უკანასკნელ დროს სიტყვა მითი მოდური გახდა. მითს განიხილავენ, როგორც კოდირებულ საკულტო მოქმედებას, როგორც ფილოსოფიის მამას, როგორც იდეათა განსახიერებას, როგორც ისტორიულ მოვ-ლენათა შიფრს, როგორც აბსტრაქტულს კონკრეტულში. ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ მითი არის იგავი ზღაპარში, ხოლო მითური შემოქმედება - გამონაგონის სიბრძნე, სადაც იდეები მოგვეწოდება ხელოვნურ, შეგნებულად გამოგონილ, რეალურად არარსებულ ფან-ტასტიკურ შესამოსელში. უძველეს მითებში სიბრძნე დომინირებდა, თანამედროვე მითებში კი მხოლოდ გამონაგონი დარჩა.
მითოლიგიურ აზროვნებას, რომელიც არარსებულ ფაქტებს ამტკი-ცებს, არ მოჰყავს დასაბუთებანი, ამიტომ მითის უარყოფა ლოგი-კურად და ფაქტიურად ძნელია. ამაშია მითების სიცოცხლისუნა-რიანობა, მაშინაც კი, როცა ისინი აშკარად აბსურდულია.
საღმრთო წერილმა უარი თქვა მითებზე როგორც კოდირების ფორ-მაზე. აპოკრიფებში კი იგი ფართოდაა გამოყენებული. ამჟამად იქმნება მითური აპოკრიფები არა მხოლოდ სახარების შესახებ, არამედ წმიდანთა ცხოვრებაზეც. მაგალითად, ჩვენში შექმნილია მითი მასზედ, რომ ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული, თითქოსდა მეჩეთში დაია-რებოდა და იქ ლოცულობდა საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოდ. მითოლოგიურმა ფანტაზიამ თბილისის მეჩეთში სამეფო ტახტიც კი შეიტანა, რომელზეც, თითქოსდა, იჯდა ხოლმე ჩვენი კეთილმსახური მეფე ისლამური ლოცვისა და ყურანის კითხვის დროს. ამით მითის ავტორები წმიდა დავით მეფეს მიაწერენ მონაწილეობას ნამაზში, რიტუალურ თაყვანისცემებში, მუჰამედის განდიდებებში, რომლები-თაც იწყება და მთავრდება მუსლიმთა ლოცვა. მათ მიერ შექმნილი მითოლოგიური ხასიათის მიხედვით წმიდა დავით აღმაშენებელი, თითქოს, მოწიწებით ისმენდა ყურანის სურებს, სადაც უარყოფილია წმიდა სამება (როგორ შეიძლება ღმერთი სამი იყოსო; არა არს ღმერთი გარდა ღმერთისაო), სადაც ქრისტე წინასწარმეტყველად იწოდება, და არა ძედ ღმრთისა (როგორ შეიძლება ღმერთს შვილი ჰყავდეს, ალაჰს ხომ ცოლი არ ჰყავსო) და სადაც თვით ქრისტეს ბაგეთ მიაწერენ სიტყვებს, თითქოს იგი არასდროს არ უწოდებდა თავს ღმერთს; ასევე ისმენდა სურებს იმის შესახებაც, თითქოს ქრისტეს მიერ აღთქმული ნუგეშინისმცემელი თავად მუჰამედია. მე აქ აღარ მოვიყვან იმ სურებს, რომლებშიც მუსლიმთა დამოკიდებულებაა აღწერილი არამუსლიმე-ბისადმი - ეს ყოველივე კარგადაა ცნობილი და თუკი წმიდა დავით მეფე მეჩეთში დადიოდა სალოცავად, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეთანხმებოდა ამ სურებს. საზოგადოებრივი ლოცვა ხომ ერთიანობის, თანაზიარობის გამომხატველია.
მაგრამ წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან ჩვენ სრულიად სხვა სურათს ვხედავთ: იგი ეკამათებოდა თბილისელ მუფთებს (სჯულის მეცნიერთ) სარწმუნოების შესახებ, ამასთან, აოცებდა მათ ყურანის ცოდნით. ხსენებული მითის გამავრცელებლები გულახ-დილად აცხადებენ, რომ წმიდა დავით აღმაშენებელი, თითქოს ეკუმენისტი და სჯულთშემწყნარებელი იყო, ანუ მათ სურთ ჩაგვაგონონ აზრი იმის შესახებ, რომ თავად ისინი იმ ძველი ეკუმენისტური ტრადიციების მემკვიდრეები არიან, რომლებიც და-მკვიდრებული და განმტკიცებული იყო კეთილმსახური ქართველი მეფის მაგალითითაც. ეს მითი ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ააშკარავებს ეკუმენისტების შორსმიმავალ განზრახვას განახორ-ციელონ არა მხოლოდ ქრისტიანული კონფესიების გაერთიანება, არამედ ქრისტიანულისა ისლამთანაც და ყველა სხვა რელიგიათანაც, - ეკლესიისა მეჩეთთან, სინაგოგისა - პანთეონთან. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ ეკუმენიზმის ზურგსუკან თეოსოფია და გნოს-ტიციზმი დგას, - ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია მადლობაც კი ვუთხრათ მათ გაფრთხილებისათვის.
თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი იმდენად კეთილგანწყობილი იყო მუსლიმების მიმართ, რომ მხარს უჭერდა მათ თავისი ავტორიტეტით, როცა მეჩეთში ლოცულობდა, მაშინ იბადება კითხვა: რატომ განახორციელა მან ესოდენ ენერგიული ქმედებანი ქრისტიანობის განსამტკიცებლად საინგილოში? თუკი დავით მეფე ეკუმენისტი იყო, მაშინ როგორღა უნდა შევუთანხმოთ ეს მისი ინიციატივით მოწვეული რუის-ურბნისის კრების დადგენილებებს, სადაც განწესებული იყო მართლმადიდებლობაში დაბრუნებული მონოფიზიტების ხელახალი მონათვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ეკლესიები არ მოითხოვდნენ ამას და მხოლოდ სინანულისა და მირონცხების გზით მიიღებდნენ მოქცეულ მწვალებლებს? თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი ეკუმენისტი იყო, მაშინ რატომ ამოირჩია მან თავის სულიერ მოძღვრად ცნობილი მართლმადიდებელი ტრადიციონალისტი არსენი იყალთოელი, რო-მელმაც დიდი სჯულის კანონი თარგმნა (საეკლესიო კანონთა, მოციქულთა დადგენილებათა, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების განსაზღვრებათა, წმიდა მამათა კანონთა კრებული), სადაც სხვათა შორის, აკრძალულია მართლმადიდებელთა ლოცვა სხვაგვარადმადი-დებლებთან, სხვა რჯულის წარმომადგენლებთან და ამგვარი ქმედებისათვის ეკლესიიდან განკვეთაა დაწესებული?!
არსენ იყალთოელი ცნობილია როგორც „დოგმატიკონის" (წმიდა მა-მების ქმნილებათა ვრცელი ანთოლოგია) შემდგენელი, რომელიც ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესიტყვება ეკუმენიზმის პრინ-ციპებს.
თავის შესანიშნავ ქმნილებაში - „გალობანი სინანულისანი" წმიდა დავით მეფე ყველა ადამიანურ ცოდვას ინანიებს და ამავე დროს, ამტკიცებს, რომ ერთში კი არასდროს არ შეუცოდავს - თაყვანი არ უცია უცხო „ღმერთისათვის" და ყოველთვის წმიდად იმარხავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას. როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს წმიდა დავით აღმაშენებელს კონტაქტები ჰქონდა მუსლიმთა თემების ლიდერებთან; საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს იგი უფრო ნაკლებ გადასახადს აწერდა, ვიდრე თვით მუსლიმი მმართველები; მან სასახლე აუშენა მუსლიმ პოეტებს და მუსლიმ სასულირო პირებსაც იწვევდა ხოლმე შუამავლებად სასამართლო ცილობებში ქრისტიანთა შორის. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როცა გაირჩეოდა არა რელიგიურ-ზნეობრივი, არამედ იურიდიული, სამართლებრივი საკითხები და სხვა რჯულის წარ-მომადგენელთა დასწრება უფრო ობიექტურ ხასიათს ანიჭებდა სამსჯავრო სხდომას.
წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში პირდაპირ არის ნათქვამი ყურანის გამო გამართული პოლემიკის შესახებ, რომელშიც მეფეც მონაწილეობდა. განა შეიძლება, რომ დავით მეფე მეჩეთში სოლი-დარული ყოფილიყო ისლამთან, მეჩეთს გარეთ კი უარეყო იგი?! მის დროსვე მოეწყო დისპუტი მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არსისმიერ განსხვავებას კონფესიებს შორის, რაც სულაც არ ეთანხმება ეკუმენისტურ სულისკვეთებას. ამ კამათში თვით წმიდა მეფე დავით აღმაშენებელიც მონაწილეობდა, მაგრამ იგი სულაც არ მოითხოვდა მართლმადიდებელთა და მონოფიზიტთა გაერთიანებას, როგორც ეს ეკუმენისტი მეფისგან იქნებოდა მოსალოდნელი. ეს კამათი არ ყოფილა შედეგიანი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით (ანუ მართლმადიდებლებმა ვერ შესძლეს მწვალებელი მონოფიზიტების დარწმუნება-მოქცევა), მაგრამ თვით ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში მაშინ აღმსარებლობა თავისუფალი იყო. გარდა ამისა, თანამედროვე ეკუმენისტები მიუთითებენ იმაზე, რომ წმიდა დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსან ფრანკთა რაზმიც იყო, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ ამტკიცებს მეფის სიმპათიებს კათოლიკური აღმსარებლობისადმი. ცნობილია, რომ ჯვაროსანთა ცალკეული რაზმები ბიზანტიის ჯარშიც იბრძოდნენ და უნგრეთის მეფის სამსახურშიც იდგნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მუსლიმ ემი-რატთა ურთიერთბრძოლებშიც მონაწილეობდნენ.
რისთვის იყო საჭირო მითი წმიდა დავით მეფის რჯულთშემწყნა-რებლობასა და ეკუმენისტობაზე? ძველი დროის ხალხი იმისთვის ჰქმნიდა მითებს, რომ მათი კონკრეტული სახეებისა და მოქმედებების მეშვეობით საკრალური შინაარსის კოდირება მოეხდინათ. მითების ახალი შემქმნელნი იმისთვის იგონებენ მათ, რომ თავიანთი სულიერი სიღატაკე დაფარონ, აგრეთვე უშინაარსობა გამოგონილ სახეებში. (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
Xareba.net - ის რედაქცია