xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 27 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ბენედიქტესი (+543)
27 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსისა ბენედიქტესი (+543)
26-03-2021, 17:10  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ღირსი ბენედიქტე ნურსიელი (+543), დასავლური ბენედიქტიანელთა მონაზვნური ორდენის დამაარსებელი, დაიბადა იტალიის ქალაქ ნურსიაში 480 წელს. 14 წლის ყმაწვილი მშობლებმა რომში გაგზავნეს სასწავლებლად, მაგრამ, ირგვლივ არსებული უზნეობით შეწუხებულმა, გადაწყვიტა, ცხოვრების სხვა გზა აერჩია. თავიდან წმიდა ბენედიქტე მივიდა წმიდა პეტრე მოციქულის სახელობის ტაძარში, სოფელ ეფედიში, შემდეგ კი მთებში გაიხიზნა. აქ ის შეხვდა განდეგილ რომანოზს, რომელმაც ბერად აღკვეცა და აჩვენა გამოქვაბული, სადაც უნდა ეცხოვრა. დროდადრო განდეგილს საზრდელი მოჰქონდა ბერისთვის. წმიდა ბენედიქტემ სამი წელი ცდუნებებთან სასტიკ ბრძოლაში გაატარა და სძლია მათ. მალე მის ირგვლივ შეიკრიბა ხალხი, რომლებსაც უნდოდათ მისი ხელმძღვანელობით ეცხოვრათ უდაბნოში. მოწაფეთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ წმიდა ბენედიქტემ ისინი თორმეტ საძმოდ დაჰყო და იღუმენებიც დაუნიშნა. თითეულ საძმოში თორმეტი ბერი იყო.

   წმიდა ბენედიქტეს მიერ დადგენილი მკაცრი წესები ყველას არ მოსწონდა და ღირსი მამაც ხშირად ხდებოდა საგანი უსაფუძვლო მითქმა-მოთქმისა და დევნისა.

   ბოლოს ის დასახლდა კამპანიაში და კასონის მთაზე დაარსა მონტეკასონის მონასტერი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დასავლეთის ეკლესიის საღვთისმეტყველო განათლების ცენტრი იყო. ამ სავანეში წმიდა ბენედიქტემ, აღმოსავლეთის მეუდაბნოეთა ცხოვრებებისა და იოანე-კასიანე რომაელის კანონების მიხედვით, შეადგინა სამონასტრო ტიპიკონი, რომელიც შემდეგ მრავალმა დასავლურმა მონასტერმა მიიღო. კანონი მოითხოვდა მონაზვნებისაგან საკუთარი თავის აბსოლუტურ უარყოფას, უსიტყვო მორჩილებას და მუდმივ შრომას. უფროს ბერებს დამატებით ევალებოდათ ყრმათა აღზრდა და ძველ ხელნაწერთა გადაწერა, რამაც ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მრავალი ძვირფასი ძეგლი შემოგვინახა. თითოეული ახალმოსული მთელი წელი მორჩილებაში იყო, რათა ტიპიკონი ესწავლა და მონასტრულ ცხოვრებას შეჩვეოდა. ყოველი საქმე კურთხევით უნდა შეესრულებინა. მონასტრის თავი იყო იღუმენი რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა. ის განსჯიდა, ასწავლიდა არიგებდა. იღუმენი ითვალისწინებდა უფროსი გამოცდილი ძმების რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ღებულობდა. ტიპიკონის დაცვა აუცილებელი იყო ყველასათვის. უფალს სათნო ეყო წმიდა ბენედიქტეს ღვაწლი და წინასწარხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მან თავისი სიკვდილიც წინასწარ განჭვრიტა.
 
Xareba.net - ის რედაქცია 

  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine