მსურს მოკრძალებით წარმოგიდგინოთ რამდენიმე საღვთისმეტყ-ველო შენიშვნა და კომენტარი მეხუთე წინამოსამზადებელი შეხვედრის ზოგიერთი გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ. ეს დოკუმენტები ძალიან მალე განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება, ვინაიდან ამ საკითხებზე კრებსითი გადაწყვეტილების მიღება მოგვეთხოვება.
ჩემი საღვთისმეტყველო შენიშვნები ეხება დოკუმენტს: „მართლ-მადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოსადმი".
აღნიშნულ დოკუმენტში, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, არაე-რთი არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი მოსაზრება შეინი-შნება. მაგალითად: პირველ პუნქტში საუბარია მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობიერებაზე, რომელსაც სავსებით მართებულად ეწოდა „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". მაგრამ მეექვსე პუნქტში გამოყენებული ფორმულირება ეწინააღმდეგება პირველს. კერძოდ, მკაფიოდ განისაზღვრა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია ახდენს ისტორიაში სხვა, მასთან ურთიერთობაში არმყოფ ქრის-ტიანულ ეკლესიათა და კონფესიათა არსებობის კონსტატაციას".
ჩნდება სავსებით გამართლებული საღვთისმეტყველო კითხვა: „ვი-ნაიდან ეკლესია, მრწამსისა და მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობიერებისამებრ არის ერთი" (1 პუნქტი), მაშინ რატომ ვიწყებთ საუბარს სხვა ქრისტიანულ ეკლესიებზე? ცხადზე უცხადესია, რომ ეს სხვა ეკლესიები სხვაგვარადმადიდებლებია.
მაგრამ სხვაგვარადმადიდებელ „ეკლესიებს" მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერანაირად ვერ უწოდებს „ეკლესიებს", რადგან დოგმატური თვალსაზრისით მრავალ საღვთის-მეტყველო საკითხში, მართლმადიდებლური სწავლებისაგან განსხვავებული პოზიციის გამო არ არსებობს მიზეზი, ამტკიცო შესაბამისად, მანამ, სანამ ეს „ეკლესიები" იცავენ საკუთარ მცდარ აღმსარებლობას, საღვთისმეტ-ყველო თვალსაზრისით უმართებულოა მათი ეკლესიებად, თუნდაც „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის" მიღმა არსებულად მოხსენიება. უმართებულოა, აგრეთვე, კრებსითად დააკანონო მათი სტატუსი, ვით ეკლესიებისა.
იმავე მეექვსე პუნქტში კიდევ ერთი, სერიოზული საღვთისმეტყვ-ელო ცდომილებაა. პუნქტის დასაწყისში აღინიშნა, რომ „ერთიანობა, რომელსაც ფლობს ეკლესია თავისი ონტოლოგიური ბუნებით, არ შეიძლება დაირღვეს (4). ხოლო პუნქტის ბოლოს აღინიშნა, რომ ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობით მართლმადიდებელი ეკლესია იცავს „ობიექტურ მიზანს - შეამზადოს გზა ერთობისაკენ" (5). ჩნდება კითხვა: „თუ ეკლესიის ერთიანობა არის მოცემულობა, მაშინ რაგვარი ერთიანობის მიღწევას ვლამობთ ეკუმენისტური მოძრობის ფარგლებში? იქნებ ე.წ. დასავლეთის ქრისტიანების დაბრუნება ერთიანი და ერთადერთი ეკლესიის წიაღში იგულისხმება, მაგრამ ამ დოკუმენტიდან არც სიტყვის, არც სულისკვეთების მიხედვით მსგავსი არ ჩანს. პირიქით: იქმნება აზრი, რომ ეკლესიაში, ვით მოცემულობა, ბუნებრივია დანაწევრება, ხოლო ქრისტიანთაშორის დიალოგი დარღვეული ერთობის აღდგენისაკენაა მიმართული".
საღვთისმეტყველო გაურკვევლობა მეორე პუნქტის ორაზროვანები-თაცაა გამოწვეული. მასში ნათქვამია: „მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საღვთისმეტყველო დიალოგის გამართვის პერსპექტივა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან და აღმსარებლობებთან, ეკლესიის ტრადიციისამებრ, ფორმულირებულია კანონიკური ნორმებით. (მეო-რე მსოფლიო კრების მე-7 კანონი; და მეხუთე - მეექვსე მსოფლიო კრების 95-ე კანონი)".
აღნიშნულ კანონებში საუბარია ნათლისღების აღიარებაზე ზოგი-ერთი კონკრეტული ერეტიკოსის მიერ, რომლებმაც მართლმადი-დებელ ეკლესიასთან შეერთების ინტერესი გამოხატეს. მაგრამ ჩვენ მიერ განხილული დოკუმენტის სულისკვეთებითა თუ სიტყვით ირკვევა, რომ საუბარი სრულებითაც არ მიმდინარეობს სხვაგ-ვარადმადიდებელთა ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბ-რუნებაზე. პირიქით, აღნიშნულ დოკუმენტში სხვაგვარადმა-დიდებელთა ნათლისღება აპრიორი აღიარებულია, ვით მოცემულობა, მიუხედავად ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან შესაბამისი ერთიანი გადაწყვეტილების არარსებობისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დოკუმენტი აღიარებს ე.წ. „ნათლისღების ღვთისმეტყველების" თეორიას. ამავე დროს, განზრახ იგნორირებულია ისტორიული ფაქტი, რომ თანამედროვე დასავლეთი ქრისტიანებს (რომაულ - კათოლიკები და პროტესტანტები) გააჩნიათ მრავალი დოკუმენტი, საფუძვლიანად რომ განსხვავდება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისაგან. (ფილიოქვეს (Filioque) გარდა, ესენია: სწავლება ქმნილი მადლის შესახებ, რომის პაპი პრიმატი, მისი (პაპის) უცდომელობა, ხატ-თაყვანისცემისა და მსოფლიო კრებების განსაზღვრებების უარყოფა და ა.შ.).
სამართლიან შეშფოთებას იწვევს ოცდამეერთე პუნქტიც, რომელშიც აღინიშნა, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია კომისიის მიერ შე-მუშავებულ საღვთისმეტყველო დოკუმენტის ხასიათს (იგულის-ხმება „სარწმუნოება და ეკლესიის მოწყობისა" და ეკლესიათა დაახლოების დოკუმენტი) დადებითად აფასებს. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტები ოფიციალურად არ გამოტანილია ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქთა მხრიდან კრებსით დონეზე განსახილველად.
და ბოლოს: ოცდამეორე პუნქტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ და-ანონსებული წმინდა და დიდი კრება წინასწარ განსაზღვრავს თავისი გადაწყვეტილებების უცდომელობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კრების მოწვევის წყალობით, რომელიც ოდითგანვე წარმოადგენდა ეკლესიის კომპეტენტურ და უმაღლეს კრიტერიუმს სარწმუნოებრივ საკითხებში. ამ პუნქტში იგნორირებულია ისტორიული ფაქტი, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში უმაღლეს კრიტერიუმს ეკლესიის დოგმატური ცნობიერება წარმოადგენს, რომელსაც აქვს უფლება აღიაროს ან „ავაზაკურად" მიიჩნიოს თვით მსოფლიო კრებაც. კრებსითი თვისება თავისთვად არ გახლავთ „მექანიკური" გარანტი მართლმადიდებლური სარწმუნოების მართე-ბულობისა. ეს მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როდესაც კრებაზე მონაწილე ეპისკოპოსები სულიწმიდის შთაგონებით მოქმედებენ. ეპისკოპოსთა კრებას გააჩნია შეთანხმება: „ყველაფერში წმინდა მამების კვალდაკვალ".
დოკუმენტის დამაჯამებელი შეფასება
აღნიშნულ დოკუმენტში გადმოცემული და აშკარად ნაგულისხმევი გადაწყვეტილების თანახმად, ცხადი ხდება, რომ მისი ინიციატორები და შემდგენლები ცდილობენ სრულიად მართლ-მადიდებელთა კრებაზე „ქრისტიანული სინკრიტიზმ - ეკუმენიზმის" დაკანონებას. მაგრამ ყოველივე ამას კატასტროფული შედეგები ექნება მართ-ლმადიდებელი ეკლესიისთვის. ამიტომ მოკრძალებით გირჩევთ საერთოდ უარი ითქვას ამ დოკუმენტის დამტკიცებაზე.
კიდევ ერთი საღვთისმეტყველო შენიშვნა ეხება „ქორწინების დამა-ბრკოლებელი გარემოების" დოკუმენტს (6). მეხუთე პარაგრაფის პირველ პუნქტში აღინიშნა: „მართლმადიდებელის ქორწინება სხვა-გვარადმადიდებლებთან აკრძალულია კანონიკური აკრივიით (72-ე ტრულის კრების კანონი). ქორწინება შეიძლება კურთხეულ იყოს კაცთმოყვარებითა და შემწყნარებლობით, იმ პირობით, რომ მათი ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში".
მტკიცება იმისა, რომ მათი „ქორწინების ნაყოფი - ბავშვი მოინათ-ლება და აღიზრდება მართლმადიდებელ ეკლესიაში", ეწინააღმდეგება მართლმადიდებლი ეკლესიის მიერ აღიარებულ ქორწინების საი-დუმლოს საღვთისმეტყველო საფუძვლებს, ვინაიდან: გამოდის, რომ შვილთა შობა (ავტომატურად) შერწყმულია მართლმადიდებელ ეკლესიაში ბავშვის მონათვლასთან და რომ ეს საკმრისი იქნება შერეული ქორწინების ეკლესიურად აღსრულებისთვის. მსგავსი რამ ეს კატეგორიულად აკრძალულია მსოფლიო კრების კანონებით (72-ე ტრულის კრების კანონი). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიო სტატუსის არმქონე წმინდა და დიდი კრება ეჭვქვეშ აყენებს დ არასავალდებულოდ სახელდებს მსოფლიო კრებების სრულიად კონკრეტულ და მკაცრ გადაწყვეტილებას. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია.
და კიდევ: თუ ქორწინების შედეგად ბავშვი არ დაიბადა, განა შეი-ძლება საღვთისმეტყველო თვალსაზრისით კანონიკური ეწოდოს ამგვარ ქორწინებას, არამართლმადიდებელი მეუღლის მხრიდან მხო-ლოდ იმ სიტყვიერი დანაპირების გამო, რომ ბავშვი მართლ-მადიდებელი ეკლესიის წევრი გახდება? ამდენად, საღვთისმეტყველო მიზეზით მეხუთე პარაგრაფის პირველი პუნქტიც უნდა იქნეს ამოღებული.
პროფ. დ. ცელენგინისი. „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან" - დოკუმენტის საღვთისმეტყველო შეფასება
Xareba.net - ის რედაქცია