და ბოლოს ჩვენ გვინდა მოვიყვანოთ ამონარიდები ჩვენი დროის გა-მოჩენილი სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის პირადი და საზოგადო წერილებიდან, რომელიც მართლაც რომ ფრიად დაშვრა ამ პრობლემების განმარტებისათვის.
ციტატები მოყვანილია მისი წიგნიდან:
"Современная смуга по поводу новых документов, ანუ თანამედ-როვე შფოთი ახალ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
***
შეუძლებელია მექანიკური, განურჩეველი განდგომილება; მხოლოდ ჩვენს პირად მიმართებას ღმერთთან, შეუძლია გვაცხონოს ან და-გვღუპოს ჩვენ. თქვენთვის, თქვენი აღმსარებლობის შესახებ კი ჯერ არავის არაფერი უკითხავს.
ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ.
***
დაბრკოლებას, მერყეობას და გაურკვევლობას თესავს იგივე მტერი და ესენი ბევრს გაიყვანენ ეკლესიიდან. აი, თქვენც უკვე გადადგით ამისაკენ პირველი ნაბიჯი. აი სწორედ ეს არის ნაბიჯი დაღუპვისაკენ.
***
საღვთო წერილი აფრთხილებს ადამიანებს, რომ მძიმე დროება და-დგება, იმიტომ, რომ ადამიანები იქნებიან ამაყნი, მედიდურნი, უფრო ვერცხლისმოყვარენი, ვიდრე ღვთისმოყვარენი. ტექნიკის საშიშროე-ბაზე კი იქ არსად არაფერია ნათქვამი; მაგრამ ის, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დაიწყებენ სირბილს, ესეც ნაუწყებია და აღსრულდება მტრის (ეშმაკის) ხელმძღვანელობით. ღმერთი კი ყველგანაა: ლუგაშიც, კოსტრომაშიც და თავის შვილებს ყველგან დაეხმარება.
***
ძვირფასო მამაო ნ.
დიახ, ბნელი დროება გვიახლოვდება, მტერი არყევს და ცდილობს ძირს დასცეს ეკლესია. სასულიერო დასში შემოვიდა ბევრი სრულიად არაეკლესიური ადამიანი, ურწმუნოც კი, და ისინი აკეთებენ თავის საქმეს. ჩვენთან კი ღმერთია და ჩვენ გვევალება ღვთის საქმე ვაკეთოთ.
თქვენგან სულგრძელად შენდობას ვითხოვ. გიგზავნით თქვენ ახლ-ანდელი პრობლემების ჩემებურ ხედვას:
ყოველ ბაბილონის კოშკზე არის საღვთო ძლიერება და ძალაუფლ-ება, ხოლო ახლანდელი კომპიუტერული საფრთხობელა - "მხეცი" ალბათ ჯერ კიდევ არ არის ისეთი საშიში, რომ ღმერთი აყოვნებს ამ არაკეთილსაიმედო "არქივის" განადგურებას.
მალე ის დროც მოვა, რომ ღმერთი გაფანტავს იმ შიშებს, რომელიც თავის შეიარაღებაში მიიღო ადამიანური მოდგმის მტერმა.
ჩვენ კი რწმენაში უნდა ვიდგეთ და არაფრისა გვეშინოდეს, გარდა ცოდვისა.
***
ბეჭედი უკვე ბევრს ადევს ძველი ყაიდის საბუთების მქონესაც, იმ უსახურობით, რითაც თავს იძეძგავს თანამედროვე ადამიანი, ამა-სთანავე თვითონ, ნებაყოფლობით, სიყვარულითა და სურვილით; და არაფერ ღვთაებრივს არ შეუძლია შევიდეს და შეაღწიოს მასში...
***
ყველა ფორიაქი, რყევა და გაურკვევლობა ასე ძალუმად იმ მიზეზით შემოდიან ცხოვრებაში, რომ არა გვაქვს ცოცხალი რწმენა და არა გვაქვს ღვთის ნდობა... ჩვენ ხომ ვიღებდით თავის დროზე პასპორტებს და ყველა ხომ ვიყავით სახელმწიფო აღრიცხვიანობის სისტემაში, ასევეა ახლაც. არაფერი არ შეცვლილა. კეისარს - კეისრისა და ღმერთს - ღვთისა...
ომის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, გარდა იმ ომისა, რომე-ლსაც ყოველი ადამიანი ყოველდღე ეწევა.
***
ანტიქრისტეს ბეჭედი მხოლოდ დაამოწმებს იმ ბეჭედს, რაც ჩვენს თავს უკვე დავუსვით. ჩვენ გარეშე შეუძლებელია როგორც გადარჩენა, ასევე დაღუპვა...
ჩვენ ანტიქრისტე კი არ დაგვღუპავს, მის მოსვლამდე გაირკვევა ჩვენი სულიერი ორიენტაცია და არჩევანსაც გავაკეთებთ. ანტიქ-რისტეს ბეჭედი კი ბოლო წერტილი იქნება ჩვენს არჩევანში.
საუბრები ანტიქრისტეს ბეჭედზე, სამყაროს ახლო აღსასრულზე აფ-ორიაქებენ გონებას და სექტანტური, ანტიეკლესიური განწყობილება და მეტყველება უკვე საეკლესიო ამბიონებიდანაც ისმის. თუ საეკლესიო ისტორიას დავაკვირდებით, ასეთი განწყობილებები არაერთხელ ყოფილა, განსაკუთრებით პოლიტიკური რყევების პერიოდებში, ომებისა და ყოველგვარი "გარდაქმნების" დროს... ეკლესიის უდიდესი სვეტებიც კი შემცდარან "ქვეყნიერების აღსასრულის" დროის დადგენაში. მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ წერდა, რომ სამყაროს აღსასრულს უნდა ველოდეთ ოთხასი წლის ახლო პერიოდში, "მე არ ვცდებიო!" - ასე ამბობდა იგი, უთითებდა რა მიახლოებით თარიღს, 400 წლის ახლო პერიოდს... და შეცდა. გავიდა 1600 წელი ამ დღიდან და სამყაროს აღსასრული არ დამდგარა. ეს მისი თხზულებების მერვე ტომშია დაწერილი, ქრისტეს სამარიტელ დედაკაცთან საუბრის განმარ-ტებაში...
მაცხოვრის მაგალითისამებრ ჩვენ, მორწმუნეები, ვემორჩილებით სა-ხელმწიფო კანონებს, ვრჩებით რა ამავე დროს სულიერად თავი-სუფლები, როგორც ღვთის შვილები, ნათლის შვილები!...
ხოლო შიშმა იქ, სადაც არ არის შიში, ახლა რწმენის პარალიზება მოახდინა, ხალხს იმედი დაუკარგა და მტრის აჩრდილი მძლავრობს დაჩრდილოს მზე სიმართლისა - ქრისტე! ნუ იყოფინ!
განა არ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ის ღვთისმსახურები და საერო ქრი-სტიანები, რომელთაც ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდის განმავ-ლობაში საკუთარი სახელი და გვარი უნდა დაევიწყებინათ? - იგი შეცვალა ნომერმა, და ბევრი ასევე გადავიდა მარადისობაში ნომრით. ღმერთმა კი მიიღო ისინი საკუთარ მშობლიურ წიაღში, როგორც მღვდელმოწამეები და მოწამეები და გამარჯვებულის თეთრმა კვართებმა თავის ქვეშ დაჰფარეს სატუსაღო ბუშლატები.
არ ჰქონდათ სახელები, მაგრამ ახლოს იყო ღმერთი, და იგი წინა-მძღვრობდა მორწმუნე პატიმარს ყოველდღე, სიკვდილის აჩრდილთა შორის.
უფლისათვის არ არსებობს მცნება ადამიანზე, როგორც ნომერზე. ნო-მერი სჭირდება მხოლოდ თანამედროვე გამომთვლელ ტექნიკას. უფლისათვის არაფერია უფრო ძვირფასი, ვიდრე ცოცხალი ადამი-ანური სული, რომლისათვისაც მან მოავლინა თავისი მხოლოდშო-ბილი ძე, ქრისტე მაცხოვარი.
რაღა ვილაპარაკოთ კონტროლსა თუ ტოტალურ თვალთვალზე, რო-მლითაც ასე აშინებენ მეამიტ ადამიანებს? ყველაფერი იყო... ყველაფერი არის... და იქნება... მაგრამ არაფერი უშლის ხელს ცხონებაში მორწმუნე ადამიანს. თითოეული ადამიანი თავისი ჯვრით მიდის ცხოვრებისეულ გზაზე და რწმენით გადალახავს ყოველგვარ წინააღმდეგობას. მორწმუნე ყველა განსაცდელს იღებს, როგორც ღვთის ხელიდან მოწოდებულს, დარწმუნებული იმაში, რომ ეს ყველაფერი მის ცხონებას წაადგება.
ვინ მისცემს ღმერთს პასუხს იმ მცირეთაგანთა ცდუნებაზე, რომ-ელთაც მეამიტური გაურკვევლობით წაიფორხილეს იმაზე, რასაც სულიერ ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს?!...
ახლა მხოლოდ 666-სა და ანტიქრისტეს ბეჭედზე საუბრობენ. მაგრამ განა მან უკვე მიიღო მსოფლიოში ძალაუფლება? განა წაიშალა სახელმწიფოთა საზღვრები და მშვიდობა და უსაფრთხოება ელამუ-ნებიან იავნანასავით ჩვენს სმენას?... განა გამეფებულია ანტიქრისტე, ყველასაგან მიღებული, როგორც მსოფლიო მმართველი და ამით უფლებამოსილი იქონიოს თავისი ბეჭედი?...
ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კვლავაც მაცხოვნებელ, მადლ-მოსილ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ქვეყნიერების მაცხოვარი, ქრისტე მზად არის მიიღოს და გადაარჩინოს ყოველი ცოდვილი, რომელიც კი შეჰღაღადებს ღმერთს საკუთარი ცხონებისათვის.
გეშინოდეთ ეკლესიის გაყოფისა და განხეთქილებისა. გეშინოდეთ დედა-ეკლესიის წიაღიდან განვარდნისა. მხოლოდ ის ერთადერთი აკავებს ანტიქრისტიანული თავაშვებულების ლავას დღევანდელ მსოფლიოში!
გეშინოდეთ ცოდვისა!
ჩვენ ამ ცხოვრებიდან წავალთ იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ის საში-შროება მოვა, დღეს რომ ყველას თავს მოახვიეს, მაგრამ, თუ ეკლესიას მოვწყდებით, ზუსტად იმას დავიმკვიდრებთ, რისიც ახლა ასე გვეშინია...
თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესა-ძლებელია ფარულად ან ცხადად დავბეჭდოთ ყველა ერები "ნომრებით", "ჩიპებითა" და "ბეჭდებითაც", მაგრამ მათ არ შეუძლიათ ავნონ ადამიანია სულს, თუ არ იქნება შეგნებული განდგომა ქრისტესაგან და შეგნებული თაყვანისცემა ღმერთის მტრისადმი.
დაე ჩვენი მაცხოვრის ცხოველმყოფელი სიტყვები ყოფილიყოს ჩვენი მეწინამძღვრე და გზამკვლევი ცხოვრებისეულ მღელვარე ზღვაზე:
"მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუ-თისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება" (იოანე 14. 27). "იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე" (იოანე 14. 1).
***
ყველაზე საშინელი საქმე, რაც ამ ყველაფერში იმალება არის ის ფო-რიაქი და დაბრკოლება, რაც მორწმუნეებს შთანთქმას უპირებს. საეკლესიო მოწოდებისადმი უკვე რწმენა აღარ გვაქვს, მაგრამ ეკლესიას ხომ კრებითი გონი აქვს... ჩვენ კი რწმენა არ გვაქვს, არ ვენდობით მას და ვუსმენთ კერძო პირებს. თუნდაც სულიერები იყვნენ, ისინი მაინც ადამიანები არიან და ამდენად არ არიან დაზღვეულნი შეცდომებისაგან.
***
ანტიქრისტეს ბეჭედი მაშინ გამოჩნდება, როდესაც იგი გამეფდება და მიიღებს ძალაუფლებას. იგი იქნება ერთი - ერთადერთი მმართველი დედამიწაზე. ახლა კი ყველა სახელმწიფოს თავისი მეთაური ჰყავს.
ამიტომაც დროზე ადრე ნუ იპანიკიორებთ, არამედ გეშინოდეთ ცო-დვებისა, რომლებიც კარს უღებენ და გზას მოუსწორებენ მომავალ ანტიქრისტეს. ხოლო ახლანდელი დოკუმენტები იმავე თვისებისაა, როგორც წინანდელი.
დასასრულს, მოვიყვანთ სერაფიმე როუზის სიტყვებს:
"მაშ დაე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი გამხნევდეს მომავ-ალი ბრძოლის მოლოდინში და ნუ დაივიწყებს, რომ ქრისტეს მიერ გამარჯვება მუდამ ჩვენ დაგვრჩება. მან აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მთ. 16. 18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მო-ოხრების დღეებს (მთ. 24. 22) და მართლაც "უკეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს, ვინ არს ძვირისმყოფელ ჩვენდა?" (რომ. 8. 31). უმძიმეს განსაცდელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოანე 16. 33). მაშ მოდი, ისე ვიცხოვროთ, როგორც ყველა დროის მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენ - მოველოდეთ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას, რამეთუ "ამის დამმოწმებელი ამბობს: "ჰე, მალე მოვალ!" ამინ. ჰე მოდი, უფალო იესო" (გამოცხადება 22. 20).
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან "666 ანუ აპოკალიფსური საცდური"
Xareba.net - ის რედაქცია