თუკი დავაკვირდებით ჩვენს გარშემო სამყაროს, შექმნილს ღვთის მიერ, შესაძლებელია დავინახოთ რომ, ამ სამყაროში არაფერია შემთ-ხვევითი, ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება, თავისი მიზანი. ყველაფერი ანუ ყოველი - დაწყებული ციური სხეულიდან დამ-თავრებული უმცირეს მიკრობამდე - შექმნილია შემოქმედის მიერ წინასწარ განზრახვით.
მაგალითად, მზე ანათებს იმისთვის, რათა გაათბოს მიწა და ყოვე-ლივე მასზედ არსებული. უზომოდ არ იქნებოდა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე.
ზღვა - „დიდი და ვრცელი", აშკარად არის საცხოვრებელი თევზთა, ზღვის ცხოველების, მცირე და დიდი ქმნილების, ასევე არის შესაკრებელი წყალთა.
წყალი შექმნილია იმისათვის, რათა მისგან დარწყულდეს ყველა ცო-ცხალი არება დედამიწაზე: ვრცელი ველები, მაღალი მთები, ხშირი ტყეები. შეიძლება კი წარმოვიდგინოთ წყლის გარეშე ჩვენი სიცო-ცხლე? და ამიტომაც არის, რომ ის ასე აუცილებელია და უხვია: აკი ზღვები და ოკეანეები დედამიწის ზედაპირის 3/4 ნაწილს შეადგენს. დავუშვათ, დედამიწაზე წყალი ყოფილიყო ცოტა და რომ გვეყიდა ლიტრობით, ზეთისა და ღვინის მსგავსად, ცოცხალ არსებათაგან ვინ გადარჩებოდა უწყლოდ.
ჰაერი არსებობს იმისათვის, რომ ვისუნთქოთ ჩვენ და ჩვენს გარშემო არსებულმა ცხოველებმა და ფრინველებმა.
ჰაერის გარეშე ვერავინ მიწიერთაგან ვერ იარსებებს ხუთ წუთსაც კი.
ღრუბლები, დევნილინი ქარით, გადააქვთ ათასობით კუბური მეტ-რობით წყალი, შეიკრებენ მას ზღვის სიღრმეებიდან და წვიმით რწყავენ მშრალ მიწას და ყოველივეს რაც მასზედ არის. დატენიან-დებოდა მიწა, რომ არ ყოფილიყო ღრუბლები?
მცენარეული სამყარო - უზარმაზარი ხეებიდან დაწყებული ხალი-ჩებივით დაფენილი მწვანე ველებით დამთავრებული - გამოიყენება ადამიანის მიერ, რით გამოიკვებებოდნენ ადამიანები და ცხოველები მცენარეების არარსებობის შემთხვევაში.
ცხოველებსაც აქვს თავისი დანიშნულება. თითოეული მათგანი, ამა თუ იმ სახით მოდის საშველად ადამიანისათვის ან გარემოსათვის.
სამყაროში არ არის ორგანიზმი, არსებული უმიზნოთ. აფთრებიც კი, რომლებიც მიჩნეულნი არიან საზიზღარ ცხოველებად, უმეტესად ისინი ასუფთავებენ გარემოს ნარჩენებისაგან. ისინი ასრულებენ სავანის სანიტრის როლს.
თვით ყველაზე დაბალ და უმნიშვნელო საგნებსაც კი აქვს თავისი დანიშნულება. ვთქვათ, რას თვლი შენ მცირედ და უმნიშვნელოდ? იქნებ ფრჩხილებს? მაგრამ ისინი ხომ აუცილებელია თითების დასაცავად. რომ არა ფრჩხილები, ჩვენ თითებს ყოველთვის საფრთხე დაემუქრებოდა და მალე გაცვდებოდა. კიდევ არ გვეჩვენება ჩვენ მცირედ ან, ვთქვათ, განსჯის არასაკადრისად, მიუღებლად? შესაძლოა, ნერწყვი. მაგრამ ისიც ასრულებს თავის ფუნქციას. მისი დანიშ-ნულებაა უკეთესად გადამუშავდეს საკვები. აბა, შეეცადე, დაღეჭო და გადაყლაპო საკვები ნერწყვის გარეშე, ალბათ, დაიხრჩობი. შეხედე ღვთის სამყაროს და ვერ იპოვი ვერც ერთ საგანს, ვერც ერთ ქმნილებას, რომელსაც არ ჰქონდეს თავისი დანიშნულება. თუკი ჩვენ რამე გვეჩვენება უსარგებლოდ, ეს მხოლოდ ჩვენი უმეცრებისაა. ადრე არაფერს ამბობდნენ ბრმანაწლავის სარგებლიანობაზე, გონიერი ადამიანები ამოიკვეთავდნენ ბრმანაწლავს, როგორც ზედმეტს. ეხლა კი დამტკიცებულია, რომ ეს ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ასე რომ, ყველა არსებულს გააჩნია თავისი დანიშნულება. ყველას აქვს მიზანი არსებობისა, ხოლო შენ, ადამიანო, ნუთუ არ უნდა გქონდეს დანიშნულება? ნუთუ შენ არ უნდა იცოცხლო განსაზ-ღვრული მიზნის გამო?
და შენც ცოცხლობ გარკვეული მიზნის გამო.
განა არ არის ლოგიკური, რომ სამყაროში მცირედ მნიშვნელოვან ქმნილებებს გააჩნია მიზანი თავისი არსებობისა, მაშინ ადამიანსაც უნდა ჰქონდეს რაიმე დანიშნულება და იცოცხლოს რაიმე მიზ-ნისთვის? შეიძლება ვინმეს გონებამ დაიტიოს, რომ ადამიანი - სრულყოფილი არსება, გვირგვინი ქმნილებათა - შეიქმნა უმიზნოდ? უაზრობაა, რომ ადამიანს - დაჯილდოებულს რთული და უნიკალური ორგანიზმით, სულიერი ნიჭით, ბრწყინვალე გონებით, ისეთი საოცრებით, როგორც გრძნობებია - არ ჰქონდა რაიმე მიზანი და დანიშნულება.
ყოველივე, რაც კეთდება რაღაც მიზნისთვის.
საათი - რათა აჩვენოს დრო; ავტომობილი - რათა იმოძრაოს; თვითმ-ფრინავი - რათა იფრინოს; გემი - რომ იცუროს, დანა - რომ დაჭრას; ნემსი - რომ მოკეროს; გასაღები, რომ დაკეტოს კარები; საპონი - რომ ჩამობანოს ჭუჭყი და ამასთან ადამიანს არ გააჩნია მიზანი? ასე შეუძლებელია. ეს უგუნურებაა, სისულელე და უაზრობაა. ე.ი. თუკი შენ ცოცხლობ დედამიწაზე, მაშინ შენ გაქვს რაღაც მიზანი და ეს მიზანი უმაღლესია და უმშვენიერესი.
მაგრამ კითხვა შემდეგშია: როგორია ჩვენი დანიშნულება? რისთვის ვარსებობთ ჩვენ დედამიწაზე?
მთავარეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი
წიგნიდან „რისთვის ცოცხლობ შენ?"