xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ქვეყნიერების დასასრული ქრისტიანული წინასწარმეტყველებების მიხედვით - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ქვეყნიერების დასასრული ქრისტიანული წინასწარმეტყველებების მიხედვით - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
21-03-2016, 00:00  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   სანამ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობდეთ იმ წინასწარმე-ტყველებებს, რომლებიც რუსეთს შეეხება, მე ვისურვებდი შემე-ჯამებინა მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს ქვეყნის დასასრულის წინ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ლოგიკური დასკვნა გავაკეთოთ და ამ წინასწარმეტყველებათა შესაბამისად განვსაზღვროთ რუსეთის მომავალი ადგილი.

   ის მოვლენები, რომლებიც წინ უსწრებენ ქვეყნის დასასრულს, აღწ-ერილია საღმრთო წერილის მრავალ ადგილას; ესაა: მათეს სახარების 24-ე თავი და პარალელური ადგილები სხვა მახარებლებთან; გამოცხადების წიგნის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მე-8 თავი და მის შემდგომი ნაწილი; თესალონიკელთა მიმართ პავლე მოციქულის II ეპისტოლეს მე-2 თავი; პეტრე მოციქულის II ეპისტოლე, მე-3 თავი; რამდენიმე თავი დანიელ წინასწარმეტყველების წიგნიდან და სხვა ადგილები.

   აპოკალიპსი აღგვიწერს ამ მოვლენებს, როგორც რიგს ხილვებისა, რომელთაგან ზოგიერთი - ცხადი და დადებითი, ღმერთის მარ-თლმსაჯულებაზე და რჩეულთა ხსნაზე ამყარებს იმედს, სხვანი კი - შავბნელნი და უარყოფითნი, სნეულებებზე და ჭირზე მიუთითებენ, რომლებიც ამქვეყნად გაჩნდება ადამიანთა ცოდვების გამო. ხშირად ჩვენ მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორედ ამ შავბნელ ხილვებს, რაკი ბოროტების ესოდენ გამრავლებას ვხედავთ ჩვენს გარშემო; მაგრამ ეს ჩვენი სულმოკლეობისა და ამაოების გამო ხდება, - ჩვენ მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ საერთო სურათი ყოველივე იმისა, რაც ხდება.

   როცა ამა ქვეყნის დასასრული მოახლოვდება, მაშინ ნამდვილად დადგება „ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე, არცაღა ყოფად არს" (მათე 24,21), „რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაი მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილდ-ადგილდ... მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ „მე ვარ ქრისტე" და გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი და განმრავლებითა უსჯულოებისაითა გახმეს სიყვარული მრავალთაი" (მათე 24,7,6,12). მაგრამ ამავე დროს იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართ-თა" (მათე 24,14), ხოლო „რომელმან დაითმინოს სრულად" ქრისტეს შეწევნით, „იგი ცხოვნდეს" (მათე 10,24). ბოროტება და ცრურელიგიები თავიანთ აპოგეას მიაღწევენ ანტიქრისტეს - მსოფლიო მბრძანებლის ბატონობის დროს, რომელიც მშვიდობის დამყარებას დაჰპირდება კაცობრიობას შფოთით არეულ დედამიწაზე და ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის იმიტაციას მოაწყობს და მთელი მსოფლიოს მართვა-განმგებლობას შეუდგება ახლადაღდგენილი იერუსალიმის ტაძრი-დან. 

   მაგრამ მოიძევებიან ისეთნიც, რომელთა ცთუნებასაც იგი ვერ შეს-ძლებს.

   მათ შორის იქნება ძველი აღთქმის ორი წმიდა წინასწარმეტყველი, რომელნიც არასდროს არ მომკვდარან და ამა ქვეყანას დაუბ-რუნდებიან: ელია იმისთვის, რომ ებრაელები მოაქციოს, ენოქი კი იმისთვის, რომ ყველა დანარჩენ ხალხს უქადაგოს. ანტიქრისტეს ხანმოკლე ბატონობა (სამნახევარი წლის განმავლობაში) დამთვრდება ომითა და არეულობებით, და სწორედ მთელი ამ შფოთისა და უბედურებების დროს, ბოლოს მოვა კიდეც ქრისტე, რასაც წინდაწინ მოასწავებს ზეცაში გამოჩენილი ჯვარის ნიში „სასწაული ძისა კაცისაი" და მაშინ მთელი სამყარო საღმრთო ცეცხლით იქნება შთანთქმული და განახლდება, მკვდართა სხეულები კი აღდგებიან საფლავთაგან და სულებს შეუერთდებიან, რათა ღმერთის სამსჯავროს წარუდგნენ.

   აი, ზოგადი შტრიხებით მოხაზული ის მოვლენები, რომლებიც მა-რთლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელ პერიოდში უნდა აღსრულდეს. ახლა კი იმ წინასწარ-მეტყველებებს მივუბრუნდეთ, რომლებიც რუსეთის მომავალს ეხება. (გაგრძელება...)   

 



მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

Xareba.net-ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine