xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » წერილები სულიერ შვილებს » ბერი პაისი რჩევა - დარიგებანი
ბერი პაისი რჩევა - დარიგებანი
23-07-2016, 14:16  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   - გვეშინია, იქნება თუ არა ომი?

   - რახან გეშინიათ, ე.ი. არ იქნება! არ უნდა გვეშინოდეს, რადგანაც ომ-ში უდიდესი მტერი - შიშია, რის გამოც მთელი არმია პარალიზდება. მხდალს, გონიერი გენერალი მაშინვე ატოვებინებს ბრძოლის ველს, სხვაზე რომ არ იმოქმედოს.

   გვახსოვდეს, მხოლოდ აგრესორს ეშინია, რადგან მშვენივრად უწყის, რომ ომი უკანონო და არასწორია. და პირიქით, არ ეშინია მას - ვინც მართალია, რადგან იგი თავის თავს იცავს.

   ფარეხში, ცხვრებთან მყოფი ფინია, ღამით წამოპარულ მგელს თუ შე-უყეფს, იგი დაფრთხება და ჩუმად გაიპარება იმის შიშით, თავს არ დამესხანო.

   მშიშარა ჯარისკაცები მტრის მოახლოებისთანავე ჰყრიან იარაღს და გარბიან ბრძოლის ველიდან. მაშინ, როცა მამაცები დაისახავენ რა მიზანს, უშიშრად მიემართებიან მტრისაკენ და ცდილობენ ფეხდაფეხ გაანადგურონ იგი.

 

***

   - სამსახურიდან მობრუნებულს ყველაფერი მეზარება, ძილი მერევა, ვახშმის შემდეგაც იგივე მეორდება. როგორ მოვიქცე?

   - ჯარისკაცებიც იღლებიან, მაგრამ, სანამ დაიძინებენ, მანამ რამდე-ნიმე ჯერს ჰაერში გაისვრიან, რათა მტერს მათი სიახლოვე აგრძნობინონ, აგრძნობინონ ისიც, რომ არ ხუმრობენ, შემდეგ - იძინებენ. შენც იგივეს გირჩევ, წიგნი გადაფურცლე, საღამოს ლოცვები წაიკითხე, - შემდეგ კი მოისვენე.

 

***

   დღეს ყველგან ამა სოფლის სული მეფობს. ღმერთი გულუხვ წყა-ლობას გვაძლევს, რათა ჩვენც გავცეთ მოწყალება. სანაცვლოდ კი ფართო მაცივრებს ვიძენთ ხორაგის შესანახად, ან საკუჭნაოს ვაფართოვებთ ბევრის დასატევად.

   მრავლისმოხვეჭის ვნება დღეს ყველგან მბრძანებლობს. (ამ საშინე-ლმა ბაცილამ ჩვენთან, ბერებთანაც კი მოაღწია).

 

***

   ნივთების ფასი მატულობს. მაშინ, როცა თვით ადამიანები გამუდ-მებით უფასურდებიან.

 

***

   ღვთისმგმობი გულისთქმების გამომწვევი მიზეზებია:

   ა) ამპარტავნება და ძალებს აღმატებული ღვაწლი.

   ბ) დოგმატური საკითხების კირკიტი, რომლებიც ჩვენს კომპეტენცი-აში არ შედის.

 

***

   მცირედი წლების განმავლობაში რამდენიც დაგვრჩენია, სიკეთე ჩუ-მად ვაკეთოთ.

 

***

   მხოლოდ მაშინ "ჭრის" წყევლა, როცა არსებობს უსამართლობა. თუკი არ არსებობს უსამართლობა, წყევლა მთქმელს უბრუნდება და საკუთარ თავზე გამოცდის წყევლის შედეგს. იგივე ხდება დამავალ-დებულებელ სიტყვებზეც. თუ სიტყვა მართალი და სულიერია, მაშინ "ჭრის", ხოლო თუ - უსამართლო და უგუნური, მაშინ მეორდება ის, რაც წყევლის შემთხვევაში იყო.

 

***

   როდესაც წყევლა ჭეშმარიტად უსამართლოდ დაჩაგრული (შეურაც-ხყოფილი) გულიდან გამოდის, მაშინ "ჭრის". საშინელი რამეა! როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვნახე ქალი, რომელიც ჩემ თვალწინ კვდებოდა, რამეთუ ის სამართლიანად დაეწყევლა ვიღაცას სიტყვით: "გასკდი". მართლაც რამდენიმე საათის განმავლობაში იბერებოდა იგი და ამ სიტყვის სრული გაგებით გასკდა და მოკვდა.

 

***

  ქრისტიანები არ უნდა იწყევლებოდნენ. მხედველობაში მისაღებია ის, რომ წყევლა "ჭრის" მაშინ, როცა იგი უსამართლოდ დაჩაგრული (შეურაცხყოფილი) კაციდან გამოდის. მაგრამ განბანს, განწმენდს და ბოლოს აცხოვნებს მას, ვინც ღებულობს. მაწყევარი კი უსათუოდ დაისჯება ამისათვის.

 

***

   კარგი გულისთქმების მქონე და მლოცველი, კარგი ქრისტიანობით დგას ელადა და არა ჭკვიანებით.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine