xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » სხვადასხვა » შეგიძლია ამგვარად?
შეგიძლია ამგვარად?
23-08-2016, 00:08  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   1980 წლის დამდეგს ათონის მთის ღვთივგანბრძნობილ ბერს ეფრემ კატუნაქსელს ახალგაზრდა მოსამართლე ესტუმრა.

   საუბრისას მან უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სამსახურეობრივი მო-ვალეობების შესრულების გამო საერთოდ არ რჩება დრო ლოც-ვისათვის. ბერმა გაიღიმა, მიხვდა ყოველივეს და უთხრა:

   - გასწავლი როგორ ილოცო, შენ კი მიპასუხე, შეგიძლია ამგვარად თუ არა.

   მამა ეფრემმა გადადო ხელსაქმე, დაიფერთხა წინსაფარი, წამოდგა და ხელსაბანისკენ გაემართა სიტყვებით: „წარმოიდგინე დილა, შენ ადექი საწოლიდან", ბერმა დაიწყო ხელ-პირის ბანა და იმეორებდა სიტყვებს: „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე". პირსახოცით გაიმშრალა ხელები და კვლავაც იმეორებდა იგივე სიტყვებს. შემდეგ მიუბრუნდა თავის მოსაუბრეს და ჰკითხა:

   - შეგიძლია ამგვარად?

   - შემიძლია, მამაო - აღიარა განიარღებულმა ყმაწვილმა.

   - მხოლოდ ყურადღებით იყავი, - გააგრძელა ბერმა, - ლოცვაში უნდა გაიწაფო, სისტემატურად უნდა ილოცო და არა როდესაც მოგ-ესურვება. რამეთუ ისააკ ასური ამბობს: „უდიდესი ძალა გააჩნია მცირედ მცდელობას, რომელიც მეორდება გამუდმებით".

   - და კიდევ ერთი რამ, - დაუმატა ბერმა. - დარბაზში, სადაც სასა-მართლო იმართება, არის თუ არა ღვთისმშობლის ან მაცხოვრის ხატი?

    - დიახ.

   - ვიდრე სხდომას დაიწყებდე, მიუბრუნდი ხატს და სთქვი: „ქრისტე ჩემო, განმინათლე გონება, რათა არ დავჩაგრო უსამართლოდ რომე-ლიმე ამ ადამიანთაგან". შეგიძლია ამგვარად?

    - დიახ. უპასუხა ყმაწვილმა.

   - მე ხომ არა გთხოვ ორატორულად წარსდგე ღვთის წინაშე. - დაას-რულა ღიმილმორეულმა ბერმა.

   სხვა ადამიანებსაც, რომელთაც ულოცველობის მიზეზად ოჯახური ან სამსახურებრივი მიზეზები მოჰყავდათ, არაერთგზის უმეორებდა: „თუ მე სიჩუმეში, განმარტოებით, დღეში ასობით ლოცვას ვკი-თხულობ, თქვენ კი ქალაქის ხმაურში, სამსახურებრივი თუ ოჯახური პირობების გამო კითხულობთ მხოლოდ სამს, ჩვენ თანაბარ მდგო-მარეობაში ვართ".

   ჩვენ ვკითხეთ მოძღვარს: „იქნებ არ არის საკმარისი მცირე რაოდე-ნობის ლოცვა ერისკაცთათვის?"

   მან კი გვიპასუხა: „თუ ადამინი დაეჩვევა ყოველდღიურად, ცოტათი მაინც, რამდენადაც შეძლებს, იკითხოს იესუს ლოცვა, მაშინ მისი გული თანდათანობით იგრძნობს ლოცვის სიტკბოს და ლოცვის ჟამის მოლოდინში იქნება. და როდესაც გული დატკბება, მაშინ თვითონ ადამიანი ისურვებს მეტს".



Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine