xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ქრისტეს მოსვლის მოახლოება - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
ქრისტეს მოსვლის მოახლოება - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
2-03-2016, 00:06  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   აპოკალიპსის წიგნი ასე იწყება: „გამოცხადებაი (აპოკალიპსისი) იე-სუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან ჩვენებად მონათა მისთა საქმეთა მათ, რომელთაი ჯერ-არს ადრე აღსრულებაი, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაითა მონასა მისსა იოანეს". 

   რა იგულისხმება სიტყვებში - „რომელთაი ჯერ-არს ადრე აღსრუ-ლებაი"? ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც მოციქულ პეტრეს აქვს ნათქვამი (II პეტრე 3, 3-10): „ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაისკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულისთქუმისაებრ თვისისა მავალნი და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაი იგი მოსვლისა მისისაი? რამეთუ ვინაითგან მამათა შეისვენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაით. რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველთაგან და ქვეყანაი წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყვითა ღმრთისაითა. რომლისაგან მაში-ნდელი იგი სოფელი წყლით წარირღუნა და წარწყმდა. ხოლო აწ ცანი და ქვეყანაი მითვე სიტყვითა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაც-თაისა. ერთიმცა ესე ნუ დაგვიწყდების, საყვარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულგრძელ არს თქვენთვის, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაი, არამედ ყოველთა სინანულად მოსვლაი. ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაი ვითარცა მპარავი ღამისაი, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარხდენ და წესნი დაიწუნენ და დაზულენ და ქვეყანაი და მას შინა საქმენი დაიწუნენ".

   ყოველივე ეს ცხადად გვიჩვენებს, რომ თვით წმიდა მოციქულ პე-ტრეს დღეებშიც კი, ანუ სულ მალე ამქვეყნად ქრისტეს პირველი მოსვლიდან, ურწმუნო ადამიანები უკვე ეუბნებოდნენ ქრისტიანებს: „აი, თქვენ სულ ქვეყნის დასასრულის შესახებ ლაპარაკობთ, მაგრამ ეს ქვეყანა კვლავაც ისეთივე რჩება, როგორიც ყოველთვის იყო, არაფერი არ იცვლება". ახლა მას შემდეგ უკვე ორი ათასი წელი გავიდა, და ურწმუნო ადამიანები კვლავაც იგივეს იმეორებენ:

   „აი, თქვენ ქვეყნის დასასრულის შესახებ ლაპარაკობთ! ქრისტიანებს ყოველთვის ეგონათ, რომ ქვეყნის დასასრული ახლოსაა, მაგრამ უკვე ორი ათასი წელი გავიდა, დასასრული კი არ ჩანს. სამყარო, ეს ქვეყანა ათასობით წელი იარსებებს!" 

   რა თქმა უნდა, როცა წმიდა იოანე ამბობს - „რომელთაი ჯერ-არს აღსრულებად ადრე"-ო, ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ეს „ადრე" შეიძლება ნიშნავდეს სწორედ ამ ორი ათას წელიწადს. თუკი უფლის თვალში ათასი წელი - ვითარცა ერთი დღე, მაშინ ორი ათასი წელი მართლაც დროის მცირე მონაკვეთი გამოდის. ეს დრო საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც კი უნდა ცხოვნდეს, ქრისტესთან მივიდეს და რაღა უსჯულოების საიდუმლო გამოცხადდეს.

   ყველა საუკუნეში წმიდა მამები ამბობდნენ, რომ ქვეყნის დასას-რული ახლოსაა, რომ ქრისტე მალე მოვა, მაგრამ, აი უკვე ორი ათასი წელი გადის, და იგი ჯერ არ მოდის. ჩვენ დროის იმ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც თავადაც ვუწოდებთ უკანასკნელ ჟამს, როცა მსოფლიო კვლავ ამბობს, რომ, ეტყობა, ქვეყნის დასასრული მოახლოებულია. რატომაა ასე? ნუთუ ქრისტიანები გამუდმებით ცდებიან, ტყუილუბრალოდ სწუხან, როცა ჰგონიათ, რომ დასასრული ახლოსაა, რომ ქრისტე მალე მოვა, მაგრამ, აი, უკვე ორი ათასი წელი გადის, და იგი ჯერ არ მოდის. ჩვენ დროის იმ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც თვადაც ვუწოდებთ უკანასკნელ ჟამს, როცა მსოფლიო კვლავ ამბობს, რომ, ეტყობა, ქვეყნის დასასრული მოახლოებულია. რატომაა ასე? ნუთუ ქრისტიანები გამუდმებით ცდებიან, ტყუილუბ-რალოდ სწუხან, როცა ჰგონიათ, რომ დასასრული ახლოა, და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჯერ კიდევ არ ყოფილა დასასრული?

   ჯერ-ერთი, ქრისტე თითოეულ ადამიანთან მოდის - თითოეულმა თავისი დღენი უნდა გალიოს ამქვეყნად და მოკვდეს. ამ აზრით ქრისტე თითოეულ ჩვენგანთან არის ძალზე ახლოს. ეს სავსებით სწორია.

   მეორედ, ყველა, ვინც კი რწმენით ცხოვრობს და ყოველივეს მის-ტიკური თვალთახედვით უყურებს, ანუ, ვინც ცდილობს გაერკვეს ისტორიულ მოვლენებში, ხედავს, რომ სინამდვილეში მართლაც უკვე აღესრულება ის, რაც უნდა მოხდეს, რაც ნაწინასწარმეტყველებია. თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში წმიდა იოანე აკი ამბობს: „ყრმანო, უკუანაისკნელი ჟამი არს და ვითრცა - იგი გასმიეს, ვითარმედ ანტიქრისტე მოვალს და აწღა ანტიქრისტენი მრავალნი არიან, ვინაიცა უწყით, ვითარმედ უკუანაისკნელი ჟამი არს" (I იოანე 2,18). მის დროშიც კი, პირველი საუკუნის მიწურულს უკვე არსებობდნენ მრავალნი ანტიქრისტენი, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც ანტი-ქრისტეს სულით მოქმედებდნენ, მრავალნი კიდევ მომავალში უნდა მოსულიყვნენ. ანტიქრისტე ეკლესიის გარეთაც მოქმედებს და შიგნითაც. რა თქმა უნდა, ყველა ღვთისმბრძოლი, ღმერთისა და ეკლესიის მოწინააღმდეგე გარკვეულად ანტიქრისტენი არიან, ასევე ის ადამიანებიც, რომელნიც შიგნიდან ცდილობენ ეკლესიის დანგრევას. მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ბევრ ისეთ პირს ვხედავთ, რომელნიც ანტიქრისტეს ჰგვანან, მაგრამ ეს მაინც არ არის ანტი-ქრისტე, რომელიც სულ ბოლოს უნდა მოვიდეს. ანტიქრისტეს სული, მისმიერი სულისკვეთება უკვე იყო ეკლესიის ისტორიის სულ დასაწყისშივეც, რადგან ეშმაკმა იმთავითვე, დაუყოვნებლივ დაიწყო ბრძოლა ახლადდაფუძნებული ეკლესიის წინააღმდეგ.

   ამიტომ, რაკი აპოკალიპსის წიგნი ქრისტეს ეკლესიის მთელი ბრძო-ლის შესახებაა ეშმაკის წინააღმდეგ, ყოველივე იმან, რაც ბოლოს უნდა მოხდეს, აღსრულება დაიწყო ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე.

   დასასრულ, სიტყვას „ადრე" („გამოცხადებაი - აპოკალიპსისი - იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან ჩვენებად მონათა მისთა საქმეთა მათ, რომელთაი ჯერ-არს (გაგრძელება...)


  

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი 

წიგნიდან „ეხლა უკვე უფრო გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ" 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine