ფილოსოფიის აკვანი - აღმოსავლეთია, პეკინიდან ათენამდე. მეცნიერების აკვანი - დასავლეთი ევროპა და ამერიკა. არ შექმნილა აღმოსავლეთი მეცნიერებისთვის, არ შექმნილა დასავლეთი ფილოსოფიისთვის. აღმოსავლური ფილოსოფია იდუმალია, განყენებული, სპონტანური, ინტუიციური. დასავლური მეცნიერება მთლიანად საჯაროობის, ცნობისმოყვარეობის, პროპაგანდისა და ინტერესის ნიშნითაა აღბეჭდილი. არ შექმნილა აღმოსავლეთი მეცნიერებისთვის, არ შექმნილა დასავლეთი ფილოსოფიისათვის.
როცა აღმოსავლელი მოტყუვდება და მეცნიერებას ირწმუნებს, მას შეუძლია მიიღოს სამეცნიერო თეორიები, მაგრამ არა პოზიტიური ცოდნა. მისთვის თეორიებით ოპერირება უფრო ადვილია, ვიდრე მეცნიერული ცოდნით. გაცილებით უძნელდება აღმოსავლური ხვატისას ცხოვრებაში გაატაროს ეს ცოდნა, ვიდრე სიგრილეში გადაზილოს ევროპული თეორიები და აღმოსავლურ ჭრელ ხალათში გახვეულ ფილოსოფიაში შეაზავოს იგი.
როცა დასავლელი ცდუნდება რომელიმე აღმოსავლური ფილოსოფიით, იგი ერთ მთავარ აზრს გამოყოფს მისგან და ამ აზრზე აფუძნებს თავის ფილოსოფიურ სისტემას, საშუალებას უტოვებს კოლეგებს სხვა აზრები გამოყონ იგივე ფილოსოფიიდან, რადგან სისტემათა სიმრავლეში ხედავს დასავლელი ადამიანი გონებრივ სიმდიდრესა და კულტურას და არა კოორდინაციასა და სულიერ ერთობაში.
არსებობს ორი უგუნურება, რომლითაც ამაყობს უნათლავი და ჯვრისაგან განდგომილი კაცობრიობა: ეს აღმოსავლური ფილოსოფია და დასავლური მეცნიერებაა. არც ერთი და არც მეორე ღვთისგან არ არის. ერთიცა და მეორეც ადამიანური და დემონურია. ორი უგუნურება, ორი წყევლა. ქრისტეს უწმინდესი ჭეშმარიტების სასწორზე ისინი წონასწორობას იცავენ. ქრისტე აღმოსავლურ ფილოსოფიასა და დასავლურ მეცნიერებაზე მაღლა დგას. ის ზომავს, მაგრამ თვით განუზომელია.
როგორია ქრისტიან ბალკანელთა საქმე? როცა კვესი ტალს დაეცემა, ნაპერწკალი ჩნდება. ალი ზემოთ მიიწევს, ტალკვესის ზემოთ. ბალკანეთში აღმოსავლეთი დასავლეთს შეეჯახა. თუ იგი კვესთან ან ტალთან გაიგივდებოდა, ბალკანეთი კი არა აღმოსავლეთიან დასავლეთი იქნებოდა.
თუ ცეცხლად ქცევას ისურვებდა, იქნებოდა და დარჩებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთზე აღმატებულ ქრისტეს ბალკანეთად და სარგებლობასაც მოუტანდა ორივე მათგანს.
არსთა განმრიგე უფალმა აღმოსავლეთსა და დასავლეთს ზემოთ მიუჩინა ადგილი ბალკანეთს. განჭვრეტენ ბალკანელები განგებით განსაზღვრულ თავიანთ ბედს, მიიღებენ მას თუ კაკალივით დაიმსხვრევიან უროსა და გრდემლს შორის? ეს კითხვა ძილს უნდა უფრთხობდეს ყოველ სერბს მანამ, ვიდრე სწორ პასუხს არ იპოვის მასზე. სწორი პასუხი კი ერთადერთია: დიახ, უფალო, ვიღებ მას, რასაც მთავაზობ და უარვყოფ იმას, რასაც შენი მტრები მოითხოვენ ჩემგან აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან.
აღმოსავლეთში სიმშვიდე მეფობს. დასავლეთში - მოუსვენრობა. სიმშვიდე ადამიანში ჩნდება და საზოგადოებაზე ვრცელდება. მოუსვენრობაც ადამიანში ჩნდება და საზოგადოებაზე ვრცელდება.
საიდან აქვთ ეს სიმშვიდე ამომავალი მზის ხალხებს?და საიდან აქვთ ეს მოუსვენრობა ჩამავალი მზის ხალხებს?
გადაჭრილი და გადაუჭრელი ცხოვრებისეული საკითხებიდან. აი, საიდან.
სტამბოლიდან იაპონიამდე ყველა ერის ხალხებს შინაგანი სიმშვიდე გააჩნია, რადგან ცხოვრობენ არა კითხვებით, არამედ პასუხებით მათზე. ანუ დიდი ხნის წინ გადაჭრილი ძირითადი საკითხებით, რადგან მათ მოსვლამდე ცხოვრობდა ორმოცდაათი თუ ასი თაობა. ამ გადაჭრილ საკითხთა საფუძველზე აღმოსავლელი ადამიანი ყველაფერს აგებს, ყველაფერი ესმის, აზროვნებს და მოქმედებს. ამ გადაწყვეტილებათა გარეშე არ არსებობს არც გზა, არც მიმართულება. ასე იქცევა როგორც მაჰმადიანი, ისე ბრაჰმანი ან ბუდისტი. ხოლო ეს სამი ჯგუფი მთელ არაქრისტიანულ აზიას, მთელ აღმოსავლეთს წარმოადგენს.
უსიხარულოა ეს სამყარო ორივე შემთხვევაში. უსიხარულოა მაჰმადიანობაში, რამეთუ ღვთაების, ალაჰის მონობას ნიშნავს იგი. უსიხარულოა ფილოსოფიური აღმოსავლეთი, რადგან უდრტვინველობას, უსასოობას ნიშნავს და მათგან არ არის ხსნა არც კაცთა, არც ღმერთთა შორის.
დასავლეთში მოუსვენრობა მეფობს. როგორც თოვლის გუნდა ეშვება თოვლიანი მთიდან და იზრდება, ასე გამალებით იზრდებოდა მოუსვენრობა დასავლეთში, იმდენად სწრაფად, რომ ჩვენს საუკუნეში მოსახდენის მუდმივ შიშამდე მივიდა, მივიდა ნერვულ აშლილობამდე და ნაწილობრივ, (უფრო ხშირად, ვიდრე ეს ხდებოდა მთელი მსოფლიოს ისტორიის მანძილზე) - შეშლილობამდეც კი.
დასავლური მოუსვენრობის მიზეზი იგივეა, რაც ადამისა და ევას მოუსვენრობისა, რომლებმაც ზურგი აქციეს შემოქმედ ღმერთს და პირი სატანისკენ იბრუნეს. ეს მართალი ძმის, აბელის მკვლელი კაენის მოუსვენრობაა, მეფე საულის მოუსვენრობაა, რომელიც მართალ დავითს სდევნიდა, საკუთარი მბრძანებლის, მეფე დავითის გამცემლის, ახითოფელის მოუსვენრობაა, და ბოლოს და ბოლოს იუდა ისკარიოტელის მოუსვენრობა, რომელმაც წყეული ფულის გულისათვის წყეულ ებრაელებს მიჰყიდა თავისი მასწავლებელი და უფალი, რომელიც აუწერელი შიშითა და ძრწოლით ატანილი კედრონისაკენ გაემართა თავის ჩამოსახრჩობათ.
მიწას დაენარცხა მისი გვამი და მთელი შიგნეულობა მიწაზე გადმოეფანტა, ისე როგორც სამასი წლის შემდეგ ერეტიკოს არიოზს.
ხოლო ბალკანელები? მართლმადიდებელი ხალხები, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არიან. ისინი უპირველესად აღმოსავლეთის ცრუ სიმშვიდესა და დასავლეთის საზარელ მოუსვენრობაზე უნდა ამაღლდნენ. ამაღლდნენ აღმოსავლურ ფილოსოფიაზე, რომელიც თვლის, რომ ყველა საკითხი გადაჭრა და დასავლურ მეცნიერებაზე, რომელიც თვითონვე აღიარებს, რომ ყველაფერი საეჭვოა და ვერაფერი გადაწყვიტა.
ბალკანელები უნდა შეიმოსონ იმ სიმშვიდით, რომელიც კაცობრივ გონებას აღემატება, სიმშვიდით, მშვიდობით, რომელიც ქრისტემ მოციქულებს მიმადლა სიტყვებით: „მშვიდობა თქვენთანა,...მშვიდობა გქონდეთ ჩემში". მშვიდობა, რომელიც ნიშნავს სიხარულს, სიყვარულსა და სიცოცხლეს. ერთი სიტყვით, მშვიდობა, რომელიც ღმერთშია და ღვთისგანაა.
ხუთი ასეული წელიწადი მონობაში იტანჯებოდნენ ქრისტიანი ბალკანელები, მაგრამ სასო არ წარუკვეთავთ. როცა განთავისუფლებულებმა ცრემლით დაბინდული თვალები მოიწმინდეს და აღმოსავლეთსა და დასავლეთს გადახედეს, ორივე მხარეს სასოწარკვეთილება იხილეს. აღმოსავლეთში - უსასოო სიმშვიდე, დასავლეთში უსასოო მოუსვენრობა. ჯანსაღი ადამიანი ორ ავადმყოფს შორის აღმოჩნდა.
დაავადდებიან ბალკანელები ერთისგან ან მეორისგან, სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან თუ წამლის მისაცემად წამოდგებიან, რათა ლოგინად ჩავარდნილ ორივე ავადმყოფზე იზრუნონ?ეს ამოცანაა, ბალკანელთათვის მიცემული, ეს მათი სფინქსია.
ჩვენ კი ქრისტე-ღმერთისადმი ვლოცულობთ ბალკანელებისათვის, რათა ისინი ამაღლდნენ აღმოსავლეთის უსასოო სიმშვიდესა და დასავლეთის უსასოო მოუსვენრობაზე, დემონებით მოცემულ აღმოსავლურ სიმშვიდესა და დემონებით მოცულ აღ მოსავლურ სიმშვიდესა და დემონებით მოცულ დასავლურ მეცნიერებაზე. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
აღმოსავლელი სულისათვის ეწამება, დასავლელი ხორცისათვის. აღმოსავლეთს არ სჯერა მიწიერი სამოთხის, დასავლეთს არ სჯერა ზეციური სამოთხის.
აღმოსავლელისათვის მარხვა ცხონების უპირველესი პირობაა. დასავლელისათვის მარხვა სულელური უარია შემოთავაზებულ სიამოვნებაზე.
დასავლეთის განდგომა ქრისტესაგან, წარმართობისაკენ მიბრუნებსა მოასწავებს, მაგრამ არა თანამგრძობი და მორჩილი ინდური წარმართობის, არამედ საკუთარი, დასავლური, სასტიკი და გარყვნილი წარმართობისაკენ, რომელსაც სული და სინდისი არ გააჩნია. ეს ყველაფერი საქმეში, პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ მჟღავნდება.
ისლამი, უეჭველად, ამ ახალ დასავლურ წარმართობაზე სულიერია, რამეთუ თაყვანს სცემს მარხვას, ლოცვას, ღმერთსა და სულს. ჭეშმარიტად უფრო სულიერის, ვიდრე ეს ინტელექტუალთა ბანდა, რომელიც დასცინის მარხვასა და ლოცვას, უარყოფს ღმერთსა და სულს, ხოლო ტანჯვა მისთვის მხოლოდ მიწიერი სამოთხისთვისაა მისაღები. უდავოდ მცდარია წარმოდგენები ღმერთსა და ადამიანზე იქ, სადაც ასეთი რამ ხდება, მაგრამ არანაკლებ ცრუა დასავლური ენა, რომელიც ამბობს: დატკბი!..
ეს ენა არათუ ქრისტიანი ხალხების ენისათვისაა მიუღებელი, არამედ არაფერი აქვს საერთო საუკეთესო და დახვეწილ ელინ ფილოსოფოსთა ენასთან. არც სოკრატე, არც არისტოტელე თავს უფლებას არ მისცემდა ასე ესაუბრა. ამ ენით მეტყველებდა მხოლოდ ელინური ფილოსოფიის სარეველა და ჭირი - ეპიკურე. მან გაბედა და თქვა საშინელი სიტყვები: დაიჭირე წამი! ანუ დატკბი დღევანდელი დღით, რადგან ხვალ შეიძლება მკვდარი იყო მარადისობისათვის. დაიჭირე ყოველი ახალი დღე და სისხლისგან დაწრიტე იგი. სწორედ ესაა დასავლური წარმართობა, რომელსაც წარსულში ქრისტიანი ევროპა დღეს თანაგრძობით ეკიდება.
აქედან აშკარა ხდება, რომ მართლმადიდებელ ხალხებს არ შეუძლიათ იდგნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ უნდა ამაღლდნენ მათზე. განსაკუთრებით მართლმადიდებებლი ბალკანელები, რომლებიც ცრემლს ღვრიდნენ უმძიმეს უღელქვეშ ხუთასი წლის მანძილზე, ან უფრო დიდხანს, ვიდრე რომელიმე სხვა ქრისტიანი ხალხი ამქვეყნად. ბალკანელებს უფრო მეტი განჭვრეტის უნარი მართებთ, ისინი ვალდებულნი არიან დღე ღამისგან განასხვაონ და ხორბალი ღვარძლისაგან.
ბალკანელები ვერ ბედავენ იმერყეონ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ანუ ისლამის ზეციურ, მაგრამ გრძნობად სამოთხესა და დასავლელ ხალხთა მატერიალისტურ, მიწიერ სამოთხეს შორის.
ბალკანეთი არც აღმოსავლეთია და არც დასავლეთი. არც რაღაც საშუალოა მათ შორის. ბალკანეთი აღმოსავლეთსა და დასავლეთზე მაღლაა, რადგან ბალკანელები შორსმჭვრეტელობას იჩენენ და წინასწარ ხვდებიან, რომ აღმოსავლეთის ტანჯვა - სიკვდილისათვის ტანჯვაა და დასავლეთის ტანჯვა - ტანჯვაა სიკვდილისათვის. იქ - რათა ასკეზის მეშვეობით ნირვანაში გადავიდეს, აქ - ტკბობის გზით სამუდამოთ მოკვდეს ან სიკვდილის შემდეგ ვალგალას მიწისქვეშა სარდაფებში გადაინაცვლოს, სადაც მიწაზე დაწყებული ხორციელი ორგიები გაგრძელდება.
ბალკანელები გვერდზე უნდაგადგნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნებისმიერი უწმინდური სამოთხისაგან და სცნონ მხოლოდ ქრისტეს უწმინდესი სამოთხე. იქ კი არც ორგიებს აქვს ადგილი, არც სასოწარკვეთას. მხოლოდ ქრისტიანულ სერბეთს შეიძლება ჰქონდეს მოციქულთა ამოცანა: აღმოსავლეთი ნათლისღებისაკენ, ხოლო დასავლეთი სინანულისაკენ მოიქციოს. იმის სახელით, რომ კაცთა მთელი მოდგმა იკურთხოს როგორც ერთი მწყემსის ერთი სამწყსო, უკუნითი უკუნისამდე ამინ.
დასავლეთი ხილულისათვის იბრძვის, აღმოსავლეთი - უხილავისათვის.
ძნელია თქვა, რაა ხილული და რა უხილავი. ხილულია ის, რასაც ადამიანის ხორციელი თვალი ხედავს თუ ის, რასაც ხედავს ადამიანის სული? ხილულია ის, რასაც ერთნაირად აღიქვამს ადამიანისა და ხარის თვალის რქოვანა თუ მხოლოდ ადამიანს შეუძლია დაინახოს რაღაც შინაგანი ხედვის ორგანოთი?
თანამედროვე დასავლეთი ხედვის ხორციელი ორგანოთი ხედავს. და რას ხედავს იგი? ხედავს მხოლოდ საგნების გარეკანს, ხედავს სამოსს მისას, ვინც ამ სამოსში იმალება, ხედავს ლოკოკინას ნიჟარას, მაგრამ ვერ ხედავს ლოკოკინას ნიჟარაში.
აღმოსავლეთი არასოდეს ენდობოდა ხორციელ თვალს. ეს მან უნდა აღიაროს. ამით მან ადამიანის ღირსება ხარისაზე აამაღლა. ამას ეფუძნება მისი დახვეწილი, აღმოსავლური ფილოსოფია. რასაც ვერ ხედავს თვალი, არ ესმის ყურს და რაც ადამიანს აზრადაც არ მოსდის, სწორედ ისაა ყოფიერების სინამდვილე. ყოველი აღმოსავლელი დათანხმდებოდა პავლე მოციქულის ამგვარ გამოცდილებას, მაგრამ არა დასავლელი, განსწავლული ადამიანი, რადგან დასავლეთის სწავლულებმა მეცნიერების კოშკი ქვიშაზე ააშენეს, ანუ ხორციელ ხედვაზე, სმენაზე, ყნოსვაზე, შეგრძნებასა და გემოვნებაზე. ამას ეფუძნება დასავლეთის კაცობრიობის ბაბილონის გოდოლი.
როგორიც არ უნდა იყოს იმიერი სამყარო, აღმოსავლელი ადამიანი ზედმეტად ჩქარობს, ემზადება მისთვის და იბრძვის, რომ იმ სამყარის წევრი გახდეს, რადგან ჩვენი, ხილული სამყარო მისი წარმოდგენით მხოლოდ ერთი გაჩერებაა ცხოვრების მარად მოძრავი ეტლისათვის. აი, რატომაა, რომ აღმოსავლელი ადამიანი არ ზრუნავს ამ ცხოვრებისათვის, არ იბრძვის ხილული სამყაროსათვის, რომელიც ისევე სწრაფად ქრება, როგორც წყლის გუბე აღმოსავლეთის მცხუნვარე მზის ქვეშ.
დასავლეთი აღარ შობს წმინდანებსა ბრძენკაცებს. ასეა მას შემდეგ, რაც მისი პაპები გაქნილ კაცებად და პოლიტიკოსებად იქცნენ.
ამ საბედისწერო გარდაქმნამდე დასავლეთი მართლმადიდებელი იყო, ქრისტეში ცხოვრობდა და ზეციური სამეფოსათვის იბრძოდა. ამ საბედისწერო გარდაქმნის შემდეგ დასავლეთმა პაპისაგან განდგომა ისურვა, მაგრამ ქრისტეს განუდგა. მაშინ დასავლელი ადამიანის თვალთახედვას მრუდე საბურველი გადაეკრა და ნაცვლად იმისა, რომ ზეციური სამეფოსათვის ობრძოლოს, იგი ურცხვად იბრძვის მიწიერი სამეფოსათვის.
ესაა ევროპის ახალი და უახლესი ისტორია. მისი დევიზია: დაიმორჩილე და ისარგებლე. ასე ამბობს და იქცევა დასავლეთის ხალხი. ცდილობს დაიმორჩილოს ბუნება და გამოიყენოს იგი, ცხადია, არა როგორც ღვთიური ქმნილება ღვთისავე კურთხევით, არამედ დაიმონოს იგი როგორც არავის საკუთრება და მას, როგორც მტერს, წუთიერი ტკბობის თასში გამოსწუროს ყველაფერი.
მაგრამ რატომ ხდება ასე? ნუთუ დასავლეთი არ ფიქრობს იმას, რომ მოკვდება იმის მიუხედავად, დაიმორჩილებს ვინმეს თუ არა?ასე, გაოცებით იკითხავს აღმოსავლელი.
მართლმადიდებებლი ხალხები ორივე წყევლაზე უნდა ამაღლდნენ, როგორც აღმოსავლეთზე, ისე დასავლეთზე. ისინი არ იბრძვიან სულთა სამყაროსათვის, როგორც ამას აღმოსავლეთში აკეთებენ, არც მატერიალური სამყაროსათვის, დასავლელთა მსგავსად. ცაც და დედამიწაც ღმერთს ეკუთვნის. არსებობს სულთა სამყარო, უფრო მდიდარი, ვიდრე ამის ცოდნა აღმოსავლეთს მიეცა, მაგრამ ეს სამყარო არაა თვითნებური და ქაოტური. იგი ქრისტე-ღმერთის ძალაუფლების ქვეშაა, რომელიც ბრძანებს: მოცემული მაქვს ხელმწიფება ცასა და მიწაზე.
შეუძლებელია ღმერთს წაართვა ცა და დედამიწა, ეს განსაკუთრებით კარგად ესმით ბალკანელებს, რომლებიც ყოველდღიურად ამბობენ და ამტკიცებენ: წართმეული დაწყევლილია.
და სწორედ ამიტომ არ შეუძლიათ ბალკანელებს იდგნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ ვალდებულნი არიან ამაღლდნენ მათზე, რათა უნათონ ერთსაც და მეორესაც.
აღმოსავლეთას და დასავლეთზე მაღლა.
წმ. ეპ. ნიკოლოზ სერბელი (ველიმიროვიჩი)