1) სისხლისმღვრელი ომები და სტიქიური უბედურებები ბუნებაში;
2) სახელმწიფოთა დამხობა;
3) სახარების ქადაგება მთელს მსოფლიოში.
თანმხლები ნიშნები:
1) ანტიქრისტეს გამოცხადება ყველა სახელმწიფოს მმართველად;
2) იერუსალიმის ტაძრის აშენება და იქ ანტიქრისტეს ტახტის დადგ-ომა;
3) ანტიქრისტეს სახელის გაცხადება, რომელიც გამოიხატება რიცხვ-ით 666;
4) იუდეველთაგან ანტიქრისტეს მესიად მიღება;
5) ანტიქრისტეს ცრუწინასწარმეტყველის გამოჩენა;
6) ანტიქრისტეს ცრუსასწაულები;
7) ილიასა და ენუქის გამოჩენა და მათი მოკვლა ანტიქრისტეს მიერ;
8) ანტიქრისტეს სახელის დაბეჭდვა მარჯვენა ხელსა და შუბლზე;
9) დევნა და წამება ქრისტეს აღმსარებლებისა;
10) ისრაელის მოქცევა ქრისტესადმი;
11) ანტიქრისტეს მეფობა მცირე დროით (სამნახევარ წელიწადს) და მისი განადგურება.
ანტიქრისტეს მოსვლის შემდგომი ნიშნები:
1) ქრისტეს მეორედ მოსვლა;
2) საშინელი სამსჯავრო;
3) ქვეყნიერების აღსასრული;
ამ ნიშნების მიხედვით კაცობრიობა ანტიქრისტეს მოსვლის ნიშანი წინა პერიოდს უახლოვდება, თუმცა მისი მოსვლის დრო-ჟამი თვით ანგელოზთათვისაც კი დაფარულია.
სანამ უშუალოდ ანტიქრისტეს ბეჭდის რაობაზე ვისაუბრებდეთ, მკითხველს შევახსენებთ, რომ ის გრძივი საინფორმაციო შტრიხ-კოდი, რომელიც ბეჭდად ან მის წინასახედ ცხადდება, დღეს ადამიანური მოღვაწეობის თითქმის ყველა პროდუქტზეა დატანილი, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე. თუ ჩვენ ამ პროდუქტების გამოყენებაზე ხელს ავიღებთ, მაშინ დაგვდგომია უკვე შიმშილისა და სიტიტვლის ხანა. არავინ უწყის ამ შტრიხ-კოდს დაეკისრება თუ არა მომავალში საბედისწერო მსახურება, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ამჟამად ამ პროდუქტების მიღება კერპთმსახურება? - არამც და არამც!
პავლე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში კორინთელთა მიმ-ართ, წერდა:
„ამგვარად, ნაკერპავის საჭმელად გმოყენების შესახებ ვიცით, რომ კერპი არაფერია წუთისოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორ. 8.4).
შემდეგ:
„ყველაფერი, რაც ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნურაფერს გამოეძი-ებთ სინდისის გამო, რადგან უფლისაა დედამიწა და მისი სისავსე.
ხოლო თუ მოგიწვევთ რომელიმე ურწმუნოთაგანი და მოისურვებთ მასთან წავლას, ყველაფერი ჭამეთ, რასაც თქვენ წინ დააწყობენ, და ნურაფერს გამოეძიებთ სინდისის გამო.
ხოლო თუ ვინმე გეტყვით: ეს ნაკერპავიაო, ნუ შეჭამთ მთქმელის გამო და სინდისის გამო, რადგან უფლისაა დედამიწა და მისი სისავსე.
ხოლო მე ვგულისხმობ არა შენ სინდისს, არამედ სხვისას. ვინაიდან რატომ უნდა განიკითხოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით" (1 კორ. 10. 25-29).
„ერთხელ ერთმა წმინდა ბერმა თავისი მოწაფე ჭიდან წყლის მოსა-ტანდ გაგზავნა. როდესაც მოწაფე წავიდა, ჭას ასპიტი ნახა, წყალი არ ამოუღია, ისე გამობრუნდა და უთხრა: მოვკვდებით, ამბა, რადგან ჭაში გველი ვნახე, მან კი დაარწმუნა, არ შეშინებოდა და თავის ქნევით უთხრა: შვილო, თუ სატანა მოინდომებს, რომ ჭაში გველი ან ასპიტი იყოს, და წყალში მოხვდება, ნუთუ არასოდეს დალევ? წავიდა ბერი, თავად აავსო ჭურჭელი, პირველმა გასინჯა წყალი და თქვა: სადაც ჯვარია გარდასახული, იქ ბოროტებას არანაირი ძალა არა აქვს".
ძველი პატერიკი 19. 23
შემდეგი მაგალითი ჯვრის ძალისა მამათა ცხოვრებიდან:
„როდესაც ამბა იულიანი ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსი გახდა, რა-მდენიმე ადამიანმა, ქრისტეს მტერმა, გადაწყვიტა, იგი საწამლავით მოეწამლა. მათ მოისყიდეს ახალგაზრდა მსახური და აიძულეს, ეპისკოპოსისათვის საწამლავიანი ჭიქა მიეცა. ამბა იულიანმა ღვთის გამოცხადებით შეიტყო ამ ბოროტი განზრახვის შესახებ. მან გა-მოართვა ჭიქა და წინ დაიდგა. ყმაწვილთათვის არაფერი უთქვამს, მოიწვია ქალაქის მცხოვრებნი, მათ შორის, ბოროტგანმზრახველნიც.
ეპისკოპოსმა შეკრებილებს მიმართა:
- თუ თქვენ საწამლავით მდაბალი იულიანის მოწამვლას ფიქრობთ, მაშინ მე თქვენ წინაშე მივიღებ მას.
მან სამჯერ გადასახა ჯვარი სასმელს და თქვა:
- სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა ვსვამ ამ ჭი-ქას.
მან ყველას წინაშე დალია სასმელი, რომელმაც არაფერი ავნო.
ეს რომ დაინახეს, თავზარდაცემული ბოროტგანმზრახველები მუხ-ლებზე დაეცნენ და ეპისკოპოსს შენდობა სთხოვეს". (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)
წიგნიდან „666 ანუ აპოკალიფსური საცდური"