ძმანო და დანო, როგორ ვებრძოლოთ ბნელ ძალას, როგორ დავაღ-წიოთ თავი მის საშინელ გავლენის ველს, თითქოსდა ჰიპნოზს ეშმაკისას? პირველი საშუალება არის გულწრფელი აღიარება შენი ყველა ცოდვისა. ილარიონ ბერი სულიერი დახმარებისთვის მოსულთაგან ითხოვდა სრულ აღსარებას ექვსი წლის ასაკიდან. შემდეგ, აუცილებელია, წმინდა საიდუმლოებებთან ხშირი ზიარება. ერთმა ბერმა დემონს ჰკითხა: "ყველაზე ძალიან რისი გეშინია?" მან უპასუხა: "ზიარებისა, როდესაც ადამიანი ეზიარება, ეს არის ჩემთვის ყველაზე საშინელი..." გარდა ამისა, აუცილებელია იესოს ლოცვა. იოანე ოქროპირი ამბობს: "ჩვენ გვაქვს ლოცვა დემონთა წინააღმდეგ. ეს არის სახელი იესო ქრისტესი. განუწყვეტლივ, დილიდან საღამომდე და თუ შეგიძლია, დაღამოდან დილამდე თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი". ამ ლოცვას არა მარტო ძალუძს განდევნოს დემონი, არამედ მოაშუშოს მისი შხამიანი კბილებით მიყენებული, შენს სულში დარჩენილი ჭრილობები.
შემდეგი იარაღი დემონის წინააღმდეგ არის თავმდაბლობა. დემონი ეუბნებოდა მაკარი დიდს: "შენ მარხულობ, მე კი საერთოდ არ ვჭამ; შენ ცოტა გძინავს, მე კი არ მძინავს სრულიად; მაგრამ შენ შეგიძლია თავი დაიმდაბლო სხვათა წინაშე, მე კი არ შემიძლია თავის დამდაბლება თვით ღვთის წინაშეც კი. შენ თავმდაბლობით იმარჯვებ ჩემზე"...
შემდეგ, ძმანო და დანო, უდიდესი იარაღი დემონთა წინააღმდეგ არის მორჩილება, მორჩილება შენი სულიერი მამისა, ოღონდ სრული მორჩილება. მორჩილი თავისი გმირობით თვით იესო ქრისტეს ჰგავს, ზეცათა მამის მორჩილებისათვის ჯვარცმულს, ბევრნი იტყვიან: "ჩვენ გვყავს სულიერი მამები, მაგრამ ამით შვებას ვერ ვგრძნობთ. "ძმანო და დანო, შესაძლებელია წყლით სავსე ჭასთან წყურვილით სიკვდილი, თუ ჩვენ არ შეგვიძლია წყლის ამოღება. როგორც ჩანს, სულიერ მამასთან თქვენს დამოკიდებულებაში რაღაც არასწორია.
პირველ რიგში, მორჩილმა ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი უკი-დურესი უმწეობა და უძლურება. მან უნდა უთხრას თავის თავს: "მე არარაობა ვარ, მე არ შემიძლია თავი გადავირჩინო". ადამიანი ღრმად უნდა დარწმუნდეს თავის უძლურებაში. შემდეგ, ძმანო და დანო, ის მთლიანად უნდა მიენდოს თავისი მოძღვრის ნებას, როგორც ქვა მოქანდაკის ხელებს ან თიხა - მექოთნეს. (რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ მოძღვრის სწავლება არ ეწინააღმდეგება სახარებისეულ მცნებებს, რომლებიც მარადიულნი არიან). სულიერ მოძღვართან მისვლისას მორჩილ ადამიანს უნდა ჰქონდეს მტკიცე გადაწყვეტილება, შეას-რულოს ყველაფერი, რასაც მოძღვარი ეტყვის.
ძმანო და დანო, უნდა გვახსოვდეს, რომ შეუსრულებელი ლოცვა-კურთხევა (როცა ჩვენ გვგონია, რომ სასიკეთოდ ვარღვევთ მას, განვსჯით რა საქმეს ჩვენი გონებით) არამც და არამც არ მიგვა-ახლოვებს უფალთან, პირიქით, დაგვაშორებს მას, რომ ეს ლოცვა-კურთხევა ქვასავით გადაგვეღობება გზაზე. მორჩილმა სულიერი მოძღვრის თითოეული სიტყვა უნდა გაითავისოს და როგორც რაიმე ძვირფასეულობა ჩაილაგოს თავის გულში ძვირფასი საჩუქარივით, მაგრამ ამ სულიერ გზაზე არსებობს შეცდომაც. ადამიანი მიდის თავის სულიერ მოძღვართან წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებით. ის ლოცვა-კურთხევას კი არ ითხოვს რაიმე მოქმედებაზე, არამედ არწმუნებს მოძღვარს მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს: ზოგჯერ, ცხარედ უმტკიცებს მას თავისას და ჰგონია რა, რომ მორჩილებაშია, თვითონ მოძღვრავს თავის სულიერ მამას.
ზოგჯერ, არასწორია აღსარებაც, ადამიანი იმეორებს ერთსა და იმა-ვეს; ამბობს იმას, რაც საერთოდ არ ეხება ცოდვას; და ბოლოს, აღსარების დროს ეძებს ლამაზ და შთამბეჭდავ სიტყვებს, იმის მაგივრად, რომ ბავშვურად გააშიშვლოს თავისი სული და ითხოვოს შენდობა. ასეთი აღსარება დიდებისმოყვარეობის ნაყოფია, ხოლო მოძღვრისთვის - უმძიმესი უღელი.
ძმანო და დანო! სულიერი შვილები უნდა ხვდებოდნენ თავის სუ-ლიერ მამას, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ თავისი სულიერი საკითხები. ეს შეიძლება გაკეთდეს მოკლე ხანში; მაგრამ ზოგიერთი სულიერი შვილი მიდის თავის სულიერ მოძღვართან ისე, როგორც ერის კაცები დადიან ერთმანეთთან. ეს ადამიანები ქურდები არიან; ისინი ართმევენ თავის სულიერ მოძღვრებს დროს, რომელიც აუცილებელია ლოცვისთვის.
ზოგიერთები თავს კარგად გრძნობენ რა თავის მოძღვართან, დიდ დროს ატარებენ მასთან. იმიტომ კი არა, რომ რაიმე ისწავლონ მისგან, არამედ სწორედ იმიტომ, რომ შეიწოვონ მისგან ძალა, მადლი. ეს ადამიანები ვამპირებს ჰგვანან, რომლებიც სისხლს სწოვენ თავის სულიერ მოძღვარს; მაგრამ არ უსმენენ და არ ასრულებენ რა მის ნათქვამს, მაშინვე კარგავენ იმას, რაც მათ შეიძინეს მასთან ურთიერთობის დროს. და აი, ისევ მიუწევთ გული სულიერი მამისკენ, რათა მან შინაგანი დაძაბულობის გზით, რომელსაც ახლავს უდიდესი შინაგანი გადაღლა, როგორმე გამოიყვანოს ისინი სიცარიელიდან; და ისევ უმიზნოდ, ამაოდ. ადამიანმა, რომელიც მიდის თავის მოძ-ღვართან, უნდა იცოდეს, რომ ვალდებულია შეასრულოს ის, რასაც ეტყვის მას სულიერი მამა. თუ მოძღვარი ელაპარაკება ადამიანს, რომელიც შინაგანად განწყობილია, შეასრულოს მისი სიტყვა, ნაკლებად იღლება მისგან, ხოლო თუ ელაპარაკება ადამიანს, რომელიც ამქვეყნიური და თვითდაჯერებულობის სულით არის შეპყრობილი, გაჟღენთილი, მაშინ მოძღვარი ხედავს, - რომ მის წინ აუღებელი ციხესიმაგრე დგას.
ზოგიერთები, თუ მოძღვრისგან მიღებულმა პასუხმა არ დააკმაყო-ფილა, მიდიან მეორესთან, ან მესამესთან იმავე კითხვით. ეს უკვე, ძმებო და დებო, ღვთის გამოცდაა. ადამიანმა უნდა იკითხოს და მიიღოს პირველივე სიტყვა, როგორც ნება ღვთისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ატყუებს თავად ღმერთს.
ზოგიერთები თავს იწონებენ თავისი სულიერი მოძღვრით სხვების წინაშე. მამათა ცხოვრებაში წერია, როგორ ამბობდა ერთი ბერი, რომ მას მოძღვრად დიდი მამა ჰყავს. მას კი უპასუხეს: "როგორ მოხდა, რომ ისეთმა კეთილმა ხემ, ასეთი ხენეში ნაყოფი გამოიღო, როგორც შენ ხარ?..."
ძმებო და დებო, ეს განსაკუთრებით ეხებათ დედაკაცებს, რომლებსაც სულიერი მამის მიმართ უნდა ჰქონდეთ დიდი მოკრძალება და ერთგვარი შიშიც კი; სხვაგვარად არ იქნება სწორი სულიერი ურთიერთობა. და აი, ზოგიერთი სულიერი შვილი, განსაკუთრებით მდედრობითი სქესისა, მიდის თავის მოძღვართან გასართობად, ისე როგორც ერში ყოფნისას დადიოდა კინოში ან თეატრში. ეკლესიაში მოსვლის შემდეგ კი დადის თავის სულიერ მოძღვართან, როგორ თეატრში და საათობით ზის მასთან. ამისთვის ის ისჯება ღვთისგან, ჩნდება მიკერძოება, ჩნდება არაწმინდა აზრები მის გულში იმის მაგივრად, რომ განიწმინდოს, სიბილწე მატულობს მასში; ამის მიზეზი ის არის, რომ მან დაკარგა შიში თავისი სულიერი მოძღვრისა, შიში არა ადამიანის მიმართ, არამედ ღვთის მიმართ, რომლის შუამავალია სულიერი მოძღვარი. მაშასადამე, სულიერ მამასთან შეხვედრა უნდა იყოს ხანმოკლე. მხოლოდ მაშინ გაიგებს ადამიანი თავისი მოძღვრის სიტყვებს და გაიზიარებს მათ. სხვა შემთხვევაში ისინი გაუჩინარ-დებიან და გაითქვიფებიან უქმი სიტყვების ზღვაში.
ძმანო და დანო, დღევანდელი სახარება მოგვითხრობს იესო ქრისტეს მიერ ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების შესახებ. მისგან გამოს-ული ეშმაკები ღორების კოლტში შევიდნენ. ღორები ის ადამიანები არიან, რომლებიც ვერ ხედავენ სულიერს, ვერ ხედავენ ცას. ღორები მაღლა ვერ იხედებიან. ათანასე დიდი ამბობს: "ღორი სახეა ცოდვილისა, რომელიც ინანიებს, შემდეგ კი კვლავ მიდის ცოდვის ჩასადენად". ის ამბობს: "ღორი რომ გაასუფთავო, დაბანო, აბრეშუმის ტანსაცმელი ჩააცვა და გულზე ოქრო ჯაჭვი დაჰკიდო, მაინც შემოიხევს ამ ტანსაცმელს და კვლავ ტალახში ჩაწვება ღრუტუნით". ამრიგად, ღორები ის ადამიანები არიან, რომლებიც არაგულწრფელი სინანულის შემდეგ კვლავ უბრუნდებიან თავიანთ წინანდელ ცოდვებს.
ძმებო და დებო, ანტონი დიდმა დაინახა უზარმაზარი ბადე, რომე-ლიც დედამიწას ფარავდა და შეჰყვირა: "ვინ გაექცევა ეშმაკის ამ მახეს? და გაიგონა ხმა: "გაექცევა მორჩილი!" შემდეგ, კვლავ გაიგონა: "ის მახე არც კი შეეხება მის სულს!"
ამინ!
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წიგნიდან "არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი"
Xareba.net - ის რედაქცია