შენ მეკითხები, ღვთის მსახურო, საიდანაა ახლანდელი კრიზისი და რას ნიშნავს იგი.
მე ვინა ვარ, რომ უდიდეს საიდუმლოზე მეკითხები? „თქვი, თუკი გაქვს რამ სათქმელი დუმილზე უმეტესი," - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. და თუმცა ვხვდები, რომ ახლა დუმილი ყოველგვარ სიტყვას აღემატება, შენდამი სიყვარულის გამო მოგწერ, რას ვფიქრობ ამის შესახებ.
კრიზისი - ბერძნული სიტყვაა და თავისი არსით სასჯელსაც ნიშ-ნავს. წმიდა წერილი ამ სიტყვას ბევრჯერ იყენებს. მეფსალმუნე ამბობს: „ამისათვის არა აღდგნენ უღმრთონი კრიზისში და წაიკითხე: ამისათვის არა აღდგენ უღმრთონი კრიზისში. ყოველი კრიზისი ღმრთისგანაა. ახლა ამ სოფლის კრიზისია. ჟამი კრიზისის დაწყებისა სახლისაგან ღმრთისა.
დღემდე, ევროპელი ხალხები, უბედურების ჟამს, სიტყვა სასჯელს იყენებდნენ სიტყვა კრიზისის ნაცვლად. ახლა ძველი სიტყვა ახლით შეიცვალა, გასაგები - გაუგებარით, როცა გვალვა იყო, ამბობდნენ: „ღვთის სასჯელია!" ომი თუ ჟამიანობა - „ღვთის სასჯელია"; წყალდიდობა - „ღვთის სასჯელია"; მიწისძვრა, კალიების შემოსევა თუ სხვა გასაჭირი - ისევ „ღვთის სასჯელია". ეს ნიშნავს: კრიზისია გვალვისაგან, კრიზისია წყალდიდობისაგან, ომისაგან, ჭირისაგან და ა.შ. დღევანდელ მძიმე ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ხალხი ღვთის სასჯელად თვლის, მაგრამ ამბობს არა „სასჯელს", არამედ „კრიზისს", რათა უბედურებამ გაუგებრობით მოიმატოს. როცა იყენებდნენ გონივრულ სიტყვას სასჯელს, უბედურების მოსვლის მიზეზიც ცნობილი იყო. ცნობილი იყო მსაჯულიც, ვინაც დაუშვა უბედურება; და ბოლოს, ცნობილი იყო უბედურების დაშვების მიზანიც. როგორც კი სიტყვა კრიზისის გამოყენება დაიწყეს ვეღარავინ ახსნის რატომ, ვისგან ან რისთვის. მხოლოდ ამით განსხვავდება ახლანდელი კრიზისი გვალვის, წყალდიდობის, ომის, ჭირის, კალიის თუ სხვა უბედურებისაგან წარმოშობილი კრიზისისაგან.
შენ დღევანდელი კრიზისის მიზეზსა და ღვთის ახლანდელ სასჯ-ელზე მეკითხები? მიზეზი მუდამ ერთია - ადამიანების ღვთისაგან განდგომა. ღვთისაგან განდგომის ცოდვამ შვა ეს კრიზისიც და ღმერთმა დაუშვა იგი, რათა ადამიანები გამოფხიზლდნენ, უფრო სულიერები გახდნენ და მას მიუბრუნდნენ.
თანამედროვეა ცოდვები - თანამედროვეა კრიზისიც. და მართლაც, უფალმა თანამედროვე საშუალება გამოიყენა თანამედროვე ადამიანის დასასჯელად: დარტყმა მიაყენა ბანკებს, ბირჟებს, ფინანსებს, ვალუ-ტას. მთელ მსოფლიოში ფულის გადამცვლელთ მაგიდები აუყირავა, როგორც როდესღაც, იერუსალიმის ტაძარში. არნახული პანიკა დათესა ვაჭრებსა და ფულის გადამცვლელებს შორის. აღდგნენ, იბრძვიან, ღელავენ, შიშობენ... ყველაფერი ეს - რათა ევროპელ და ამერიკელ ბრძენკაცთა ამაყი თავკაცები გამოფხიზლდნენ, გამოერკ-ვნენ. მატერიალურ კეთილდღეობას მოკლებულნი მეტს ფიქრობდნენ და თაყვანს სცემდნენ უზენაეს ღმერთს, ცოცხალ ღმერთს.
დიდხანს გასტანს კრიზისი? ვიდრე კაცთა სულები არ გარდაიქმნ-ებიან, ვიდრე ამ კრიზისის ამაყი დამნაშავენი ქედს არ მოიდრეკენ ყოვლადძლიერის წინაშე, ვიდრე ადამიანი ვერ მიხვდება ბუნდოვანი სიტყვა კრიზისი თავის ენაზე თარგმნოს და ოხვრითა და სინანულით ამოიძახოს: „ღვთის სასჯელია!"
შენც ასე, პატიოსანო მამაო, თქვი „სასჯელი ღმრთისაჲ" კრიზისის ნაცვლად და ყველაფერი ნათელი იქნება.
სალამი და მშვიდობა შენდა!
წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია