xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ახალი ამბები » საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს (13.02.2016)
საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს (13.02.2016)
13-02-2016, 20:19  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   საქართველოს საპატრიარქო 12 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს. "ინტერპრესნიუსი" წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

   "წმინდა სინოდის კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლ-მადიდებლურ ცენტრში 2016 წლის 22-27 იანვარს გამართული წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სხდომის შესახებ, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ისაუბრეს წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი ექვსი დო-კუმენტის და რეგლამენტის თაობაზე.

   საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფი-ლების თავჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წმინდა სინოდის წევრებს შეახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფიქსირებული საქა-რთველოს ეკლესიის პოზიცია შამბეზის შეხვედრაზე და, ამასთან, ორ დოკუმენტთან, - "ავტონომია და მისი გამოცხადების გზა" და "მართლმადიდებლური დიასპორა," - დაკავშირებით კრებაზე გამო-თქმული მოსაზრებები გააცნო.

   გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა შემდეგი ორი საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკელსიის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან" და "მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს." აღინიშნა, რომ პირველ დოკუმენტთან და-კავშირებით საქართველოს დელეგაციის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

  ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ასევე ორ თემაზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "წმინდა და დიდი კრების ჩატრების რეგლამენტი." ითქვა, რომ წარმოდგენილი სახით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამა-ბრკოლებელი მიზეზები" გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ: დასახვეწია I ნაწილის მე-10 პარაგრაფი, ხოლო კანონიკური სამა-რთლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება II ნაწილის V პარაგრაფი (IV მსოფლიო კრების XIV კანონი: ტრულის კრების 72 კანონი: ლაოდიკიის 31 კანონი, რუის-ურბნისის 16 კანონი), რის გამოც ჩვენმა დელეგაციამ მას ხელი არ მოაწერა. 

  თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის კრებას მოახსენა მეექვსე საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკ-ლესიის მისია თანამედროვე სამყაროში." 

   აღინიშნა, რომ ამ თემის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით სა-ქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია და წერილობითაც დატოვეს განაცხადი სამდივნოში.

   ბოლოს ითქვა ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაუ-რების წინამოსამზადებელ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს არ დაეთანხმა ანტიოქიის ეკლესიის საპატრიარქოს დელეგაცია.

  მღვდელმთავართა მიერ იყო დასმული შეკითხვები; განიმარტა ზოგიერთი მუხლი.

   წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა:

   1) წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დაინიშნოს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

   2) მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმა-რთვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად და-სახელდეს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

   3) 2014 წლის მარტში, კონსტანტინეპოლში, ეკლესიათა წინამძღ-ოლების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან გამოირჩეს ოცდაოთხი (24) მღვდელმთავარი.

   4) შედგეს სამუშაო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრების, სასუ-ლიერო პირებისა და ღვთისმეტყველების, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკ-ლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად", - ნათქვამია განჩინებაში.

 

www.interpressnews.ge 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine