xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » კალენდარი » 3 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსმოწამე ფილოთეა ათენელისა (+1589)
3 მარტი (ახ. სტ.) - ხსენება ღირსმოწამე ფილოთეა ათენელისა (+1589)
2-03-2022, 17:09  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   ღირსმოწამე ფილოთეა (ერობაში - რიგულა) ღვთისმოყვარე მშობლების ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ მოევლინა ქვეყანას. იგი ათენში დაიბადა 1522 წელს. როცა კეთილმსახურებაში აღზრდილმა ასულმა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი გაათხოვეს. რიგულას მეუღლე, ურჯულო და უხეში კაცი ხშირად სცემდა და ტანჯავდა ცოლს. ქალი მოთმინებით იტანდა შეურაცხოფას და ევედრებოდა უფალს, გონს მოეყვანა მისი ქმარი. სამ წელიწადში წმიდანი დაქვრივდა, რის შემდგომაც მან დაიწყო მკაცრი მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და ღამისთევებით. წმიდა მოსაგრემ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქალთა მონასტერიც დააარსა და მის მკვიდრთაგან პირველმა თავად შეიმოსა მონაზვნობა ფილოთეას სახელით. ამ დროს საბერძნეთი თურქების უღელქვეშ იტანჯებოდა. მრავალი ათონელი ქალი მტერს მხევლებად ჰყავდა ქცეული. ღირსი ფილოთეა ყოველ ღონეს ხმარობდა თანამემამულეთა გამოსახსნელად, ბევრი გამოისყიდა კიდეც. ერთხელ წმიდა დედის სავანეს შემოეხიზნა ოთხი ქალი – ისინი გამოქცეოდნენ ბატონებს, რომლებიც მათგან ქრისტეს უარყოფას ითხოვდნენ. თურქებმა ლტოლვილთა ადგილსამყოფელი გაიგეს, ღირსი დედის კელიაში შეცვივდნენ და სასტიკად გვემეს იგი. შემდეგ წმიდანი ქალაქის თავს მიგვარეს, რომელმაც მისი საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. მეორე დილით, წმიდა ტუსაღს დაემუქრა, თუ ქრისტიანობას არ უარყოფ, გაგხერხავთო. ღირსი დედა მზად იყო მოწამეობრივი აღსასრულისათვის, მაგრამ ღვთის ნებით შეკრებილმა ქრისტიანებმა მოახერხეს მისი გამოხსნა. მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა ფილოთეამ უფრო გაამკაცრა მოღვაწეობა. გარეუბანში მან დააარსა ახალი მონასტერი და დებთან ერთად აქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა დიონისე არეოპაგელის (ხს. 4 იანვარს და 3 ოქტომბერს) დღესასწაულზე თურქებმა შეიპყრეს წმიდანი, მხეცურად აწამეს და ცოცხალმკვდარი მიწაზე დააგდეს. სულთმობრძავი ფილოთეა მონასტრის დებმა მოთქმითა და ტირილით მიასვენეს დაბა კილოგრეზამდე, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1589 წლის 19 თებერვალს. მალე ღვთისმოწამის წმიდა ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.


„წმიდანთა ცხოვრება" 

Orthodoxy.ge 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine