ბუნებრივად იბადება შეკითხვა: რამდენად იყო შესაძლებელი ქრის-ტეს გამომსყიდველი მსხვერპლის რწმენა, ძველ დროში, თან წარმართულ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისათვის? მოსკოველი მიტროპოლიტის მაკარის ნაშრომში „მართლმადიდებლურ - დოგმატური ღვთისმეტყველება" არის ქვეთავი „ღვთის მიერ კაცობრიობის მომზადება გამოსყიდვისა და მისდამი რწმენისათვის ყველა დროში".1 მასში ვპოულობთ ამ საკითხის განმარტებას: „როგორც კი დაეცნენ გველის მიერ ცდუნებული ჩვენი დიდი წინაპრები, ღმერთმა აღუთქვა მათ, რომ „დედაკაცის თესლი გაჭეჭყავს გველის თავს" (შეად. დაბადება 3. 15), ე.ი. დედაკაცისაგან შობილი გამომხსნელი გაანადგურებს ეშმაკის საქმეებს, იხსნის კაცობრიობის მოდგმის დაცემის ყოველგვარი დამღუპველი შედეგისაგან". მაცხოვარმა, აგრეთვე „დაადგინა მსხვერპლშეწირვა, წინასახე იმ დიადი მსხვერპლისა, რომელიც მთელი მსოფლიოს ცოდვებისათვის უნდა გაეღო მესიას გოლგოთაზე". (ებრ. 9. 26; 10, 11, 12). „ჯერ კიდევ სამოთხეში აღთქმული პირველი ხარება მესიისა და მისი მსხვერპლშეწირვის შესახებ, მისი (ქრისტეს) ტანჯვასა და სიკვდილზე რომ მიგვითითებს, და უფალ იესოს მაცხოვნებელი რწმენა, ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის მოდგმაში". მართლმადიდებ-ლურ ღვთისმეტყველებაში ნათქვამია: „უდავოა, რომ მომავალი მესიის რწმენით ხელმძღვანელობდნენ ენოსი, მათუსალა, ლამექი, ნოე და სხვა პატრიარქები და მართლები, რომელთა შესახებაც ითქვა, რომ ისინი „შეუდგნენ უფლის სახელის ხსენებას". (შეად. დაბადებ. 4, 26), რომ ისინი სათნო ეყვნენ ღმერთს (დაბადება 8), ვინაიდან „თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფა ღვთისა" (ებრ. 11, 6).
ამრიგად, ადამიანისთვის, რომელმაც დაკარგა სამოთხე და განწი-რულ იქნა განდევნილთა ქვეყანაში ხეტიალისთვის, მესიის მოსვლის შესახებ ცოდნა ყველა დროში მისაწვდომი გახლდათ. ყოველ მართალ სულს, რომელსაც სურდა ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, სადაც უნდა ყოფილიყო, რომელ დროშიც უნდა ეცხოვრა, ღვთის განგებითა და წინასწარჭვრეტით, ამა თუ იმ სახით, გააჩნდა ეს მაცხოვნებელი ცოდნა, რწმენა: „რამეთუ რომელნი-იგი წინასწარ იცნნა, წინასწარც განაჩინა... ხოლო რომელნი-იგი წინასწარ განაჩინნა, მათცა უწოდა, და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლა" (რომ. 8. 23-30). ამასთან, რელიგიური წეს-ჩვეულებები, ყველა დროში ღვთის მითითებით რომ აღესრულებოდა, ამ გამომხსნელი მსხვერპლის საიდუმლოებრივ, სიმბოლურ მითითებას ატარებდა. ისინი საბოლოოდ ძე ღვთისამ ჯვარზე აიტანა. სწორედ მისგან (უფლისაგან) მიიღეს მათ განწ-მენდილი ძალა და მნიშვნელობა2. პირველი მსხვერპლშეწირვა, რომელიც წარღვნის შემდეგ მყისიერად აღასრულა ნოემ, ღვთის მიერ მოსესთვის ბოძებული ყველა წეს-განგება თუ დადგენილება - თითოეულ მათგანს ძალა და მნიშვნელობა მხოლოდ იმდენად ჰქონდა, რამდენადაც ქრისტეს მსხვერპლს, მასთან სულიერ კავშირს განასახიერებდა. აღნიშნული წეს-ჩვეულებანი მსხვერპლშეწირვის აღმსრულებლებს იმ დიადი საიდუმლოს თანაზიარს ხდიდა, რომლის წინასახესაც ისინი წარმოადგენდნენ. გასაგებია, რომ გულითად რწმენას არ შეიძლება თან არ ახლდეს ღვთის თაყვანის-ცემის გამომხატველი გარეგნული მოქმედებები. ვიდრე ადამიანი რჩება ადამიანად, - ვკითხულობთ სახარების მღვდელ გრიგოლ დიაჩენკო-სეულ განმარტებაში, - ე.ი. არსებობს ფიზიკურად და სულიერად, მანამდე მისი შინაგანი თაყვანისცემა ღვთის მიმართ გარკვეულ დროსთან და ადგილთან იქნება დაკავშირებული და გარეგნულ სიმბოლურ მოქმედებებში გამოხატული. მხოლოდ წმინდა (უსხეუ-ლო) სულებისათვის არის დამახასიათებელი სრულიად სულიერი თაყვანისცემა".3
ძველ დროში, ნეტავ როგორღა იყო შესაძლებელი გამომხსნელის მანუგეშებელი მოლოდინის, წეს-ჩვეულებათა სულიერი არსის გააზრება? პასუხს კვლავ „მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში" ვპოულობთ: „საშუალებები, რომლებსაც მაშინ ღმერთი იყენებდა ადამიანებს შორის, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების, ისე, გან-საკუთრებით, მესიის შესახებ პირველი უწყებისა და მართებული მსხვერპლშეწირვის შენარჩუნებისათვის, იყო შემდეგი:
1) გამოცხადება - ამ მიზნით ღმერთი ხანდახან თავად ეცხადებოდა და ესაუბრებოდა ადამიანებს, ხოლო ხანდახან იგი ადამიანებს წინასწარმეტყველების ნიჭით აჯილდოებდა. ასეთები იყვნენ, მაგა-ლითად, ენუქი და ნოე.
2) სასწაულები, აი როგორი: ენუქის შემართება, რომელიც სინანულ-ის ნიმუშად იქცა ხალხებისათვის. (ზირაქ. 44, 6) ენების აღრევა, მსოფლიო წარღვნა და მისთ.
3) ხანდაზმულობა, რომლითაც აკურთხა ღმერთმა პატრიარქები. ის-ინი ჩვეულებრივ შვიდი, რვა, ცხრა ასწლეულზე მეტხანს ცხოვ-რობდნენ. იმდენად, ორზე მეტი ათასწლეულის მიუხედავად, ღვთის მიერ ადამისთვის სამოთხეში აღთქმული უწყება, შესაძლებელი იყო მთელი თავისი სრულყოფილი სიზუსტით ვინაიდან წარღვნამდე დაახლოებით წარღვნის შემდგომ პერიოდშიც გადასულიყო. ექვსასი წლით ადრე ნოეს შეეძლო ესაუბრა ენუქთან, სეითის შვილთან, ხოლო ნოეს მამას - ლამექს ესაუბრა თავად სეითთან. ამდენად, იმ დროში ყველას შეეძლო ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და მესიაზე გარდამო-ცემული უწყების შესახებ მიეღო დარიგება ყველაზე სანდო წყაროებიდან, ხოლო მესიის რწმენისაებრ მოეპოვებინათ ცხონებაც".4
წმ. ირინეოს ლიონელი წერს: „პატრიარქებმა და წინასწარმეტყვე-ლებმა ჩვენი სარწმუნოების წინასახე წარმოგვიჩინეს და მთელ დედამიწას მიმოჰფინეს სიტყვა ძე ღვთისასი და იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ის, რათა მომდევნო თაობის ადამიანებს ჰქონოდათ შიში ღვთისა და, წინასწარმეტყველთაგან განსწავლულთ, იოლად ერწმუნათ ქრისტეს განხორციელება".5 წმინდა ირინეოსი ასევე ამბობს, რომ ძე ღვთისა ყველგან გვხვდება ძველი აღთქმის წიგნებში: „ხან აბრაამთან, როგორც მოსაუბრე, რომელმაც მასთან საკვებიც იგემა; ხან ნოესთან, როდესაც მას კიდობნის ზომები გადასცა; ხან, როგორც ადამის მაძიებელი; ხან, როგორც სოდომელთა სასჯელის მომვ-ლინებელი; ხან, როგორც იაკობის გზამკვლევი; ხან, როგორც მოსესთან მოსაუბრე (Из купины). შემდეგ წმ. ირინეოსი ამბობს: „ის, რომ არა მარტო წინასწარმეტყველები, არამედ მრავალი მართალი ადამიანი სულიწმიდით წინათგრძნობდა მის (ქრისტეს) მოსვლას, ლოცულობდა ეცხოვრა იმ დღემდე, როდესაც იხილავდა სახეს უფლისას და მოისმენდა მის სიტყვას, მაცხოვარმა მოწაფეებთან საუბარში განაცხადა: „მრავალთა წინასწარმეტყველთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი ეხილათ და სმენოდათ" - კითხულობს წმ. ირინეოსი, - „თუ არ უწყოდნენ მისი მოსვლის შესახებ? როგორ შეეძლოთ წინასწარ სცოდნოდათ, თუ მანამდე არ გააჩნდათ ცოდნა ღვთისაგან მის (ქრისტეს) შესახებ".6
მტკიცება იმისა, რომ ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, მეტიც, რელიგიური წეს-ჩვეულებების სულიერი აღქმა, ძველ დროში წარმართული სამყაროსთვისაც მისაწვდომი იყო, დასტურდება ნოეს, აბრაამის, მელქისედექის, იობ მრავალვნებულის და მრავალი სხვა მართალის ისტორიით.
ამრიგად: წმ. აბრაამი წარმართულ ქვეყანაში ქალდეველთა ქალაქ ურეში დაიბადა. უფალი წინასწარ ჭვრეტდა მისი სულის სამა-რთლიანობას. უფალმა უბრძანა აბრაამს დაეტოვებინა ეს ქვეყანა და გადასულიყო მიწებზე, რომლებსაც მიუთითებდა. სიქემში უფალი გამოეცხადა აბრაამს და მან იქ ააგო უფლის სამსხვერპლო (დაბად. 12. 7). შემდგომში აბრაამი თავისი ცხოვრებით იმსახურებს იმას, რომ ღვთის მეგობრად იწოდებოდეს. (იაკ. 2. 23, ისაია. 41. 8). ეს საკმაოდ თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს მართალთა სულებზე. ღმერთი ეწვია მას თვით წარმართული სიბნელით გარემოცულ სამყაროში და გამოიყვანა ცხონების გზაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია სალიმის მეფის, მელქისედექის მაგალითი, რომელიც გახლდათ „უზენაესი ღმერთის მღვდელმსახური", როგორც გვაუწყებს ბიბლია (დაბად. 14. 18). წმინდა მელქისედექი შეხვდა გამარჯვებული ბრძოლიდან დაბრუნებულ აბრაამს, გამოუტანა პური და ღვინო, აკურთხა აბრაამი, ხოლო აბრაამმა თავისი საუკეთესო მონაგების ათეული შესწირა მას. ამდენად, ჯერ კიდევ მოსეს მიერ კანონის მიღებამდე, ადამიანებს მიეცათ კანონი, რომ წარმართული წია-ღიდანაც შეიძლებოდა გამოსულიყვნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მართლები! უფრო მეტიც: იმ დროშიც არსებობდა წეს-ჩვეულებრივი თაყვანისცემა ღვთისა, ვინაიდან არსებობდნენ უზენაესი ღმერთის მღვდლები! მრავალვნებული იობი პატრიარქალურ ეპოქაში უცების ქვეყანაში მოსეს დრომდე ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, მანაც იცოდა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ღრმა პატივს მიაგებდა მას: აღასრულებდა განმწმენდელ მსხვერპლშეწირვას და სხვა რელიგიურ წეს-ჩვეულებებს. მეგობრებთან საუბრისას მკაფიოდ წარმოჩინდა იობის საფუძვლიანი რწმენა, სულიერი ჭვრეტის სიღრმეები, გულ-მხურვალე სიყვარული და ერთგულება ღვთის მიმართ. მასში ვხედავთ გამოხსნის, მკვდრების აღდგენის გულწრფელ რწმენას: „მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმა-რთება მიწაზე! და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულოდ-მყოფელიც ვიხილავ ღმერთს." (იობ. 19. 25-26). აი, ეს მართლები მოსესა და მის კანონამდე ბევრად ადრე ცხოვრობდნენ. მათი სულისკვეთება აბრაამის შთამომავლობას გადაეცა. ყველაფრის მიუ-ხედავად მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი, ემსახურებოდნენ მას და ღვთივსათნო მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ. (გაგრძელება...)
1Митр. Московский и Коломенский Макарий. Православно-догматическое богословие. СПб. 1883. Т2. §129. გვ. 30.
2ებრ. 9, 13.
3Свящ. Гр. Дьяченко. Обьяснение воскресных и праздничных Евангелий. Сретенский монастырь 1997. ნაწ. 1. გვ. 45.
4Митр. Макарий. Православно-догматическое богословие. Т2. §129. გვ. 31.
5Св. Иринеос Лионский. Против Ересей. წიგნი 4. თავი 23. გვ. 382.
6იქვე გვ. 340-341.
არქ. ლაზარე აბაშიძე
Xareba.net - ის რედაქცია