ცოდვების სიმრავლისა და სიმძიმის მიუხედავად ადამიანს სინანუ-ლისა და საკუთარი ვნებებისადმი მკაცრი დამოკიდებულების შემთხვევაში (თუგინდ ამის გამო მას სიკვდილი ემუქრებოდეს), ღმერთი შეუნდობს ყოველ შეცოდებას. თუ ადამიანს არ გააჩნია ესოდენი სასოება მაცხოვრის მიმართ, უნდა ილოცოს - და მიეცემა. ვინც გულწრფელად შეინანა და ღვთისაგან აღსარების საიდუმლოთი მიეტევა ცოდვა... და შემდეგ საქმით შეუდგა მცნებების შესრულებას, ღმერთი სწყალობს მას და არ მოიხსენებს მის წარსულ უკეთურებას.
●●●
ყოველი ადამიანის ცოდვები უფალმა ჯვარზე აღამაღლა და იქ და-ფლითა. ღვთის ეს უსაზღვრო მოწყალება ყოველ ადამიანზე აღ-სარების საიდუმლოში ხორციელდება. სულიერი მოძღვრისგან შენდობამინიჭებული ადამიანი განწმენდილი დგას ღვთის წინაშე.
●●●
ვინც გაიაზრა თავისი შეცოდება, აღიარა თავი დამნაშავედ, სინა-ნულშია ამ ცოდვის გამო, სძულს ეს ცოდვა და შინაგანი განწყობილებით უკვე თქვა: „დამნაშავე ვარ! აღარ ჩავიდენ ამ ცოდვას!" ასეთი ადამიანი, არა მხოლოდ სულიერი მოძღვრის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე აღიარებს თავის ცოდვას. გულწრფელი სინანული ცოდვის გამო და სიძულვილი მისადმი - აი, რაში მდგომარეობს საფუძველი სინანულით განკურნებისა!
გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყო. დაე, გავალღოთ ჩვენი გული სინანულით, და ის თავად გად-მოანთხევს ყოველ უწმინდურებას, ხოლო აღსარება მოწყლავს ყოველ ცოდვას.
●●●
„არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არც საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს" (მათ. 10. 26), მაშასადამე, როგორც არ უნდა დავიმალოთ ჩვენი ცოდვებისაგან, სარგებელი არანაირი არ გვექნება. მოვა ჟამი, - შორს არის კი ის? - და ყოველივე განცხადდება. რა ვიღონოთ? არ უნდა დავმალოთ ცოდვა. სცოდე? - წადი და აღიარე შენი ცოდვა მოძღვრის წინაშე. როდესაც მიგეტევება, ცოდვაც გაქრება, თითქოს არც არსებობდა. შემდეგში კი აღარაფერი იქნება გასახსნელი და განსაცხადებელი. ხოლო თუ დაფარავ ცოდვას და არ შეინანებ, ის თავის დროზე განცხადდება შენდა სამხილებლად. ყოველივე ამის შესახებ წინასწარ გაგვიმხილა ღმერთმა, რათა გულისხმავყოთ და წმინდად წარვსდგეთ ღვთის მართლმსაჯულებისა და საშინელი სამსჯავროს წინაშე.
●●●
აღსარების დროს ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ მოძღვრის შეკი-თხვებით, არამედ საკუთარი სინდისის კარნახის მიხედვით გამოთქვით სათქმელი.
●●●
უფალი გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს (იგავ. 3, 34). გაიხსენე ეს სიტყვები აღსარებაზე წასვლისას. არაფერი ისე არ გვეწინააღმდეგება ცოდვების აღიარებაში, როგორც სიამაყე. დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე, არ დაინდო საკუთარი ვნებები. გადაშალე აღსარებაში შენი ცოდვები, და განიწმინდები; გამოაჩინე შენი ჭრილობები და განიკურნები; აღიარე ყოველი უსამართლო საქციელი და გამართლდები. რაც უფრო დაუნდობელი იქნები საკუთარი თავის მიმართ, მით უფრო მოწყალე იქნება შენს მიმართ ღმერთი. სწორედ ამაში მდგომარეობს სინანულის საიდუმლო, რომელსაც მიჰმადლებს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ყოველ დამ-დაბლებულ და სინანულში მყოფ ადამიანს.
●●●
იმისათვის, რომ აღსარება დამაკმაყოფილებლად წარიმართოს, ყვე-ლაფრის ჩაწერას შეეცადეთ, რაც სინდისზე გაწევთ. შემდეგ დაწერილის მიხედვით თქვით აღსარება. თუ მოძღვარი საჭიროდ ჩათვლის შეკითხვის დასმას, დაგისვამს, ან თქვენ თხოვეთ მას ამის გაკეთება. ამგვარი დამოკიდებულებით, ანალოღიიდან თქვენ ყოველთვის ცოდვებისაგან განთავისუფლებული წამოხვალთ.
●●●
უფრო მეტი გულის შემუსვრილება გვმართებს, ვიდრე ცოდვების ჩა-მოთვლა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია. უფრო მეტი გულითადი ლოცვა გვმართებს, ვიდრე ლოცვის კითხვა, თუმცა ესეც საჭიროა.
●●●
აი რას დაეჩვიეთ: ყოველთვის, როდესაც ვცოდავთ უკეთური აზრ-ით, გრძნობით, სურვილით, სიტყვითა და საქმით, იმწამსვე შეინანეთ ღვთის წინაშე იმ შემართებით, რომ აღარ გაიმეორებთ ამა თუ იმ ცოდვას.
წმ. თეოფანე (დაყუდებული)
Xareba.net - ის რედაქცია