xareba
 
  • ნაყროვანება
  • სიძვა
  • ვერცხლისმოყვარეობა
  • მრისხანება
  • მწუხარება
  • ჭმუნვა
  • ცუდმედიდობა
  • ამპარტავნება
  • თავშეკავება
  • უბიწოება
  • უპოვარება
  • სიმშვიდე
  • ნეტარი გლოვა
  • მღვიძარება
  • სიმდაბლე
  • სიყვარული
  • მარხვა
  • თავისუფლება
  • სიმდიდრე
  • სიძუნწე
  • სინდისი
  • სიკვდილი
  • მემთვრალეობა
  • ნარკომანია
  • სინანული
  • შური
  • ანტიმოდერნიზმი
  • მოდერნიზმი
  • ადოგმატიზმი
  • ეკუმენიზმი
  • პაპიზმი
  • პროტესტანტიზმი
  • ლიბერალიზმი
  • გლობალიზმი
  • იუდაიზმი
  • სექტანტიზმი
  • ორიგენიზმი
  • სრულიად მართლმადიდებელთა კრება
Xareba.net » რუბრიკები » ლოცვა » მლოცველნი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
მლოცველნი - მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
5-01-2016, 00:01  / ამოსაბეჭდი ვერსია

 

  ვისაც ვინმე უყვარს, ის მისკენ მიისწრაფვის საურთიერთობოდ. ცდილობს ისაუბროს და იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით. იყოს მასთან ყოველთვის, ყოველდღიურად, ყოველ საათს, თუკი ეს შესაძლებელია. ასევე, ღვთის მოყვარულნი ისწრაფვიან შევიდნენ მასთან ერთობაში, ისაუბრონ მასთან თავიანთ ლოცვებში, როგორმე გამოხატონ თავისი პატივისცემა. რაც უფრო მეტია სიყვარული, მით უფრო ძლიერია ლოცვა და თაყვანისცემა, რომელიც მას მოაქვს. როგორც ამბობდნენ მამები, ლოცვა ეს არის საზომი ღვთისადმი ჩვენი სიყვარული, რაც უფრო მეტს ლოცულობს ადამიანი, მით უფრო მეტად უყვარს ღმერთი, რაც უფრო ნაკლებად ლოცულობს, ნაკლებად უყვარს.

   ჩვენ აუცილებლად უნდა ვიკრიბებოდეთ საერთო ლოცვაზე, ტაძრე-ბში ერთად, ისეთებთან, როგორიც ჩვენ ვართ. საზოგადო ღვთის მსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ორი ან სამი შეიკრიბებიან სახელითა ჩემითა, მე მათ შორის ვარ", - ამბობს უფალი. ამაზედ არის დაფუძნებული საეკლესიო წესი, რომელიც გვამცნობს: „ერისკაცთ, რომელიც არ დაესწრება საეკლესიო მსახურებას სამი კვირის მანძილზე უმიზეზოდ, არ უყვარს ღმერთი და დაე, ის განყენებული იქმნას".

   აუცილებელია, ასვე, ჩვენი პირადი ლოცვა დღის განსაზღვრულ სა-ათებში, დილით და საღამოს - სავალდებულო, სასურველი - ყოველ საათს დღეს-ღამის განმავლობაშიც.

   რა დიდი პატივია - გქონდეს შესაძლებლობა მიმართო უფალს ნებ-ისმიერ წუთს! მეფეს, მიწიერ მბრძანებელს, თუმცა ის ჩვენნაირი ადამიანია, არ შეგვიძლია მივუახლოვდეთ, როცა ჩვენ გვსურს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს - ყოველთვის.

   ჩვენს არსენალში მრავალი ლოცვაა ეკლესიის მიერ ნაკურთხი (რომელიც ლოცვანში არის დაბეჭდილი), რომელიც შეიძლება გა-მოვიყენოთ, მაგრამ თუ ჩვენი სურვილია, შეგვიძლია ვილოცოთ ჩვენი სიტყვებითაც, როგორც ამას აკეთებს პატარა ბავშვი, როცა ის საკუთარ მამას რაიმეს სთხოვს. რა შემადგენლობის უნდა იყოს ჩვენი ლოცვები.

   1) ქება სადიდებელი - ანუ განდიდება ღვთისა და მის მიერ შექმნი-ლი სამყაროსი.

   2) სამადლობელი - ღვთის მიერ ბოძებული მადლისათვის ჩვენდამი და სხვათათვის და ყველა იმისათვის, რასაც ჩვენთვის უფალი აკეთებს.

   3) ვედრება - ანუ თხოვნა. თხოვე უფალს ყველაფერი, რასაც საჭირ-ოებს შენი ხორციელი და სულიერი მშობლები.

   ითხოვე ყოველივე საარსებო: ყოველი სულიერი და ნივთიერი საჭი-როება.

   ჩაუღრმავდი, დაფიქრდი რამდენად მნიშვნელოვანი და კურთხეუ-ლია ლოცვა. ლოცვის დროს ადამიანი ასრულებს თავის უმაღლეს დანიშნულებას. რადგან სწორედ განუწყვეტლივ ლოცვაში იმყოფებიან უსხეულო ძალები ცათა სასუფეველში, ანგელოზები და წმინდანები.

   მრავალნი, რომლებმაც ვერ შეიცნეს ლოცვის გემო, თვლიან მას მოს-აწყენად და მეტად ძნელად. სხვა მაგალითს გვაძლევენ წმინდანები, რომელთაც შეიცნეს ლოცვის გემო. გავიდნენ უდაბნოში, განმარ-ტოვდნენ ლოცვისათვის, რათა ყოფილიყვნენ პირისპირ ღმერთთან. წმ. მარკოზ ფილოსოფოსი (ათენელი) განდეგილი, რომელმაც იცო-ცხლა 130 წელი 95 წლის განმავლობაში აფრიკის ერთ-ერთ უდაბნოში, სრულიად მარტო ცხოვრობდა. მეფე წინასწარმეტყველი დავითი, თუმცა სახელმწიფო საქმეებში იყო დატვირთული, ამბობდა: „შვიდ-გზის დღესა შინა გაქებდე შენ", „ღამითგან აღვიმსთო შენდამი", არც ჩვენთვის იქნებოდა ურიგო გველოცა ისე, როგორც ამას წმინდანები აკეთებდნენ.

  ერთხელ საეკლესიო სკოლის მოსწავლემ მოინახულა ინვალიდთა სახლი. მან ინვალიდს მიაწოდა ორცხობილა, რომელიც ყრუ და ამასთანავე ბრმა იყო. ავადმყოფი ვერ მიხვდა, თუ რა მიაწოდეს მას და არ მიიღო მიწოდებული, მაგრამ მოსწავლემ გასინჯა მცირე ნატეხი ორცხობილასი. როცა ინვალიდმა გასინჯა, ისევ მოითხოვა ორცხო-ბილა.

   საზოგადო, თუ კერძო ლოცვის მეშვეობით ადამიანი გამოხატავს თა-ვის სიყვარულს ღვთისადმი, შესაბამისად ის აღწევს თავისი მიწიერი ცხოვრების მთავარ მიზანს.



მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი 

წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ" 


  • მთავარი
  • -- ახალი ამბები
  • -- მნიშვნელოვანი თემები
  • -- კალენდარი
  • -- ქრისტიანული ოჯახი
  • -- მართმადიდებელი ეკლესია
  • -- მართმადიდებლული კატეხიზმო
  • -- ლოცვა
  • -- წმ. მამათა საგანძურიდან
  • -- წერილები სულიერ შვილებს
  • -- წმიდათა ცხოვრება
  • -- რელიგიური ცდომილებანი
  • -- მხილებითი ღვთისმეტყველება
  • -- იდეოლოგიური ცდომილებანი
  • -- თანამედროვე მამები
  • -- ძველი აღთქმის ისტორიიდან
  • -- უახლესი ისტორიიდან
  • -- საეკლესიო სამართალი
  • -- ჭეშმარიტი სასწაულები
  • -- საცდურები
  • -- შეიცანი ჟამი
  • -- კითხვა-პასუხი
  • -- სხვადასხვა
  • -- რუსულენოვანი გვერდი
  • -- ინგლისურენოვანი გვერდი
  • კონტაქტი
  • წმ. ნინო
  • წმ. გიორგი
  • წმ. ვახტანგ გორგასალი
  • წმ. დავით აღმაშენებელი
  • წმ. თამარ მეფე
  • წმ. აცამეტი ასურელი მამა
  • წმ. გრიგოლ ხანძთელი
  • წმ. აბო თბილელი
  • წმ. ქეთევან წამებული
  • წმ. შუშანიკი
  • წმ. არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე
  • წმ. შალვა, ბიძინა, ელისბარი
  • წმ. ნიკოლოზი
  • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
  • წმ. მაქსიმე აღმსარებელი
  • წმ. მარკოზ ეფესელი
  • წმ. დავით გარეჯელი
  • წმ. შიო მღვიმელი
  • წმ. იოანე ზედაზნელი
  • წმ. ანტონ მარტმყოფელი
  • წმ. ისე წილკნელი
  • წმ. აბიბოს ნეკრესელი
  • წმ. ზენონ იყალთოელი
  • წმ. ისიდორე სამთავრელი
  • წმ. ამბა იოსებ ალავერდელი
  • წმ. ნეოფიტე ურბნელი
  • წმ. პიროს ბრეთელი
  • აბსურდიზმი
  • ჰუმანიზმი
  • ნიჰილიზმი
  • დარვინიზმი
  • მარქსიზმი
  • ევოლუციონიზმი
  • ახალი ადამიანი
  • მასობრივი კულტურა
  • რევოლუციის სახეობები
  • სპირიტიზმი
  • მაგია, მისნობა, ჯადოქრობა
  • უნია
  • ანტიქრისტე
 
მობ: 591 97 04 90
2012 Xareba.net

Сайт работает под управлением DataLife Engine