xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ჰუმანიზმი » ჰუმანიზმის იდეა და მიზნები
ჰუმანიზმის იდეა და მიზნები
30-03-2016, 00:03  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მსოფლიო ჰუმანიზმის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო ბიოლოგი ჯუ-ლიან ჰაკსლი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გენერალური დირექტორი განათლების, მეცნიერების და კულტურის დარგში (იუნესკო). ჰაკსლმა ორგანიზაციის პროგრამა ასე ჩამოაყა-ლიბა: „იუნესკოს ძირითადი ფილოსოფია არის მსოფლიო ჰუმანიზმი, ყოვლისმომცველი და ევოლუციური თავისი საწყისით: ევოლუცია ფართო გაგებით ნიშნავს სამყაროში მიმდინარე გარდაქმნისა და განვითარების ისტორიულ პროცესებს. იგი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ: არაორგანული ანუ არაცოცხალი, ორგანული ანუ ბიოლო-გიური, და სოციალური ანუ ადამიანური".

   1860 წელს დარვინის ბიძაშვილმა ფ. გალტონმა დაიწყო ადამიანის ინტელექტის რიცხობრივი შეფასება. 1908 წელს შემუშავდა გონებრივი უნარის კოეფიციენტის კონცეფცია და რადგანაც ითვლებოდა, რომ ინტელექტი თავიდანვე განისაზღვრებოდა რასით, შესაბამისად ერის ინტელექტის გაუმჯობესება - დახვეწა შეიძლებოდა გენეტიკური პროცესიდან იმათი გაძევებით, ვინც აღმოჩნდებოდა ათბალიანი სისტემის ქვედა საფეხურზე. ამის შემდეგ იყო ის, რომ 1907 – 38 წლებში 30-მა ამერიკულმა შტატმა მიიღო „სტერილიზაციის" კანონი. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა, ახალი კანონით ნებადართულია აბორტი, როგორც შობადობის მაკონტროლირებელი, მაგრამ თუ უფრო მკაცრად ვიტყვით - სიკვდილიანობის მაკონტროლირებელი.

   გალტონის იდეები ადამიანების რასის მოწესრიგებული თანმიმდე-ვრობითი განვითარების შესახებ ემყარებოდა დარვინის თეორიას. გალტონის კანონების განხორციელებით კაცობრიობას შეუძლია გააკონტროლოს ადამიანის ევოლუცია და გამოიყვანოს ზერასა (სუპერრასა).

   მყარი კავშირი არსებობს ევოლუციის თეორიასა და გერმანულ რე-იხს შორის. ჰიტლერის წიგნის, „ჩემი ბრძოლა", მკვლევარები ამტკიცებენ, რომ სწორედ დარვინი იყო ფიურერისთვის ბიოლოგიაზე, აღმსარებლობაზე, ძალასა და ბრძოლაზე წარმოდგენის პირველწყარო. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას ნაცისტურმა პარტიამ კანცლერად ჰიტლერი აირჩია. მისი ბრძანებით „რასის ყველა დამბინძურებელი" განწირული იქნა „სტერილიზა-ციისათვის".

   ჰუმანიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება მისი უზნეობაა. რადგანაც ჰუმანისტისათვის ღმერთი არ არსებობს, შესაბამისად ზნეობრივი პრინციპები შეიძლება შეიცვალოს სიტუაციის მიხედვით. ჰუმანისტს სჯერა, რომ ადამიანი თავისუფალია და თვითონაა თავისი ბედის ბატონ-პატრონი. ჰუმანისტის ძირითადი საზრუნავი ადამიანის ამქვეყნიური ბედნიერებაა და მისთვის არ არსებობს გარდაცვალების შემდეგი მარადიულობა.

   გასაკვირი არაა, რომ ჰუმანისტების მოძრაობა ყოველთვის სასიცო-ცხლო მნიშვნელობის პრობლემად თვლიდა ადამიანისათვის ბო-რკილების აყრას, ანუ გათავისუფლებას იმ კოდექსებისაგან, რო-მლებიც ზღუდავენ სექსუალურ თავისუფლებას. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა ის ლიბერალური პედაგოგები, რომლებიც ითხოვენ სექსუალური განათლების ჩართვას სასკოლო პროგრამაში. ჰუმანიზმის საბოლოო მიზანი მსოფლიო მმართველობაა, რა თქმა უნდა, ჰუმანისტური ელიტით სათავეში. ჰუმანიზმის იდეალია ნაციონალიზმის საზღვრების წაშლა და ყოველი ხელისუფლების სუპერმმართველობისადმი დამორჩილება.

   ტრადიციების ერთ საერთო ფონდში გაერთიანება არის ძირითადი და აუცილებელი ადამიანის მომავალი ევოლუციის პროგრესისათვის.

   ბავშვებში სუვერენიტეტის აღმოფხვრის მცდელობის საუკეთესო მა-გალითია იუნესკოს პუბლიკაცია - „კლასში ცამეტ წლამდე პატარებთან ერთად". მასში ნათქვამია: „სანამ ბავშვი სუნთქავს ნაციონალიზმით, მისი მსოფლიო მენტალიტეტით აღზრდა მოგვცემს საეჭვო შედეგებს". სახელდობრ, ოჯახში ბავშვი იწამლება ადრეული ნაციონალიზმით. ამიტომ, სკოლამ უნდა გამოიყენოს ყველა საშუ-ალება, რათა აჯობოს ოჯახურ წეს-ჩვეულებებს.

   ბოლოს გავიხსენოთ იმის შესახებ, როგორ აყალიბებს ჩვენ შეხედ-ულებებსა და აზრებს ჟურნალ-გაზეთებიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან მიღებული ინფორმაცია. ჰუმანისტების მანიფესტში ნათქვამია: „ჩვენ უნდა გავაფართოვოთ კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სისტემები, მსოფლიო ღია უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური, იდეოლოგიური, ზნეობრივი შეხედულებებისა და პრინციპებისათის. უნდა შეიქმნას რადოი-ტელევიზიის, ინფორმა-ციისა და განათლების მსოფლიო სისტემა". 1980 წელს იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ, ბელგრადში, მიიღო ინფორმაციისა და და კავშირგაბმულობის ახალი, მსოფლიო რეზოლუცია.

   ჰუმანისტები შეიძლება იყვნენ რომის კათოლიკური ეკლესიის წევ-რები ან პროტესტანტები, იუდეველები თუ ბუდისტები. პოლიტიკაში ისინი შეიძლება იყვნენ ლიბერალები ან კონსერვატორები, რესპუბ-ლიკელები ან დემოკრატები. საჭიროა ვიცოდეთ ხელისუფლებაში მომავალი კანდიდატების კრედო. რადგან პარტიული შეხედულებე-ბის მიუხედავად, მნიშვნელოვანი თანამდებობები უჭირავთ ისეთ ჰუმანისტებს, რომლებიც ჰუმანიზმის პრინციპებს არ ღალატობენ. ამის შედეგია, რომ ჰუმანისტური მიზნის მიღწევა იღებს დემოკ-რატიული პროცესის სახეს.


Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine