xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » თანამედროვე მამები » ჩვენი აღმსარებლობა - მღვდელმონაზონი თელოთე
ჩვენი აღმსარებლობა - მღვდელმონაზონი თელოთე
10-01-2016, 00:05  / ამოსაბეჭდი ვერსია

ჩვენი აღმსარებლობა - მღვდელმონაზონი თელოთე

 

   ღვთის მადლითა და მისი უსაზღვრო სიყვარულის წყალობით ქრი-სტიანულ ოჯახებში დავიბადეთ. მადლიერნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლების იმიტომ, რომ არ დაგვტოვეს მოუნათლავნი. მათ არ განგვაცდევინეს სულიერი შიმშილი და ღვთის გარეშე ცხოვრების ტრაგიზმი იმ ნიშნით, რომ მოგვიანებით თავად ავირჩევდით სარწმუნოებას. მშობლებმა იცოდნენ, რომ თუ ამ არჩევანს დაგ-ვიტოვებდნენ, ავტომატურად ეჭვისა და უღმერთობის გზაზე დაგვა-ყენებდნენ, მათ მოგვნათლეს და მოგვიყვანეს ეკლესიაში.

  მადლიერნი ვართ იმის გამოც, რომ არ მიბაძეს იმ ლიბერალებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გულგრილობით მოუნათლავი დატო-ვეს თავიანთი შვილები. მრავალი იტყვის ბავშვის თავისუფალ ნებას პატივი უნდა მივაგოთ, მათზე არ ვიძალადოთ, მაგრამ... ნუთუ მშობლები ეკითხებიან თავიანთ შვილებს, როდესაც მიჰყავთ ექიმთან ან აცრაზე? ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ გულგრილად ეკიდებიან მის სულიერ სრულყოფილებასა და სიჯანსაღეს, რაც, პირველ ყოვლისა, ღვთის საიდუმლოებებში თანაზიარობით ხორციელდება.

   და მაინც, ვერ მივიჩნევთ თავს სრულყოფილ ქრისტიანებად მხო-ლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანულ გარემოში გავიზარდეთ, ბავშვო-ბიდან ღვთისმსახურებებს ვესწრებოდით, ღვთაებრივ საგნებს ვეწაფებოდით და ვეზიარებოდით.

   ცხადია, ჩვენ ცხოვრებაში, ყოველივე ეს უდიდესი და შეუფასებელი წყალობაა ღვთისა, რომლის ღირსნი არ ვართ.

  მნიშვნელოვანწილად იმის შედეგად გავხდით ქრისტიანები, რომ, ღვთის მადლით, ვეძებდით, ვეკითხებოდით, ვკითხულობდით, ვიბრძოდით, და ბოლოს, ვპოულობდით სიმშვიდეს. სწორედ ამიტომ გავხდით, დღესაც ვართ და მუდამ დავრჩებით, ღვთის მადლით, ქრისტიანები.

   ჩვენ გავეცანით სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ და იდეო-ლოგიურ სისტემებს. ზოგიერთის დროებითი მიმდევრებიც ვიყავით, თითქოს დროის კვალდაკვალ მივაბიჯებდით, მაგრამ რეალურად არაფერი გვაკმაყოფილებდა.

   ქრისტიანებად, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო ჩამოვყალიბდით, რომ საკუთარი გამოცდილებით, ღვთის ენით აღუწერელი მადლით მოსილი საიდუმლოებების მიღებით დავრწმუნდით მის ჭეშმარი-ტებაში. დავრწმუნდით ასევე სულიერი განსჯით, რომ ჩვენი რწმენა ქრისტეში არის ერთადერთი სარწმუნოება, ღვთის მიერ ადამია-ნებისათვის განცხადებული და არა ადამიანების შეთხზულ-გამოგონილი. დავრწმუნდით, რომ მხოლოდ ქრისტე, ისტორიული იესო ნაზარეთიდან, არის ერთადერთი ღმერთი, რომელმაც ისტორია ორად გაჰყო.

   ოდესმე ვინმეს განუცხადებია ადამიანებისთვის: „რომელსაც უყვა-რდეს დედა, მამა, ან შვილი უფროს ჩემსა, არა არს ჩემდა ღირს"?

   ოდესმე ვინმემ თქვა საკუთარ თავზე, რომ ადამიანებს ის (ქრისტე) თავის ცხოვრებაზე მეტად უნდა უყვარდეთ? არავის, არასდროს. მხოლოდ ღმერთს შეეძლო ამის თქმა.

   ოდესმე ვინმემ გაბედა და თქვა, რომ მე ვარ ჭეშმარიტება და ცხო-ვრება? ქრისტემ არა მხოლოდ სიტყვით თქვა, არამედ თავისი სიტყვები მრავალი სასწაულით დაადასტურა:

   - ბრმას თვალი აუხილა;

   - განრღვეულს ფეხი აადგმევინა;

  - ორი თევზითა და ხუთი პურით ხუთი ათასი ადამიანი-მამაკაცი, ქალი და ბავშვი დააპურა;

   - ბუნებრივ სტიქიებს უბრძანა და დაიმორჩილა;

   - მკვდრები აღადგინა, ერთ-ერთი მათგანი - ლაზარე ოთხი დღის აყ-როლებული მკვდარი იყო.

   ქრისტეს ზნეობრივი სწავლება ყველა სხვა სწავლებებზე შეუდარე-ბლად აღმატებულია. ქრისტიანული სარწმუნოება სიყვარულის ერ-თადერთი სარწმუნოებაა. გარდა ამისა, არც ერთი სხვა რელიგია და იდეოლოგია ადამიანის ცხოვრების არსს ისე არ წარმოაჩენს, როგორც ეს ქრისტემ წარმოაჩინა: ღმერთთან ერთობით განღმრთობა ადა-მიანისა.

   ქრისტე არა მხოლოდ ადამიანის ზნეობრივ სრულყოფილებაზე, არა-მედ მის გაცოცხლებასა და ღვთაებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე ქადაგებდა. მან თავად გვიჩვენა სრულყოფილი მაგალითი - თავისი სიკვდილითა და აღდგომით გამოგვიხსნა ჩვენ.

   წმინდა მამათა სწავლებით, „სიტყვა - ღმერთი განხორციელდა, რათა ადამიანებს მოგვეპოვებინა განღმრთოება" (წმ. ათანასე დიდი).

   ჩვენი სარწმუნოების შეუდარებელი უპირატესობა ყველა სხვა თეო-რიასა და ფილოსოფიაზე იმაში არ მდგომარეობს, რომ ქრისტემ ვით ზნეობის მასწავლებელმა ახალი მორალი, ახალი ზნეობრივი მოდელი შემოგვთავაზა.

   ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა (სრული ღმერთი და სრული ადამ-იანი), შესაძლებლობა მოგვცა მივეახლოთ მის წმინდა სხეულს. მან შემოგვთავაზა თავისი ეკლესიის წევრობა, რათა ამ მადლმოსილებით ღვთაებრივი ფერისცვალებისა და აღდგომის შედეგად ჩვენი ცხოვრების მიზანს - ღმერთთან ერთობას მივაღწიოთ.

   ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ იმიტომ, რომ ვიგემეთ მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება - ერთადერთი მართალი სარწმუნოება ქრისტეში, მოციქულთა, მოწამეთა, წმინდა მამათა რწმენა. ჩვენ არ ვიქადით პირად სიწმინდეს, მაგრამ ვამაყობთ რწმენით ქრისტეში - ჭეშმარიტი ღმერთის სარწმუნოებით.

   ჩვენ თავს ვგრძნობთ ღატაკებად, რომლებსაც თავიანთ უღირს ხელ-ებში უპყრიათ უდიდესი საგანძური - ქრისტეს წმინდა სარწმუნოება, თავად უფლის მიერ, მოციქულების მეშვეობით უცვლელად გად-მოცემული.

   მხოლოდ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შეინარჩუნა მთელი სისავსით ქრისტეს სწავლება. ის, მოციქულებისა და შვიდი მსოფლიო კრების ეპოქიდან დაწყებული, ყოველგვარი დამატებისა და შე-მოკლების გარეშე, უცვლელი დარჩა. ამდენად, უდიდესი წყალობაა იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი.

   მაცხოვარმა ბრძანა: „უკუეთუ ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათ-განი უმცირესთა და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველი ცათასა" (მათ. 5.19).

   ჩვენ არ ვართ მიამიტნი და ზედაპირულად განმსჯელნი. ჩვენ ზედ-მიწევნით გამოვიკვლიეთ, შევისწავლეთ და გავეცანით სხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, სხვა „ქრისტიანულ" დენომინაციებს, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ დამაკმაყოფილებელი პასუხები. პირიქით, მათი სუსტი ადგილები აღმოვაჩინეთ; შევისწავლეთ მათი რთული და იოლი სისტემები, გაუგებარი თეორიები, რომლებიც ადამიანს კიდევ უფრო ძლიერ აბნევს. ზოგიერთი უმართებულოდ მივიჩნიეთ, ზოგიერთი - მითოლოგიურ ზღაპრებად; ზოგიერთი კი იოლად დავამტკიცოთ, რომ სიყალბეა და არ შეუძლია თანამედროვე ადა-მიანის სულიერი წადილის დაკმაყოფილება.

   დავასკვნით:

   მართლმადიდებლობის მიღმა ვერანაირი რელიგიური თუ ფილოსო-ფიური შეხედულება ვერ აკმაყოფილებს, ვერ ახარებს, ვერ აბედ-ნიერებს ადამიანს. მათი არც ერთი პუნქტი, არც ერთი დეტალი იოტისოდენადაც კი ვერ გვაიძულებს დავეჭვდეთ მართლმადი-დებელი ეკლესიის ჭეშმარიტებაში, ჩვენ სულში ვერაფერი დაა-სუსტებს, მით უფრო ვერ „უღალატებს" იმ მტკიცე რწმენას, რომ ერთადერთი, უნიკალური, ღვთის ეკლესია მართლმადიდებელია.



მღვდელმონაზონი თელოთე. ათონის წმინდა მთა, გრიგორიუს მონასტერი 

Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine