1. მოკლე ექსკურსი კრების ისტორიასა და თემატიკაში
2014 წ. მარტში კონსტანტინოპოლში შედგა ადგილობრივი მართლ-მადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეჩქარებინათ წმინდა და დიდი კრების მოწვევის მომზადება, რათა „თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა", 2016 წლის ივნისში, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის, კონსტანტინოპოლის წმინდა ირინეს სახელობის ისტორიულ ტაძარში გაიმართოს, სადაც II მსოფლიო კრება (381 წ) შედგა. დაიწყო მუშაობა სპეციალურმა მართლმადიდებელთაშორისმა კომისიამ, რომელსაც დაეკისრა გადახედვა, განახლება და ყველა დანარჩენი ტექსტის მომზადება.
მსოფლიო კრების მოწვევის იდეა ოფიციალურ დონეზე პირველად „სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესზე" 1923 წ. კონსტანტი-ნოპოლში მსოფლიო პატრიარქ მელეტი IV (მეტაქსიკისის) მიერ გაჟღერდა. 1930 წლიდან იდეის განვითარებას შეუდგა ე.წ. „მოსამ-ზადებელი კომისია", რომელმაც ათონის მთის წმ. ვატოპედის მონასტერში აღნიშნული კრების პირველი სია მოამზადა. არახელ-საყრელი ისტორიული პირობების გამო (მეორე მსოფლიო ომი), კრება ვერ შედგა. მეტწილად იმის გამო, რომ მრავალი მართლმადიდებელი ქვეყანა კომუნისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რაც იქ მყოფ ეკლესიებს გადაწყვეტილების მიღების უფლებაში ხელს უშლიდა.
აღნიშნული საკითხის განხილვა კვლავ განახლდა კონსტანტინოპ-ოლში სხვა პატრიარქის, ათინაგორას მიერ, რომელმაც 1961 წ. როდოსში მოიწვია I სრულიად მართლმადიდებელთა სხდომა. იქ მიიღეს კრების მომზადებისა და თემატიკის ჩამოყალიბების უაპელაციო გადაწყვეტილება, რომელიც ათი საკითხისა და ასზე მეტი ვრცელი ქვეთავებისაგან შედგებოდა. ეს საკითხები ძლიერი კრიტიკის საგანი გახდა, ვით II ვატიკანის კრების ნუსხის მსგავსი სასკოლო და საკათეხიზატორო გამოყენების სახელმძღვანელო, რომელიც, უცნაური დამთხვევით, იმავე პერიოდში გაიმართა, და მრავალთა შეფაასებით, ზეგავლენა იქონია ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობაზე. დიდი წინააღმდეგობისა და კრიტიკის გამო, ეს ვრცელი და ანტიკრებსითი საკითხები გადასახედად I სრულიად მართლმადიდებელთა მოსამზადებელ კრებას გადაეცა, რომელიც 1976 წ. ჟენევაში გაიმართა. შედეგად, საკითხი ათ თემამდე დაიყვანეს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან განსახილველ საკითხებად მიიჩნიეს. დღეისათვის, წმინდა და დიდი კრების განსახილველ საკითხებს ადგენენ და, როგორც ჩანს, შეადგენენ უშუალოდ კრების დროს. ძირითადი თემებია: 1) მართლმადიდე-ბელი დიასპორა; 2) ავტოკეფალია და მისი თანმიმდევრობის წესგანგება; 3) ავტონომია; 4) დიპტიხი; 5) კალენდარული საკითხი; 6) ქორწინების ხელშემშლელობა; 7) მარხვის შესახებ ეკლესიის დადგენილებათა თანამედროვე ეპოქის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა; 8) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკი-დებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან; 9) მართლმადიდებ-ლობა და ეკუმენისტური მოძრაობა; 10) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხთა შორის ქრისტიანული იდეების მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი და რასობრივი თუ სხვა დისკრიმინაციის უგულებელყოფა.
II სრულიად მართლმადიდებელთა კრების წინამოსამზადებელი შეხვედრა (1982 წ) ჟენევაში აღნიშნული საკითხების სამ თემას მიეძღვნა: 1) ეკლესიის დადგენილება მარხვის შესახებ, მისი თანამედროვე ეპოქის შესაბამისობაში მოყვანა; 2) კალენდარი და პასქალია; 3) ქორწინების ხელშემშლელი საკითხები. პირველი თემა მარხვის შესახებ არაჯეროვანი მომზადების გამო განსახილველად III მოსამზადებელი შეხვედრისთვის გადაიდო. შეიმუშავეს ორი თემის საკითხები: კალენდარისა და პასქალიის საკითხი და ქორწინების ხელშემშლელი საკითხები. III სრულიად მართლმადიდებელთა მოსამზადებელი კრების შეხვედრა 1986 წ. გაიმართა ჟენევაში, სადაც ოთხი საკითხი განიხილეს: 1) მარხვის თემა. მას შეუცვალეს სახელწოდება და ეწოდა „მარხვის დადგენილების მნიშვნელობა და მისი დაცვა ჩვენს დროში"; 2) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან; 3) მართლმადიდებლობა და ეკუმენისტური მოძრაობა; და 4) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხთა შორის ქრისტიანული იდეების, მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი, და რასობრივი თუ სხვაგვარი დისკრიმინაციის უგულებელყოფა.
ამრიგად, ათი საკითხიდან ორი დარჩა განსახილველი შესაბამისი ტექსტებით: 1) მართლმადიდებელი დიასპორა; 2) ავტოკეფალია; 3) მართლმადიდებლური დიპტიხი.
IV მოსამზადებელი შეხვედრა, კვლავ სირთულისა და რეორგანიზ-აციის გამო გადაიდო ოცდასამი წლით. ოთხი საკითხიდან მხოლოდ დიასპორის თემატიკა განიხილეს, რომლის თანახმადაც შეადგინეს შესაბამისი ტექსტი. დანარჩენი სამი საკითხი V მოსამზადებელ შეხვედრამდე გადადეს, რომელიც ჟენევაში ორგზის, 2009 წლის დეკემბერსა და 2011 წლის ოქტომბერში, შედგა და მხოლოდ ავტონომიის საკითხი შემუშავდა, ხოლო დანარჩენი ორი საკითხი ავტოკეფალიასა და დიპტიხთან შეუთანხმებლობის გამო, ეკლესიების საერთო გადაწყვეტილებით, საერთოდ ამოიღეს განხილვის დღის წესრიგიდან.
ამრიგად, ათი განსახილველი საკითხიდან, საბოლოო ჯამში, რვა განიხილეს. ორი მათგანი, კერძოდ, „ადგილობრივი მართლმადიდე-ბელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" და „მართლმადიდებლობა და ეკუმენისტური მოძრაობა" ერთ საკითხში გააერთიანეს და ეწოდა „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოსადმი". საკითხები, საბოლოო ჯამში, შვიდამდე დაიყვანეს. კერძოდ: 1) მართლმადიდებლური დიასპორა; 2) ავტონომია; 3) კალენდარი და პასქალია; 4) ქორწინების ხელშემშლელი საკითხი; 5) მარხვის მნიშვნელობა და მისი აღსრულება ჩვენს დროში; 6) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყარო-სადმი; და 7) ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წვლილი ხალხებს შორის ქრისტიანული იდეების, მშვიდობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის ზეიმი, და რასობრივი თუ სხვაგვარი დისკრიმინაციის უგულებელყოფის თაობაზე.
2014 წლის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების შეხვე-დრაზე სპეციალურმა მართლმადიდებელთაშორისმა კომისიამ ცვლილებები განახორციელა და წინათ შემუშავებული ტექსტები „გააუმჯობესა", რის შესახებ არ აუწყეს არც ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებს, მით უფრო, არც ღვთისმეტყველთ და მორწმუნე საზოგადოებას. საბოლოო ტექსტი გასაიდუმლოებული რჩება; ის არ ქვეყნდება, როგორც ჩანს იმის გამო, რომ არამართლმადიდებლური შინაარსისაა, რომელიც ნეგატიურად აღიქმება მორწმუნე ხალხის მიერ. მაგალითად, გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, სხვა აღმსარებლობებთან დამოკიდებულებ-ის ტექსტში, იკონომიის პრინციპით, სურთ აღიარონ პაპისტების, პროტესტანტებისა თუ სხვა ერეტიკოსების ნათლისღება და ეკლესიურობა. ასევე დიდი ხმაური გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რასობრივი და სხვაგვარი დისკრიმინაციის უგულებელყოფის საკითხში უნდა ჩაემატოს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაც. საუკეთესო საშუალება მსგავსი ინფორმაციის გაბათილებისა იქნება ის, რომ შემუშავდეს საკითხების ლუსტრაცია და პუბლიკაცია: სიმართლეს არ ეშინია ნათლის. ეკლესია მასონური ლოჟო არაა, ის ქრისტეს სხეულია, რომელიც ნათელთან და სიმართლესთანაა გაიგივებული.
2. ღრმა წუხილი წინამოსამზადებელი წმინდა და დიდი კრების გადაწყვეტილების გამო
ზემოთ წარმოდგენილ მოკლე ექსკურსში მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კრების ვრცელ თემატიკაში, გვებადება კითხვა, როგორი უნდა იყოს ეკლესიის - სასულიერო პირებისა და ერისკაცების პოზიცია წმინდა და დიდი კრების სამზადისისადმი, რომელიც 2016 წ. უნდა შედგეს? სიხარული თუ შეშფოთება გამოვხატოთ ჭეშმარიტად უდიდეს ისტორიულ - საეკლესიო მოვლენისადმი? რას მოუტანს ის ეკლესიას: სარგებელს თუ სერიოზულ პრობლემებს?
პირველი პასუხი მათი მხრიდან, ვინც უარყოფს ეკლესიის კრებსით ტრადიციას და ყურს არ უგდებს ეკლესიის ძირითად საღვთისმეტყველო ტენდენციებს, იქნება ის, რომ მოახლოებული კრება უმაღლეს დონეზე წარმოაჩენს მართლმადიდებელ ეკლესიას. იმის გარდა, რომ შეუძლია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ზოგიერთი საკამათო საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, მორწმუნეთა დამოძღვრის საკითხს თუ სხვა, შეუძლია დემონსტრირება იმისა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას, შემდგარს დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესიებისაგან, გააჩნია ძალა და განუყრელი ერთობა. ასევე ნებისმიერ კეთილმორწმუნე მართლმადიდებელს შეუძლია ამტკიცოს, რომ უდიდესი ისტორიული მოვლენის ზღურბლზე იმყოფება, ვინაიდან, როგორც იქნა, თორმეტი ასწ-ლეულის შემდეგ, ე.ი. მეშვიდე მსოფლიო კრების, ამდენი საუკუნის კრებსითი დუმილის შემდეგ, ჩვენ ვაღწევთ წარმოუდგენელ სიდიდეს - დიდი კრების მოწვევას, ვით გაგრძელებას წინარე მსოფლიო კრებებისა. ამით წარმოვაჩენთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ ჩარჩა წარსულში, არ იმყოფება გაქვავებული სამუზეუმო ექსპონატის მსგავს განუვითარებელ ტრადიციაში, რაშიც ხშირად ბრალს გვდებენ პროტესტანტები. ყველაფრის მიუხედავად, მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ ცოცხალი ორგანიზმი, დაინტერესებული თავისი აწმყოთი, აქტუალური და მტკივნეული საკითხებით. ამასთან, კრება ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია - არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო, წმინდა მამებისა და მომდევნო კრებების ეკლესია.
სწორედ ამგვარად აღიქმებოდა და დღესაც ასე აღიქმება მართლმო-რწმუნე სასულიერო პირებისა თუ ერისკაცების მიერ კრების მნი-შვნელობა. წინამოსამზადებელი კრებების კომისიის წევრები, ღვთის-მოსაობითა და ღვთისმოშიშებით წარმოიდგენდნენ თავს წმინდა მამების ადგილზე, რომლებიც მონაწილეობდნენ მსოფლიო კრებებზე. წინამოსამზადებელი კრებების კრებულებში დაცულია მრავალი ნიმუში მონაწილე სასულიერო პირების მსგავსი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობისა.
სამწუხაროდ, თავად ფაქტები, მთელი პროცესი, თემატიკა, მრა-ვალი განცხადება იმ პირებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კრების მსვლელობას, და ბოლოს, ტექსტების შინაარსი, წინამოსამზადებელი კრების დადგენილებათა მართებულებას საეჭვოს ხდის. კერძოდ, რამდენად შეესაბამება კრების საკითხები მართლმადიდებლურ სწავლებას, რაც არ შეიძლება, არ აღელვებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს. სარწმუნოებისა და ეკლესიის ცხოვრების უდავო პოსტულატი გახლავთ ის, რომ კრების ავტორიტეტი არ არის დამოკიდებული არც წარმომადგენელთა სიბრძნეზე, არც სათნოებებზე, არც სიმრავლეზე, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება მისი გადაწყვეტილებები წინარე კრებების სულისკვეთებას, მათ დოგმატურ და კანონიკურ განსაზღვრებას, რომელთა გადაწყვეტილებები უპირობოდ უნდა შესრულდეს ყველა მომდევნო კრების მიერ? ერთობ ფასეულია ამ თვალსაზრისით წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვა: „ეკლესია წმინდად და ჭეშმარიტად აღიარებს იმ კრებებს, რომლებზეც მართებული დოგმატები დაადგინეს".
ცხადია, აქ ვერ გადმოვცემთ ყველა თვისებასა და მტკიცებულებას იმისა, რომ ეს კრება მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ტრადიციის მიღმაა, და საკუთარი, უცხო გზით მიემართება. ამასთან, ჩვენი დროის სხვა ტრადიციებისა და სხვა სარწმუნოებების ზეგა-ვლენის ქვეშ ექცევა, თითქოს მოკვეთილია წინარე წმინდა კრებებისაგან. შემდეგში მივუთითებთ ყველაზე თვალსაჩინო ელემენტებს ამ განსხვავებისა.
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პირველად, ისტორიის მანძილზე, კრების მომზადებამ ასეთი დიდი დრო წაიღო, შეიძლება ითქვას რეკორდული მაჩვენებელია. თუ ათვლას შევუდგებით პატრიარქ მელეტი (მეტაქსაკის) ე.წ. „სრულიად მართლმადიდე-ბელთა კონგრესის" (1923 წ.) პერიოდიდან, დავინახავთ, რომ მას შემდეგ ოთხმოცდაცამეტი წელი გავიდა. თუ საკითხის განხილვას კ. როდოსზე (1961 წ.) პირველი სრულიად მართლმადიდებელთა წინამოსამზადებელი კრებიდან შევუდგებით, მაშინ საუბარია ორმოცდათხუთმეტ წელზე. ცხადია, დროის ხანგრძლივობა არ განიხილება კრების შეფასების კრიტერიუმად. მაგრამ, სხვა მრავალ ღვთისმეტყველთან ერთად მივიჩნევთ, რომ ეს გარემოება მიგვანიშნებს კრების მოწვევის „მიზეზის" ან „აუცილებლობის" არარსებობაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ კრება აბსოლუტურად განსხვავებული, ეკლესიურ - პოლიტიკური მიზნებით გამოირჩევა.
იმავეს ვიტყვით ე.წ. „ლაბირინთის", იმ ქაოსისა და მიუღებელი თემატიკის შესახებ, რომლებიც განიხილა პირველმა წინამოსამ-ზადებელმა კრებამ კ. როდოსზე (1961 წ.). საკითხების სიმრავლის მიუხედავად, უპრიანი იყო ეს თემები საღვთისმეტყველო ფაკულ-ტეტებზე ან კვლევის ცენტრებში განხილულიყო, და არა მორიგ კრებაზე. ჯერ ერთი, პრაქტიკულად ყველა ამ საკითხზე არსებობს კრებსითი გადაწყვეტილება და მამებისეული შეფასება. მეორე, მსოფლიო კრება ყოველთვის მცირე რაოდენობის საკითხითა და თემით იყო დაკავებული. ამის შედეგად არ გარდაიქმნა სპეცია-ლიზებულ ფაკულტეტად ან კვლევით ცენტრად. ათი საჭირბოროტო საკითხიდან, რომლის განხილვა დაისახა აღნიშნულმა კრებამ, მხოლოდ ორი თემაა სასწრაფოდ გადასაწყვეტი, ვინაიდან სწორედ ამ მიზეზების გამო ჩნდება პრობლემები ეკლესიის ერთობაში: 1) კალენდრისა და პასქალიის და 2) დიასპორის საკითხი. სხვა დანარჩენი საკითხი, როგორებიცაა: მარხვა, ქორწინება, ქრისტიანული იდეალი მშვიდობისა და თავისუფლების, რასობრივი განსხვავებების საკითხები და ა.შ. პასუხგაცემული გახლავთ წმინდა წერილის, ასევე მამებისეული და კრებსითი ტრადიციის მიერ. დანარჩენი საკითხები - ავტონომია, ავტოკეფალია, დიპტიქი თუ სხვა - გახლავთ დემონსტრირება უმაღლეს იერარქებს შორის პირველობის მოპოვებისა. შესაძლო იყო ეს საკითხები გარკვეული მოლაპარაკებებისა და განხილვების შედეგად გადაწყვეტილიყო, არა სასწრაფო წესით, ვინაიდან არ ახდენენ უშუალო ზეგავლენას მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებაზე.
3. წმინდა და დიდი კრების განსხვავებული ხასიათი
ღრმა წუხილს იწვევს გააზრება იმ ფაქტისა, რომ შეიცვალა წინა-მოსამზადებელი წმიდა და დიდი კრების ხასიათი. კიდევ უფრო გულსატკენი და ეკლესიურად მიუღებელი გახლავთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ ამ ცვლილებების დამკვიდრება მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრებაზე, რომელიც 2015 წ. 29 აგვისტოს შედგა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისინი ვისაც სწამდა, იმედს გამოთქვამდნენ და მხარს უჭერდნენ აღნიშნული კრების მოწვევის იდეას; ვინც ავითარებდა და იბრძოდა მისთვის, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ვინც უწოდებდა მას წმინდას და დიდს, ვეტყვით: კრებისადმი მსოფლიო ავტორიტეტის მინიჭება პოსტ-ფაქტუმ ეკლესიის სისავსის მიერ ხორციელდება. ყოველივე ამის მიუხედავად, მსოფლიო პატრიარქი თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ კრება ვერ დახასიათდება ვით მსოფლიო, ვინაიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთის ქრისტიანები. სიტყვასიტყვით მან შემდეგი განაცხადა: „მეორე საკითხია დაზუსტდეს ბუნება და ხასიათი წმინდა და დიდი კრებისა. რაც შეეხება თვით კრების სახელწოდებას, პირველი წინამოსამზადებელი კრების მიერ შემოვიდა წინადადება არ დახასიათდეს დაანონსებული კრება ვით მსოფლიო, იმ მიზეზის გამო, რომ მასზე არ იქნებიან მოწვეულნი დასავლეთის ქრისტიანები, როგორც ეს იყო ადრე ძველი ეკლესიის დროს, კრებების ეპოქაში". რთული დასაჯერებელია, რომ აღნიშნული განცხადება ისმის სწორედ პატრიარქისაგან, სულიერი ხელმძღვანელისაგან, რომელიც პატრიარქად არჩევამდე, ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი, მონაწილეობას იღებდა კრების მოსამზადებელ კომისიებსა და შეხვედრებში, ხოლო ზოგიერთს თავმჯდომარეობდა კიდეც. არც ერთმა კრების წინამოსამზადებელმა შეხვედრამ არ მოიწონა კრებისადმი მსოფლიო სტატუსის მიუნიჭებლობა. ეს მსოფლიო პატრიარქის პირადი მცდარი აზრია, რომელიც პირად ეკლესიოლოგიას ეფუძვნება, რომელსაც ასეთი გულმოდგინებით ქადაგებს და რომელიც დიდი კრიტიკის საგანი გახდა საბერძნეთში მრავალი მღვდელმთავრის, მღვდლის, ბერის, საღვთისმეტყველო ფაკულტეტების წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე ათასობით უბრალო მრევლის მიერ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს.
მსოფლიო პატრიარქის განცხადებიდან გამოდის, რომ მართლმა-დიდებელი ეკლესია არ არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამო-ციქულო ეკლესია; არ ფლობს ეკლესიის სისავსეს და არასრუ-ლყოფილია; დამოუკიდებლად არ შეუძლია მსოფლიო კრების მო-წვევა, ვინაიდან ეკლესიის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მისი მეორე ნაწილი - დასავლეთის ქრისტიანები, პაპისტები და პროტესტანტები - არ ესწრებიან. შედეგად, ეკლესიის სრულფასოვან წევრებად მოიაზრებიან. ეს განცხადება გულისხმობს ახლებულ მიდგომას ერეტიკოსებისადმი. გამოდის, რომ ერეტიკოსებთან ურთიერთობის შეწყვეტა უარყოფითად მოქმედებს ეკლესიის ერთობასა და კრებსითობაზე და რომ ერეტიკოსების გარეშე ეკლესია არ არის ერთიანი და მთლიანი, რომ წმინდა და კრებსითმა მამებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც ანათემას გადასცეს ერეტიკოსები და განაყენეს ისინი ეკლესიისაგან. არსებითად აქ საუბარია პროტესტანტული „განშტოებათა თეორიის" მიღებაზე, ვატიკანის მეორე კრების ეკლესიოლოგიაზე, სრული და ნაწილობრივი ეკლესიურობის თემაზე განსხვავებული ვარიანტით.
ამრიგად, ჩვენი ურთიერთობის საკითხი სხვა კონფესიებთან, რომ-ლის თავს მოხვევასაც წინამოსამზადებელი კრების დასაწყისიდანვე ცდილობენ „ეკლესიებად ეკლესიის მიღმა", ცხადზე უცხადესია - არის ეკლესიოლოგიური ცდომილება. ჩვენ აღარ ვუწოდებთ მათ ერეტიკოსებს, მეცხრამეტე საუკუნის კონსტანტინოპოლის კრებების განსაზღვრებისამებრ, არც ამ საკითხის განხილვას ვაპირებთ წინამოსამზადებელ კრებაზე, არამედ ირიბად ვაღიარებთ მათ ეკლესიებად. კრების არსებული ტექსტებიდან ირკვევა, რომ არაპირდაპირ, ერეტიკოსების - პაპისტებისა და პროტესტანტების ნათლისღებისა და ეკლესიურობის აღიარება იგეგმება.
წინამოსამზადებელი კრებისთვის მსოფლიო სტატუსის მიუნიჭებ-ლობა ორგანიზატორების მუშაობას სხვა ასპექტებითაც აიოლებს. თუ კრება შედგება როგორც მსოფლიო, მაშინ მსოფლიო კრებებად IX და XIV ს.ს. უნდა აღიარონ. კერძოდ, მერვედ - წმ. პატრიარქი ფოტის დროს შემდგარ კონსტანტინოპოლის კრებას 897 წ, და მეცხრედ - წმ. გრიგოლ პალამას დროს შემდგარ 1351 წლის კონსტანტინოპოლის კრება, რომლებმაც თავის მხრივ ერესებად შერაცხეს, პირველმა - Filioque (ფილიოქვე), ხოლო მეორემ - სწავლება ქმნილი მადლის შესახებ. სწორედ ამ ნიშნით მეტად ყურადსაღებია სერბეთის პატრიარქის ირინეოსის მიმართვა ყველა ადგილობრივი მართლმა-დიდებელი ეკლესიისადმი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ წინამოსამზადებელ კრებაზე წამოყენებულიყო აღნიშნული საკითხი, რათა ზემოთხსენებული კრებებისთვის მსოფლიო სტატუსი მიენი-ჭებინათ, რისი გაკეთებაც ერთობ უძნელდებათ პროპაპისტ - ფანარიოტებს.
მსოფლიო სტატუსზე უარის თქმა ასევე ამარტივებს შემდეგ საკი-თხსაც: მასში მონაწილეობას აღარ მიიღებს ადგილობრივი მართლ-მადიდებელი ეკლესიის ყველა ეპისკოპოსები, როგორც ეს ხდებოდა მსოფლიო კრებების მოწვევის დროს. შესაძლოა, ამით ცდილობენ აიცილონ ზოგიერთი ტრადიციულად განწყობილი მღვდელმთავრის პოზიცია ბოლომდე არატრადიციული მიმართულების საკითხების გადაწყვეტილების დროს. ან ცდილობენ, აიცილონ რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა დიდი რაოდენობის შედეგად უპირატესობის მოპოვება გადაწყვეტი-ლებების მიღების დროს. მაგრამ ყველა მსგავსი მოვლენა ადამიანის ეგოისტური მისწრაფებების გამოხატულება გახლავთ, რომლებიც უცხოა როგორც მამებისეული კრიტერიუმისთვის, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისთვის, რომლის თანახმადაც ყველა ეპარქიის ეპისკოპოსი, თუგინდ ყველაზე მცირე ეპარქიისა, თავის სამწყსოსთან ერთად კრებსითი ეკლესიის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მათი დაუსწრებლობა კრებაზე არა მხოლოდ არღვევს ქრისტეს სხეულის ერთობას, არამედ „ეკლესიის სრულ შემადგენლობას" ართმევს შესაძლებლობას გამოხატოს თავისი მოსაზრება. არანაირი კრიტერიუმით: არც მოძღვრულით, არც ეკლესიოლოგიურით, არა აქვს გამართლება ყოველი ადგილობრივი ეკლესიიდან მხოლოდ ოცდაოთხი მღვდელმთავრის მოწვევას. ცხადია, ყოველივე ეს, პირველყოვლისა, ეჭვის ქვეშ აყენებს ეპისკოპოსების თანასწორობის საკითხს, ასევე ბუნდოვანია გამორჩევის პრინციპიც იმ ოცდაოთხი ეპისკოპოსის, რომლებიც უნდა გაემგზავრონ კრებაზე. ამრიგად, შესაძლოა, საუბარი იყოს იმ ეპისკოპოსის პასუხისმგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას კრებაზე და რომლებიც საკმაოდ მრავალრიცხოვანნი არიან უმრავლეს ავტოკეფალურ ეკლესიაში? ვინ უწყის მათზე უკეთესად, და ვინ მიიტანს კრებამდე მათი ეპარქიების მრევლის პრობლემებს? კრებაზე მონაწილე მღვდელმთავრები რაგვარად გამოხატავენ ეკლესიის მთელი სისავსის აზრს? და პირიქით, პრაქტიკაში დამტკიცდება კრების გადაწყვეტილება და განხორციელდება მათი რეცეფცია მორწმუნეთა და ეკლესიის მთელი სისავსის მიერ?
4. წმინდა და დიდმა კრებამ ეკლესიის სისავსით უნდა დაადასტუროს შემდეგი ერესების ბრალეულობა
დასასრულს, უპრიანია, გამოვთქვათ ჩვენი წუხილი და შეშფოთება, ვინაიდან განსახილველად არ გამოაქვთ მეტად აქტუალური და მტკივნეული საკითხები, რომლებსაც ერესებისა და განხეთქილე-ბების შექმნამდე მივყავართ. ის ფაქტი, რომ ეს საკითხები დღემდე არ გამოუტანიათ წინამოსამზადებელ კრებაზე განსახილველად, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი კვლავ დარჩება კანონიკური განსაზღვრებისა და გადაწყვეტილების გარეშე. სხვა მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო პრობლემებიც არსებობს, რომელთა გადაწყვეტას ყოველმხრივ გაურბიან ეკუმენისტური და სინკრიტიკული მენტალიტეტის, ასევე სეკურალური სულის მქონე ეკლესიის მმართველი წრეები. მაგალითად, ორი მნიშვნელოვანი თემა, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ: დიასპორისა და კალენდრის - პასქალიის თემა. პირველ საკითხთან დაკავშირებით მღვდელმთავართა თათბირების დროს არსებობს დროებითი, დაუსრულებელი გადაწყვეტილება. კვლავაც არ არის დაცული ეკლესიის ძირეული და სულიერი პრინციპი, რომ ერთ ტერიტორიაზე ერთი ეპისკოპოსი უნდა იყოს. რაც შეეხება კალენდრისა და პასქალიის საკითხს, იმის ნაცვლად, რომ ნებისმიერი გზით აიცილონ განხეთქილება, რომელიც ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილების გარეშე ახალ სტილზე გადასვლას მოჰყვა. აღნიშნული განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება ბოლო დროს ხშირად პროპაგანდირებული და განვითარებადი პასქალიის ერთობლივად აღნიშვნის საფრთხის გამო. საბედნიეროდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ასევე საქართველოს ადგილობრივმა ეკლესიამ - მთარგმნ.) და სხვა ეკლესიებმა, რომლებიც ემხრობიან ძველ სტილს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავისი პოზიცია. კერძოდ, რომ არა თუ არ აპირებენ ახალ სტილზე გადასვლას, არამედ არც ფიქრობენ ამ საკითხის განხილვას. მაგრამ შეშფოთება კალენდარულ საკითხთან მიმართებაში მაინც აქტუალური რჩება. ზოგიერთმა მხარემ, იქნებ რაღაცნაირად გამოავლინოს სიმამაცე და ახალი სტილის არამართებულობა აღიაროს, ვინაიდან არ არსებობს მასზე კრებსითი მართლმადიდებლური გადაწყვეტილება და კვლავ დაუბრუნდნენ ძველ კალენდარს, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნეს სასურველი საეკლესიო ერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრების მეშვეობით შეეცდებიან დანარჩენი ეკლესიების ახალ სტილზე გადაყვანას, რაც პრაქტიკულად განუხორციელებელია. სხვა გზა არ არსებობს. სხვაგვარად პასუხს აგებენ განხეთქილების პროვოცირების გამო, რომელიც, წმ. იოანე ოქროპირის დროს ერესზე უმძიმეს ცოდვად მიიჩნეოდა, ვინაიდან მას მოწამეობრივი სისხლიც კი ვერ წაშლის. მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეკუმენისტური მოძრაობის ზეგავლენის გამო ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის კრებებმა ერეტიკული სწავლება მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ წინამოსამზადებელი კრების გადაწყვეტილებებში არ დარჩეს არც ერთი პუნქტი ან ქვეპუნქტი, რომლებიც გაამყარებს მცდარ შეხედულებას, რომლებიც გამყარებულია ადგილობრივი ეკლესიების კრებების გადაწყვეტილებით, რომლებსაც ეყრდნობიან საეკლესიო დიალოგების მონაწილენი, და რომლებიც ავტომატურად ექცევიან წმინდა კანონთა მსჯავრის ქვეშ, ვინაიდან ისინი ეწინააღმდეგებიან წმინდა მამების, ასევე მსოფლიო და ადგილობრივი კრებების ერთსულოვან გადაწყვეტილებას.
უნდა აღინიშნოს წინამოსამზადებელი კრების, ჩვენი აზრით, კიდევ რამოდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა. მოგეხსენებათ, ერესთა ერესი - ეკუმენიზმი, ზოგადქრისტიანულ და ზოგადეკლესიურ კონტექსტში, აფრთხობს და ანაწევრებს ადამიანის ცნობიერებას, ის სწრაფად ვრცელდება სამღვდელოებასა თუ უბრალო ერისკაცებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ მყისიერად აღიკვეთოს ეს მოვლენა, კრება, ირიბად, თითქოს იწყნარებს და აძლევს მას გასაქანს. დანარჩენი საკითხები, ამ ნიშნით, მეორეხარისხოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანია. სრულიად მართლმადიდებელთა დონეზე განხორციელდება პაპიზმისა და პროტესტანტიზმის, როგორც ერეტიკოსების საჯარო მსჯავრდება? შეჩერდება წარუმატებელი საღვთისმეტყველო დიალოგი? გავემიჯნებით კი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს", რომელიც არსობრივად ერესების მსოფლიო საბჭო გახლავთ?
კრება, რომელიც ხელ უმართავს ერეტიკოსებთან ურთიერთობას არ შეიძლება მართლმადიდებლური კანონმდებლობის მემკვიდრედ მივიჩნიოთ, რომელმაც ეს ერესები ამხილა. თუ გსურს, რომ ეს კრება არ შევიდეს ისტორიაში, როგორც ავაზაკთა მორიგი კრება, მოც-იქულთა კანონებისა და წმინდა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონისამებრ დაედოს ეპიტიმია (განაყენონ ეკლესიადან) ისინი, ვინც ავრცელებს ყველა სახის ეკუმენიზმს, ვინაიდან ეკუმე-ნიზმი გახლავთ ეკლესიოლოგიური ერესი. უნდა დადასტურდეს იმ ერესების მიუღებლობა, რომელებიც წმინდა მამების მიერ მსოფლიო და დგილობრივ კრებებზე, დროის სხვადასხვა პერიოდში მკაფიო გადაწყვეტილებებითა და ანათემებით ამხილეს. იმისათვის, რომ კრებას მიენიჭოს მსოფლიო ავტორიტეტი, ეკლესიის სისავსით უნდა დაამოწმოს ერესებისა და იმ პირების ბრალეულობა, რომლებიც მხარს უჭერენ მას და დღემდე საჯაროდ არ შეუნანიათ:
1) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებლობა არის მხო-ლოდ ნაწილი ეკლესიისა.
2) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს ყველა ქრისტიანული კო-ნფესია ერთიანი ეკლესიის განშტოებებია.
3) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია თი-თქოს ერთ-ერთია მრავალრიცხოვანი „ეკლესიის ოჯახებს" შორის.
4) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს დაკარგულია ეკლესიის ერთობა. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეკლესია არის ერთიანი და ერთადერთი, ვინაიდან მისი თავია უფალი იესო ქრისტე. ეკლესიის ერთობა რწმენაში, წეს-განგებაში, მმართველობისა და მორწმუნეთა იერარქიისადმი მორჩილებაში ერთობით ვლინდება, ვიდრე იერარქია იცავს სარწმუნოებრივ ერთიანობას.
5) ერესია, რომლის თანახმადაც ეკლესია თითქოს „დანაწევრებუ-ლია ქრისტიანულ კონფესიებად", და რომ ჩვენ ამჟამად „ახალი მამები" ვართ, რომლებმაც უნდა „აღვადგინოთ მისი ერთობა" „დოგმატური მინიმალიზმის" მეშვეობით, ე.ი. მართლმადიდებლებსა და ერეტიკოსებს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედად მინიმალური რწმენა მიჩნეული, ანუ მხოლოდ წმინდა სამებისა და იესო ქრისტეს, ვით ღმერთკაცისა და მაცხოვრის რწმენა. ეკლესიის დანარჩენი დოგმატური განსაზღვრებები, მათ შორის: საკრალური მღვდლობა, წმინდა ხატები, ხელთუქმნელი მადლი, წმინდანთა თაყვანისცემა და ა.შ. - უგულებელყოფილია.
6) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს არსებობს „უხილავი ერთ-ობა" აღნიშნული საერთო რწმენით, და რომ მას („უხილავ ერთობას") მოჰყვება „ხილული ერთობა", რომელიც „კონფესიების" გაერთია-ნების შემთხვევაში განხორციელდება (ერთობა, განსხვავებული დოგმებითა და ტრადიციებით).
7) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს საკმარისია წმინდა სამე-ბისა და იესო ქრისტეს როგორც ღმერთისა და მაცხოვრის რწმენა, რათა გახდე წევრი ეკლესიისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა ქრისტიანული „კონფესია" ეკლესიის საკრებულოდაა მიჩნეული.
8) ერესია, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი ეკლესია და პაპიზმის ერესი თითქოს „და - ეკლესიებია" ან „ორი ფილტვია", რომლითაც სუნთქავს ერთიანი ეკლესია.
9) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს მართლმადიდებელ ეკლ-ესიასა და პაპიზმის ერესს შორის არ არსებობს არანაირი დოგმატური განსხვავება, რომ ერთადერთი განსხვავება მსოფლიო პრიმატია - რომის „პაპის" უფლებამოსილება მსოფლიო ეკლესიაზე.
10) მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ქრის-ტიანთაშორისი დიალოგის ფარგლებში ხელმოწერილი არამართლ-მადიდებლური შეთანხმებები. აქ გვსურს ხაზგასმით ვთქვათ, რომ არ ვართ დიალოგის წინააღმდეგ, იმ პირობით, თუ ის მართლმა-დიდებლურ საფუძვლებზე განხორციელდება და მიზნად დაისახავს ერეტიკოსების დაბრუნებას მართლმადიდებელ ეკლესიაში, კატახი-ზაციის, საკუთარი ერესის უარყოფის, ნათლისღების, მირონცხებისა და ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოს მეშვეობით.
11) რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული შამბეზის შეათანხმება, რომლის თანახმადაც ერეტიკოსები: ანტიქალკედონიტი მონოფიზიტები, ე.წ. მიაფიზიტები, სევერი ანტიოქიელის ერესის მიმდევრები, მიიჩნევიან მართლმადიდებ-ლებად. მონოფიზიტ - მიაფიზიტები ასწავლიან, რომ ქრისტეს ჰიპოსტასების გაერთიანების შემდეგ აქვს მხოლოდ ერთი რთული ბუნება. ისინი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ორი ბუნება ქრისტეში შეურწყმელი და უცვლელი სახით, განუყოფლად და განუყრელად მკვიდრობს სიტყვა - ღმერთის ერთ ჰიპოსტასში. ამასთან, ყოველი ჰიპოსტასი (ბუნება) ინარჩუნებს თავის ნებას და ენერგიათა მოქმედებას. აღნიშნული ერეტიკოსები არ აღიარებენ IV, V, VI და VII მსოფლიო კრებების სწავლებას და თავის ცდომილებაში, ეკლესიის მიღმა რჩებიან. შამბეზის ტექსტი ასევე ამტკიცებს, რომ მსოფლიო კრებების ანათემები თითქოს გამოწვეული იყო უბრალო ტერმინოლოგიური გაუგებრობებით, რომ თითქოს არ არსებობს არანაირი დოგმატური განსხვავება მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერეტიკულ, მონოფიზიტურ (კოპტები, სომხები, სირიოიაკობიტები, ეთიოპიელები) დაჯგუფებებს შორის, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
12) ბალამანდის შეთანხმება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მიიღეს ახალი ტიპის უნია და პაპისტ-ერეტიკოსების ფსევდო საიდუმლოებები აღიარეს. აღნიშნული შეთანხმება უარყოფილია ადგილობრივი მართ-ლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების მიერ ბალტიმორში 2000 წელს.
13) ერესია, რომლის თანახმადაც ფილიოქვე (სულიწმიდის „და ძისაგან" გამომავლობა) თითქოს უბრალო ტერმინოლოგიური გაუგებრობაა და არა წმინდა სამების დოგმატის დამახინჯება, რომელიც თავად ღმერთმა განკაცებული ძის, იესო ქრისტეს მიერ განგვიცხადა.
14) ე.წ. „ანათემის მოხსნა" მართლმადიდებლებსა და პაპისტებს, ას-ევე მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს, მონოთელიტებსა და მონოენერგისტებს შორის, ანათემებისა, რომლებიც წმინდა მსოფლიო კრებებმა განაჩინა. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, დოგმატური ანათემა ვერ ანულირდება მაგიური ფორმით, ვიდრე მანამდე ანათემიზმის მიზეზი არ გაბათილდება.
15) ერესია, რომლის თანახმადაც თითქოს ერთი, წმინდა, კათოლ-იკე და სამოციქულო ეკლესიის მიღმა არსებობს მაცხოვნებელი მადლი, რომ თითქოს არსებობს ჭეშმარიტი ნათლისღება და მღვდლობის ქმედითი მადლი მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმაც. მაგრამ, როგორც ცნობილია, მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის ქონა და წმინდა სამების ფორმულის წარმოთქმა, არ ანიჭებს ერეტიკულ „საიდუმლოებებს" მადლს.
16) ერესია მოსაზრება, რომლის თანახმადაც წმინდა და ღვთივგან-ბრძნობილი მამები ჩვენს დროში ვეღარ იქნებიან აქტუალურნი. ერესია, რომელიც არსობრივად უარყოფს სულიწმიდის მკვიდრობას წმინდანებსა და მსოფლიო კრებების ღვთივგანბრძნობილ მამებში, შედეგად, თავად ეკლესიაში, როგორც ღმერთკაცობრივ ინსტიტუტში.
17) ერესია მოსაზრება, რომელიც აცხადებს, რომ არ ვუწყით რაგ-ვარი ზღვარია მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერესს შორის, რომლის თანახმადაც მთელი კაცობრიობა „უხილავი ეკლესიის" წევრია. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ეკლესია არის ისტორიული, ხილული, მოციქულებრივი მემკვიდრეობისა და მართალი სარწმუნოების, ანუ დოგმების აღმსარებელი, რომლებიც მსოფლიო კრებებზე განისაზღვრა. ანათემები, რომლებიც მიჯნავენ დოგმატურ ჭეშმარიტებას ერეტიკული სიცრუისაგან, რომლებსაც (დოგმატურ ჭეშმარიტებას) გადასცემს შემდეგ თაობებს ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა - ეს გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესია.
18) ერესია, რომლის თანახმადაც ერეტიკოსებიც რაღაცნაირად ეკ-ლესიის წევრებია.
19) ერესია კონცეფცია, რომლის თანახმადც მორწმუნეთა რაოდ-ენობა ჭეშმარიტი ეკლესიის განმსაზღვრელი. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ჭეშმარიტი ეკლესიის განმსაზღვრელია შეუცვლელი დაცვა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებისა.
20) დაშვებისა და იკონომიის დოგმად და კანონად წარმოჩენა. მარ-თლმადიდებლური სწავლების თანახმად, იკონომია გახლავთ დროებითი განშორება აკრივიისაგან, სარწმუნოების კანონისაგან, ადამიანთა უძლურების გამო უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც ობიექტური წინააღმდეგობის მიუხედავად, ადამიანების მართალ სარწმუნოებაზე მოქცევას ისახვს მიზნად. იკონომია და დათმობა გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სათნო მიზნის მიღწევისათვის. ხოლო თუ მსგავსი გამონაკლისი სიტუაცია არ შეინიშნება, იკონომიის გამოყენება არღვევს და უგულებელყოფს კანონიკურ წეს-განგებას. შედეგად, ეს არ გახლავთ ბრძნული ადაპტირება, არამედ წმინდა დადგენილებათა უგულებელყოფაა, რასაც მართლმადიდებლობის გაამმსოფლიურობამდე მივყავართ.
21) ე.წ. „შერეული ქორწინება" მართლმადიდებლებსა და არამართ-ლმადიდებლებს შორის. ქორწინების საიდუმლო - სიყვარულის საიდუმლოა, რომელიც ცოლსა და ქმარს მართალი სარწმუნოების საფუძველზე აერთიანებს. ეს საიდუმლო არ შეიძლება მეუღლეთა მხოლოდ ერთ, მართლმადიდებელ წევრს გადაეცეს. ამდენად შერე-ული ქორწინება არანამდვილია. ამავე დროს არამართლმადი-დებელთან ერთობლივი ლოცვის ნიმუშს წარმოადგენს.
22) წმინდა სამების პირთა თანასწორობის უარყოფა. მართლმადი-დებლური სწავლების თანახმად, ჰიპოსტასური თვისებები: რომ მამა უშობელია, ძე შობილი და სულიწმიდა გამომავალი - ყოველი ცალკეული პირის თვისებაზე მიგვანიშნებს. ამავე დროს, სამივე პირი თანაბარია დიდებითა და პატივით - ერთარსნი არიან.
23) ერესია მოსაზრება, რომლის თანახმადც მსოფლიო პატრიარქი არის პირველი, რომელსაც არ ჰყავს თანასწორი. ეს მოსაზრება ერესის შემცველია, ვინაიდან უარყოფს წმინდა სამების პირთა თანას-წორობას.
24) ერესია, რომლის თანახმადაც სხვა ქრისტიანული კონფესიები შეზღუდული მადლის ეკლესიებია, შესაბამისად შორიახლოს იმ-ყოფებიან ეკლესიის სისავსისაგან, და რომ ეკლესია, რაღაცნაირად ყველა განყენებულ აღმსარებლობას მოიცავს.
25) ერესია ევქარისტიული ეკლესიოლოგია, რომელიც ირწმუნება, რომ აღმსარებლობის განურჩევლად, ვინც არ უნდა აღასრულებდეს ლიტურგიას, ეკლესიის წევრია.
26) ერესია, რომლის თანახმადაც მამა ღმერთი (წმინდა სამების პირი) გაიგივებულია სხვა მონოთეისტური რელიგიების ღმერთებ-თან (იხ. იონ. 8. 19).
რადგან საუბარი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოწვევაზე, მისი ტერმინოლოგიური განსაზღვრებები მკაც-რად საღვთისმეტყველო და ეკლესიური უნდა იყოს. მისი გადაწყვეტილებები მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს ეკლესიის ტრადიციას, რომელიც არა კონსერვატორული, არამედ ტრადიციუ-ლია; ის არ მოქმედებს ინერციით, არამედ მუდმივ დინამიკაშია, რომელიც არ არღვევს საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური აზროვნების ფარგლებს.
ამრიგად, კრების დოკუმენტების ჩამოყალიბებაში უნდა მონაწილე-ობდნენ მღვდელმთავრები და ღვთისმეტყველები, რომლებიც განა-ხორციელებენ ტერიმოლოგიის რედაქტირებას იმგვარად, რომ არ გამოხატონ ნეო-სქოლასტიკური, ეგზისტენციალური იდეებისა და მეტაპატრისტიკული ღვთისმეტყველების ორაზროვნება, რომლებიც არ შეესაბამება წმინდა მამებისა და საღვთისმეტყველო მიდგომასა და ეკლესიის ტრადიციას. ცნობილია, რომ ეკლესიის მამები მსოფლიო კრებებზე ღვთის სიტყვის ძალითა და სულიწმიდის შთაგონებით იბრძოდნენ; მიმართავდნენ შესატყვის ტერმინოლოგიას, რომელიც მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ურყევად და ღვთივსულიერად გამოხატავს. მცდარი ტერმინოლოგიის შერჩევა მართლმადიდებლუ-რი სწავლებისაგან განდგომა გახლავთ. აუცილებელია განსაკუთრე-ბული ყურადღების მიქცევა ამ საკითხისადმი. შესატყვისი კლირიკოსების მოძიება, რომლებიც საკმარისად იცნობენ ისტორიას და ტერმინებისა და ფრაზების შინაარსში ერკვევიან.
ადგილობრივი ეკლესიების მიერ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან შეუთავსებლად მიჩნეული ისეთი მიმდინარეობა, როგორიცაა მასო-ნობა, ჯერ კიდევ არ დაგმობილა მართლმადიდებლური კრებსითი განსაზღვრებით. იგივე ითქმის ბიოთეკისა და სამედიცინო ეთიკის საკითხებზეც, რომლებიც მჭიდრო კავშირშია დამხმარე რეპრო-დუქციასთან, ორგანოთა ტრანსპლანტაციასთან, გონების მოკვდინე-ბასთან, ევთანაზიასთან, ჰომეოპატიის საკითხებთან, რომლებიც არ შეესაბამება სამღვდელოებისა და ღვთისმეტყველ მოსაზრებებთან. აღნიშნულ საკითხთა მიმართებაში ერთობ სერიოზულ პრობლემას ქმნის თანამედროვე საზოგადოებაში ისეთი მოვლენის პროპაგანდა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი - ყველაზე ამაზრზენი ცოდვა მომაკვდინებელ ცოდვებს შორის, რომელსაც არსობრივად ღვთისაგან დადგენილი ქორწინებისა და ოჯახის უარყოფამდე მივყავართ. ასევე ყურადსაღებია თანამედროვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის პროპაგანდა მიცვალებულთა დაწვის თაობაზე. ეს შეურაცხყოფს სიწმინდესა და ადამიანის სხეულის შეუხებლობას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება წმინდანთა სხეულების შემ-თხვევაში, რომლებიც უხრწნელი და მირონმდინარე რჩება და ეშმაკს განსაკუთრებულად აღაშფოთებს.
დასკვნა
ზემოგანხილული მოკლე ისტორია იმ გზისა, რომელიც განვლი-ლია წმინდა და დიდი კრების ორგანიზებისა და მომზადებისთვის ცხადყოფს, რომ მისი ჩატარების მეთოდოლოგია და ძირითად განსახილველი საკითხების თემატიკა არა თუ უცხოა მართლ-მადიდებლური ტრადიციისთვის, არამედ შეგნებულად მიმართულია მისი გადახედვისა და შეცვლისაკენ. წინამოსამზადებელი კრების ჩასწორებული და დამატებული ტექსტების ზოგიერთი ქვეპუნქტი ბუნდოვანებითაა მოცული. ჩვენ სულმოუთმენლად ველით მათ საბოლოო რედაქტირებულ გასაჯაროებას, რათა ჩვენი შეშფოთების საფუძვლიანობა თუ უსაფუძვლობა დადასტურდეს. შევნიშნავთ, რომ ამ ეტაპზე არ ვართ დარწმუნებულნი წინამოსამზადებელი კრება გახდება ლოგიკური მემკვიდრე მსოფლიო კრებებისა, რომ მასზე მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მამებისეულ ტრადიციას და არ იქნება ეკუმენისტური და სეკულარული. სწორედ ამის გამო მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში უპრიანი იყო საერთოდ არ მოგვეწვია კრება. ასეთ მოსაზრებას იზიარებდნენ და საუბრობდნენ ჩვენი დროის დიდი წმინდანები და მოძღვრები. მაგალითად, ღირსი იუსტინე პოპოვიჩი თავის ჩანაწერებსა და მიმართვებში სერბეთის ეკლესიის მაღალი იერარქებისადმი, და წმინდა პაისი მთაწმინდელი. ასევე წმინდა და დიდი კრებისადმი დამოკიდებულებას ვპოულობთ ნეტარი თელოთე ზერვაკოსის პატრიარქ ათინაგორასადმი მიმარ-თულ წერილში. ჩვენ უფრო მეტად ღვთივგანბრძნობილ წმინდანებს ვენდობით, ვიდრე თავისი ადამიანური და მცდარი ლოგიკის მქონე ამა სოფლის ბრძენკაცებს.
Православный Апологет
Xareba.net - ის რედაქცია