xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ევროპული გაერთიანების სამართალი ძალიან ძლიერია და ყოველგვარ ნაციონალურ კანონსა და კონსტიტუციას აღემატება - მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი
ევროპული გაერთიანების სამართალი ძალიან ძლიერია და ყოველგვარ ნაციონალურ კანონსა და კონსტიტუციას აღემატება - მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი
3-04-2016, 00:07  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ძმანო, გთხოვთ, თუკი გიყვართ ჩვენი სამშობლო, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან მას თავისი ისტორიის ყველაზე კრიტიკული პერიოდი უდგას. ჩვენ პასუხს ვაგებთ, გავიღეთ ჩვენი წილი ლეპტა, რათა იგი თავისუფალი დარჩენილიყო, თუ შევეცადეთ, რომ გამქრალიყო მისი თავისუფლება და მასთან ერთად ჩვენც.

   ჩანს, ბერძენი ხალხი და გარკვეული საეკლესიო წრეები ვერ გრძნო-ბენ ამ საკითხის უზარმაზარ მნიშვნელობას და მიიჩნევენ, რომ მმართველობას არა აქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ბრიუსელის მიმდევარი იყოს, რიმ ხელისუფლებას არ შეუძლია გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ხალხის ინტერესს გამოხატავს. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების უცხოელთათვის გადაცემის შედეგია. ჩვენ დავთანხმდით და ხელი მოვაწერეთ იმას, რომ მათ უნდა გვმართონ, მაშინ როცა მხოლოდ ის აგვიხსნეს, რომ საბერძნეთში ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის საერთაშორისო სტატუსკვოს ფორმას იძენს და ამგვარად, რომში მიღებული ხელშეკრულების თანახმად (როცა შეიქმნა თვით ევროპის ეკონომიკური თანამეგობ-რობა) განისაზღვრა, რომ იგი შეიძენს ფუნქციას სამართლისას, რომელიც ყოველგვარ სახელმწიფოებრივ კანონზე დომინირებს, ცალ-კეული ქვეყნების კონსტიტუციათა ჩათვლით! და ამას ამტკიცებს საბერძნეთის კონსტიტუცია, სადაც ნათქვამია რომ უქმდება ქვეყნიდან დამატებით გადასახადებთან ან ნაციონალურ ინტერესებთან დაკავ-შირებული ექსპორტის აკრძალვა. ეს უკანასკნელი 1997 წ. მიიღეს, ანუ როცა უკვე ხელი მოეწერა მაასტრიხტის ხელშეკრულებას. ხელშეკ-რულების სატიტულო გვერდზე აღნიშნულია, რომ "მაასტრიხტი" - ზეინსტიტუციონალური ძალაა და შესაბამისად, აწესებს საკანონმ-დებლო დადგენილებებს, რომლებიც გადასინჯვას არ ექვემდებარება. ეს კი აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ ევროპის შეთანხმების მე-5 სტატიას და პარიზის პროტოკოლის I-სტატიას. გვესმის, შევიცანით კი ამ ფაქტის მნიშვნელობა და შედეგები? შეგიძლიათ თქვენ, მმართველო პირებო, ნათლად წარმოიდგინოთ ამ შედეგების ყველა პარამეტრი, რომელიც ჩვენთვის უცნობი ევროპელი კანონშემოქმედების მიერ განხორციელებულ კანონშესწორებებს შეიძლება მოჰყვეს? თუ ეს შესაძლებელია, მოდით ჯერ განვამტკიცოთ ის ასპექტები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ გვსურს დავკარგოთ. საყურადღებოა, ჩვენი მინისტრის ბ-ონ მილტიადის პაპაიოანუს მიერ წარმოთქმული სიტყვა 1992 წ. მე-7 სხდომაზე:

   "ამ შეთანხმებით, რომლის მიღებაშიც დღეს ვმონაწილეობთ, ნაციო-ნალური პარლამენტები სუსტდება და ხელისუფლება ევროკომისიასა და მინისტრთა საბჭოს გადაეცემა, ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც თითქოს ადრე გაითვალიწინეს, სახელდობრ, პატარა წევრი-სახელ-მწიფოების უფლებათა გაძლიერება. ევროსაბჭოს საკანონმდებლო დადგენილებები უცნობია პარლამენტარების იურისტებისა და ადვოკატებისთვის და მიუხედავად ამისა, ჩვენ იგი უნდა მიგვეღო". (სხდომის ოქმიდან). მსგავს რამეს ხელს როგორ აწერთ? ვინ მოგცათ უფლება ჩვენი სახელით ხელი მოაწეროთ იმას, რაც გვაიძულებს უცხოელთა ბრძანებებს დავემორჩილოთ? ეს ხომ ბრმა ნდობის დეკლარირებაა. მოსალოდნელია, რომ როდესმე "პასუხისმგებელი" ბერძენი ხელი დაწერს, რომ ბრიუსელის დადგენილებებს მეტი ძალა აქვს, ვიდრე საბერძნეთის კონსტიტუციას და საბოლოოდ გააუქმებენ სტატიებს, რომლებიც გამოხატავენ იმას, რაც სისხლით იქმნებოდა და მის ისტორიულ ხასიათს აყალიბებდა.

   გვესმის თუ არა, რომ მხოლოდ დროის საკითხია მოწყალედ დაუ-თმონ ჩვენი თავი ძალაუფლების მქონეთ და ჩვენთან ერთად ყველა ის გარანტია თუ ცხოვრების პირობები, რომლებიც მოცემულ მომენტში საბერძნეთის V კონსტიტუციითაა განმტკიცებული. აქვე უნდა გან-ვმარტოთ ისიც, რომ როცა რაიმეს გადაწყვეტენ ბრიუსელში, მაშინვე დავინახავთ შესაბამისად როგორ გადავა უკანა პლანზე ყველა ჩვენი, საკუთარი პრობლემა, და იძულებულნი ვიქნებით უსიტყვოდ ავიტანოთ ყველა შედეგი, რაც ამ უკანდახევას მოჰყვება თან.

   რომ შევეცადო და აქ ცალ-ცალკე აღვწერო ამ შედეგების პროექციათა ყოველი მხარე, რომელსაც ვიტვირთებთ როგორც ხალხი, ბერძენი მოქალაქეები, ეკლესია, მართლმადიდებელი ქრისტიანები, მთელი ქვეყანა, ეს უეჭველად მრავალ ტომს შეავსებდა. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ პატივცემულ იერარქებს მივცეთ საშუალება თვალყური ადევნონ ამ ყველაფერს და გათვალონ ის შედეგები, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისა და კონსტიტუციის უცხოელთათვის დაქვემდე-ბარებას მოჰყვება თან. თუ ახლავე არ მივაქცევთ ამ ფაქტს ყურადღებას და ადექვატურად არ ვიმოქმედებთ, მალე მეტად გვიანი იქნება, რადგან აღარ იარსებებს წინააღმდეგობის საშუალება ხალხის მხრიდან. ჩვენმა პოლიტიკოსებმაც სწორედ ახლა უნდა გააცნობიერონ პრობლემის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა აიღონ მათ წინაშე, ვისაც ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ წარმოადგენენ. თუმცა, ამასთან საბერძნეთის ყოველმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს პროტესტი და თავისი ლიდერებისა და სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციასთან თავის უთანხმოების შესახებ განაცხადოს.

 

 

მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი 

წიგნიდან "Закат свободы" 

ათონის მთა.

 Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine