფლიური სიბრძნის დამოწმებას, არამედ უფრო განერიდება და შეიძულებს მას. ამ წყაროს ინფორმაცია ღვთის სიტყვაშია, რომელიც ეკლესიაში ინახება. და მხოლოდ ეკლესიას აქვს უფლება განმარტოს ღვთის სიტყვა, იმიტომ, რომ მასში დღემდე მოქმედებს და ცხოვრობს სულიწმინდა, რომელმაც მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მეშვეობით მოგვმადლა წმინდა წერილი და თავად განმარტა ის წმინდა მამების მეშვეობით. ჩვენ ვიცით თუ როგორ შევიცნოთ მისი წმინდა ხმა. მისი ხმა ისმის მაშინ, როდესაც წმიდა წერილი ყველა წმიდა მამას ერთაზროვნად ესმის. წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს, რომ „მასწავლებლად ყოველივე ამაში უნდა გვყავდეს ეკლესია, რათა არ იყოს საჭირო გარეშე ხმა, იმიტომ, რომ მაცხოვარი მბობს: „ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან უცხოისაი მის""5 (იოან. 10, 5).
მსოფლიო ეკლესიის მასწავლებელი წმ. იოანე ოქროპირი იმ უბედ-ურებს, რომელნიც ცდილობენ თავისი აზრებით წმიდა წერილის განმარტებას, აფრთხილებს, „ღვთაებრივი წერილის შინაარსის უარმყოფელნი, მაგრამ თავისი მოსაზრების შემომღებნი, ვფიქრობ, უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს" და მართლაც, ამაზე დიდი საშიშროება, უბრალოდ არ არსებობს. საუბარი ხომ მარადიულ სატანჯველზეა, რაგინდ სასაცილოდაც არ უნდა ეჩვენებოდეს ჩვენ ბრძენკაცებს.
თუ ჩვენ სარწმუნოების მეშვეობით ვცხონდებით, (ეფ. 28), მაშინ, მი-სი უარყოფის ან დამახინჯების შემთხვევაში დავიღუპებით, რა შეიძლება იყოს ამაზე საშინელი? „თეოლოგუმენისტების" მიერ უარყოფილია წმიდა წერილის ღვთივსულიერება და მისი განმარ-ტების ტრადიციაც, რომელიც ჩვენ მოცემული გვაქვს წმიდა მამების მიერ. მათ მიერ დაშვებულია დოგმატების ცვალებადობა, რომლებსაც ცხონებისათვის მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოებად ჰყოფენ. მახ-ინჯდება წმიდა გადმოცემა, სრულიად უგულებელყოფილია ეკლ-ესიის მიერ. მათ, ვინც უარყოფს ღვთისგან ბოძებულ ერთადერთ ცხონების საშუალებას, ვინც საკუთარ თავს მართლმადიდებლობის საზღვრებს მიღმა დააყენებს, ვინღა გადაარჩენს? მამა სერაფიმე (როუზი), ასეთ მოაზროვნეებს „თეოლოგებს სიგარით" უწოდებდა. მათ ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთის შეგრძნება ავიწყდებათ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ ყოველი ამაო სიტყვის გამო, და უმეტეს თვითდაჯერებული სიტყვისათვის ღვთის შესახებ.
4მ. სერაფიმე (როუზი). „Православный всгляд на эволюцию". 1997. გვ. 36-37.
5წმ. გრიგოლ ნოსელი. „Творения". 1861. გვ. 204.
მღვდელი დანიელი სისოევი
Xareba.net - ის რედაქცია