xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » საცდურები » ფრთხილად, კომპიუტერი!
ფრთხილად, კომპიუტერი!
8-03-2016, 20:14  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

   მე-20 საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში აღინიშნება, როგორც კომ-პიუტერის საუკუნე. რადგანაც სწორედ კომპიუტერის მეშვეობით გადადგა კაცობრიობამ უდიდესი ნაბიჯები მეცნიერების ყველა სფეროში. დღეს, ისე როგორც არასდროს, ადამიანი განიცდის უდიდეს ზეწოლას გარე სამყაროდან. იგი ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობს ამა სოფლის უმოწყალო დოღში, სადაც შესაძლებელია ყოველი წუთი განსაზღვრავდეს მის მატერიალურ კეთილდღეობას. ასეთი დაძაბული ცხოვრების რიტმი მოითხოვს ადამიანისაგან სწრაფი გადაწყვე-ტილებების მიღებას. ამაში მას ეხმარება კომპიუტერი. დღესდღეობით პრაქტიკულად აღარ არსებობს ადამიანის ყოფით ცხოვრებაში ისეთი სფერო, სადაც არ შემოებიჯებინა ამ გასაოცარ ჯადოქარს. დიახ, ჯადოქარს, რადგანაც ვისაც განუცდია კომპიუტერთან შეხვედრის გამაოგნებელი შთაბეჭდილება, ხვდება, რომ იგი შეყვარებულია მასზე. კომპიუტერთან უყურადღებო მუშაობითა და განსაკუთრებით ზღაპრული გასართობებით თავდავიწყებული ადამიანი, რომელიც მოკლებულია სიფრთხილის გრძნობას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ემონება მას. საცოდავ ტყვეს წარმოდგენაც კი არა აქვს, როგორ შეიძლება იმოქმედონ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგი-ების საშუალებით მისი სულის სიღრმეებზე, როგორ შეიძლება წაართვან მას შინაგანი თავისუფლება. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ კომპიუტერულ თამაშებს, რადგანაც შედის ვნებების ბნელ სამყაროში, რომლის შედეგადაც მისი სულიერი და ფიზიკური ძალები განიცდის არნახულ ცვეთას. მისუსტებული გული წყნარდება დროებითი, მოჩვენებითი ნუგეშით და გარკვეული პერიოდის შემდეგ ადამიანი ემსგავსება კომპიუტერულ ნარკომანს. ელექტრონულ ზომბად ქცეული ადამიანის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნილებად იქცევა ყოფნა იმ ვირტუალურ (გამოგონილ) სამყაროში, რომლის საშუალებითაც იგი ივიწყებს არსებული ცხოვრების რეალობას.

   პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით იშლება გამალებული სამყ-არო თავისი კაშკაშა ფერებით, დაუვიწყარი ხმებითა და განცდებით, რომელიც მთლიანდ ცვლის ობიექტურ რეალობას. ადამიანი მთელი თავისი არსებით განიცდის განსაკუთრებულ, შეუდარებელ სია-მოვნებას. სპეციალისტების აზრით ასეთ მომენტში ვირტუალური სამყარო ადამიანის ფსიქიკაზე შვიდჯერ უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი. ასეთი, სიფრთხილეს მოკლე-ბული ადამიანის ხვედრი შეუქცევადი დეგრადაცია და თვითდაშლაა.

   თუ თქვენი საზოგადო საქმიანობა ჯერ კიდევ არ არის დაკავშირ-ებული კომპიუტერთან და აუცილებლობა არ მოითხოვს მასთან გაცნობას, ეცადეთ არ იქონიოთ დაუოკებელი მისწრაფება მისდამი. ხოლო თუ ჩვენი საქმიანობა მჭიდრო კავშირშია პერსონალურ კომპიუტერთან, შევეცადოთ გავაათმაგოთ ყურადღება საკუთარ გულზე და შევასრულოთ ის მინიმუმი, რაც აუცილებელია მასთან ურთიერთობაში:

  1. კომპიუტერთან ურთიერთობიდან ამოვიღოთ კომპიუტერული თამაშები და გვქონდეს მასთან მხოლოდ საქმიანი შეხება. (აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა სამკითხაო, ოკულტურ და ჰიპერსექსუალურ პროგრამებზე).

   2. უმიზნოდ ნუ ვიხეტიალებთ ინტერნეტის დაუსრულებელ ლაბ-ირინთებში ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ვინ იცის, რა სიურპრიზი გველის ინტერნეტის მომდევნო გვერდზე თავაშვებული რეკლამის სახით. თანაც გვახსოვდეს, რომ ნაირ-ფეროვანი ინფორმაციის მიღება დროის მოკლე მონაკვეთში ადამიანის გონებას ძალზე ღლის, ფიტავს და, რაც მთავარია, ადამიანს ხდის პასიურს, ართმევს მას სულიერ სიმხნევეს.

   3. კომპიუტერზე რეალური საქმის კეთება და იმავდროულად გარ-თობა უცნობი მოვლენა არაა. ვეცადოთ გამართობელი პროგრამებისა და ობიექტების თავიდან მოშორება.

   4. ნუ გაოცდებით კომპიუტერის შესაძლებლობებით და ნუ აღფ-რთოვანდებით მისი ვირტუოზობის შემხედვარე, არამედ ყველაფერს შეხედეთ გულგრილად. იმუშავეთ ცივი გონებით.

   5. კომპიუტერი ასრულებს ადამიანის ბრძანებებს. ერთი შეხედვით, იგი იქცევა ადამიანის ყურმოჭრილ მონად და ეს ფაქტი გულის სიღრმეში სიამოვნებს თანამედროვე ამპარტავან ადამიანს. გვა-ხსოვდეს, რომ სავსებით რეალურია, მოხდეს პირიქით და ადამიანი გახდეს კომპიუტერის ყურმოჭრილი მონა.

   6. თუ ურთიერთობა კომპიუტერთან საათობით გრძელდება, სასუ-რველია ამ პერიოდში გავაკეთოთ ხანმოკლე შესვენებები დერეფანში ან ეზოში.

   და ბოლოს:

   7. ნუ წამოვიღებთ გონებით იმ სამყაროს სახლში, რომელშიც ვიმ-ყოფებოდით კომპიუტერის მეშვებით.

   თითოეული ადამიანი, რომელსაც ფართო, პრაქტიკული შეხება აქვს კომპიუტერთან, ხვდება, რომ საჭიროა მისი დიდი ძალისხმევა და ღვთის შეწევნა, რათა უვნებლად გამოვიდეს ამ ინფორმაციული სამხილიდან. ადამიანი, რომელიც კარგავს თავის უმთავრეს განძს - სულის თავისუფლებას, ამასთან ერთად კარგავს ყველაფერს.




Xareba.net - ის რედაქცია 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine