პროტესტანტები და სექტანტები ირწმუნებიან, რომ წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი მარხვის აუცილებლობის შესახებ.
ეს სიცრუეა!
„აღასრულეთ მცნება მარხვის შესახებ", ამბობს წმ. ბასილი დიდი: „პატივი ეცით მარხვის ჭაღარას, რადგან ის ისეთივე ძველია, როგორც ადამიანთა მოდგმა".
ნამდვილად ასეა, ჩვენ ვხედავთ, რომ თვით ღმერთმა ჯერ კიდევ სა-მოთხეში დაუდგინა ადამსა და ევას არ მიეღოთ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი (დაბ. 2, 16-17). და ამ მცნებების ე.ი. მარხვის დარღვევის გამო განდევნა ისინი სამოთხიდან. პირველი ცოდვის გამო კაცობრიობამ აურაცხელი უბედურება მოიწია.
წარღვნის შემდეგ ნოეს თვით უფლისგან მიეცა მცნება მარხვის შეს-ახებ: „ყოველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს საჭმლად გქონდეთ; ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ" (დაბ. 9. 3-4).
მთელ ძველ აღთქმაშია გატარებული ცნობები მარხვის ღვაწლის შეს-ახებ. როგორ შეიძლება მარხვის უარყოფა?
წმ. წინასწარმეტყველ და ღვთისმხილველ მოსეს სინას მთაზე ორმო-ცი დღის განმავლობაში არ მიუღია პური და წყალი, რის შემდეგ ერგო პატივი ღვთის ხილვისა და მიიღო სჯულის კიდობანი ათი მცნებით (გამ. 24, 18) მოსე ღვთის წინაშე მთელი ებრაელი ხალხის ცოდვების მიტევებას ქედდადრეკილი ითხოვდა, უფლის წინაშე ორმოცი დღის განმავლობაში არ მიუღია არც პური, არც წყალი, ცოდვათა გამო (2 რჯლ. 9, 18).
ღვთის სადიდებლად მოღვაწე წმ. წინასწარმეტყველს ილიას ორმოცი დღეღამის განმავლობაში არ მიუღია საკვები (3 მეფეთა 19, 8-11-12).
ოლოფერნის მეთაურობით ასირიელების თავდასხმით შეშინებული ებრაელები შეწყალებას თხოვდნენ ღმერთს ლოცვითა და მარხვით (იუდ. 4, 13).
მოაბელთა, ამონელთა და სხვა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძო-ლის წინ იუდეველთა მეფე იოსაფატმა გამოაცხადა მარხვა მთელს იუდეაში. (2 ნეშტ. 20, 3).
ნეემიამ როცა გაიგო იუდეველთა უბედურება იერუსალიმის კედლ-ის დანგრევას იგლოვდა, მარხულობდა და ლოცულობდა რამდენიმე დღე (ნეემ. 1, 4).
ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ისრაიტელებმა აღუ-თქვეს ღმერთს, რომ მოსეს მიცემული მცნებებით იცხოვრებდნენ, მარხულობდნენ, კითხულობდნენ წმინდა წიგნებს, აღიარებდნენ ცოდვებს (ნეემ. 9, 1-3).
ქალაქი ნინევია გადაურჩა ღვთის რისხვას, თავად მეფის ბრძანებით ყველასათვის გამოცხადდა მკაცრი მარხვა: სინანულისა და მარხვის გამო, ღმერთმა შეიწყალა ეს ქალაქი.
ეზრა, იუდეველთა უკანონობის გამო ლოცულობდა, გლოვის და ურ-ვის გარდა მარხულობდა (1 ეზრ. 10, 6).
ივდითი, რომელიც ღირსი შეიქნა ღვთისგან გადაერჩინა ისრაიტელ-ები მრისხანე ოლოფერნისგან, დაქვრივების შემდეგ ყოველდღე მარხულობდა შაბათის წინა დღისა და თავად შაბათის გარდა (ივდ. 8, 6).
ყველაზე გამოჩენილი მაგალითი მკაცრი თავშეკავებისა (მოსეს კანო-ნებით აკრძალული ცხოველური საკვებისაგან) არის ელიაზარისა და შვიდ ძმა მაკაბელთა დედასთან, სოლომინიასთან, ერთად მოწამეო-ბრივი აღსასრული, რომელიც მიიღეს მეფე ანტიოქისგან, ქრისტე - მაცხოვრის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე (2 მაკაბ. 6, 18 ბოლომდე და 7 თ.).
ღვთის უდიდესი სათნომყოფელი, წინასწარმეტყველი და წინამორ-ბედი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იოანე, მაცხოვრის სიტყვებით „უდიდესი შობილთა შორის", მკაცრი თავშეკავებით უდაბნოში ცხოვრობდა, აქლემის უხეში ბეწვი ემოსა, „ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური" (მათ. 3, 1-4) არ სვამდა ღვინოსა და თაფლუჭს".
თვით უფალმა იესო ქრისტემ, უდიდესი საქმის, ადამიანთა მოდგმის მსახურების დაწყების წინ, ორმოცი დღე და ღამე გაატარა უდაბნოში მკაცრი მარხვით.
მთაზე ქადაგებისას უფალმა მოგვცა მოძღვრება როგორ უნდა ვიმა-რხულოთ: „ხოლო შენ, რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი. რათა არა ეჩვენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად". (მათ. 6, 17-18).
როცა მოციქულებმა ვერ შესძლეს ავი სულით შეპყრობილი ყრმის განკურნება, უფალმა გააფრთხილა ისინი: „ხოლო ესე ნათესავი არარათ განვალს, გარდა ლოცვითა და მარხვითა".
მწიგნობრებისა და ფარისევლების საყვედურზე, რომ მაცხოვრის მო-წაფეები არ მარხულობდნენ, მან უპასუხა: „ვერ ხელეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თან არს, მარხვად. არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან, და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა" (მარკ. 2, 19-20) აშკარაა, რომ „სიძის ამაღლებაში" იგულისხმება უფლის ტანჯვისა, ჯვარზე სიკვდილისა და ზეცად ამაღლების დრო. სამოციქულოში არაერთგზის ჩანს, რომ ქრისტეს მოწაფეები არაერთხელ მარხულობდნენ და მარხვისას ღირს იქმ-ნებოდნენ სულიწმიდის განსაკუთრებული მადლის. ასე იყო, მაგ-ალითად, ბარნაბასა და სავლეს არჩევისა და ხელდასხმის დროს „და ვიდრე იგი მსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, რქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდე მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს, და დასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი და განუტევნეს (საქმე 14-24).
წმ. პეტრე მოციქულის მიერ მოქცეული ასისთავი კორნილიე ანგე-ლოსის ხილვის შესახებ ამბობს: „მეოთხით - დღითგან ვიდრე აქა ჟამამდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რა სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა, დასდგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა, და მრქუა მე: კორნილიე! შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქუელის-საქმენი შენნი მოიხსენნეს წინაშე ღმრთისა!" (საქმე 10, 30-31).
ვფიქრობთ, რომ ეს რამდენიმე ადგილიც საკმარისია იმ ჭეშმარიტ-ების დასამტკიცებლად, რომ წმინდა მარხვები სრულ თანხმობაშია ღვთის სიტყვასთან, სულის მაცხოვნებელი და ღვთისთვის სათნოა.
როგორ შეიძლება ამის შემდეგ მარხვის უარყოფა? შესანიშნავი კი ისაა, რომ თანამედროვე მედიცინის მონაცემები მოწმობენ, თუ რამდენად სასარგებლოა მარხვა არა მარტო სულისთვის, არამედ სხეულისთვისაც.
თანამედროვე მედიცინა იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ ძირითადად ჩვენი სხეულის უძლურების მიზეზი თავშეუკავებლობაა - ის, რომ ჩვენ ბოროტად ვიყენებთ საკვებს - ვჭამთ და ვსვამთ იმაზე გაცილებით მეტს, რაც ჩვენი სხეულის სიჯანსაღესა და ძალას სჭირდება. მივირთმევთ იმას და იმდენს, რაც ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს. ვჭამთ სიამოვნებისთვის (სასატკბილობის ცოდვა) და არა შიმშილის ბუნებრივი გრძნობის დასაკმაყოფილებლად და ძალის მოსაკრებად. ყველა ეს ზედმეტი, ჩვენს მიერ გამოყენებული საჭმელ-სასმელი ნაადრევ სიბერესა და სიკვდილს იწვევს. აღარაფერს ვამბობთ ისეთ საკვებზე, რომელიც გემრიელია, მაგრამ ვიცით მოაქვს ზიანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ესაა საწამლავი, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ ნამდვილად კლავს.
ძალიან საინტერესოა ამ ბოლო დროს მოდაში შემოსული შიმშილით მკურნალობა, ამასთან შიმშილი გრძელდება ორმოც დღეს, როგორც ჩვენს მრავალდღიან მარხვებში.
ერთ-ერთმა გამოჩენილმა რუსმა ექიმმა დაადასტურა, რომ ჰიგიენა და მედიცინა, სამედიცინო სტატისტიკასთან ერთად ამტკიცებს მარხვის უდიდეს სარგებლობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რევოლუციამდელ რუსეთში ყველაზე ჯანმრთელი და დღეგრძელი იყვნენ სასულიერო პირები და მო-ნაზვნები, როგორც ეკლესიის მიერ ყველა დადგენილი მარხვის მკაცრად დამცველნი („გოლოს ისტინი" №4, 1913 წ. თებერვალი. ექიმ პიასკოვსკის სტატია).
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ ვწერთ მხოლოდ იმისთვის, რომ თანა-მედროვე ღვთისმბრძოლები ხმამაღლა გაჰყვირიან ადამიანის ჯანმრ-თელობისთვის მარხვის ზიანის შესახებ. თანამედროვე მართალი მედიცინა უარყოფს ამ მოსაზრებას, მაგრამ ჩვენთვის, ქრისტიანე-ბისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკლესიის სწავლებას. ვიმეორებთ, რომ მარხვა სულიერი და სხეულებრივი თავშეკავების გონივრული შერწყმა უნდა იყოს. ყოველგვარი ზედმეტი უკიდურე-სობისა და რომელიმე მხარეს გადახრის გარეშე.
ღვთის წყალობით ჩვენ ამ წელსაც მოვესწარით დიდ მარხვას. როცა ყველაფერი განგვაწყობს სინანულისა და ცხოვრების განახლებისკენ, არ გვმართებს ამ დროის უგულებელყოფა, იგი იმდენად ხელსაყ-რელია ჩვენი სამუდამო ცხონებისათვის. ვინ იცის, მოგვმადლებს კი ღმერთი მომავალი მარხვის დროს? გადავდოთ ყველა ეჭვი და ყოყმანი, რომელსაც ჩვენი ცხონების მტერი გვიგზავნის, ოღონდაც განგვარიდოს სინანულისა და მარხვის ღვაწლს, მივყვეთ წმ. ეკლესიის მოწოდებას:
„ბრწყინვალედ შევიტკბოთ მარხვა, ჰოი, ძმანო".
არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
Xareba.net - ის რედაქცია